საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის 15 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 24
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
2022 წლის 15 თებერვალი, 10:30 საათი
საქართველოს პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N224
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2022 წლის
სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის
ოქმი №24
2022 წლის 15 თებერვალი, 10:30 საათი
პარლამენტის სასახლე
ოთახი N224 (C კორპუსი, II სართული)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მიხეილ ყაველაშვილი, ვიქტორ სანიკიძე,
დავით კაჭარავა, მანუჩარ კვირკველია, შოთა ხაბარელი, ირაკლი მეძმარიაშვილი,
ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაზა ლომინაძე, იაგო ხვიჩია.
სხდომას არ ესწრებოდნენ: ლევან კობიაშვილი, ლევან ვარშალომიძე და კახაბერ
ოქრიაშვილი;
სხდომას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2022
წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება
/მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი;
მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება, რომელმაც კომიტეტის
წევრებს კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის გეგმის პროექტი წარუდგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით,
საქმიანობა ემსახურება:
დარგობრივი
პოლიტიკის
სფეროში
კომიტეტის
სპორტის როლისა და პოტენციალის გამოყენებას სახელმწიფოს სოციალურეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის;
ისეთი
გარემოს
შექმნას,
სადაც
უზრუნველყოფილია
ახალგაზრდების
პოტენციალის განვითარება, აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა დემოკრატიასა
და
საზოგადოებაში,
ღირსეული
დასაქმება,
ჯანმრთელობის
დაცვა
და
კეთილდღეობა;
სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ევროკავშირის მიერ აღიარებული
მიდგომების დანერგვისა და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული
ვალდებულებების
შესრულების
გზით,
ევროკავშირში
საქართველოს
ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სპორტის სფეროს მიმართულებით, კომიტეტის 2022 წლის პრიორიტეტებია:
მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
სპორტში კარგი მმართველობის ხელშეწყობა; სპორტული ინფრასტრუქტურის
განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარებაში სპორტის როლის
გაზრდა; საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად ღონისძიებაზე,
რომლის განხორციელებაც დაგეგმილია მიმდინარე წელს. ესენია:
1. სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტირების, მშენებლობისა და მართვის რეფორმა.
2021 წელს კომიტეტის ბაზაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც
განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის
პოლიტიკის ანალიზი. აღნიშნული ანგარიშის გათვალისწინებით, 2022 წელს კომიტეტის
გეგმავს
საკანონმდებლო
ცვლილებებს
ინფრასტრუქტურის
პროექტირების,
მშენებლობის და მართვის პროცესის რეგულირებისათვის.
2. „ქართულ სპორტში კარგი მმართველობის“ რეფორმა. კომიტეტი გეგმავს სპორტული
ფედერაციების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას, რათა მათ მყისიერად
უპასუხონ სფეროში არსებულ არაეთიკურ შემთხვევებს, დარღვევებსა თუ სხვა
გამოწვევებს.
4.სპორტში ეკონომიკური განზომილების და სტატისტიკური მონაცემების წარმოების
თაობაზე რეფორმების დაგეგმვა. კომიტეტი გეგმავს სპორტის სამინისტროსა და
სტატისტიკის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგად შევძლებთ
შესაბამისი მონაცემების შეგროვებას, წარმოებას და მართვას.
მომხსენებელმა გამოყო საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება სპორტის სფეროში,
როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს
კომიტეტი გეგმავს:
ევროპის საბჭოს დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის დებულებების უფრო ეფექტიანი
შესრულებისთვის განახორციელოს მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს ეფექტიან
დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განხორციელებას,
„სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის
რატიფიკაციისთვის შესაბამისი პროცესის წარმართვას. კონვენცია ემსახურება სპორტში
გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. ჩვენი რეფორმა გულისხმობს
დანაშაულის
კვალიფიცირებას
სისხლის
სამართლის
დანაშაულად,
ასევე,
საქართველოში შესაბამისი ოპერატიული ჯგუფი შექმნას, რომელიც იზრუნებს
დანაშაულის პრევენციაზე, მის აღმოჩენასა და დასჯაზე. ნიშანდობლივია, რომ
საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, ჩვენ შევძლებთ
საერთაშორისო მასშტაბით საპოლიციო თანამშრომლობას.
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება, განხორციელების ხელშეწყობის
მიმართულებით კომიტეტის 2022 წლის პრიორიტეტებია: სახელმწიფო ახალგაზრდული
პოლიტიკის გაძლიერება და განხორციელების ხელშეწყობა; ახალგაზრდებში
უმუშევრობის დონის შემცირება და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა; ცენტრალურ
და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების
მონაწილეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების
შეთახმების და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;
საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 17 ივნისს დაამტკიცა „2020-2030 წლებისთვის
საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“. ახალგაზრდული პოლიტიკის
კონცეფციით, განისაზღვრა 5 სტრატეგიული მიზანი და 22 კონკრეტული ამოცანა, რაც 2030
წლამდე არის გადასაჭრელი. კონცეფციის დოკუმენტით, საქართველოს მთავრობას
დაევალა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის
შემუშავება, რაშიც 2022 წელს კომიტეტი აქტიურ ჩართულობას აგრძელებს. კომიტეტი
მიმდინარე წელს გეგმავს კონცეფციის შესრულების მდგომარეობაზე საკომიტეტოს
მოსმენის ჩატარებას.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კომიტეტი გეგმავს რამდენიმე თემაზე
მოაწყოს სამუშაო შეხვედრები და ჩაატაროს კვლევები. ასეთი ტიპის ღონისძიებები
კომიტეტს დაეხმარება მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე კარგი გამოცდილების
შესახებ, დაადგინოს გამოწვევები და დასახოს მოგვარების გზები. სამუშაო შეხვედრები
იგეგმება შემდეგ თემებზე: ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სამთავრობო და
არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის არსებული მექანიზმები; სოფლად
მცხოვრები
ახალგაზრდებისთვის
რესურსების
და
შესაძლებლობების
ხელმისაწვდომობის ზრდა. კვლევები (ინფორმაციის გამოთხოვა და ანალიზი,
საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვას) ჩატარდება შემდეგ საკითხზე: საქართველოს
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტიტეტის, ასევე
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო კოლეჯიდან ინფორმაციის
გამოთხოვა შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულების შესვლის თაობაზე; საოკუპაციო
ხაზთან მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა და
ანალიზი; საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის
განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვა / მოსმენა; გაეროს
მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის ფარგლებში დარგობრივ
პოლიტიკასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების თაობაზე ინფორმაციის
გამოთხოვა / მოსმენა.
კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული
შენიშვნები და წინადადებები აისახა სამოქმედო გეგმის პროექტში.
კომიტეტმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებთან მიმართებით
განსაზღვრა თემატური მომხსენებლები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან გეგმით
გათვალისწინებული საკითხებს შესრულებაზე.
გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმას.
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ ყაველაშვილი
სხდომის მდივანი
მაგდანა ბზიკაძე