საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-1900/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-21
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-1900/22 18-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის თანახმად, გიგზავნით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშს. დანართი: 9 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
2021 წლის ანგარიში აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარალამენტო საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას. 2021 წლის 22 მარტს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა. ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს. სხდომის ფარგლებში მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური ვითარება. სხდომაზე ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მთავარმა მკვლევარმა, მაიკლ ემერსონმა მოხსენება გააკეთა ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაზე „ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შედარებითი ანალიზი - ევროპული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“, სადაც ბალკანეთის, ასევე ევროკავშირთან ასოცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას, ე.წ. სამეულის, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებია შედარებული. ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხებზე. 2021 წლის 19-20 აპრილს გაიმართა ყოველწლიური პლენარული სესია. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე 19 აპრილს, სესიის პირველ დღეს საპარლამენტო ღონისძიების მონაწილეებმა პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტებზე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე მოხსენებები მოისმინეს და სოციალური კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუცია: „დემოკრატიული პროცესების გაძლიერება: პოლიტიკური პარტიების, 1 სამოქალაქო საზოგადოების, სამართლიანი პლურალისტური მედიის როლი“. საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია ერევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში, რითაც საფრთხეს უქმნის ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას. დოკუმენტში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. „არჩევნები“ და მოუწოდებს ევროკავშირსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს თავი შეიკავონ ე.წ. „არჩევნების“ შედეგების ნებისმიერი სახით აღიარებისგან. რეზოლუციის ორი მუხლი ეხმაურება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის, ასევე, უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის, სევასტოპოლის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. რეზოლუცია გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ოკუპაციას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიეროს მცდელობები იმისათვის, რომ აღდგეს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მიიღეს რეზოლუცია: „განათლებისა და ეკონომიკის სინერგია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მიმოხილულია შემდეგი საკითხები: განათლება და მისი ხელმისაწვდომობა, პროფესიული განათლება, ახალგაზრდების დასაქმება, სტუდენტთა მობილობა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მიესალმება საქართველოს პროგრესს 2018-2023 წლების განათლების რეფორმის გეგმის შემუშავების კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს განათლების სისტემის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. რეზოლუცია ასევე მიესალმება აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის გახსნას თბილისში 2018 წლის სექტემბერში. აღნიშნული სკოლა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის ახალგაზრდებს ისარგებლონ ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით და მოუწოდებს ევროკავშირს განიხილოს მსგავსი სკოლების გახსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებშიც. 2 სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს თანაავტორობით შემუშავებული რეზოლუცია, თემაზე: „ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მიმოხილულია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე ჯანდაცვის სისტემაში არსებული მიღწევები და გამოწვევები, მდგრადი საპენსიო სისტემა და ზოგადად რეგიონში არსებული ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს განიხილოს ორმხრივი და რეგიონული ტექნიკური დახმარების პროგრამები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ჯანდაცვის რეფორმებისთვის, ეროვნული ჯანდაცვის სისტემების საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებისათვის. რეზოლუცია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ პროგნოზების თანახმად, COVID-19 ვაქცინები, რომლებიც მოწოდებულია COVAX სქემის ფარგლებში, მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოსახლეობის საშუალოდ მხოლოდ 20 პროცენტს, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუცია: „ენერგო ეფექტურობა, დივერსიფიკაცია და დამოუკიდებლობა: ,,ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკის განმტკიცებისთვის საჭირო შესაძლებლობების განხორციელება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ქმედებებთან გამკლავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კრიტიკულად შეაფასონ რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური პლატფორმის მეშვეობით თანამშრომლობა, მაგალითად ისეთ პროექტზე როგორიცაა Nord Stream 2. რეზოლუცია შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული მილსადენის მშენებლობის საკითხზე, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთის გაზზე. აღნიშნული ფაქტი კი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ენერგოპოლიტიკას და მის სტრატეგიულ ინტერესებს. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ სამართლებრივი ბერკეტი, რათა შეაჩერონ Nord Stream 2-ის პროექტი. ყველა შესაძლო დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები საფრთხეს უქმნის ენერგოუსაფრთხოებას და დემოკრატიულ განვითარებას. რეზოლუცია ასევე მიესალმება სამხრეთ კორიდორის (Southern Gas Corridor) მილსადენის ექსპლუატაციაში ჩაშვებას და ასევე შავი ზღვის გადამცემი ხაზის (Black Sea Transmission Line) განვითარებას, რომლებიც მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის დასაკავშირებლად და ენერგოდივერსიფიკაციის მიმართულებით. 3 2021 წლის 19 აპრილს, პლენარული სესიის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა. ბიუროს სხდომაზე განიხილეს ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები, ასამბლეის ფარგლებში მუდმივმოქმედი კომიტეტების მიერ მომზადებული რეზოლუციები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს ,,პოსტკოვიდური ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“. 2021 წლის 20 აპრილს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სხდომა ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ. ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. პლენარულ სესიაზე გაიმართა დებატები თემაზე: ,,პოსტკოვიდური ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა მუდმივმოქმედი კომიტეტების მიერ მომზადებული შემდეგი რეზოლუციები:     „დემოკრატიული პროცესების გაძლიერება: პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლიანი საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და პლურალისტური მედიის როლი“. „განათლებისა და ეკონომიკის სინერგია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. „ენერგო ეფექტურობა, დივერსიფიკაცია და დამოუკიდებლობა: ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკის განმტკიცებისთვის საჭირო შესაძლებლობების განხორციელება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ქმედებებთან გამკლავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. „ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. 2021 წლის 25 ივნისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ბიუროს სხდომაზე მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. არსებული 4 ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები და 2021-2022 წლისთვის განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს. სხდომაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნების ხედვებს. ბიუროს წევრებმა, ასევე, იმსჯელეს სამიტისთვის ასამბლეის მიერ მოსამზადებელ ოფიციალურ განცხადებაზე, რომელიც როგორც წესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ კეთდება. 2021 წლის 27 სექტემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებმა. ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი პრიორიტეტები და მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის მოლოდინები განიხილეს. მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ასევე წარმოადგენდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო ყოველწლიური სესიის სამუშაო პროცესისა და აქტივობების დაგეგმვა. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რიგით მეათე ყოველწლიურ პლენარულ სესიას მოლდოვის რესპუბლიკა უმასპინძლებს. 2021 წლის 27 სექტემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე. მოისმინეს ევროკომისიისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლების ხედვები სამიტის პრიორიტეტებისა და მოსამზადებელი დეკლარაციის თაობაზე. სხდომაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარება, მათ შორის, ვაქცინაციის მიმდინარეობა და იმსჯელეს ასამბლეის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის ოფიციალური განცხადების მომზადების შესახებ. 5 ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მომავალთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნების ხედვებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2021-2022 წლების სამომავლო გეგმებზე. 2021 წლის 24 ნოემბერს, ევროპარლამენტში, სტრასბურგში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა ჰიბრიდული ფორმატში გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდნენ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩეს-ამორი. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის წევრები, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდა პარლამენტის წევრი გიორგი ხელაშვილი. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე იმსჯელეს „ასოცირებულ ტრიოს“ თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროინტეგრაციის საერთო ინტერესებსა და პრიორიტეტებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალსა და 15 დეკემბერს დაგეგმილი სამიტის მოლოდინებზე. სხდომაზე იმსჯელეს ასოცირებული ქვეყნებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) მნიშვნელობასა და მისი უკეთ ათვისების პერსპექტივებზე. ამასთან, მიმოიხილეს პანდემიის ფონზე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებთან გამკლავების გზები. აღნიშნულ საკითხზე მოხსენება გააკეთა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა. ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წარმატებული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მისი გამოყენებით შესაძლებელია სამი ქვეყნის პარლამენტებსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება. შეხვედრაზე იმსჯელეს სამუშაო ჯგუფის სამომავლო საქმიანობაზე და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჯგუფის შემდეგი სხდომა 2022 წლის თებერვალში, ქ. ერევანში გაიმართება. 2021 წლის 2 დეკემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 6 ევროპარლამენტის წევრებმა და აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელებმა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ 2021 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გზავნილი შეიმუშავა და დაამტკიცა. ბიუროს განცხადების მნიშვნელოვანი გზავნილები:  ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებს და ხელს უწყობს რეგიონში განვითარებასა და სტაბილურობას. ამ მიზნის მისაღწევ ერთადერთ გზას წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის მკაფიო პერსპექტივა, ვინაიდან ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროკავშირის სამეზობლოში სტაბილურობისა და კეთილდღეობის ზრდას განაპირობებს;  მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განხორციელების შესახებ ხანგრძლივი ტექნიკური დისკუსიების შემდეგ, საჭიროა დამატებითი გეოპოლიტიკური იმპულსი მიეცეს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას და ამით მოტივაცია შეუნარჩუნდეთ დაინტერესებულ პარტნიორ ქვეყნებს, განახორციელონ დემოკრატიული რეფორმები;  ვადასტურებთ, რომ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ასოცირების დაჩქარება და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაცია, ასევე, ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება საერთაშორისო სამართლისა და ძირითადი საერთო ღირებულებების შესაბამისად. რაც არის ერთადერთი გზა, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის და არ უნდა ზღუდავდეს ევროკავშირში გაწევრიანების მომავალს იმ პარტნიორი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, მზად არიან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის;  როდესაც ვსაუბრობთ 2020 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე, უნდა დავინახოთ, რომ არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ რეფორმები, არამედ ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მიმართ უნდა ქონდეს უფრო ამბიციური პოლიტიკა, დაფუძნებული მკაფიო სტიმულზე, რომელიც სარგებელს მოუტანს რეფორმებში ყველაზე მეტად ჩართულ ქვეყნებს;  ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ ძირს უთხრის მოუგვარებელი კონფლიქტები; მოვითხოვთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიებიდან უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების სრულ და უპირობო გაყვანას და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას, რასაც მსხვერპლად ეწირება მოსახლეობა და სამხედროები, ფერხდება ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნების პროცესი და საფრთხე ექმნება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას;  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ევროკავშირმა მეტი აქტიურობა და ჩართულობა გამოიჩინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ევროკავშირიაღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. 7 მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აუცილებელია ჩამოყალიბდეს უფრო კოორდინირებული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა მოვახდინოთ სათანადო რეაგირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, რაც, თავის მხრივ განპირობებული იქნება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გაზრდილი ურთიერთდამოკიდებულებით.  ამიტომ, მოვუწოდებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს, თავიანთ ერთობლივ განცხადებაში ხაზი გაუსვან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის შემდგომ ხუთ პრინციპს: მისწრაფება - ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს აღმოსავლეთ პარტნიორებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის რეალური ხედვის მოდელი, რათა თავიდან აიცილოს აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ევროპული მისწრაფებების შემდგომი ჩამოშლა. დიფერენციაცია - ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს უფრო ეფექტური დიფერენციაციის აუცილებლობა, დადებითი „მეტი მეტისთვის“ და უარყოფითი „ნაკლები ნაკლებისთვის“ დიფერენციაციის მკაფიო ინსტრუმენტებით, რაც აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის ძირითადი წინაპირობაა, გამოიჩინონ რეფორმების განხორციელების მეტი მოტივაცია და დაიცვან ევროკავშირის ღირებულებები. ინკლუზიურობა ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ძლიერ მრავალმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რეგიონული თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაძლიერებას, ასევე, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას. ინტეგრაცია - აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პროგრესისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დაპირება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის შესახებ და გაზარდოს სექტორული თანამშრომლობა, ევროპარლამენტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნის შესაბამისად. შეფასება - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა წარმოადგინოს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების რეგულარული და ყოვლისმომცველი შეფასების პროცესი, რაც ხელს შეუწყობს მიზნებისა და შეთანხმებების განხორციელებას, სათანადო დიფერენციაციასა და პოზიტიურ კონკურენციას აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის. 2021 წლის 24 სექტემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელ, მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. 8 2021 წლის 24 სექტემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვას დელეგაციის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელ, დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა ასოცირებული ტრიოს ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საერთო მიზნების განხორციელების მიზნით ,მჭიდრო კოორდინაციაზე ისაუბრეს. 2021 წელს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ბიუროს ოთხი სხდომა (22 მარტი, 19 აპრილი, 27 სექტემბერი, 2 დეკემბერი), აღმოსავლეთ პარტნიორობის კომპონენტის ბიუროს ერთი სხდომა (27 სექტემბერი), ერთი ყოველწლიური პლენარული სესია (19-20 აპრილი) და ერთი ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (24 ნოემბერი). 9