საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის 14 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 72
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
2022 წლის 14 თებერვალი, 10:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის
კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და
მათი კომიტეტის სხდომაზე მოსმენა (07-2/122; 07.02.2022);
2. საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/159; 26.01.2022) I მოსმენა (დაჩქარებული წესით);
3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
ოქმი
ოქმი N72
14.02.2022
სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე;
სხდომის მდივანი: ნია ლეჟავა - აპარატის თანამშრომელი;
სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი,
დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ვლადიმერ კახაძე (უფლებამონაცვლე),
გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ბერაია,
ნინო იობაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, პაატა მანჯგალაძე, ლევან იოსელიანი, იაგო
ხვიჩია, ფრიდონ ინჯია, მიხეილ დაუშვილი.
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა
სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს
გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის
სხდომის დღის წესრიგს.
სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მიერ
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ემზარ
გაგნიძისა
და
კარლო
კაციტაძის
კანდიდატურების საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და მათი კომიტეტის
სხდომაზე მოსმენა (07-2/122; 07.02.2022);
2.
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
ვლადიმერ
კახაძის
მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-3/159; 26.01.2022) I მოსმენა (დაჩქარებული წესით);
მომხსენებელი: ვლადიმერ კახაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
3. იურიდიულ
დამტკიცება.
საკითხთა
კომიტეტის
2022
წლის
სამოქმედო
გეგმის
მოისმინეს: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის რევაზ ჯაველიძის
ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ემზარ გაგნიძისა და
კარლო კაციტაძის კანდიდატურების თაობაზე (07-2/122; 07.02.2022).
მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წლის 7 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტს, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
ასარჩევად წარუდგინა ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანონისმიერი მოთხოვნების დამადასტურებელი ძირითადი
დოკუმენტაცია ორივე კანდიდატის მიერ სრულად იქნა წარმოდგენილი. იურიდიულ
საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატების საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისა და კანდიდატების კომიტეტის
სხდომაზე მოსმენის შემდეგ კენჭი უყარა თითოეულ კანდიდატს. კენჭისყრის შედეგად
კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები: ა) ემზარ გაგნიძე − 10 ხმა
(კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის
მხარდაჭერა); ბ) კარლო კაციტაძე − 10 ხმა (კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა).
გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს,
განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის
საკითხი (N07-2/122; 07.02.2022) და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად
რეკომენდაცია გაუწია ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებს.
ამასთანავე,
კომიტეტმა
მიზანშეწონილად
მიიჩნია
წარმოდგენილი
კანდიდატებისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე
კენჭისყრა.
მომხრე: 11
წინააღმდეგი: 0
მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის, ვლადიმერ კახაძის ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/159; 26.01.2022) I
მოსმენით.
მომხსენებლის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლისა და 219-ე მუხლის
პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტის 2022 წლის 1 მარტს
ასამოქმედებელ რედაქციაში. ცვლილება ემსახურება ამ საკანონმდებლო ნორმების
სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით გასწორებას, რათა თავიდან იქნეს
აცილებული მათი 2021 წლის 22 დეკემბერს და 30 დეკემბერს მიღებული რედაქციების
„ურთიერთგადაფარვა“.
აზრი გამოთქვეს: არ გამოთქმულა
გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის
ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/159; 26.01.2022) კომიტეტის სხდომაზე
განხილვის შედეგად ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
პირველი მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად
მომხრე: 10
წინააღმდეგი: 0
მოისმინეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის
ინფორმაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცების თაობაზე.
მომხსენებლის
ინფორმაციით,
დოკუმენტი
მოიცავს
5
ძირითად
მიმართულებას:
კანონშემოქმედებითი
საქმიანობა,
საპარლამენტო
კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა, თანამდებობის პირთა არჩევასთან
დაკავშირებული საქმიანობა, ღიაობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა,
ორგანიზაციული საკითხები და ეფექტიანობის გაუმჯობესება.
მისი თქმით, მთლიანობაში არის 58 აქტივობა, რომელიც კომიტეტს მოუწევს
2022 წლის განმავლობაში. შესაძლებელია დადგეს სხვა საკითხების განხილვის
აუცილებლობა, რომელთა ასახვაც მოხდება კომიტეტის წლიურ ანგარიშში.
აზრი გამოთქვა: მიხეილ სარჯველაძემ
გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა
დაამტკიცა დამსწრეთა მიერ ერთხმად იმ დათქმით, რომ თუ რაიმე ტექნიკური
ხასიათის ცვლილება იქნება აისახოს სამოქმედო გეგმაში.
მომხრე: 11
წინააღმდეგი: 0
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
ანრი ოხანაშვილი
ნია ლეჟავა
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად,
იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი)