საქართველოს პარალმენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის 15 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-1684/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 69

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა 2022 წლის 15 თებერვალი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N69 2022 წლის 15 თებერვალი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. 2022 წლის 15 თებერვლის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, დავით სერგეენკოს უფლებამონაცვლე - ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი კახიანი, ზაურ დარგალი, ეკატერინე ხერხეულიძე, ნატო ჩხეიძე, ანა ნაცვლიშვილი, ტარიელ ნაკაიძე. კომიტეტზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საზედამხედველო საქმიანობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 9, წინააღმდეგი - 0, დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია