„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-21
ბიუროს ნომერი 124
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032)
1. 115-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის
კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 200-ზე მეტი. ‘’
2. 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა
რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროპორციული სისტემით ასარჩევ
წევრთა რაოდენობის სამმაგ ოდენობას.
3. 158-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი
კანდიდატების პარტიული სია არა უნდა აღემატებოდეს 100 კანდიდატს.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია, როგორც ადგილობრივ ისე
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ წარსადგენი პარტიულ
სიებში კანდიდატთა მინიმალური როდენობა, კანონპროექტი მიზნად ისახავს ამ ბარიერის
მოხსნას პოლიტიკური პარტიებისათვის, რათა მათ საკუთარი შეხედულებისამებრ შეადგინონ
პარტიული სია.
არჩევნებში მონაწილეობა თავისთავად უამრავ სხვა ბიუროკრატიული საკითხების
მოგვარებასთან არის დაკავშირებული, რომლის გამო პოლიტიკურ პარტიები იძულებულები
არიან წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსის გამოყონ, რათა
კანდიდატებისთვის დაამზადოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც უნდა წარადგინონ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თითოეული კანდიდატისთვის საჭიროა დამზადდეს,
უფლების ჩამორთმევის ცნობა, 2 სააღრიცხვო ბარათი, 2 ფოტოსურათი და 1 პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. აღნიშნული პრობლემა ყველაზე მეტად ეხება ისეთ
პარტიებს, რომლებსაც ფინანსურ რესურსთან ერთად ადამიანური რესურსების ნაკლებობა
აქვთ. თითოეული კანდიდატის დოკუმენტის დამზადებას და მის აღრიცხვას ჭირდება
დამატებითი ადამინური რესურსის გამოყოფა, რაც შესაბამისად ზრდის ხარჯვით ნაწილს.
კონკრეტული რაოდენობა კანდიდატის შეგროვება, თუ პარტიას ამის რესურსი არ აქვს არის
დამატებითი დაბრკოლება. ადგილობრივ არჩევნებში ასეთი შეზღუდვის არსებობის გამო
პარტიამ შესაძლოა ვერ წარადგინოს რომელიმე ქალაქში თავისი პარტია, რადგან ამ ქალაქის
საკრებულოს შესაქმნელად საჭირო არის X რაოდენობა ადამიანი, პარტიას თუ არ აქვს
რესურსი X რაოდენობა კანდიდატის სიის შექმნის, ამის გამო პარტია ადგილობრივ არჩევნებში
მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მოცემული ინიციატივის მიღების შემთხვევაში პარტიებს საშუალება ექნებათ თავიანთი
რესურსი სრულად გამოიყენონ იმ სუბიექტთა რაოდენობაზე, რომელთა გაყვანის
შესაძლებლობა აქვთ არჩევნების გზით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
დღეს არსებული კანონით დადგენილი არის პარტიის მიერ წარსადგენი საპარლამენტო სიის
მინიმალური რაოდენობა და თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის მიერ წარსადგენი
საკრებულოს წევრობის კანდიდატების მინიმალური რაოდენობა, როგორც რეგიონში სევე
თბილისში, კანონის მიღების გარეშე შეუძლებელი წარდგენილი ცვლილების გატარება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1
კანონპროექტის მიღების შედეგად,
პარტიებს საშუალება ექნებათ საპარლამენტო და
ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის კანდიდატებით,
რა რაოდენობასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.
ასევე, წარმოდგენილი ცვლილება საქმეს გაუმარტივებს საარჩევნო ადმინისტრაციას,
რომელსაც შეზღუდულ დროში უწევს პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიების და
მისი დანართების ადმინისტრირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მეორე, 143-ე მუხლის მესამე და 158 მუხლის მე-2 ნაწილით
განსაზღვრული არის პარტიის მიერ წარსადგენი კანდიდატების მინიმალური რაოდენობები,
აღნიშნული შეზღუდვა უკავშირდება დაშვებას, რომლის მიხედვით, თუ თითოეული
პარტიისგან არ იქნება ,,დაზღვეული’’ საკრებულოს ან და პარლამენტის შესაქმენალად საჭირო
რაოდენობა კანდიდატების წარდგენა, შესაძლებელია საკრებულო ან და პარლამენტი ვერ
დაკომპლექტდეს. საკრებულოს ან პარლამენტის ვერ დაკომპლექტების საფრთხე დღევანდელ
საარჩევნო სისტემაშიც არსებობს, თუმცა ამის გამო დამატებითი ხელოვნური დაბრკოლებების
შექმნა გამართლებული არ არის, ამას გარდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის
პრაქტიკით, პარტიულ სიაში კანონმდებლობით დაგდენილ მინიმუმზე ნაკლები რაოდენობის
კანდიდატთა არსებობის მიზეზით მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში არის შესაძლებელი
პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება ამას ადასტურებს საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №60/2021 (2021 წლის 7 სექტემბერი),
რომლის მიხედვით თუ საჭირო კანდიდატზე ნაკლები აღმოჩნდება სიაში. პარტიული სიის
რეგისტაცია გაუქმდება სამ საგამონაკლისო შემთხვევაში
1. რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის
დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას.
2. რეგისტრირებულ კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური
საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად
წარედგინა საარჩევნო კომისიას.
3. კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-12 დღისა, პარტიამ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება
რეგისტრირებული კანდიდატის წარდგენის შესახებ.
პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას იმაზე მეტ კანდიდატს
წერს სიაში ვიდრე მათი გაყვანის შესაძლებლობა აქვს, რათა თავიდან აირიდოს
მოსალოდნელი რისკები, ამიტომ ამ მინიმალური ზღვარის დაწესების მოხსნა არ წარმოშობს
დამატებით რისკს, ის მოცემულობა რაც შესაძლოა დადგეს მინიმალური ზღავრის მოხსნის
გამო დღესაც არის დღისწესრიგის საკითხი და საარჩევნო ადმინისისტრაცია ამ საკითხს
დადგენილებით აწესრიგებს.
თუ რომელიმე პარტიას იმ რაოდენობის ხმას მიიღებს, რომ მას საშუალება ჰქონდა არჩევნების
გზით გაეყვანა იმაზე მეტი კანდიდატი, ვიდრე მას სიაში ჰყავდა შეყვანილი, ეს პოლიტიკური
პარტიის რისკია და ამ ცვლილებით არცერთ პარტიას არ ეზღუდება შესაძლელობა 100% ით
დააზღვიოს ამგვარი საფრთხე.
2
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან
იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო
გვიანდელი ვადის დადგენას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებით არ არის საჭირო აუცილებელი ხარჯების გამოყოფა და
შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდენს შსს-ს მომსახურების სააგენტოს
ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე, რადგან დაჩქარებული წესით უფლების ჩამორთმევის
ცნობის მიღების საფასური 3 დღეში არის 16 ლარი, ხოლო 1 დღეში დამზადების საფასური 26
ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯების დაზოგვის
კუთხით, რადგან, სავარაუდოდ შემცირდება კანდიდატის მსურველთა რაოდენობა, რაც
გამოიწვევს ხარჯების და ადამიანური რესურსის დაზოგვას, ასევე შსს-ს მომსახურების
ააგენტო, რომელიც გასცემს უფასო ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ სავარაუდოდ
დაზოგავს ხარვით ნაწილს, რადგან შესაძლოა შემცირდეს კანდიდატთა რაოდენობა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
3
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ,
რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში კერძოდ, მათ შეუმცირდებათ ხარჯები,
რომლის დაკავშირებული არის თითოეული კანდიდატისათვის შესაბამისი დოკუმენტების
დამზადებასთან. ცეესკოში პარტიამ თითოეულ კანდიდატზე უნდა წარადგინოს უფლების
ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 სააღრიცხვო ბარათი, 2 ფოტოსურათი (ფერადი ) და 1
პირადობის დამადასრურებელი დოკუმენტის ასლი.
უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა 5 სამუშაო დღეში მზადდება უფასოდ , თუმცა როცა
პარტიას 1000-ზე მეტი ასეთ ცნობა აქვს დასამზადებელი, შესაძლებელი არის დაჩქარებული
წესით დაჭირდეს ამ დოკუმენტის დამზადება, რისი ღირებულებც 3 სამუშაო დღეში არის 16
ლარი და იმავე დღეს დამზადების საფასური 26 ლარია. პარტია გირჩმა მხოლოდ ამ ცნობის
დასამზადებლად 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის 21 000 ლარი დახარჯა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
4
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მოზადებულა
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი , ჰერმან საბო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.
5