საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1881/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარალმენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-05-10
შენიშვნები 84-VIIIმს-Xმპ, 10/05/2022 ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-1881/22 17-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 40 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 2021 სარჩევი შესავალი........................................................................................................................................ 1 აგრარული სექტორის ანალიზი ................................................................................................ 1 კომიტეტის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა ...................................................................... 9 2021 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ზოგადი პროგრესი............................. 11 კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა .................................................................... 13 კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა .......................................................................... 22 კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა ................................................................... 28 კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება ............................................................................ 32 სხვა აქტივობები და ინფორმაცია ........................................................................................... 34 შესავალი 2021 წელს აქტიურ მუშაობას შეუდგა საქართველოს რიგით მეათე მოწვევის პარლამენტი. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 2020 წლის დეკემბერში არჩეულ იქნა ნინო წილოსანი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციებს, ასევე კომიტეტი თანამშრომლობდა დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. კომიტეტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობას უწევდა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების, განსაკუთრებით კი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას. საქმიანობის ეფექტურად და კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა სამოქმედო გეგმა. გეგმაში წარმოდგენილი იყო ის მიზნები, ამოცანები და აქტივობები, რის მიღწევა და განხორციელებაც დასახულ იქნა 2021 წლის დასაწყისში. წინამდებარე ანგარიში შემუშავებულია სწორედ სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და ანალიზის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთს. 1. აგრარული სექტორის ანალიზი 1.1 მიმოხილვა სოფლის მეურნეობა არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი ტრადიციული დარგი. მიუხედავად ამისა, აგრარული სექტორის უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ამასთან, იგი იყო და რჩება დასაქმების ძირითად სექტორად ქვეყანაში. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 40.9%1 სოფლად ცხოვრობს. ამასთან, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ერთობლივი სამუშაო ძალის, დაახლოებით, 40%.1 1 ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2020 წლამდე სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგიურ საფუძველს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ შრომის სტატისტიკოსთა მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული სტანდარტები წარმოადგენდა. 2020 წლიდან საქსტატმა დანერგა მე-19 და მე-20 კონფერენციაზე მიღებული სტანდარტები და მეთოდოლოგია. შსო-ს ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულებად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად საკუთარი მოხმარებისათვის. მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია დარგში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობის დრამატული ცვლილება 2020 წელს. 1 ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვითდასაქმებულია და თავს ნატურალურ მეურნეობაში წარმოებული პროდუქციით ირჩენს. სოფლად შრომის მწარმოებლურობა დაბალია, რომელსაც მეტწილად განაპირობებს თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ დარგის უდიდეს გამოწვევად რჩება განათლება და მაღალკვალიფიციური კადრები. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულება გახდა, რაზეც სახელმწიფოს მიერ სექტორის დაფინანსების მკვეთრი გაზრდა და მიმდინარე რეფორმები მეტყველებს. 2013-15 წლებში გატარებული ქმედითი რეფორმების შედეგად სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდამ შეადგინა 30,6%. მათ შორის, მემცენარეობაში წარმოება გაიზარდა 55.4%-ით, მეცხოველეობაში კი - 10,8%-ით. განსაკუთრებული ზრდა ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მომსახურების სფეროს - 76,2%, რამაც მნიშვნელოვნად უზრუნველყო დარგის პროგრესი. 2020 წლის აგროსასურსათო პროდუქციის გამოშვება თითქმის 60%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც მემცენარეობის და მეცხოველეობის გამოშვების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობის ინდიკატორია. ამასთან, 2012 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილი დამატებული ღირებულების საშუალო მნიშვნელობა, ამავე სექტორში ერთ დასაქმებულზე 2-ჯერ გაზრდილია. 2020 წელს, საწარმოთა მიერ დეკლარირებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით განხორციელდა 4.8 მილიარდი ლარის ღირებულების სურსათის, სასმელის და თამბაქოს წარმოება, რაც 114.4%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდამ, აგროსასურსათო სექტორში 2012 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 72%-ით შეამცირა. 1.2 აგროსასურსათო პროდუქციის გამოშვება სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების მთლიანმა გამოშვებამ 2021 წლის პირველი სამი კვარტალის წინასწარი ჯამური მონაცემით შეადგინა 4.5 მილიარდი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5%-ით, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 72.1% -ით მეტია. 2020 წლის მონაცემებით სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობების წილი მთლიან გამოშვებაში შეადგენს 7.3 %-ს, 2016 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 7.1%-ს შეადგენდა. 2 სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების, გამოშვების მაჩვენებელში, უდიდესი წილი მოდის სოფლის მეურნეობაზე. 2012 წლიდან 2021 წლამდე სოფლის მეურნეობის გამოშვების ზრდა განაპირობა როგორც მემცენარეობის ასევე მეცხოველეობის დარგის გამოშვების მაღალმა მაჩვენებელმა. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის გამოშვების წილი მთლიან გამოშვებაში % 10 9 8.6 8 7.8 7.1 7 6 7.3 6.9 6.4 6.6 5 4 3 2 1 0 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის გამოშვების წილი მთლიან გამოშვებაში, % 1.3 მთლიანი შიდა პროდუქტი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების წილი მთლიან შიდა პროდუქტში % 12 10 9.6 8.8 8 8.3 7.2 7.8 8.3 7.4 6 4 2 0 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების წილი მთლიან შიდა პროდუქტში, % სსიპ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის პირველი სამი კვარტლის წინასწარი ჯამური მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში 3.8 მილიარდი ლარია, რაც 96.6 მლნ 3 ლარით (3.5%) აღემატება 2020 წლის , ხოლო 1.2 მილიარდით (72%) აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 2020 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში შეადგენდა 3.6 მილიარდ ლარს, რაც 37%-ით აღემატებოდა 2016 წლის, ხოლო 61%-ით აღემატებოდა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 2020 წლის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8.3%-ია. 2020 წლის მონაცემებით, ტერიტორიული ერთეულების მიერ სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება კახეთში 841.1 მლნ ლარი და ქვემო ქართლში 597.8 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მაჩვენებელი ყველაზე დაბალია რაჭაში - 44.7 მლნ ლარი და გურიაში-111.3 მლნ ლარი. სახელმწიფო დანახარჯები სოფლის მეურნეობაში 2021 წლის 11 თვის მაჩვენებლით შეადგენს 478,371,891.60 ლარს, რაც 13.4%-ით აღემატება გასული 2020 წლის ჯამურ მაჩვენებელს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის ტენდენცია მზარდია. 2021 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი შეადგენს 628 575 ათას ლარს, რაც 26.5%-ით აღემატება 2020 წლის, ხოლო 75.6%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 1.4 დასაქმება სტატისტიკის ეროვნული მეთოდოლოგიის სააგენტოს მიერ 2020 ცვლილება, ძირითადად წელს სამუშაო შეეხო სასოფლო ძალის სტატისტიკის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას. კერძოდ, თვითდასაქმებულად არ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის. აღნიშნული პირები გადაკვალიფიცირდნენ და შეუერთდნენ უმუშევართა რაოდენობას. სწორედ ამ ცვლილებებმა განაპირობა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში დასაქმებულთა მაჩვენებლის შემცირება. განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, 2021 წლის სამი კვარტლის საშუალო პროცენტული მაჩვენებლით, სოფლად დასაქმების დონე 37.8%-ია, რაც 3.7%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2020 წლის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 247 ათას კაცს, რაც ქვეყანაში 4 დასაქმებულთა 19.8%-ს შეადგენს. აღსანიშნავია რომ 2012 წლიდან 2020 წლამდე სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასით არის გაზრდილი. 1.5 საგარეო ვაჭრობა 1.5.1 ექსპორტი სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს ადგილობრივი წარმოების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა, რომელმაც პირველად გადააჭარბა სამ მილიარდ დოლარს. 2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 142 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საექსპორტო პროდუქციიდან აღსანიშნავია ნატურალური ღვინის ექსპორტი, რომლის მთლიანი ექსპორტი 239 მლნ აშშ დოლარს აღწევს. სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება კი 156 მლნ აშშ დოლარია. საექსპორტო პროდუქციის სათავეშია მინერალური წყლების ექსპორტი 142 მლნ აშშ დოლარით და თხილის და სხვა კაკლის ( ძირითადად თხილი) ექსპორტი 118 მლნ აშშ დოლარით. 2021 წელს აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტი 99 ქვეყანაში განხორციელდა. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ჯამური ღირებულების ზრდა მეტწილად განაპირობა აგროსასურსათო პროდუქციის დივერსიფიკაციამ. სსიპ - სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ხელშეწყობით საქართველოში დაიწყო კენკროვანი კულტურების წარმოება და რეალიზება. კერძოდ, საქართველოდან 2021 წელს ექსპორტზე გავიდა 6 მილიონი ლარის ღირებულების მოცვი, ასევე, მიმდინარე წელს ექსპორტზე გავიდა 6 მილიონის ღირებულების ხურმა და კარალიოკი. 2021 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოდან 150 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, ექსპორტის ღირებულების ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 796%-ია. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თაფლის ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირი წარმოადგენდა, რაც პირდაპირ უკავშირდება სსიპ „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის“ მიერ თაფლზე ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი კვლევების დანერგვას, რამაც საშუალება მისცა ადგილობრივ მწარმოებლებს შეექმნათ ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქტი. 5 აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდა, ნათლად მიუთითებს ქვეყანაში ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც თავის მხრივ დარგში სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აგროსასურსათო სექტორში 2012 წლიდან დღემდე, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირებულია 72%-ით. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ათასი აშშ დოლარი 1200000 1142000 1000000 942200 800000 680569 600000 510405 400000 200000 0 2012 2016 2020 2021 აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, ათასი აშშ დოლარი 1.5.2 იმპორტი სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2021 წელ საქართველოდან იმპორტირებულია 1,22 მილიარდი აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქტი, რაც 0.8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აგროსასურსათო პროდუქტებიდან ძირითადად იმპორტირებულია: ხორბალი და მესლინი 94.5 ათასი აშშ დოლარი, ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული 64 ათასი აშშ დოლარი, შაქარი 60.3 ათასი აშშ დოლარი და შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები 54.7 ათასი აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წელს შეადგენს 15%-ს, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ჩამორჩება 4%-ით, ასევე 2020 წელს მთლიანი რესურსების 76%-ს შეადგენს იმპორტირებული პროდუქტი, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 2016 წელს 70% დაფიქსირდა. 2020 წელს ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შეადგენდა 63%, ხოლო იმპორტის წილმა მთლიან რესურსში 29% შეადგინა, 2016 წელს ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 64%, ხოლო მთლიან რესურსში იმპორტის წილი 31%-ია. მზარდი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტით ხასიათდება ხორცი/ხორცის 6 პროდუქტები, 2020 წელს ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შეადგენდა 49%, რაც 2%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ასევე, 2016 წელთან შედარებით 2020 წელს მთლიან რესურსებში იმპორტის წილი შემცირებულია 1%-ით. აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი, ათასი აშშ დოლარი 1,600,000.0 1,400,000.0 1349000 1,200,000.0 1210000 1,153,786.0 1,000,000.0 956,413.0 800,000.0 600,000.0 400,000.0 200,000.0 2012 2016 2020 2021 აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი, ათასი აშშ დოლარი 1.6 პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წლის პირველი სამი კვარტლის წინასწარი ჯამური მონაცემებით, სსიპ საქართველოს სტატისტიკის განხორციელებულმა ეროვნული სამსახურის თანახმად, საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 728,416 ათასი აშშ დოლარი, რაც 3.2 %-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2021 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით სოფლის მეურნეობის და თევზჭერის დარგში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 5 306 ათასი აშშ დოლარი, რაც 5 307 -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2020 წლის პირველი სამი კვარტალის ჯამური მაჩვენებელი შეადგენდა - 1.5 ათას აშშ დოლარს). 1.7 Covid-19 პანდემიის გავლენა კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში საქმიანობა საგრძნობლად 7 შეიზღუდა ან შეჩერდა. სოფლის მეურნეობის სექტორის საქმიანობა განსაკუთრებით შეფერხდა პანდემიის დასაწყისში, როდესაც არსებული რეგულაციების საფუძველზე შეფერხდა წარმოების საშუალებების იმპორტი. მიუხედავად ამისა, კორონავირუსის პანდემიას არ ჰქონდა უარყოფითი გავლენა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასა და მიწოდებაზე, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მიერ მობილიზებულმა სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებმა. პანდემიასთან და მის გავლენებთან ბრძოლის პარალელურად, ფერმერების მხარდასაჭერად გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, შემუშავდა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“. ანტიკრიზისული გეგმა მოიცავდა როგორც ფერმერების მიმართულებების პირდაპირ მხარდაჭერას. დახმარებას, ასევე ანტიკრიზისული ხელს გეგმის უწყობდა სტრატეგიული ეფექტურობაზე მეტყველებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის მონაცემები. სსიპ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებამ 5.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 11.3%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2020 წელს, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 3.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებელს. ხოლო, 2020 წელს, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა რეალურ ფასებში 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.1%-ით მეტია. 2020 წელს აგროსასურსათო პროდუქციის სავაჭრო ბალანსი -362 დან -266-მდე შემცირდა, რაც გამოწვეული იყო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდით. კერძოდ, 2020 წელს საქართველოდან განხორციელდა 942 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტი, რაც 6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო ბაზარი ხასიათდება დივერსიფიკაციის ტენდენციით, ამასთან 2020 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულია 163 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 25%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის სათავეშია : თხილი, ღვინო, სპირტიანი სასმელები. 8 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია ღვინის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მინერალური და მტკნარი წყლების, კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილი), სპირტიანი სასმელების და კარტოფილის ექსპორტის ზრდით. ექსპორტის ღირებულება პროდუქტების მიხედვით, 2021 წელი 10% 21% 12% 14% ყურძნის ნატურალური ღვინოები სპირტიანი სასმელები მინერალური და მტკნარი წყლები კაკლოვანი ხილი 2. კომიტეტის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობათა ფარგლებში. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში. 2.1 კომიტეტის მიზნები კომიტეტის საქმიანობის მიზანია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა, მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება, სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სოფლის განვითარება და სოფლად სიღარიბის დაძლევა. 9 2.2 კომიტეტის ამოცანები კომიტეტი საქმიანობისას ასრულებს შემდეგ ამოცანებს: • ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; • აგრარული რეფორმების, სასურსათო უზრუნველყოფის, მიწის რესურსების, აგრარული განათლებისა და მეცნიერების, აგრომომსახურებებისა და ფერმერთა საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავება; • ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება/ჰარმონიზება, სოფლისა და საქართველოს სოფლის კანონმდებლობის მეურნეობის განვითარების სტრატეგიების განხორციელებაზე ეფექტიანი ზედამხედველობა და კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი; • აგრარულ სექტორში რეფორმების გატარება, აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის პოტენციალის სრულად გამოყენება, მისი დარგების აღორძინება და დინამიური განვითარების ხელშეწყობა; • საბიუჯეტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა; • ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით, ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs 2030) დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა; • კომიტეტის ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. 2.3 აგრარულ საკითხთა კომიტეტის შემადგენლობა 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის შემადგენლობაში იყო 12 დეპუტატი: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე), გელა სამხარაული, სამველ მანუკიანი, ირაკლი(დაჩი) ბერაია, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ დუგლაძე, გიორგი ბოტკოველი, ცეზარ ჩოჩელი, ლევან ხაბეიშვილი, დილარ ხაბულიანი. 2.4 აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმით განისაზღვრა კომიტეტის საქმიანობის ოთხი ძირითადი მიზანი: • აგრარული პოლიტიკის მიმართულებით კანონშემოქმედებითი საქმიანობა; 10 • კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის უზრუნველყოფა; • კომიტეტის გარე კომუნიკაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; • კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება. სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის შემუშავდა შესაბამისი ამოცანები და აქტივობები; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის საფუძველზე, თითოეული ამოცანის თემატურ მომხსენებლად განისაზღვრნენ კომიტეტის წევრი დეპუტატები. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, ასევე ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების საკითხებს. ამდენად, წინამდებარე ანგარიშში ასახულია 2021 წელს კომიტეტის მიერ აგრარულ საკითხთა ასოცირების შეთანხმებითა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგის მიზნით შესრულებული აქტივობებიც. კომიტეტი წლის განმავლობაში მუდმივად ახდენდა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ასევე შემუშავებული იქნა მეთოდოლოგია, რომელმაც ჩამოაყალიბა განხორციელების დონის მაჩვენებელი. კერძოდ, მონიტორინგის ეტაპზე გეგმაში წარმოდგენილ თითოეული აქტივობას, ანალიზის შედეგად, მიენიჭა სტატუსი, რომლის საფუძველზე გამოითვლება განხორციელების დონის მაჩვენებელი, როგორც მთლიანად გეგმასთან მიმართებით, ასევე მიზნების ჭრილში. თითოეული აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით მისანიჭებელი სტატუსები შემდეგი სისტემით ჩამოყალიბდა: • განხორციელდა; • არ განხორციელდა; • გაუქმდა. წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილ ყველა აქტივობას მიენიჭა შესაბამისი სტატუსი, რის საფუძველზეც განისაზღვრა მათი განხორციელების დონე. 3. 2021 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ზოგადი პროგრესი აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ოთხი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად განსაზღვრული იყო 94 აქტივობა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების ანალიზის შედეგად, მათი სტატუსები შემდეგია: 11 • განხორციელდა - 82 აქტივობა; • არ განხორციელდა - 10; • გაუქმდა - 2. მთლიანობაში სამოქმედო გეგმის განხორციელების დონე წარმოდგენილია პირველ დიაგრამაზე. 2021 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების დონე 2% 11% განხორციელდა არ განხორციელდა გაუქმდა 87% დიაგრამა 1 2021 წლის აქტივობებიდან, კანონშემოქმედებითი მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია კომიტეტის/კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებული შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის, ალექსანდრე მოწერელიას, ხატია წილოსანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კერესელიძის, ზაალ დუგლაძის, სამველ მანუკიანისა და გოდერძი ჩანქსელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 12 ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები (№07-3/43; 07.04.2021); 2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ვეტერინარიისა და წარმოდგენილი მცენარეთა „სურსათის/ცხოველის დაცვის კოდექსში საკვების ცვლილების უვნებლობის, შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები (N07-3/40; 17.03.2021); 3. საქართველოს პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/128; 01.12.2021). საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ 2021 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პირველად გამოიყენა თემატური მოკვლევის და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ინსტრუმენტები, კერძოდ: დაამტკიცა თემატური მოკვლევის ორი ანგარიში: • „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“; • „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“. განახორციელა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი. მიზნების ჭრილში განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია შემდგომ თავებში. 4.კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა 4.1 კომიტეტის მიერ წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონის პროექტები საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მეირ წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული იქნა ხუთი კანონის პროექტი: 13 • საქართველოს პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის, ხატია წილოსანის, ალექსანდრე მოწერელიას, შალვა კერესელიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავდა, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისთვის, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს ჰქონოდათ ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე, რაც 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებულ სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებს მისცემდა შესაძლებლობას შეესრულებინათ კანონით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულნი იქნებოდნენ 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველეყოთ კოოპერატივის წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. • საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.“ კანონპროექტი მიზნად ისახავდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტებასა და დარეგულირებას, კერძოდ: ზოგიერთი ტერმინის ცვლილება და ახლის დამატება; ბიზნესოპერატორების აღიარებასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის საკითხის ვალდებულებების დაზუსტება; დაზუსტება; ვეტერინარიის „უმაღლესი განათლების სფეროში შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის N1367-Iს კანონიდან გამომდინარე, ვეტერინარიის, როგორც რეგულირებადი პროფესიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება; კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და პასუხისმგებლობის ზომებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება და დარეგულირება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირება; „მცირე ბიზნესის“ ტერმინის დახვეწა; კოდექსის რეგულირების სფეროს ერთ-ერთი ნაწილის, მცენარეთა დაცვის, განმარტება; სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის დისტილატების წარმოებისა და გადამუშავების ეტაპზე უფლებამოსილების განსაზღვრა; სხვა რიგი ნორმების კორექტირება/დახვეწა საჭიროებისამებრ. 14 • საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების აღდგენა, გაშენების, მოვლისა და დაცვის ხელშეწყობა, ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიული პროცესების თავიდან აცილება; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაშენებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღმოცენება, ზრდა-განვითარებისა და მათი მოსავლიანობის გაზრდისათვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა; ადგილობრივი მოსახლეობისათვის ქარსაფარ ზოლებში მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების გამოყენების ხელშეწყობა. განისაზღვრა ქვეყანაში ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა; დადგინდება ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის მიღების მიზანი იყო დაურეგულირებელი პროდუქტისათვის შესაბამისი სამართლებრივი ნორმების დაწესება და არსებულის ცვლილება. ღვინისეული სასმელი და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ღვინის კატეგორიებისათვის დამატებული ახალი კატეგორია - როგორიცაა „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, თავისი მახასიათებლებით განსხვავდება კანონით განსაზღვრული კატეგორიებისაგან და ბაზარზე მათი არსებობა საჭიროს ხდიდა მათი წარმოებისა და რეალიზაციის წესების საკანონმდებლო რეგულირებას. ასევე, რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებდა საქართველოში 15 წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო სერტიფიცირება, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელთან ერთად, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების წარმოების სამართლებრივად მოწესრიგება. • საქართველოს პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კანონპროექტი განიხილებოდა გამარტივებული წესით). COVID-19 პანდემია და მისით გამოწვეული ნეგატიური შედეგები, 2021 წლის მანძილზეც რელევანტური იყო. უმრავლესობისთვის, სასოფლო-სამეურნეო განსაკუთრებით, სტატუსის რეგიონებში მქონე მცხოვრები კოოპერატივების მოსახლეობისთვის, კოოპერატივის წესდებისა და საქმიანობის საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა კვლავ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული და არ გაადვილებულა. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების შესრულების ვადა (კოოპერატივის წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების კანონთან შესაბამისობა) გახანგრძლივებულიყო 2023 წლის 1 იანვრამდე. 4.2 კომიტეტის კანონპროექტები მიერ სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული იქნა რვა კანონის პროექტი: • საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკურების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების 16 შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ძირითადად უკავშირდებოდა დარგობრივი ტერმინების, საკითხების გასწორებას და დაზუსტებას. 2021 წლის პირველ იანვრამდე, სატყეო დარგი აქტიურად ფუნქციონირებდა და საქმიანობა ხორციელდებოდა ძველი კანონმდებლობის საფუძველზე. დღის წესრიგში დადგა გარკვეულ საკითხებზე გარდამავალი დებულებების დამატების/დაზუსტების საჭიროება, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეჰქმნოდა ტყის მართვის ორგანოების გამართულ ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, დაცული ყოფილიყო იმ პირთა კანონიერი ინტერესები, ვინც მოექცა ძველი და ახალი კანონის გარდამავალი პერიოდის რეგულირების ქვეშ. მნიშვნელოვანი იყო, საკანონმდებლო დონზე გადაჭრილიყო პრობლემები, რათა შექმნილიყო საკმარისი სამართლებრივი საფუძველი გამართული და კანონთან სრულად შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისთვის, ასევე, პრაქტიკაში კანონისა და კანონქვემდებარე აქტების შეუფერხებელი აღსრულებისთვის. გამომდინარე აქედან, კანონპროექტების მიღების მიზეზი იყო „საქართველოს ტყის კოდექსში“ გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებები ორიენტირებული იყო 3 ძირითადი მიზნის მიღწევაზე, კერძოდ: დეფიციტის შემცირება; ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა და COVID-19-ის მართვა, ხოლო პროექტის ძირითადი არსი იყო „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება. 17 • საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება. პროექტის მთავარი მიზანი იყო საქართველოში სატყეო სექტორის მიერ წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილების შერბილებაში და მიმდინარე სატყეო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა. აღნიშნული საერთაშორისო პროექტის თანამშრომლობის აკრედიტებული საზოგადოება, ფინანსური ხოლო უშუალო ორგანოა გერმანიის განმახორციელებელი უწყებებია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. • საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტს - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. კანონპროექტი მომზადებული იყო საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და განისაზღვრება 2022 წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლები. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენდა 19 976,1 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილი იყო 297,4 მლნ ლარით. ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო COVID-19-თან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად. პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 468,9 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილი იყო 376,0 მლნ ლარით. აღნიშნული ზრდა მთლიანად წარმოადგენდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაიზარდა 60.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 990.0 მლნ 18 ლარის ოდენობით. დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოყოფილი ასიგნებები გაიზარდა 16,0 მლნ ლარით და შეადგინა 236,0 მლნ ლარს. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიღების მიზანი იყო კოდექსის ნორმების პრაქტიკაში აღსრულებისას გამოვლენილი, კოდექსში არსებული ხარვეზების გამოსწორება, გარკვეული სახის უკანონო ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება, სხვადასხვა სიმძიმისა და შედეგების მქონე ქმედებებისთვის სანქციების შესაბამისი დიფერენცირება, სამართალდარღვევებისთვის ადეკვატური, პრევენციული ეფექტის მქონე სანქციების დადგენა, რეგულირების გარეთ არსებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება და სხვა. გამომდინარე კანონპროექტის მიღება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანონო თევზჭერის ფაქტები, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს და ეკოლოგიურ მდგომარეობას, ხოლო არსებული სანქციები ვერ უზრუნველყოფდა ამ უკანონო ქმედებების სათანადო პრევენციას. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა აღნიშნული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი გამკაცრება/დაზუსტება. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 19 „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის მიღებით ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძირითადი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც არ დაუშვებს წყლის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას, დაიცავს და გააუმჯობესებს წყლის ეკოსისტემების სტატუსს და წყალზე საჭიროებიდან გამომდინარე, წყლის ეკოსისტემებზე უშუალოდ დამოკიდებული ხმელეთის ეკოსისტემებისა და ჭარბტენიანი ადგილების მდგომარეობას. ამასთან, კანონის საფუძველზე მოხდება მრავალი კანონქვემდებარე აქტის გამოცემა, რომლებითაც დეტალურად მოწესრიგდება კანონით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, სააუზო მართვის გეგმების სტრუქტურასთან, შინაარსთან და მის შედგენასთან, წყლის მდგომარეობის სტატუსთან დაკავშირებული და მრავალი სხვა საკითხი. გამომდინარე კანონპროექტების მომზადების მიზეზია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და ისინი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილია. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტით განისაზღვრა, რომ ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები უსასყიდლოდ შესრულდება 2025 წლის 1 იანვრამდე და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება, საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება. რაც შეეხება, სპორადულ რეგისტრაციას, მის ფარგლებში წარდგენილი 20 განცხადებების საფუძველზე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, შესაბამისი საფასურის გადახდით განხორციელდება. გამომდინარე კანონპროექტის მიღება აუცილებელი იყო ამ კანონის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. 4.3კომიტეტის მიერ განხილული საკანონმდებლო წინადადებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული იქნა ორი საკანონმდებლო წინადადება: • საქართველოს მოქალაქე პაატა კოღუაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№17822/21; 10.06.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, კომიტეტის 2021 წლის 29 ივნისის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე პაატა კოღუაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით - ცნობილ იქნა მიღებულად იმ დათქმით, რომ მასში ასახული საკითხების ნაწილი სრულად აისახოს კომიტეტის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებში, ნაწილზე კი, გაგრძელდეს მსჯელობა და კომიტეტმა სამომავლოდ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, კომიტეტში უკვე დაწყებულია მუშაობა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე, არასამთავრობო სექტორის, ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ქართული წარმომადგენლობების ჩართულობით. . საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „საკვების ბანკის შექმნის“ თაობაზე (1-5981/21; 11.05.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, კომიტეტის 2021 წლის 31 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საკვების ბანკის შექმნის“ თაობაზე (№1-5981/21; 11.05.2021), ცნობილ იქნა უარყოფილად. ასევე, წინადადების ავტორს ეცნობა, რომ მას შეუძლია 21 გაეცნოს კომიტეტის სამომავლო საქმიანობას სურსათის მარაგების მართვის და დონაციის მიმართულებით და დაესწროს შესაბამისი საკითხების განხილვებს კომიტეტში. 5.კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტი ახორციელებდა საქართველოს მთავრობის და ყველა ანგარიშვალდებული ორგანოს ეფექტურ ზედამხედველობას. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და მის მმართველობაში შემავალი სტრუქტურების საქმიანობის 21 ანგარიში. ასევე აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა 2021 წელს პირველად გამოიყენა თემატური მოკვლევის და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის საზედამხედველო ინსტრუმენტები. მიმდინარე წელს კომიტეტმა მოამზადა 2 თემატური მოკვლევის და ერთი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ანგარიში. 5.1 აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ მოსმენილი ანგარიშები • 2021 წლის 10 თებერვლის სხდომაზე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია - განახლებული ექსტენცია და ფერმერთა ცნობიერების ამაღლება რეგიონებში; • 2021 წლის 10 მარტის სხდომაზე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; • 2021 წლის 10 მარტის სხდომაზე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; • 2021 წლის 10 მარტის სხდომაზე - სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში: ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის შესახებ; ბ) ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; გ) მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ; • 2021 წლის 10 მარტის სხდომაზე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; 22 • 2021 წლის 29 მარტის სხდომაზე - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; • 2021 წლის 29 მარტის სხდომაზე - სსიპ-გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; • 2021 წლის 15 აპრილის სხდომაზე - შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; • 2021 წლის 26 აპრილის სხდომაზე - სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; • 2021 წლის 20 მაისის სხდომაზე - საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“; • 2021 წლის 7 ივნისის სხდომაზე - საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ განხილვა; • 2021 წლის 16 ივნისის სხდომაზე- საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ანგარიში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის“ შესახებ; • 2021 წლის 16 ივნისის სხდომაზე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ; • 2021 წლის 9 ივლისის სხდომაზე -აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თემატური მოკვლევის- „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ - ანგარიში; • 2021 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“-ანგარიში; • 2021 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე - სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში 2021 წლის რთველთან დაკავშირებით; • 2021 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“; 23 • 2021 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; • 2021 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე - სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის ანგარიში; • 2021 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; • 2021 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. 5.2 თემატური მოკვლევა • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას, თემაზე „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“. თემატური მოკვლევა განხორციელდა 2021 წლის მარტიდან ამავე წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით. თემატური მოკვლევის მიზანი იყო, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს, ევროკავშირთან კანონმდებლობის დაახლოების პროცესის, საქართველოში აგროპროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის არსებული ტენდენციების შესწავლა, ასევე ევროკავშირის ბაზარზე არსებული მოთხოვნების და ტენდენციების, გაანალიზება. ევროკავშირის აგრო-პოლიტიკის უახლესი განვითარებების შესაძლო ზეგავლენის გამოვლენა ქართული აგროპროდუქციის ექსპორტზე და COVID 19-ის გავლენის შეფასება აგროვაჭრობაზე. მოკვლევის შედეგად, მოხდა ევროკავშირის ბაზრებზე ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის პოტენციური გამოწვევებისა და პერსპექტივების იდენტიფიცირება და მომზადებული იქნა 11 რეკომენდაცია სახელმწიფო უწყებებისთვის, გამოწვევების დასაძლევად და პერსპექტივების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისთვის. თემატური მოკვლევის ანგარიშის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების შემდეგი მიზნების განხორციელებას: 24 მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა გულისხმობს აგრარული პროდუქციის წარმოების და რეალიზების ზრდას, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს დარგში შემოსავლის ზრდაზე. გაზრდილი დასაქმებული შემოსავალი ადამიანების უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას მოსახლეობაში. მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 2: შიმშილის აღმოფხვრა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აგრარული პროდუქციის ექსპორტის წარმოებას და ზრდა ხელ უწყობს, რეალიზებას. პროდუქციის მდგრადი წარმოება განაპირობებს მასზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სტაბილური საექსპორტო ბაზარი ქმნის მდგრად ეკონომიკურ სარგებელს დარგში, რაც თავის მხრივ ამცირებს შიმშილის მაჩვენებელს მოსახლეობაში. მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა და სტაბილური საექსპორტო ბაზრის ჩამოყალიბება, იწვევს დარგში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდას. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ასევე, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს სურსათით საგარეო ვაჭრობის უარყოფით სავაჭრო ბალანსს. მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის აუცილებელი პირობაა ერთგვაროვანი პროდუქციის მდგრადი წარმოება, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ქვეყნებისთვის. ექსპორტის ზრდა გამოწევას და ბაზრის მცირემიწიანი დივერსიფიკაცია წაახალისებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მდგრად წარმოებას და მოხმარებას. საპარლამენტო თემატური მოკვლევის პროცესში მიღებული და გამოყენებული ყველა მასალა, დოკუმენტაცია, ანგარიშები, დასკვნები, ზეპირი მოსმენების სტენოგრამა, საბჭოს საბოლოო ანგარიში ელექტრონულად ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე https://parliament.ge/supervision/thematic-inquiry. 25 • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას თემაზე - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“. თემატური მოკვლევა განხორციელდა 2021 წლის მაისიდან ამავე წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური ხელშეწყობით. თემატური მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა COVID 19 პანდემიის გავლენის კვლევა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორის წარმოებაზე, მოთხოვნასა და მოხმარებაზე. თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფმა შეისწავლა კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოების, მოთხოვნისა და მოხმარების ტენდენციებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებები. მოკვლევის შედეგად მოხდა კორონავირუსის გავლენის ანალიზი და შემუშავდა 5 რეკომენდაცია სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. თემატური მოკვლევის ანგარიშის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების შემდეგი მიზნების განხორციელებას: მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა თემატური მოკვლევის მიზანია პანდემიის გავლენის შეფასება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე დარგში დასაქმებულ ადამიანებზე უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირება, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს სიღარიბის ყველა ფორმის შემცირებაზე. მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 2: შიმშილის აღმოფხვრა თემატური მოკვლევის ფარგლებში, დარგზე პანდემიის ზეგავლენის ანალიზი მოიცავს, მისი უარყოფითი შედეგების შემცირებას, სახელმწიფო უწყებებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის გზით, რომელიც ემსახურება დარგში დასაქმებული მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას, სურსათის წარმოების სტაბილურობის შენარჩუნებას და სურსათზე მდგრად ხელმისაწვდომობას. მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება თემატური მოკვლევის ფარგლებში, პანდემიის გავლენის ანალიზი და გაცემული რეკომენდაციები ნათლად ასახავს აგროსასურსათო პროდუქციის მდგრადი წარმოების და მოხმარების მნიშვნელობას და 26 გასცემს რეკომენდაციებს აგროსასურსათო პროდუქციის მდგრადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ქმედებებზე. საპარლამენტო თემატური მოკვლევის პროცესში მიღებული და გამოყენებული ყველა მასალა, დოკუმენტაცია, ანგარიშები, დასკვნები, ზეპირი მოსმენების სტენოგრამა, საბჭოს საბოლოო ანგარიში ელექტრონულად ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. https://parliament.ge/supervision/thematic-inquiry. 5.3 ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის საფუძველზე, კომიტეტმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, განახორციელა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი. მოკვლევამ შეისწავლა და გააანალიზა კანონის მოქმედებისას გამოვლენილი შესაძლო ხარვეზები და მისი აღსრულებისა და ეფექტიანობის ხელშემშლელი ფაქტორებიც. ამ მიზნით, კითხვები დაესვათ კანონის აღმასრულებელ უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. კონტროლის პროცედურის შედეგად მომზადებულ ანგარიშში აისახა ყველა ის რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია გამოვლენილი ხარვეზებისა აღმოსაფხვრელად. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნააკ-ის პროცედურის განხორციელების შედეგებმა კომიტეტი დაარწმუნა ფუნდამენტური გაძლიერდნენ სათანადო რეფორმის გატარების პოტენციალის მქონე საჭიროებაში, რათა სასოფლო-სამეურნეო მაქსიმალურად კოოპერატივები, გამარტივდეს ბიუროკრატიული პროცედურები, მეტად წახალისდეს კოოპერაცია. ამდენად, კომიტეტში დაწყებულია მუშაობა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე, არასამთავრობო სექტორის, ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ქართული წარმომადგენლობების ჩართულობით. ამასთან, ეს ცვლილებები შესაბამისობაში იქნება საქართველოს წინადადებასთან „სასოფლო-სამეურნეო მოქალაქე პაატა კოოპერატივის კოღუაშვილის შესახებ“ საკანონმდებლო საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7822/21; 10.06.2021), რომელიც მიღებულ იქნა კომიტეტის 2021 წლის 29 ივნისის სხდომაზე. 27 კონტროლის ანგარიში და მისი განხორციელების პროცესში მიღებული თუ მომზადებული ყველა დოკუმენტის ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე https://parliament.ge/supervision/normative-acts. 6.კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა 6.1 კომიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგია 2021 წელს მომზადებულ იქნა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც გათვლილია 2021-2024 წლების პერიოდზე და მოიცავს კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითად ხედვასა და სტრატეგიულ მიმართულებებს. მოცემული სტრატეგია მომზადდა „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საპარლამენტო პროექტის მხარდაჭერით, რომლის მიზანია კომიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის გაუმჯობესება. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგია, ერთი მხრივ, მოიცავს ზოგად ხედვებსა და მიზნებს, რომელსაც უნდა მიაღწიოს კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობამ, ხოლო მეორე მხრივ - სამიზნე ჯგუფების, გზავნილებისა და საკომუნიკაციო საშუალებების აღწერილობას, ასევე კონკრეტულ რეკომენდაციებს, რაც უნდა გაითვალისწინოს სტრატეგიის შესრულებაზე პასუხისმგებელმა გუნდმა საკუთარი საქმიანობის წარმართვის დროს. დოკუმენტი მომზადებულია პროექტის კონსულტანტის მიერ, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჩართულობით. მისი მომზადებისათვის მოხდა სხვადასხვა ნორმატიული, სტრატეგიული და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტაციის, ასევე არსებული ანგარიშებისა და სამუშაო დოკუმენტების ანალიზი. ამასთან, ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩაუტარდათ როგორც პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს, ასევე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებს, არსებული მდგომარეობის უკეთესად შეფასების მიზნით. 6.2 კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭომ 2021 წლის 20 იანვარს გამართა პირველი შეხვედრა საქართველოს 28 პარლამენტში. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა და საბჭოს წევრების მოსაზრებები სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე. შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა კომიტეტის და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის ფორმატი და სამოქმედო გეგმა. 2021 წელს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მეცხოველეობის დარგის განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბების შესახებ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლისა და კომიტეტის დებულების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის 20 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით შეიქმნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი და განისაზღვრა ჯგუფის შემადგენლობა. აგრარულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მიმდინარე წელს ჩაატარა ორი სამუშაო შეხვედრა, შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის საჭიროება სახელმწიფოს საკუთრებში სასოფლო-სამეურნეო მიწის განკარგვის ნაწილში: 1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული მიწების პრივატიზება/იჯარით წესით გადაცემის ხელშეწყობა; 2. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებს შორის სასოფლო - სამეურნეო მიწების განკარგვის საკითხების დარეგულირება; 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გადაცემის საკითხის გადაწყვეტა. „თანამედროვე აგრორეგიონის“ პროექტის სამუშაო ჯგუფი 2021 წლის 31 მაისის სხდომაზე კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის საფუძველზე, „თანამედროვე აგრორეგიონის“ პროექტზე სამუშაო ჯგუფის შექმნას. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრები. 29 „თანამედროვე აგრორეგიონის“ პროექტზე სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის შედეგად, თანამედროვე აგრორეგიონის კომპლექსური განვითარების ხედვის შემუშავება. კომიტეტის ამ ინიციატივას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლობა, რომლის დახმარებითაც ხდება აღნიშნული პროექტის განხორციელება. კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის სამუშაო ჯგუფი მეჩაიეობის დარგის შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა, საანგარიშო პერიოდში გამართა ოთხი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრების განმავლობაში სამუშაო ჯგუფმა განიხილა დარგის გამოწვევები და პერსპექტივები. დარგის განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფმა გამოავლინა შემდეგი აქტივობების აუცილებლობა: 1. სახელმწიფო უწყებებთან მოლაპარაკების წამოწყება სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ჩაის პლანტაციების ინვენტარიზაციის პროცესის დაწყება; 2. ჩაის ტექნიკური რეგლამენტის შექმნა და დანერგვა; 3. მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებისგან დარგის განვითარების, ხედვის მიღება და განხილვა; 4. ჩაის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის დეტალური გეგმის მომზადება. 6.3 დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები 2021 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შვიდი ოფიციალური შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა: ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ისრაელის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის და ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს საქართველოში. აგრარული კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე განხილული თემები ძირითადად შეეხებოდა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერების პერსპექტივებს. ასევე, განიხილებოდა თავად საელჩოების მიმდინარე პროექტებიც, რათა 30 კონკრეტული გეგმების დაახლოებით გაღრმავებულიყო თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორის იყო: • თანამედროვე აგრო რეგიონის კონცეფციის ჩამოყალიბება; • ქართული ბიო პროდუქციის წარმოების და რეალიზების ხელშეწყობა; • აგრარულ სექტორში პროფესიონალ აგრონომებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; • სტუდენტების აგრარული სექტორით დაინტერესება; • კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა. 6.4 კომიტეტის გასვლითი შეხვედრები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა გამართა 4 გასვლითი სამუშაო შეხვედრა: 1. თემატური მოკვლევის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ ფარგლებში, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან და USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად, 29-30 მაისს სამუშაო შეხვედრა გამართა ქ. ზუგდიდში. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა ადგილობრივ ფერმერებს, არასამთავრობო სექტორის და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს. შეხვედრის ფარგლებში მოინახულეს USAID-ის მიერ დაფინანსებული თხილის საწარმო და ლოკოკინების ფერმა სამეგრელოში. 2. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რიინა კალიურანდისთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გადამამუშავებელი ერთად საწარმო, მოინახულეს რომელიც ჩაის პლანტაციები და ჩაის ესტონელი ინვესტორების და ჩაის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით აშენდა სოფელ გუმათში. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მეწარმე ქალებთან, მათი ეკონომიკური გაძლიერების სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით. 3. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გასვლითი შეხვედრა გამართა დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, სადაც განიხილეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთების 31 მდგრადი მართვის, ქარსაფარი ზოლების, გადასარეკი ტრასის მართვის და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. 4. კომიტეტმა გასვლითი სხდომა გამართა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც კომიტეტის წევრები შეხვდნენ ადგილობრივი კოოპერატივების წარმომადგენლებს. კერძოდ, მოინახულეს სოფელ დისველში არსებული რძის საწარმო, რომელიც ხუთი ეკომიგრანტი ქალის მიერ არის დაარსებული, ასევე, შეხვედრის ფარგლებში კომიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ელიას მთის ფერდობზე გაშენებული ვენახი, სადაც გაშენებულია ენდემური ჯიშის ვაზები. 6.5 მოქალაქეებთან და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები 2021 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეებთან და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან გამართა 92 შეხვედრა. აგრარულ საკითხთა კომიტეტი პრაქტიკულად ხვდება დაინტერესებულ მხარეებს კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის ფორმირების პროცესში. კომიტეტისთვის პრიორიტეტულია დარგში არსებული გამოწვევების საპასუხო აქტივობების ასახვა სამოქმედო გეგმაში, რათა სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელშესახებ შედეგებს სექტორში. 6.6 კორესპონდენცია საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტში შემოსულია 393 კორესპონდენცია (მათ შორის, წერილები/განცხადებები). საკუთარი კომპეტენციას ფარგლებში აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ უზრუნველყოფილია სათანადო უკუკავშირი კომიტეტში შემოსულ ყველა კორესპონდენციაზე. 7. კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტში ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით დაინერგა დავალებების მართვის (Task Management) მოდული. დავალებების მართვის ფაილი შესაძლებლობას იძლევა აპარატის ყველა თანამშრომელმა მიმდინარე დავალება თუ პროექტი ოპერატიულად ასახოს 32 ფაილში, კომენტარებითა და მიმდინარე სტატუსების გამოყენებით. დონორის მხარდაჭერით, დავალებების მართვის მოდულის ჩამოყალიბების პროცესში აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ცნობიერების ამაღლების ტრენინგები. მიმდინარე 2022 წელს აღნიშნული შეფასების სისტემის საფუძველზე მოხდება კომიტეტის აპარატის თანამშრომლების შეფასება. 2021 წელი აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლების პროფესიული განვითარების კუთხით განსაკუთრებით საინტერესო იყო, კერძოდ: აგრარულ საკითხთა კომიტეტის მთავარი სპეციალისტი მარიამ ტყეშელაშვილი შერჩეულ იქნა შვედეთის ინსტიტუტის ახალგაზრდა პროფესიონალების აკადემიის სასწავლო პროგრამაზე “Sustainable e– Government for Resilient and Innovative Democratic Public Administration (SeGRID)“; კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა თაია არაბულმა მოიპოვა Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია ,,ადამიანთა უფლებების პოლიტიკასა და პრაქტიკაში“ (Erasmus Mundus master’s program in Human Rights Policy and Practice); აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები - თინათინ ოდილავაძე და ნანო კორშია, კონკურსის საფუძველზე, სწავლის ანაზღაურების გარეშე, ჩაერთნენ ELGS-ის სამაგისტრო პროგრამაში Master of European Governance (სამაგისტრო პროგრამა ევროპული მმართველობა). მიმდინარე წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა კომიტეტის სამოქმედო გეგმის თვისობრივად ახალი ფორმატი, რომლის საფუძველზე დაიწყო კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება. განახლებული გეგმის ფორმატი ეყრდნობა შედეგებზე ორიენტირებული მართვისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულობის პრინციპებს და შესაბამისობაშია თანამედროვე საჯარო მმართველობის სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით გეგმაში წარმოდგენილი იქნება კომიტეტის საშუალოვადიანი ამოცანები და მათი მიღწევის გაზომვის ობიექტური ინდიკატორებიც. აღნიშნული ფორმატი კომიტეტს მისცემს საშუალებას უფრო ეფექტურად დაგეგმოს საკუთარი საქმიანობს და მოხდეს შედეგებზე ორიენტირებული მონიტორინგი და ანგარიშგება . 33 8.სხვა აქტივობები და ინფორმაცია 8.1 2021 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები • 2021 წლის თებერვლიდან კომიტეტი აქტიურად მუშაობს „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შემოწირულობის შესახებ“ (სათაურის სამუშაო ვერსია) საქართველოს კანონის პროექტზე. ამავე წლის აპრილში გაიმართა შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაისში HORECA სექტორის, არასამათავრობო, საერთაშორისო თუ საქველმოქმედო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით მოხდა საკითხის პრეზენტაცია. ამის შემდგომ, კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩაერთო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). შედეგად, FAO-ს ქართული და ცენტრალური ოფისის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობითა და მათი ექსპერტის ჩართულობით, მომზადდა „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ (სათაურის სამუშაო ვერსია) საქართველოს კანონის აღმასრულებელი პროექტი, ხელისუფლების, რომელიც ინიციირებამდე ადგილობრივი განხილულ ხელისუფლების, იქნება არასამთავრობო სექტორის, ასოციაციების, საერთაშორისო თუ საქველმოქმედო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით. ეს ინიციატივა დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომლებიც დაყენებულ იქნა მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში „საკვების ბანკის შექმნის“ თაობაზე (1-5981/21; 11.05.2021). • საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მუშაობა დაიწყო „ფერმერული მეურნეობების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ. ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ არ რეგულირდება ფერმერის ან ფერმის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირველადი ურთიერთობები, კანონმდებლობა კანონმდებლობა ფერმის ან ფრაგმენტულია, ფერმერის საკმარისად არ არსებობს ყოვლისმომცველი განმარტებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია ფერმერისა და ფერმის რეგისტრაციისა და განმარტების მიმართულებით არსებობდეს ერთიანი საკანონმდებლო აქტი. კანონპროექტზე მუშაობის ფარგლებში, წინასწარი მოკვლევის ანგარიშის (ანგარიში მომზადებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროგრამის FAO-ს მხარდაჭერით) მომზადების შედეგად გამოიკვეთა საჭიროება საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები ამოქმედების, შემდეგი 3 ელემენტით: o ფერმერისა და ფერმის განმარტებები; 34 o ფერმერთა და ფერმერთა რეესტრის შექმნა, შესაბამისი რეგისტრაციისა და უფლებამოსილების მოთხოვნებით ფერმერებისთვის, რათა მიიღონ საჯარო წახალისება და მხარდაჭერა; o ამასთან, ფერმერის სხვადასხვა სტატისტიკური კატეგორიების განმარტებების დაწესება ფერმერული საქმიანობის შესახებ კანონით მიზანშეწონილია გაიწეროს აგროტურისტული საქმიანობა (როგორც დამატებითი საქმიანობა ფერმერული მეურნეობის ფარგლებში) და ბიომეურნეობების ფარგლებში საქმიანობის რეგულირების მიზნით შესაბამისი ნორმები. ფერმერთა ერთიანი ბაზის/ რეესტრის არსებობის პირობებში შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროგრამები ზუსტად პასუხობდეს ფერმერთა არსებულ საჭიროებებს (მათ შორის, შესაძლებელი იქნება დიფერენცირებული მიდგომა მცირე და დიდი ფერმერულ მეურნეობების მიმართ). 8.2 აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტები • საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ისა და ასოციაცია „ტყის პროდუქტის“ ჩართულობით „სოფლად მეწარმეობის განვითარების“ პროგრამა განახორციელა. პროექტის მონაწილეებმა შეიმუშავეს და წარადგინეს ტყის არამერქნული პროდუქტებით კომერციული სარგებლობის კონცეფციები ბიზნეს-გეგმებისათვის. 2021 წლის 15 დეკემბერს მოხდა საუკეთესო კონცეფციის ავტორების (3 საუკეთესო მონაწილე) დაჯილდოება „სოფლად მეწარმეობის განვითარების“ პროგრამის პრემიებით (1500 ლარი) და პრიზებით. • 2021 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და GIZ-ის მხარდაჭერით, დაიწყო საპილოტე პროექტზე სოფლად მეწარმეობის განვითარების საგრანტო მუშაობა, აღსანიშნავია რომ პროგრამა მიმდინარეა და დასრულდება 2022 წელს. პროექტის მიზნებია ადგილობრივი თვითმართველობის გაძლიერება; სოფლად ქალების ეკონომიკური გაძლიერება; რეგიონში აგრარული სექტორის და აგროტურიზმის არსებული პოტენციალის განვითარება. მიმდინარე წელს შემუშავდა პროექტის დიზაინი და ექსპერტის ჩართულობით მომზადდა სამართლებრივი აქტების პროექტები. 35 • მიმდინარე წლის ნოემბერში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან (ლანჩხუთი, ჩოხატაური) თანამშრომლობით, სსიპ აწარმოე საქართველოში, სსიპ სოფლის განვითარების ორგანიზაციის (UN Women) სააგენტოსა და მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში სასწავლო/ტრენინგ-კურსი, „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ ჩაატარა. სასწავლო კურსი მოიცავდა სახელმწიფო პროგრამების ანალიზს, ტრენინგს და ინდივიდუალურ კონსულტაციებს საქმიანობის დასაწყებად. 8.3 აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი საერთაშორისო შეთანხმებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა ორ საერთაშორისო შეთანხმებას. • საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი)“ თაობაზე. 2021 წლის 17 მაისს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტის“ სასესხო შეთანხმებას. პროექტის მიზანი იყო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება. მთლიან პროექტს ზედამხედველობას უწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და სსიპ „აწარმოე საქართველოში“. სესხის ფინანსური პირობებია: სესხის თანხა: 85 მლნ. ევრო; სესხის ხანგრძლივობა: 26 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 13 წელი). • საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის 1. გარე საზიანო გავლენების ანგარიშვალდებული მიმართ მდგრადობის მმართველობის გაძლიერება; გაძლიერება 2. მოქალაქისადმი დემოკრატიული მიღწევების 36 განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა)“. საგრანტო შეთანხმების მიზანი იყო, საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის საშუალებით, ასევე, მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებითა და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებით. აღნიშნული საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს გამოუყოფს 66,960,382 აშშ დოლარის ოდენობის გრანტს, იმ პირობით, რომ აღნიშნული საგრანტო თანხა, შესაძლოა USAID-ის მხრიდან გაიზარდოს 330,580,000 აშშ დოლარამდე. 8.3 2021 წელს ჩატარებული სხდომების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 24 კომიტეტის სხდომა, რომლებზეც განიხილეს კომიტეტის სფეროს მიკუთვნებული საკანონმდებლო და საზედამხედველო საკითხები. 37