საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ (№1-13619/21; 12.10.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-1670/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-15
ბიუროს ნომერი 120

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-1670/22 14-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ“ (№1-13619/21; 12.10.2021) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 14 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ“ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ხელოსნების ლიცენზირების მოთხოვნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება. ავტორის გადმოცემით, აღნიშნული ნაკარნახევია ქ. ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით, რომელსაც მოყვა საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევა. მისი მოსაზრებით, აუცილებელია ხელოსნებზე ლიცენზიის გაცემა და მათი აღრიცხვა შესაბამის უწყებაში, რათა დარეგულირდეს აღნიშნული სუბიექტების პროფესიონალიზმის საკითხი და გამოირიცხოს არაკვალიფიციური პირის შეუსაბამო საქმიანობა. კომიტეტის მოსაზრებით, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია და მოითხოვს დარეგულირებას, თუმცა, ამავდროულად საკმაოდ კომპლექსურია და საჭიროებს არა მარტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არამედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროფესიული სასწავლებლების და გადამზადების ცენტრების კოორდინირებულ მოქმედებას; ერთიანი რეესტრის შექმნას და ამ მიმართულებით ელექტრონული სერვისების დანერგვას და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტზე აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და საკითხის სირთულიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევა ამ ეტაპისთვის კომიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი
დანართი
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041215859237 11.10.2021 საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯომარეს სათაური: ახალი კანონპროექტის შესახებ შინაარსი: მოგეხსენებათ იმ ტრადიკული ამბის შესახებ რაც ბათუმში მოხდა, აქედან გამომდინარე მიმაჩნია რომ უკვე დროა ვიფიქტოთ შემდეგ საკანონდებლო პროექტზე რომელიც დაარეგულირებს ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხს. თუნდაც იმიტომ რომ ვისაც არ ეზარება ყველა ხელოსნობას იბრალებს და მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ზიანს აყენებს. აქედან გამომდინარე უნდა შეიქმნას ან გამოიყოს ან მოხდეს დაქვემდებარება თუნდაც თბილისის მერიაში ხელოსანთა აღრიცხვიანობის ან/და ლიცენზირების გაცემის საკითხთან მიმართებაში. აი სათანადო მაგალითია ტაქსისტების რეფორმა რომელსაც ქ თბილისის მერმა ბატონმა კახა კალაძემ იდეალურად გაართვა თავი. გთხოვთ იმსჯელოთ ჩემს საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით პატივისცემით, მარიამ ჭყონია პ. #: მობილური: + ელფოსტა:
დანართი
*GOV82200003645* GOV 8 22 00003645 07/02/2022 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით სონღულაშვილს ბატონო დავით, თქვენი 2021 წლის 18 ნოემბრის №11466/4-6/21 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას - ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ (№1-13619/21; 12.10.2021), გიგზავნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციას (№11/8514; 10.12.2021). პატივისცემით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი რევაზ ჯაველიძე 12/10/2021 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო KA020160316341121 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA 0114 თბილისი, სანაპიროს ქ. №2 Tel.: (+995 32) 2 99 11 05 2, Sanapiro str., 0114 Tbilisi, Georgia Tel.: (+995 32) 2 99 11 11 № 11/8514 10 / დეკემბერი / 2021 წ. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, ბატონ ბექა დოჭვირს ბატონო ბექა, თქვენს ა/წლის 20 ოქტომბრის GOV 4 21 00036826 წერილთან დაკავშირებით, რომლითაც გადმოგზავნილია მოქალაქე მარიამ ჭყონიას კორესპონდენცია, კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ ჩვენი აზრით, ხელოსანთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ ეტაპზე შესაძლებელია, განხილულ იქნას პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლების გახსნის და ხელოსანთა გადამზადების იდეა, რაც განხორციელებადია განათლების რეფორმის ფარგლებში. პატივისცემით, მინისტრის მოადგილე file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/b827c842-c02d-43cd-86fc-732fb9d85083.html გენადი არველაძე 1/1