საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/114; 10.01.2022) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-1976/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-21
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-1976/22 21-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს განსახილველად გადმოეცა (წამყვანი კომიტეტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი შემდეგი საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/114;10.01.2022). საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განხილვის ვადა კომიტეტებისთვის, რომელთა დასკვნა სავალდებულოა განისაზღვრა 2022 წლის 22 თებერვლამდე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვის (წერილი 2-1940/22 21-02-2022) საფუძველზე, გთხოვთ, კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებას. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge