საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის 14 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-1675/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 2

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2022 წლის 14 თებერვალი, 11:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში (1-238/22; 12.01.2022); მომხსენებელი: სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე; პასუხისმგებელი: გ. ესაკია; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/119; 02.02.2022) (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, გ. ესაკია; 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“ (07-2/120; 03.02.2022); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი; 4. საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ (1-13619/21; 12.10.2021); მომხსენებელი: საქართველოს მოქალაქე - მარიამ ჭყონია; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; საორგანიზაციო საკითხი 5. კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: თ. შაბაშვილი, მ. ხურციძე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი N2 ქ. თბილისი 14 თებერვალი, 2022 წ. სხდომის თავმჯდომარე: მოადგილე) ეკა სეფაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი სხდომის მდივანი: მარიამ ხურციძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური (გოჩა ენუქიძის უფლებამონაცვლე), ელგუჯა გოცირიძე, ლევან მგალობლიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, ვლადიმერ კახაძე (გელა სამხარაულის უფლებამონაცვლე), ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, რამინა ბერაძე (ნინო წილოსანის უფლებამონაცვლე). (სულ 10 წევრი). მომხსენებლები: სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - ირაკლი ლექვინაძე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; საქართველოს მოქალაქე - მარიამ ჭყონია; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. 1 დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: განსახილველი საკითხები 1. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში (№1-238/22; 12.01.2022). მომხსენებელი: ირაკლი ლექვინაძე 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/119; 02.02.2022). (დაჩქარებული წესით) მომხსენებელი: თამარ გაბუნია 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“ (№07-2/120; 03.02.2022). მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე 4. საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ (№1-13619/21; 12.10.2021). მომხსენებელი: მარიამ ჭყონია 5. კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება. მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი მოისმინეს: 1. სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის - ირაკლი ლექვინაძის მოხსენება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის თაობაზე. 2 მომხსენებლის ინფორმაციით, „ფარმაცევტულ ბაზარზე არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და სამოქმედო გეგმის“ მიხედვით, შეფასებულ იქნა 2016-2020 წლები. კონკურენციის მონიტორინგის საქართველოში მედიკამენტების 90 პროცენტი არის იმპორტირებული. დანარჩენი არის ადგილობრივი წარმოების. ბოლო პერიოდში მედიკამენტების ღირებულება გაზრდილია. ასევე გაზრდილია მოხმარებაც. შეფასების მიხედვით ამის მიზეზი ერთის მხრივ არის ის, რომ საქართველოში, რეცეპტის, დანიშნულების გამოწერის დროს, ძირითადად მითითება და აქცენტირება ხდება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, მეორეს მხრივ - გაზრდილია მოხმარება. შეფასებულ იქნა ფარმაცევტული ბაზარი და ბაზარზე მოთამაშე კომპანიები. ევროპულ რეგულაციებთან შედარებით, ბაზარი გამოირჩევა რეგულაციების სიმწირით. ვინაიდან ფარმაცევტული ბაზარი არის სპეციფიური ბაზარი, რომელიც უკავშირდება ადამიანის უსაფრთხოებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მკაცრი, გამჭირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული რეგულაციები. გარდა ამისა, ბაზარი არის მაღალკონცენტრირებული, როგორც იმპორტის, ისე საცალო დონეზე. საქართველოს ბაზარზე არის სამი დომინანტი კომპანია. მათი წილი ბაზარძე დაახლოებით 60-70 პროცენტის ფარგლებშია, რაც ჯგუფური დომინირების მაჩვენებელია. დომინირებული მდგომარეობის ქონა არ ნიშნავს დანაშაულს, თუმცა დომინირებული მდგომარეობის გამოყენება მოქალაქეებისა და მცირე კომპანიების წინააღმდეგ, უკვე გარკვეული პრობლემების მანიშნებელია. დომინატობასთან ერთად მსხვილი კომპანიები წარმოდგენილია ჰოლდინგების სახით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ძალაუფლებას. შეფასების მიხედვით, როდესაც კომპანია იმპორტის ნაწილს, დისტრიბუციის ნაწილს, კლინიკას, ფარმაცევტულ ქსელს, დაზღვევის მთელ ერთეულებს ფლობს, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ ვერტიკალში, მედიკამენტების გაყიდვის დროს, მიიღება გადაწყვეტილება არა მოქალაქის საუკეთესო არჩევანის გათვალისწინებით, არამედ აქცენტირება ხდება იმ მედიკამენტებზე, რომლის მწარმოებელი და იმპორტიორიც არის კომპანია. სარეცეპტო პოლიტიკის შესწავლის დროს აღინიშნა მთავარი პრობლემა. კერძოდ, სარეცეპტო პოლიტიკის გამოყენება საბაზრო ძალაუფლების ძირითად ინსტრუმენტად. საქართველოში, ბოლო მინაცემებით 160 იმპორტიორი კომპანიაა, რომლებიც 11 000 მდე მედიკამენტის იმპორტს ახორციელებენ. შეფასების პროცესში, მარჟებისა და ფასნამატების შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ მსხვილი კომპანიების ფასნამატები 18-25%-ის ფარგლებშია, რაც სავსებით ნორმალური ფასნამატია. თუმცა არიან რიგი მცირე იმპორტიორები, რომელთა ფასნამატიც იყო 200, 300, 400 და 1000%. ბუნებრივია ისმევა კითხვა, როგორ არსებობენ ბაზარზე ისეთი კომპანიები, რომელთაც გააჩნიათ ბაზარზე მცირე წილი, თუმცა ასეთი მაღალი ფასნამატის პირობებში, გარანტირებულად მუშაობენ ბაზარზე. ამის მიზეზი არის არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტები, რომლებიც დასტურდება სხვადასხვა გარიგებების სახით. მცირე იმპორტიორი კომპანიები და რეცეპტების გამომწერი პირები არიან 3 შეთანხმებულები. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე შეიძლება არსებობდეს ერთი ჯგუფის მედიკამენტების ფართო არჩევანი, სხვადასხვა საფასო კატეგორიებით, ხდება აქცენტირება იმ მედიკამენტებზე, რომელიც მხარდაჭერილია ასეთი ტიპის იმპორტიორი კომპანიის მიერ. ასეთი გარანტირებული მოთხოვნის შექმნის პირობებში, ამ კომპანიებს აქვთ გარანტირებული გაყიდვები, რაც წარმოადგენს ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელ პირობას. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია შეთანხმებებისა და გარიგებების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოში კიდევ უფრო ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი არსებული ელექტრონული რეცეპტის სისტემა და რეცეპტი უნდა იყოს გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული ფარმაცევტული მედიკამენტი). საქართველოში გენერიკული მედიკამენტების მოხმარების პროცენტული წილი ძალიან დაბალია. მოქალაქეებში გენერიკული მედიკამენტების პოპულარიზაცია არ არსებობს. რეცეპტში ხშირად ხდება აქცენტირება მთავარ სავაჭრო დასახელებაზე, რაც ზრდის დანახარჯებს. ამიტომ ერთერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ საქართველოში რეცეპტი იყოს ელექტრონული (რათა აღმასრულებელს და მაკონტროლებელს ფქონდეს მეტი კონტროლის საშუალება) და აუცილებლად გენერიკული. ასეთი გადაწყვეტილებით შესაძლებელია დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირება. საქართველოში მედიკამენტებზე სააგენტოს მიერ შერჩეული ჯგუფების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიღების შემთხვევაში, იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში, მომხმარებელი 2016-2020 წლებში Ceftriaxone, Ceftazidime; Cefdinir; Cefpodoxime; Cefotaxime; Cefixime ჯგუფის შემთხვევაში დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს. ხოლო Enalapril + Hydrochlorothiazide; Lisinopril + Hydrochlorothiazide; Ramipril + Hydrochlorothiazide; Captopril + Hydrochlorothiazide ჯგუფის შემთხვევაში - 5 მილიონ ლარს (3 მსხვილი კომპანიის დონეზე). ბაზრის სრული მოცულობის გათვალისწინებით, საერთო საშუალო წლიური დანაზოგი შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე. ეს არის მთავარი პრობლემური საკითხი, რაც ქმნის ბაზარზე ძალაუფლების ცენტრს და არა ჰოლდინგური სისტემები. კონსულტაციები გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან და აღინიშნა, რომ თუ სისტემური საკითხები არ მოწესრიგება, ჰოლდინგები არსებული ფორმით იარსებებს, თუ დაიოფა სხვადასხვა იურიდიულ ფორმებად, მოქალაქეებს მაინც ძვირი დაუჯდებათ მედიკამენტები. ფარმაცევტული ბაზრის არსებული სტრუქტურის, საკანონმდებლო რეგულირების, კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფისა და სააგენტოს ანალიზით გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის მაქსიმალური კონკურენციისა და შედეგად, გენერიკების წილის 4 ზრდის უზრუნველსაყოფად, მედიკამენტებზე ხარისხობრივი და ფინანსური ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შესამცირებლად, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკრეტული რეკომენდაციების გაცემას - პირველი რიგის რეკომენდაციებია - 1-11 და მეორე რიგის რეკომენდაციებია - 12-13. სულ 13 რეკომენდაცია. კერძოდ: • • • • • • • • მხოლოდ გენერიკული რეცეპტი/დანიშნულება - წარმოადგენს ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის კონკურენციის უზრუნველყოფისა და გენერიკების საბაზრო წილის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საშუალებას; გენერიკული ჩამანაცვლებლის მითითება სასურველია რეცეპტის/დანიშნულების დონეზე, ძირითად გენერიკთან ერთად, მიეთითოს სულ მცირე ერთი დამატებითი ჩამანაცვლებელი გენერიკი; მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების ერთიანი სისტემის დანერგვა - წარმოადგენს დარგის მარეგულირებლის მიერ კონტროლის ეფექტიან საშუალებას. აუცილებელია გავრცელდეს როგორც რეცეპტით გასაცემ, ასევე იმ მედიკამენტებზე, რომლებიც არ საჭიროებენ ექიმის რეცეპტს; რეცეპტის/დანიშნულების განგრძობადი კონტროლი - განხორციელება შესაძლებელი და აუცილებელია მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების არსებობის შემთხვევაში; განგრძობადი კონტროლი უნდა მოიცავდეს დარგის მარეგულირებლის მიერ ბაზრის განგრძობად მონიტორინგს რეცეპტის/დანიშნულების კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპების დაცვის ეფექტიანი კონტროლისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესაძლო შემთხვევების გამოვლენის მიზნით; მედიკამენტების ხარისხი - სააგენტოს პოზიციით, GMP სტანდარტი აუცილებელია მოქმედებდეს ბაზარზე მედიკამენტების დაშვების ორივე დონეზე - წარმოება და იმპორტი. დარგის მარეგულირებელმა უნდა უზრუნველყოს გენერიკული მედიკამენტების ბიოეკვივალენტობის შემოწმება და შედეგად უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ბაზარზე დაშვებული ყველა მედიკამენტი აკმაყოფილებს ხარისხის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს; სამკურნალო გაიდლაინების სრულყოფა - წამოადგენს პოლიპრაგმაზიის (მედიკამენტების ჭარბი მოხმარება) წინააღმდეგ მიმართულ ეფექტიან საშუალებას. ამ მიმართულებით, დარგის მარეგულირებელთან ერთად, მნიშვნელოვანია დარგობრივი ასოციაციების მაქსიმალური ჩართულობა; ფარმაცევტის საქმიანობის ეფექტიანი რეგულირება და განგრძობადი მონიტორინგი - მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს ფარმაცევტის მიერ მედიკამენტის საბოლოო მომხმარებლამდე მიტანის ვალდებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი კონკურენტული გარემო; სანქცირების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტიანი კონტროლი მნიშვნელოვანია, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გაწერილ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტებს ჰქონდეს შესაბამისი სანქცირების მექანიზმი, რაც საერთაშორისო 5 • • • • • გამოცდილების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულთან ერთად შესაძლოა იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. რაც შეეხება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს, მიზანშეწონილია ჯარიმის თანხა იყოს ადეკვატური, რათა მას ჰქონდეს საკმარისი შემაკავებელი/პრევენციული ეფექტი; რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა - საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული ნებისმიერი ურთიერთობა, რომლის შედეგადაც რეცეპტის/დანიშნულების გამოწერაზე პასუხისმგებელი პირი იღებს მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელს, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომი დარგის მარეგულირებლის ვებ-გვერდზე. ამისათვის კი უნდა შეიქმნას შესაბამისი ანგარიშგების სისტემა და ინფორმაციის დარგის მარეგულირებლისთვის წარდგენის სავალდებულო საკანონმდებლო მექანიზმი; დარგის მარეგულირებელის მიერ გენერიკულ მედიკამენტებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის წარმოება - მნიშვნელოვანია, რომ დარგის მარეგულირებლის მიერ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ბაზარზე არსებული ინფორმაციული ასიმეტრიულობის შესამცირებლად. აღნიშნული პირველ რიგში გამოიხატება გენერიკულ მედიკამენტებზე ინფორმაციის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაში, რაც უნდა განხორციელდეს განგრძობად რეჟიმში. მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია გენერიკული მედიკამენტების უპირატესობების შესახებ; საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფა - მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად, სასურველია, მომხმარებელს შეეძლოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემავსებელი კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა - სულ მცირე, მედიკამენტების კომპონენტის ნაწილში; ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა - სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე; „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა - ევროპის 15 ქვეყნიდან, ე. წ. „თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა“ მოქმედებს მხოლოდ 3 ქვეყანაში - გერმანია, დანია და გაერთიანებული სამეფო. ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ფასის რეგულირების სხვადასხვა კომბინირებულ მეთოდებს. 6 აზრი გამოთქვეს: გადაწყვიტეს: ეკა სეფაშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რამინა ბერაძემ, ბეჟან წაქაძემ, ვლადიმერ კახაძემ, ლაშა ჯანიბეგაშვილმა (ადვოკატი). კომიტეტმა მოისმინა და წარმოდგენილი ანგარიში. ცნობად მიიღო მოისმინეს: 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც შეეხება ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში მასზე GMP-ის სტანდარტის მოთხოვნას. მთავრობის ინიციატივით, კანონპროექტი წარმოდგენილია დაჩქარებული წესით განსახილველად. კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებებმა, რომ ქვეყანაში 2022 წლის პირველი იანვრიდან, ძალაში შევიდა GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის მოთხოვნები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებისა და საბითუმო რეალიზატორებისათვის. აქამდე საქართველოს კანონმდებლობით GMP-ის სტანდარტი მოთხოვნა აუცილებელი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე. მთელი რიგი კონსულტაციებისა და კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შედეგად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, ჩამოყალიბდა მოთხოვნა იმპორტირებულ პროდუქტზე GMP სტანდარტის მოთხოვნაზე. ამდენად, ეს ცვლილება ითვალისწინებს ბაზარზე დაშვების წინაპირობად იმპორტირებულ პროდუქტზე GMP სტანდარტის მოთხოვნას. შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლები და საბითუმო რეალიზატორები ვალდებულნი არიან, შეჭრილი გრაფიკით, ეტაპობრივად, დააკმაყოფილონ GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის მოთხოვნები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მწარმოებლებისა და იმპორტიორების თანაბარ პირობებში ჩააყენებს. კანონპროექტის ამოქმედების მთავარი მოლოდინი არის ხარისხის სტანდარტების გაძლიერება, რათა საქართველოს ბაზარზე იაფ მედიკამენტთან ერთად ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი მედიკამენტი. 7 აზრი გამოთქვეს: გადაწყვიტეს: ბეჟან წაქაძემ. კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განსახილველად. მოისმინეს: 3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებაზე“. მომხსენებლის ინფორმაციით, 2020 წლის 15 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა წყლის სექტორში რეფორმების განხორციელებას, რაც ძირითადად უკავშირდებოდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინსტიტუციურ განვითარებას. ADB-ის მიერ პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილი იქნა 115,310,000 ევრო. რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს. ამ პროცესში ჩაერთო საფრანგეთის განვითარების სააგენტოც (AFD), რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა დამატებით 30 მილიონი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფზე. შესაბამისად ხელშეკრულება საჭიროებს დამატებით რატიფიცირებას. სესხის ფინანსური პირობებია: • სესხის მოცულობა: 30 მილიონი ევრო; • სესხის ხანგრძლივობა: 20 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი; • საპროცენტო განაკვეთი: ფიქსირებული შეადგენს 1.08%-ს (დაზუსტდება თანხის ჩარიცხვისას); სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული პროგრამის დასრულების სავარაუდო თარიღია 2022 წლის დეკემბერი. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 8 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი ხელშეკრულება და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. მოისმინეს: 4. საქართველოს მოქალაქე - მარიამ ჭყონია მოხსენება საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე - ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ. მომხსენებელის ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადების წარდგენა ნაკარნახევია ქ. ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით. საქართველოში პრობლემას წარმოადგენს ხელოსანთა ლიცენზირების საკითხი. ყოველდღიურ მცხოვრებაში მოქალაქეებს შეიძლება გარკვეული ზიანი მიადგეს. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ ხელოსანთა პროფესია უნდა რეგულირდებოდეს, უნდა არსებობდეს ერთიანი ბაზა, სადაც მოხდება მათი აღრიცხვა. ბათუმის შემთხვევაში მოხდა საყრდენი კედლის გამოცლა კორპუსისთვის. როდესაც ქმედუნარიანი ადამიანი მიდის ობიექტზე და ამბობს, რომ ის არის ხელოსანი, მას იმდენი განათლება და კვალიფიკაცია მაინც უნდა ჰქონდეს, რომ გაარჩიოს საყრდენი კედელი ჩვეულებრივი კედლისაგან. ევროპული ქვეყნებში ხელოსნები არიან ლიცენზირებულნი, აქვთ სერტიფიკატი ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აქვთ გადამზადების კურსი, და ხდება მათი შესრულებული სამუშაოს გაკონტროლება. აქედან გამომდინარე აუცილებელია ხელოსანთა აღრიცხვიანობა. აზრი გამოთქვეს: გადაწყვიტეს: ბეჟან წაქაძემ. კომიტეტმა განიხილა და უარყოფილად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. ცნო 9 მოისმინეს: 5. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის - ეკა სეფაშვილის მოხსენება კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის განხილვისა და დამტკიცების თაობაზე. აზრი გამოთქვეს: ალექსანდრე რაქვიაშვილმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და დაამტკიცა წარმოდგენილი 2022 წლის სამოქმედო გეგმა სხდომის თავმჯდომარე ეკა სეფაშვილი სხდომის მდივანი მარიამ ხურციძე ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 10