საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-15
ბიუროს ნომერი 120
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-1681/22
14-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს
გიგზავნით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეაში 2021 წლის განმავლობაში
•
•
•
•
•
•
•
დელეგაციის საქმიანობა ძირითადად წარიმართა ონლაინ ფორმატში. ჰიბრიდულად
ჩატარდა საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია. ასევე, დელეგაციის
ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში
ეუთოს რამდენიმე წევრ ქვეყანაში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად ონლაინ ფორმატში მუშაობის მიუხედავად,
დელეგაციამ აქტიურად იმუშავა ეუთოს სამივე განზომილების მიმართულებით,
განსაკუთრებით, პირველი (თავდაცვისა და უსაფრთხოების - ნ. სამხარაძე) და მესამე (ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის - მ. ბოჭორიშვილი) მიმართულებებით.
დელეგაციის წევრი, ნინო იობაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ონლაინ
ღონისძიებებში. საქართველოს დელეგაციის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ
პრობლემატიკას ყველა ღონისძიებაზე უსვამდნენ ხაზს.
ონლაინ და ფიზიკურ ფორმატში ჩატარებული ღონისძიებები:
22 იანვარი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ფრაქციის შეხვედრა
(ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახაბერ კუჭავა);
27 იანვარი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, „ქმედითობისკენ მოწოდების სამუშაო
ჯგუფის“ პირველი შეხვედრა (ნიკოლოზ სამხარაძე);
1 თებერვალი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს დელეგაციის შეხვედრა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში,
დიტმირ ბუშატისთან (ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, კახაბერ კუჭავა, გელა
მიქაძე);
16 თებერვალი - პარლამენტის თავმჯდომარისა და დელეგაციის შეხვედრა ეუთოს
მოქმედ თავმჯდომარესთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ან ლინდესთან;
25-26 თებერვალი, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა, ონლაინ (დელეგაცია
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით; დებატებში მონაწილეობა - ნ. სამხარაძე, მ.
ბოჭორიშვილი);
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კოვიდ პანდემიის გავლენა დემოკრატიასა და
არჩევნებზე.
შეხვედრაზე საქართველოში, მონტენეგროში, აშშ-ში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში
ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო
მისიების ანგარიშები განიხილეს.
„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში წარიმართა თავისუფალ და
კონკურენტულ გარემოში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო
გათვალისწინებული. მისასალმებელია, რომ არჩევნები ჩატარდა იმ კანონმდებლობით,
რომელზეც სრულიად ოპოზიციური სპექტრი იყო შეთანხმებული“ - განაცხადა
საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღავნელმა, ელონა ხოჯამ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნ. სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს
საქართველოში ჩატარებული არჩევნების პოზიტიურად შეფასებისთვის: „საარჩევნო
რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში უკვე შექმნილია სამუშაო
ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილ რეკომენდაციებს ამუშავებს და მარტში
კანონპროექტი დაინიცირდება. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი დღემდე
ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას, რაც ვნებს საქართველოში
დემოკრატიულ პროცესს“, განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე ისაუბრა პოლიტიკაში ქალთა
ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში
გენდერული კვოტების შემოღება დადებითად აისახება ამ პროცესზე. მაკა
ბოჭორიშვილმა, დელეგაციის სახელით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მადლობა
გადაუხადა კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ჩამოსვლისა და
არჩევნებზე დაკვირვებისთვის.
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
10 მარტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, „ქმედითობისკენ მოწოდების სამუშაო
ჯგუფის“ მეორე შეხვედრა (ნიკოლოზ სამხარაძე);
12 მარტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, „ადამიანის უფლებები კონფლიქტის
ზონებში“, ვებინარი (ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი);
4 აპრილი, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიაში
მონაწილეობა (ნიკოლოზ სამხარაძე);
15 აპრილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, „გლობალური საფრთხეები კოვიდ 19-ის
კონტექსტში:ტერორიზმი და ძალადობა“, ვებინარი (გელა მიქაძე);
25 აპრილი, ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიაში
მონაწილეობა (ნიკოლოზ სამხარაძე);
5 მაისი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, „ქმედითობისკენ მოწოდების სამუშაო
ჯგუფის“ შეხვედრა (ნიკოლოზ სამხარაძე);
19 მაისი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, „კანონშემოქმედებითი საქმიანობა ქალთა
წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად“, ვებინარი (მაკა ბოჭორიშვილი);
4 ივნისი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, „ჯანმრთელობა, როგორც ადამიანის
უფლება“, ვებინარი (მაკა ბოჭორიშვილი);
11 ივნისი - საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის
ორმხრივი შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ლიეტუვის დელეგაციის
ხელმძღვანელთან, ვილია ალეკნაიტე აბრამკიენესთან;
14 ივნისი - პარლამენტის თავმჯდომარისა და დელეგაციის შეხვედრა ეუთოს
გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან;
14 ივნისი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ვებ-დიალოგი - „გამჭვირვალობა და
პროგნოზირებადობა სამხედრო სფეროში: ეუთოს როლი“ (ნიკოლოზ სამხარაძე);
20 ივნისი, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა (ნიკოლოზ
სამხარაძე);
30 ივნისი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, სოციალისტების ფრაქციის შეხვედრა
(ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ნინო იობაშვილი);
30 ივნისი-2 ივლისი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ასამბლეის დისტანციური
სხდომა, ზოგადი კომიტეტების შეხვედრები (ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი,
•
გელა მიქაძე) - კომიტეტების სხდომებზე სიტყვით გამოვიდნენ ნ. სამხარაძე და მ.
ბოჭორიშვილი;
6-7 ივლისი, ასამბლეის ჰიბრიდული სხდომა, ვენა, ავსტრია/ონლაინ (დელეგაცია
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით; დებატებში მონაწილეობა - ნ. სამხარაძე, მ.
ბოჭორიშვილი);
ფიზიკურად ესწრებოდა მხოლოდ დელეგაციის ხელმძღვანელი ნ. სამხარაძე.
დელეგაციის წევრები მ. ბოჭორიშვილი და გ. მიქაძე დისტანციურად იღებდნენ
მონაწილეობას 6 ივლისს ჩატარებულ პლენარული სხდომის მუშაობაში.
ასამბლეას წერილობით მიმართეს ნ. სამხარაძემ და მ. ბოჭორიშვილმა.
სესია გაიხსნა 30 ივნისს, მესამე კომიტეტის (ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის
საკითხთა) სხდომით. კომიტეტის მომხსენებელმა, კარი ჰენრიკსენმა
სფეროში
არსებული ვითარების თაობაზე ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც გაიმართა
დებატები. დებატებში მონაწილეობა მიიღო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა. მან თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა
კოვიდ პანდემიით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებზე, მათ საპასუხოდ
მულტილატერალიზმის გაძლიერებასა და სამომავლოდ საერთო ძალისხმევისა და
ერთიანი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონში რუსეთის მხრიდან მომდინარე
საფრთხეებზე, საოკუპაციო რეჟიმების მიერ ზაზა გახელაძისა და საქართველოს სხვა
მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო
საზოგადოების მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას, რუსეთის
მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯების აღმოსაფხვრელად.
ამავე საკითხზე, 2 ივლისს, პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე,
დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნ. სამხარაძემ გაამახვილა ყურადღება. „საერთაშორისო საზოგადოება ძლიერად უნდა
აღუდგეს წინ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს როგორც საქართველოში, ასევე,
ზოგადად, ეუთოს სხვა წევრ ქვეყნებში. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის
აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებები, რათა კავკასიაში
მშვიდობა დამყარდეს.“ სხდომაზე, რომელზეც დელეგაციის ხელმძღვანელი ონლაინ
რეჟიმში მონაწილეობდა, წარმოდგენილი იყო ანგარიში ეუთოს ქვეყნებში მიმდინარე
უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. დოკუმენტი წარადგინა კომიტეტის
მომხსენებელმა, ლაურინას კასიუნასმა. ანგარიშის ერთი ქვეთავი ეხებოდა რუსეთის
მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. ნ. სამხარაძემ ასევე ისაუბრა რუსეთის
მხრიდან ყოველდღიურ პროვოკაციებზე - ბორდერიზაციასა და მავთულხლართების
აგებაზე, გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, გატაცებებსა და ეთნიკურ
დისკრიმინაციაზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს აშშის, რუმინეთის, ესპანეთისა და საფრანგეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა.
•
•
•
•
•
•
11 ივლისი, მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიაში
მონაწილეობა (ნიკოლოზ სამხარაძე);
9 სექტემბერი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, „გაეროს რეზოლუცია 1325-ის
განხორციელებაში პარლამენტარების წვლილი“, ვებინარი (მაკა ბოჭორიშვილი);
18-19 სექტემბერი - სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
სპეციალური წარმომადგენლის, კარი ჰენრიკსენისა და ასამბლეის გენერალური
მდივნის რობერტო მონტელას ვიზიტი.
20 ოქტომბერი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, „ადამიანური განზომილების
შეხვედრა“, ვებინარი (ნინო იობაშვილი);
3-4 ნოემბერი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის შეხვედრა (ნიკოლოზ
სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ნინო იობაშვილი);
10 ნოემბერი,
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ქალი ჟურნალისტებისა და
პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა: ზრდადი კრიზისი“, ვებინარი (ნინო
იობაშვილი).