საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/158; 25.01.2022); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ზაურ დარგალის, სავალან მირზოევის, გოგი მეშველიანის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, ანტონ ობოლაშვილის და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/114; 02.11.2021) საქართველოს კანონის პროექტები.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1885/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-21
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1885/22 18-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები: − საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/158; 25.01.2022); − საქართველოს კანონების პროექტები: „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/114; 02.11.2021). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-1771/22 16-02-2022 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს NN 91/1; 08.11.2021 და 116/3; 31.01.2022 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა:  საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი (№073/158; 25.01.2022 - განხილვის ვადა 2022 წლის 21 თებერვლამდე);  საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ზაურ დარგალის, სავალან მირზოევის, გოგი მეშველიანის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, ანტონ ობოლაშვილისა და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ისტორიულკულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/114; 02.11.2021 - განხილვის ვადა 2022 წლის 22 თებერვლამდე). ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ჩამოთვლილი საკითხების ზემოთ მითითებულ ვადებში განხილვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ვადების გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge