საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი მერისა და საკრებულოს თავმჯდომარედ მხოლოდ ერთხელ არჩევის/დანიშვნის შესახებ (№1-15787/21; 06.12.2021) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-1904/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-21
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-1904/22 18-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (№102/26; 06.12.2021), რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დაევალა განიხილოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ (№1-15787/21; 06.12.2021), რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ზედიზედ ორჯერ არჩევის დაუშვებლობას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადების დაცვის და დამატებითი კონსულტაციების გავლის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი დრო საკითხის სრულყოფილად დამუშავებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, წინადადების განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. რომ კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკანონმდებლო