საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-21
ბიუროს ნომერი 124
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
N 15-2/2008
18/02/2022
2008-15-2-2-202202181021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
წინადადება
საქართველოს პატიმრობის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული
შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონის
21-ე
მუხლის
„ა“
ქვეპუნქტისა
და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად.
ბატონო შალვა,
2021 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს
პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულებმა,1 რომელთა მიმართ გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილებით გამოყენებული იყო სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა.
ბრალდებულთა განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციები
აღნიშნულ შეზღუდვას ავრცელებდნენ ადვოკატებზეც, რის გამოც პატიმრები ვერ
1 N5 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული ხ. ბ., N8 პენიტენციურ დაწესებულებაში
განთავსებული ბრალდებულები ვ. ზ. და შ. გ..
ახერხებდნენ ადვოკატებთან სატელეფონო საუბრით სარგებლობას.2 სახალხო დამცველის
აპარატის მიერ შესწავლილი მასალებიდან გამოიკვეთა, რომ განმცხადებლებისა და სხვა
ბრალდებულების მიმართ მსგავსი პრაქტიკის განხორციელებით ირღვევა დაცვის უფლება,
რაც კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანებით არის გამოწვეული.
ფაქტობრივი გარემოებები
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმის მასალების თანახმად,
დასტურდება,
რომ
პატიმრობაში
ყოფნის
პერიოდში
განმცხადებლების
მიმართ
გამოყენებული, გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით სატელეფონო საუბრის
უფლების შეზღუდვის გამო, ბრალდებულებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, ტელეფონის
მეშვეობით დაკავშირებოდნენ ადვოკატებს. პენიტენციური დაწესებულებების პოზიციის
თანახმად, ადვოკატი არ შედის იმ გამონაკლისთა რიცხვში, რასაც ითვალისწინებს
პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-21 ნაწილი, ამიტომ ბრალდებულებს უნდა
მიემართათ პროკურატურისთვის, ადვოკატის პირად ნომერზე დაკავშირების შეზღუდვის
გაუქმების მოთხოვნით.3
სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნულ პრაქტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია
გამოითხოვა ყველა პენიტენციური დაწესებულებიდან, სადაც განთავსებული არიან
ბრალდებულები. შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული პრაქტიკა მოქმედებს ყველა
პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულებს, რომელთა მიმართ გამოყენებულია
გამომძიებლის/პროკურორის
მიერ
ადვოკატთან
დაკავშირების
ტელეფონით
სატელეფონო
საუბრის
შესაძლებლობა
უფლების
შეზღუდვა,
არ
არც
ეძლევა
ერთ
პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულის მიზეზი იდენტურია - ადვოკატი არ არის
მითითებული საგამონაკლისო აბონენტთა ჩამონათვალში, რომელთან დაკავშირებაც
ბრალდებულებს შეუძლიათ მათთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის
პერიოდში.4
პენიტენციური დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 20202021
წლების
მანძილზე
სატელეფონო
საუბრის
უფლების
შეზღუდვა
გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით გამოყენებული იყო 908 ბრალდებულის
მიმართ, რაც მოცემული საკითხის მნიშვნელობაზე დამატებით მიუთითებს.5
2 2021 წლის 17 სექტემბრის N10035/21 განცხადება; 2021 წლის 23 დეკემბრის N13857/21 განცხადება; 2021 წლის
24 დეკემბრის N13944/21 განცხადება.
3 N8 პენიტენციური დაწესებულების 2022 წლის 5 იანვრის N2375/24 წერილი, N8 პენიტენციური
დაწესებულების 2022 წლის 26 იანვრის N22291/24 წერილი, N5 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 20
ოქტომბრის N248829/01 წერილი.
4 N12 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 9 დეკემბრის 297077/27 წერილი, N8 პენიტენციური
დაწესებულების 2021 წლის 9 დეკემბრის N296746/24 წერილი, N5 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 9
დეკემბრის N296736/22 წერილი, N2 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 6 დეკემბრის N293017/20
წერილი, N6 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 6 დეკემბრის N293525/23 წერილი.
5 იქვე.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს
გენერალურ
პროკურატურას.
გენერალური
პროკურატურის
პოზიციის
თანახმად,
აღნიშნული შეზღუდვა (გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით სატელეფონო
საუბრის შეზღუდვა) არ მოიცავს ადვოკატთან სატელეფონო საუბარს და განმცხადებლებს,
აღნიშნული
შეზღუდვის
ფარგლებში,
არ
ჰქონდათ
შეზღუდული
ადვოკატთან
სატელეფონო საუბრის უფლება.6
ამრიგად, ბრალდებული პირებისთვის ადვოკატთან სატელეფონო საუბრის უფლების
შეზღუდვა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხდება პატიმრობის
კოდექსის 79-ე მუხლის მე-21 ნაწილით გათვალისწინებულ საგამონაკლისო ჩამონათვალში
ადვოკატის მიუთითებლობის გამო. თუმცა, გენერალური პროკურატურის პოზიციით,
გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება არ ეხება ადვოკატთან სატელეფონო საუბრის
უფლების შეზღუდვას და ბრალდებულს ეზღუდება მხოლოდ პირადი სატელეფონო
საუბარი.
სამართლებრივი დასაბუთება
ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა დაცვის უფლების ფუნდამენტურ კომპონენტს
წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პატიმრობაში მყოფი
ბრალდებულისთვის, რომელსაც მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით შეუძლია საკუთარი
ინტერესების დასაცავად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და სასამართლოს წინაშე
წარსადგენი მტკიცებულებების მოპოვება. დაცვის უფლების მნიშვნელობა აღიარებულია
როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის იმ
საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.7
დაცვის უფლების სათანადოდ განხორციელებისთვის, სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობა ბრალდებულს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, მათ შორის, უფლებას,
გამოძიების ჩატარების, მტკიცებულებების მოპოვებისა და წარდგენის, საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების მოთხოვნის შესახებ, რომელთა განხორციელება შესაძლებელია
დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით.8 დაცვის უფლებით სრულყოფილად
სარგებლობის
ბრალდებულისა
უზრუნველსაყოფად,
და
ადვოკატის
სისხლის
სამართლის
ურთიერთობას
სრულიად
საპროცესო
კოდექსი
კონფიდენციალურად
აცხადებს.9 მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს ბრალდებულისა
და ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც ხელს
შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას.10
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 10 ნოემბრის N13/68197 წერილი, საქართველოს
გენერალური პროკურატურის 2022 წლის 12 იანვრის N13/1014 წერილი.
7 საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 31, პუნქტ. 3.; ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, მუხ. 6, პუნქტ. 3-ბ,ც; გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხ. 14, პუნქტ. 3-ბ.
8 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 38, ნაწ. 7.
9 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 38, ნაწ. 5.
10 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 38, ნაწ. 5.
6
ბრალდებულის უფლებას, შეხვდეს ადვოკატს შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე, ასევე
ითვალისწინებს საქართველოს პატიმრობის კოდექსი.11 ამასთან, პატიმრობაში მყოფი
პირის შეხვედრა ადვოკატთან განხილულია ცალკე, ოჯახის წევრებსა და სხვა პირებთან
განსახორციელებელი პირადი პაემნის რეგულაციებისგან განცალკევებით.12
სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას დაცვის უფლებისა და ბრალდებულისა და
ადვოკატის ურთიერთობის მნიშვნელობა ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიერ. ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში განუმარტავს
დაცვის უფლების შინაარსი და მნიშვნელობა. ამასთან, სასამართლო, დაცვის უფლების
დარღვევის საკითხის განხილვისას, მხედველობაში იღებს სისხლის სამართლის პროცესის
მთლიან მიმდინარეობას და იმას, თუ რამდენად მოახდინა გავლენა გამოძიების ეტაპზე
არსებულმა ხარვეზებმა მთლიანი საქმისწარმოების პროცესზე. დაცვის უფლებაში
მხოლოდ ცალკეული ჩარევის შემთხვევები სასამართლომ შეიძლება არ მიიჩნიოს
კონვენციის დარღვევად, თუმცა, დაცვის უფლების შეზღუდვის ბლანკეტურად არსებობას
სასამართლო კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს და მოითხოვს დასაბუთებას, ყველა და
თითოეულ შემთხვევაში, რამდენად იყო დაცვის უფლების შეზღუდვა საქმის კონკრეტული
გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებელი და პროპორციული.13
ევროპული სასამართლო ასევე მოითხოვს, რომ ბრალდებულს გამოძიების მიმდინარეობის
დროს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით და დაცვის
მოსამზადებლად ჰქონდეს სათანადო დრო და შესაძლებლობა, ვინიდან გამოძიების
ეტაპზე დაშვებულმა ხარვეზებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის საბოლოო
შედეგზე.14
დაცვის უფლების განხორციელებისთვის ბრალდებულისა და ადვოკატის კომუნიკაციის
მნიშვნელობაზე ასევე აღნიშნულია ევროკავშირის 2013 წლის დირექტივაში, რომელიც
ადგენს ბრალდებულის უფლებას, არა მხოლოდ საქმის სასამართლოში განხილვისას,
არამედ
სისხლის
სამართლის
მთლიანი
პროცესის
მანძილზე
ჰქონდეს
დაცვის
მოსამზადებლად შესაბამისი დრო, შესაძლებლობა და შეზღუდვის გარეშე შეძლოს
დაცვისთვის საჭირო ყველა მტკიცებულებისა და მოსაზრების წარდგენა. დირექტივა
ითვალისწინებს ბრალდებულების უფლებას, ჰქონდეთ კომუნიკაცია ადვოკატებთან, მათ
შორის, ელექტრონული და ვიდეო საშუალებების გამოყენებით და ადგენს, რომ
ადვოკატთან შეხვედრის ხანგრძლივობისა და ოდენობის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან
დადგენილმა შესაძლო შეზღუდვებმა არ უნდა დააზიანოს დაცვის უფლების ეფექტიანი
განხორციელება.15
11 საქართველოს პატიმრობის კოდექსი, მუხ. 18, ნაწ. 1,
12 საქართველოს პატიმრობის კოდექსი, მუხ. 18, ნაწ. 3.
13 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება
საქმეზე IBRAHIM AND OTHERS v. THE UNITED KINGDOM (NN50541/08, 50571/08, 50573/08 და 40351.09), პარა.
274.
14 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საქმეზე DVORSKI v. CROATIA (N25703/11), პარა. 77.
15 ევროპის კავშირის 2013 წლის 22 ოქტომბრის 2013/45/EU დირექტივა „სისხლის სამართლის პროცესსა და
ევროპული პატიმრობის გარანტიების პროცედურის განმავლობაში ადვოკატზე ხელმისაწვდომობის, და მესამე
აღსანიშნავია, 2021 წლის 5 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის კოდექსის რიგი მუხლების16 ის ნორმატიული
შინაარსი, რომელიც დისციპლინური სახდელისა და სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში
ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბლანკეტურად უზღუდავდა სახალხო დამცველის ცხელ
ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობას.17
რამდენად
შესაძლებელი
იყო,
გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა,
სატელეფონო
კომუნიკაცია
სრულყოფილად
ჩანაცვლებულიყო წერილობითი მიმოწერის უფლებით და მიუთითა, რომ საფოსტო
გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარებას, სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით,
სჭირდება გაცილებით მეტი დრო, ამასთან, პატიმრის წერილობითი გზავნილი, როგორც
წესი, ადრესატამდე მიდის დაწესებულების ადმინისტრაციის - მესამე პირების გავლით და
არ წარმოადგენს ორ სუბიექტს შორის უშუალო კომუნიკაციას. საკონსტიტუციო
სასამართლომ ასევე არ გამორიცხა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების
შესაძლო
არაკეთილსინდისიერება,
რომლის
შედეგადაც
შესაძლოა
პატიმრის
წერილობითი გზავნილი დაგვიანებით გადაეცეს ადრესატს, ან საერთოდ არ გადაეცეს,
ხოლო მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთი რისკის გამაქარწყლებელ
მექანიზმებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ასეთი
აკრძალვის მოქმედების ხანგრძლივობა დროში, რამაც შესაძლოა არსებითად დააზიანოს
პატიმრის მიერ უფლების გამოყენება.18
ამრიგად,
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ზემოაღნიშნული
გადაწყვეტილების
სულისკვეთებით, ბრალდებულისთვის ადვოკატთან სატელეფონო საუბრის უფლების
ბლანკეტური
შეზღუდვა
უხეშად
ლახავს
საქართველოს
კონსტიტუციითა
და
საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული დაცვის უფლების ფარგლებს.
წინამდებარე საქმის ანალიზი
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალებიდან იკვეთება,
პატიმრობაში
დადგენილებით
მყოფ
ბრალდებულებს,
შეზღუდული
აქვთ
რომელთაც
პირადი
გამომძიებლის/პროკურორის
სატელეფონო
საუბრის
უფლება,
პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციები ასევე არ აძლევენ ადვოკატებთან
სატელეფონო კომუნიკაციის უფლებას. აღნიშნულის მიზეზს კი, მათი განმარტებით,
წარმოადგენს ის, რომ ადვოკატი არ არის მითითებული პატიმრობის კოდექსით
გათვალისწინებულ იმ საგამონაკლისო აბონენტთა ჩამონათვალში, რომლებთან კონტაქტი
პატიმრებს შეუძლიათ შეზღუდვის არსებობის მიუხედავად.
მხარის ინფორმირების უფლების შესახებ თავისუფლების უფლების შეზღუდვისა და მესამე მხარესა და
საკონსულო თანამდებობის პირებთან კომუნიკაციის შესახებ“, (23), (24), (43), (44), ხელმისაწვდომია: <
https://bit.ly/32WPzI9 > [ბოლოს ნანახია: 04.02.2022].
16 საქართველოს პატიმრობის კოდექსის 718-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 82-ე მუხლის
პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
17 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის N1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
18 იქვე, II, 20-22.
როგორც აღინიშნა, დაცვის უფლების სათანადოდ განხორციელება განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი
გამოძიების
მიმდინარეობის
პროცესშია,
როდესაც
ბრალდებულს,
პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, უფლება აქვს ჩაატაროს გამოძიება, მოიპოვოს
მტკიცებულებები
და
დაასაბუთოს
საკუთარი
პოზიცია
მისი
საქმის
ცალკეულ
საკითხებთან მიმართებით. ცხადია, გამოძიების ჩატარება განსაკუთრებულ სირთულეს
წარმოადგენს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის, რომელსაც ამის შესაძლებლობა
მხოლოდ ადვოკატის დახმარებით გააჩნია.
რაკი საპროცესო კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს საქმის არსებითად განხილვამდე
მხარეების მიერ მტკიცებულებების წარდგენის ვადებს და აღნიშნული ვადის დარღვევით
წარდგენილი მტკიცებულება, როგორც წესი, სასამართლოს მიერ აღარ განიხილება,19
ნათელია, რომ დაცვის უფლებით სარგებლობისთვის პატიმარი ბრალდებულის ხელთ
არსებული ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის სწრაფი და შეუფერხებელი კომუნიკაცია
ადვოკატთან. საფოსტო გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების დროისა და ხარვეზების
გათვალისწინებით კი, ადვოკატთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტიან გზად სატელეფონო
საუბარი რჩება. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი დაცვის სტრატეგიის დაგეგმვა,
მტკიცებულებების მოპოვების მეთოდების განხილვა და სხვა საპროცესო მოქმედებების
განხორციელება
დაცვის
მხარის
პოზიციისა
და
არგუმენტების
რომ
გამომძიებლის/პროკურორის
სათანადოდ
მოსამზადებლად.
აქვე
აღსანიშნავია,
დადგენილებით
ბრალდებულისთვის სატელეფონო უფლების შეზღუდვა შესაძლოა გაგრძელდეს პირის
ბრალდებულად ყოფნის მთელი პერიოდის - 9 თვემდე ვადით, განაჩენის გამოტანამდე. თუ
ბრალდებულად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში პირს არ მიეცემა ადვოკატთან
სწრაფი
კომუნიკაციის
შესაძლებლობა,
განსაკუთრებით
მაშინ,
როდესაც
ბრალდებულისთვის სამართლებრივი დახმარების მიღება საჭიროა შემჭიდროვებულ
ვადებში,
მაგალითად,
მცირე
დროშია
მოსაპოვებელი
მტკიცებულება
ან/და
შესაჯერებელია დაცვის სტრატეგია მომდევნო სხდომისთვის,აღნიშნულმა შესაძლოა
გაართულოს დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელება, რაც გამოიწვევს სახელმწიფოს
მხრიდან დაცვის უფლების დარღვევას. მით უფრო, რომ პატიმრობის კოდექსი არ
ითვალისწინებს
ადვოკატთან
კომუნიკაციის
მსგავსი
ინტენსივობით
შეზღუდვის
გამამართლებელ რაიმე ლეგიტიმურ მიზანს, რისთვისაც აუცილებელი იქნებოდა
პენიტენციური დაწესებულების მიერ მსგავსი ბლანკეტური მიდგომის გამოყენება.
შესაბამისად, ლოგიკური და სამართლიანია საქართველოს გენერალური პროკურატურის
პოზიცია,
რომლის
მიხედვითაც,
გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილება
ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის შეზღუდვაზე არ ვრცელდება ადვოკატთან
სატელეფონო
კომუნიკაციაზე
-
ეს
დაცვის
უფლების
დაუსაბუთებელი
და
გაუმართლებელი შეზღუდვა იქნებოდა. მეორე მხრივ, პენიტენციური დაწესებულებები
მიუთითებენ პატიმრობის კოდექსზე, რომელიც საგამონაკლისო აბონენტების20 რიცხვში
19 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ.83, ნაწ.6.
20 როგორიცაა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ნომრები.
ტექნიკურად არ ითვალისწინებს ადვოკატს და ამის საფუძველზე არ აძლევენ
ბრალდებულებს ადვოკატებთან დარეკვის შესაძლებლობას. აღნიშნული კოლიზიის
გადაწყვეტის ყველაზე ეფექტიანი გზა პატიმრობის კოდექსის შესაბამის ნორმაში
ადვოკატის საგამონაკლისო აბონენტად მითითება იქნებოდა.
დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულთა დაცვის უფლებისა და,
სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, მიმაჩნია,
რომ პატიმრობის კოდექსში პირდაპირ უნდა მიეთითოს, რომ ბრალდებულებს, რომელთა
მიმართ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით შეზღუდულია სატელეფონო
საუბრის უფლება, აქვთ აღნიშნული შეზღუდვის ფარგლებში ადვოკატთან სატელეფონო
საუბრის უფლება.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
„საქართველოს
სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, მოგმართავთ წინადადებით,
საქართველოს
რომლითაც
პარლამენტმა
პატიმრობის
განახორციელოს
კოდექსის
79-ე
ცვლილება
მუხლის
მე-21-ე
პატიმრობის
ნაწილში
კოდექსში,
მითითებულ
ჩამონათვალს დაემატება „ბრალდებულის ადვოკატი“.
მოცემული საკანონმდებლო წინადადების განხილვის შედეგების შესახებ, გთხოვთ,
მაცნობოთ ამავე კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
პატივისცემით,
ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი
.