საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-1899/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-21
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-1899/22 18-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის თანახმად, გიგზავნით ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშს. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
2021 წლის ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას. 2021 წლის 14 აპრილს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გაიმართა ევროკავშირისაქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თანათავმჯდომარის მოადგილეებმა, პარლამენტის წევრებმა - ლევან იოსელიანმა და დავით ზილფიმიანმა. ბიურომ განიხილა ევროკავშირი-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდული საფრთხეები, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა. საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს მოუსმინეს. საქართველოს მთავრობის მხრიდან სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალია, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი რიჩარდ ტიბელსი და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) საქართველოსა და მოლდოვას სამსახურის ხელმძღვანელი მეთიუ ბუსკე. ბიუროს სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ხაზი გაესვა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწევებს და საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) წარმატებით შესრულებას.