საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ „მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“ (№1-15288/21; 25.11.2021) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-2065/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-2065/22 22-02-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციის თაობაზე „მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“ (№1-15288/21; 25.11.2021) აღწერილობითი ნაწილი 2021 წლის 25 ნოემბერს ააიპ „ერი და სახელმწიფომ“ (ზვიად ტომარაძე) საქართველოს პარლამენტს წარუდგინა (რეგისტრაციის N 15288/21) საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 29 ნოემბრის N97/13 გადაწყვეტილებით პეტიცია განსახილველად გადაეცა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს (შემდგომში - კომიტეტი). კომიტეტმა 2021 წლის 14 დეკემბრის N2-16015/21 დასკვნით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია პეტიციის უშუალოდ შესწავლა და განხილვა. 2022 წლის 21 თებერვალს კომიტეტმა განიხილა აღნიშნული პეტიცია. პეტიციის თავდაპირველი ვერსია პრაქტიკულად არ შეიცავდა წამოყენებული მოთხოვნის დასაბუთებას. პეტიციის ავტორებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ დამატებით წარმოედგინათ პოზიცია პეტიციაში დასმული საკითხის ირგვლივ. შესაბამისად, პეტიციის განხილვის პროცესში კომიტეტს პეტიციის ავტორებმა წარუდგინეს დასაბუთებული პოზიცია (2021 წლის 15 დეკემბრის №1-18242/21 წერილი). პეტიციის ავტორთა მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობაში „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის დანერგვა იწვევს ადამიანების დისკრიმინაციას აცრილობის ნიშნით, რადგან საქართველოს აუცრელ მოქალაქეებს ეზღუდებათ სხვადასხვა საზოგადოებრივ ობიექტში თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესვლა და მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა, რამეთუ აცრილი და აუცრელი პირები ვირუსის ერთნაირი გამავრცელებლები არიან, მათგან მომდინარე საფრთხე არსებითად მსგავსია. პეტიციის თანახმად, დიფერენცირებული მოპყრობა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზანს. „მწვანე სტატუსის“ განმსაზღვრელი რეგულაციის დადგენა რეალურად ემსახურება პირთა ვაქცინაციის ირიბ იძულებას. გარდა ამისა, პეტიციის შესაბამისად, შემოთავაზებული ღონისძიება არ არის თანაზომიერი საშუალება მიზნის მისაღწევად. კერძოდ, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა მიზნის მისაღწევად გამოიყენოს სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალება, სახელდობრ, საზოგადოებრივ ობიექტებში ფიზიკური დისტანციის დაცვა, მომხმარებელთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და სხვა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს თანაბარი პირობების შექმნას არსებითად თანასწორი მოქალაქეებისათვის და სრულად არ აუკრძალავს აუცრელ მოსახლეობას სხვადასხვა საზოგადოებრივ ობიექტში შესვლასა და უფლებებით სარგებლობას. პეტიციაში წამოჭრილი საკითხის შესწავლის პროცესში კომიტეტმა პოზიციის წარმოდგენის თხოვნით მიმართა აღმასრულებელი ხელისუფლების რელევანტურ დაწესებულებებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პოზიციით „მწვანე სტატუსის“ სისტემის დანერგვა ემსახურება ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვას. აღნიშნული ხედვის გასამყარებლად ცენტრი იშველიებს არაერთ მეცნიერულ მტკიცებულებასა და სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას. ამავე დროს, „მწვანე სტატუსის“ სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მთავრობის შესაბამისი დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი დანერგვა ხელს შეუწყობს კორონავირუსის გავრცელების დინამიკის შემცირებასა და ვაქცინაციის წახალისებას. გარდა ამისა, საკითხის განსჯის ფარგლებში, კომიტეტმა შეისწავლა ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და მეცნიერების შეფასებები საკითხის გარშემო, რელევანტური სტატისტიკური მასალა, სხვა სახელმწიფოთა ეროვნული გამოცდილება, საერთაშორისო დონეზე მოქმედი რეგულაციები. კომიტეტის შეფასება კომიტეტის შეფასების ფარგლები1 „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (შემდგომში - N322 დადგენილება) 2022 წლის 4 თებერვალს განხორციელებული ცვლილების (დოკუმენტის N53) შესაბამისად, საქართველოში გაუქმდა „მწვანე სტატუსის“ სისტემა. ამავე დროს, ცვლილებას მიეცა უკუძალა 2022 წლის პირველი თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. მიუხედავად „მწვანე სტატუსის“ სისტემის სავალდებულოობის გაუქმებისა, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის ფარგლებში წამოჭრილი საკითხი განიხილოს, რადგან, ერთი მხრივ, პეტიციის მოთხოვნის საგანია შეფასდეს „მწვანე სტატუსის“ სისტემა მისი მოქმედების პერიოდში არღვევდა თუ არა თანასწორობის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, „მწვანე სტატუსის“ სისტემის დანერგვის წინაპირობა - პანდემიის მიმდინარეობა, კვლავ აქტუალური გამოწვევაა, რაც ჰიპოთეტურად არ გამორიცხავს სამომავლოდ „მწვანე სტატუსის“ სისტემის, თუნდაც მოდიფიცირებული სახით, სავალდებულოობის აღდგენის შესაძლებლობას. ამავე დროს, კომიტეტის სხდომაზე პეტიციის ავტორებმა მხარი დაუჭირეს საკითხის განხილვის გაგრძელებას. N322 დადგენილების 33 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მწვანე სტატუსის“ მქონედ ჩაითვლება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ პირობას: (ა) ვაქცინირებულია სრულად;2 (ბ) ფლობს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციაზე ჩატარებული PCR ტესტირების ან/და უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ჩატარებულ ანტიგენ/სწრაფი ტესტირების ნეგატიურ პასუხს; 1 კომიტეტი შეფასებისას ეყრდნობა 2021 წლის 30 ნოემბერიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედ კანონმდებლობას. 2 წინამდებარე დასკვნაში პირები, რომლებიც „მწვანე სტატუსის“ კონცეფციის მიზნებისათვის მიიჩნევიან სრულად ვაქცინირებულებად და არასრულად ვაქცინირებულებად, შესაბამისად, იწოდებიან, როგორც სრულად იმუნიზებული და არასრულად იმუნიზებული პირები. (გ) გადატანილი აქვს კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) და ლაბორატორიულად დადასტურების თარიღიდან გასულია 14 დღეზე მეტი. პეტიციის თანახმად, წუხილის საგანია „მწვანე სტატუსის“ დადგენა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულობის საფუძვლით. პეტიცია არ შეეხება „მწვანე სტატუსის“ მინიჭების სხვა პირობებს (ინფექციის გადატანა/ტესტირების ნეგატიური პასუხი). ამავე დროს, პეტიციის ავტორები არ მიუთითებენ კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსზე, არამედ ისინი დისკრიმინაციულად მიიჩნევენ, ზოგადად, ვაქცინირებულობის საფუძვლით „მწვანე სტატუსის“ კონცეფციის არსებობას, რაც აცრილ პირებს აძლევს შესაძლებლობას დაუბრკოლებლად შევიდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ობიექტში და მიიღონ მომსახურეობა. ამდენად, კომიტეტი მოცემული პეტიციის განსჯისას ორიენტირდება უშუალოდ სრულად იმუნიზებული პირებისათვის „მწვანე სტატუსის“ მინიჭების კონცეფციის სამართლებრივი ბუნების შეფასებაზე. კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის არ მსჯელობს ზოგადად როგორი უნდა იყოს „მწვანე სტატუსის“ კონცეფცია და ვის უნდა მიენიჭოს/არ უნდა მიენიჭოს ის. თანასწორობის უფლების/პრინციპის არსი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ხსენებული დებულება არ ემსახურება აბსოლუტური თანასწორობის უზრუნველყოფას3, არამედ მისი არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“4. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ 3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8 4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2 გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“.5 დისკრიმინაციის არსის ამგვარ გაგებას გააჩნია არამხოლოდ კონსტიტუციური, არამედ, ასევე, საერთაშორისოსამართლებრივი საფუძვლები.6 თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით სახელმწიფოს ვალდებულებაა პირები აღჭურვოს მსგავსი უფლებებითა და ვალდებულებებით, ხოლო, რიგ შემთხვევებში, დააბალანსოს მათი ბუნებიდან მომდინარე ფაქტობრივი უთანასწორობა და არსებითად უთანასწორო პირებს დაუდგინოს განსხვავებული უფლებები და მოვალეობები. შესაბამისად, თანასწორობის უფლებაში ჩარევას, მის შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეგულირება არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურვავს განსხვავებული უფლებებით ან პირიქით, დიფერენცირებას ახდენს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობით.7 თანასწორობის უფლების შეზღუდვა შესაფასებელი რეგულირების ბუნება/პირთა შორის დიფერენციაცია უპირველესად უნდა დადგინდეს სრულად ვაქცინირებულობის საფუძვლით „მწვანე სტატუსის“ დამდგენი რეგულირების ბუნება და ასევე, ახდენს თუ არა ის პირთა შორის დიფერენცირებას. ზემოაღნიშნული N322 დადგენილება საზოგადოებრივი ობიექტების საქართველოს საკონსტიტუციო 5 ზოგადი ჩამონათვალს, სასამართლოს წესის სახით რომელებსაც 2011 წლის 18 განსაზღვრავს ქვეყანაში მარტის იმ ახალი №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2 6 იხ. მაგალითად, ECtHR, Biao v. Denmark [GC], 2016, par.89 - “The Court has established in its case- law that only differences in treatment based on an identifiable characteristic, or “status”, are capable of amounting to discrimination within the meaning of Article 14. Moreover, in order for an issue to arise under Article 14 there must be a difference in the treatment of persons in analogous, or relevantly similar, situations”. 7 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N2/12/1229, 1242, 1247, 1299 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. II34 კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების (COVID-19) საპირწონედ, ეზღუდებათ/ეკრძალებათ მომსახურების/საქმიანობის განხორციელება. უფრო კონკრეტულად, ზოგადი თანდართული „იზოლაციისა აკრძალულია ნებისმიერი კულტურული ღონისძიების ღონისძიების განხორციელება, გამაჯანსაღებელი წესით, და კარანტინის ტიპის გასართობი, ჩატარება, ხოლო დადგენილებით N322 წესების“ პროცედურის/აქტივობის, მუხლის სახელოვნებო, მაყურებლის მე-6 მე-4 მუხლის დამტკიცებული თანახმად, საფესტივალო და თანდასწრებით სპორტული შესაბამისად, სპორტულ- ღია/დახურული ტიპის აუზების, სპაცენტრების განმახორციელებელ სუბიექტებს, სასტუმროებს და განთავსების მსგავს საშუალებებს, კვების ობიექტებს, სპორტულ დარბაზებს, სამთო კურორტების დახურულ (გონდოლის ტიპის) საბაგიროებს, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის დაწესებულებებს ეკრძალებათ მომსახურეობის გაწევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პეტიციის ავტორთა მხრიდან საკუთრივ ასეთი შეზღუდვების საწინააღმდეგოდ მოთხოვნა წამოყენებული არ არის, არამედ აქცენტი კეთდება ამ შეზღუდვების პირობებში ცალკეულ პირებთან მიმართებაში დიფერენცირებული მიდგომის მართლზომიერების საკითხებზე. ხსენებული ზოგადი ხასიათის შემზღუდავი/ამკრძალავი ბუნების რეგულირებების პარალელურად, 2021 წლის 30 ნოემბერს №322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების გზით8 საქართველოს კანონმდებლობაში დაინერგა „მწვანე სტატუსის“ კონცეფცია, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის პირველი დეკემბრიდან. „მწვანე სტატუსის“ კონცეფცია აერთიანებს, როგორც სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს (დეტალურად იხ. ზევით), ისე ასეთი სტატუსის მინიჭების თანმდევ შედეგებს. კერძოდ, „მწვანე სტატუსი“ წარმოადგენს საფუძველს სხვადასხვა გასართობ, სახელოვნებო, საფესტივალო, კულტურულ, სპორტულ ღონისძიებაზე დასწრების, ასევე, სასტუმროებში, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე, საცურაო აუზებზე, სპორტულგამაჯანსაღებელ და კვების ობიექტებზე, სამთო კურორტების დახურულ საბაგიროებზე დაშვების წინაპირობას.9 შესაბამისად, „მწვანე სტატუსის“ მქონე პირები, მათ შორის, სრულად იმუნიზებულები, აღიჭურვნენ შესაძლებლობით შევიდნენ ცალკეულ 8 „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ნოემბერის №562 დადგენილება. 9 N322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-4 და მე-6 მუხლები. საზოგადოებრივ დაწესებულებებში და მიიღონ იმგვარი მომსახურეობა, რაც აკრძალულია ზოგადად (შედეგად, პირები, რომლებიც არ არიან სრულად იმუნიზირებული, კვლავ ზოგადი აკრძალვის დამდგენი რეგულირების ფარგლებში დარჩნენ, ხოლო ცალკეულ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებთან მიმართებაში შეზღუდვა მოიხსნა). ამდენად, სტატუსის“ სისტემის დამდგენი უფლებააღმჭურველი ნორმებია და „მწვანე საზოგადოებრივ დაწესებულებაში დებულებები წარმოადგენს შესვლისა და თავისი შინაარსით გამონაკლისს ზოგიერთ მომსახურეობით სარგებლობის აკრძალვის ზოგადი წესებიდან. ამავე დროს, უფლებააღმჭურველი შინაარსის დებულებაც შესაძლოა დაექვემდებაროს შეფასებას დისკრიმინაციის ჭრილში, რამეთუ ასეთი რეგულაცია/სახელმწიფოს პოლიტიკა პირთა ერთ ჯგუფს აღჭურვავს სხვა ჯგუფისგან განსხვავებული უფლებით, რის გამოც უფლებით სარგებლობისგან გამორიცხული პირები ექცევიან უთანასწორო რეჟიმში.10 როგორც დამდგენი ზემოთ აღინიშნა, დებულებები საზოგადოებრივ ვაქცინირებულობის სრულად დაწესებულებაში საფუძვლით „მწვანე სტატუსის“ ანიჭებს სხვადასხვა იმუნიზებულ პირებს შესვლისა შესაბამისი და მომსახურეობით სარგებლობის უფლებას, როცა ასეთ შესაძლებლობას მოკლებულები არიან არასრულად იმუნიზებული პირები, (დიფერენციაციის შესაბამისად, ნიშანი) „მწვანე სრულად სტატუსის“ ვაქცინირებულობის პოლიტიკა საფუძვლით დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს სრულად იმუნიზებულ და არასრულად იმუნიზებულ პირებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ დიფერენცირებული მიდგომა ავტომატურად ჩაითვალოს დისკრიმინაციად. შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობა როგორც აღინიშნა, მოცემული პეტიციის ფარგლებში შესადარებელ პირებს წარმოადგენენ სრულად იმუნიზებული და არასრულად იმუნიზებული პირები. პეტიციის ავტორების მტკიცებით, სრულად იმუნიზებული და არასრულად იმუნიზებული პირები ვირუსის ერთნაირი გამავრცელებლები არიან, მათგან მომდინარე საფრთხეები არსებითად მსგავსია, რის გამოც სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა. 10 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის N2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე - შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II-7 დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად, პირთა თანასწორობა არ დგინდება ზოგადად. შესადარებელი პირები ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში.11 ამდენად, კომიტეტმა უნდა განსაზღვროს რამდენად წარმოადგენენ სრულად იმუნიზებული და არასრულად იმუნიზებული პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, რამდენად არსებობს საფუძველი მტკიცებისთვის, რომ გარემოებები ყველა ამ პირთა მიმართებაში არის იდენტური, რაც გამორიცხავდა განსხვავებული მიდგომების არსებობას. საკითხის შეფასებისათვის უპირველესად უნდა დადგინდეს ზუსტად რა პირთა კატეგორია მოიაზრება სრულად იმუნიზებულ და არასრულად იმუნიზებულ პირებში. სრულად ვაქცინირების სტანდარტი განსაზღვრულია „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებით (შემდგომში - №01-11/ნ ბრძანება). ხსენებული ბრძანებით დამტკიცებული დანართების N2 (Pfizer, BioNtech), N3 (AstraZeneca), N41 (Sinopharm), N42 (Sinovac), თანახმად, საქართველოში გამოყენებადი ყველა ვაქცინით ჩატარებული აცრების კურსი შედგება შესაბამისი ინტერვალების დაცვით ჩატარებული ორი ინექციისგან. გარდა ამისა, №01-11/ნ ბრძანების დანართით N51 Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) ორი დოზით აცრილ პირთა გარკვეულ ჯგუფს მიეცა დამატებით Pfizer–BioNTech ვაქცინით აცრის უფლება, ასევე, 18 წელს ზევით ორგზის ვაქცინირებული პირებისათვის განისაზღვრა Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრის შესაძლებლობა. ამდენად, სრულად იმუნიზებულად განიხილება პირი, რომელსაც სულ მცირე ზემოთდასახელებული ვაქცინებიდან ერთ-ერთის სრული კურსი (ორი დოზით აცრილი) აქვს გავლილი. არასრულად შესაბამისად, „მწვანე სტატუსის“ იმუნიზებულად ითვლება პირი, კონცეფციის რომელსაც მიზნებისათვის ზემოთდასახელებული ვაქცინებიდან არცერთის ინექცია არ მიუღია ან მხოლოდ ერთი ინექცია მიიღო. 11 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2. კომიტეტი მიუთითებს, დიფერენცირებას რომ საფუძვლად თუ დასახელებულ უდევს მათი შესადარებელ განსხვავებული პირებს შორის ფაქტობრივი ანდა სამართლებრივი მდგომარეობა, მაშინ სახეზე არ იქნება დისკრიმინაციის ფარგლებში შესაფასებელი მოცემულობა. კომიტეტი განმარტავს, რომ არასრულად იმუნიზებული პირების უბრალოდ სურვილი სრულად იმუნიზებული ადამიანების მსგავსად ხელი მიუწვდებოდეთ ცალკეულ ობიექტებში შესვლასა და მომსახურეობის მიღებაზე, დისკრიმინაციის ფარგლებში, სამართლებრივად არ არის დაცვის ღირსი. დისკრიმინაციის ჭრილში აუცილებელია შემფასებელი, ამ შემთხვევაში - კომიტეტი, დარწმუნდეს, რომ არასრულად იმუნიზებულ პირებს აქვთ იმგვარი ბუნება/ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც მათ მარტოოდენ სურვილებს სამართლებრივად მნიშვნელოვან ინტერესებად გადააქცევს და, შესაბამისად, შექმნის საფუძველს არასრულად კონკრეტულ იმუნიზებული ურთიერთობაში ადამიანების სრულად იმუნიზებული სამართლებრივი და გათანაბრების აღიარებისათვის, ან გამორიცხავს ისეთი განსხვავების არსებობას, რომელიც ქმნის განსხვავებულად მოპყრობის ლოგიკურ ახსნას. ამ ეტაპზე, კომიტეტი შეაფასებს კონკრეტულ კონტექსტს/ვითარებას/ურთიერთობას, რაშიც კომპარატორები დიფერენცირებულები არიან, ანუ იმ გარემოებას, რამაც COVID-19ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და მის საფუძველზე „მწვანე სტატუსის“ კონცეფციის შექმნის საჭიროების წინაშე დააყენა საქართველოს მთავრობა. 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (შემდგომში - ჯანმო) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსოფლიო მასშტაბით მასობრივი გავრცელება დააკვალიფიცირა პანდემიად12 და აღნიშნული ვითარება ნარჩუნდება ამ დრომდე. დასტურდება COVID-19-ის ინფექციის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე. ადამიანებში დაავადების მიმდინარეობა სიმძიმის მიხედვით საკმაოდ განსხავებულია - უსიმპტომოდან ფატალურ შედეგამდე.13 გარდა ადამიანთა სიკვდილიანობისა და ჯამრთელობის გაუარესებისა, COVID-19-ის ინფექციის მასობრივი გავრცელების პერიოდის თანმდევი შედეგია მძიმე ეკონომიკური რეცესია 12 ხელმისაწვდომია აქ: https://www.who.int/director-general/speeches/detail/who-director-general-s- opening-remarks-at-the-media-briefing-on-covid-19---11-march-2020 [უკანასკნელად გადამოწმდა: 04.02.2022] 13 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა (I გადახედვა). 2020. გვ.1 და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის მუდმივ ზღვარზე მუშაობა. ამდენად, მიმდინარე პანდემიის მართვა ყოველი სახელწიფოს დღის წესრიგის წამყვანი საკითხია. ინფექციის მასობრივი გავრცელების პერიოდიდან დღემდე ეპიდსიტუაციის კონტროლისა და ფართომასშტაბიანი გავრცელების პრევენციის მიზნით მსოფლიოს სახელმწიფოების14 მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან ლოკალურად განხორციელებული ღონისძიებები მოიცავს, როგორც მიდევნება, უშუალოდ იზოლირება, ეპიდსაწინააღმდეგო მეთვალყურეობა) და ღონისძიებებსა გამოვლენილი (გამოვლენა, შემთხვევების მკურნალობას, ისე არაფარმაცევტული ხასიათის არაერთ ინტერვენციას, inter alia, დაწესებულებების დახურვასა და დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანას, მასობრივი და საჯარო თავყრილობების აკრძალვას, გადაადგილების, მოგზაურობისა და ცალკეული ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვას, ფიზიკური დისტანცირებისა და პირბადის ტარების სავალდებულოობას, ქვეყნების დონეზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მკაცრ კარანტინსა და კომენდანტის საათს. ამავე დროს, სახელმწიფოების მიერ ზემოაღნიშნული არაფარმაცევტული ინტერვენციები გამოიყენება ალტერნატიულად ან/და კუმულაციურად, ეროვნული გამოწვევის შესაბამისად. ზემოაღნიშნული მდგომარეობის იდენტურია საქართველოში არსებული გამოწვევები და გატარებული ღონისძიებები. საქართველოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით, COVID-19-ის ინფექციით დაავადდა 1 272 371 და გარდაიცვალა 15 141 ადამიანი.15 პანდემიის გამო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. ამავე დროს, ინფექციის გავრცელებიდან დღემდე ეპიდსიტუაციის მართვისთვის ხორციელდება არაერთი შემაკავებელი ღონისძიება.16 14 European Union Agency for Fundamental Rights (FRA), Coronavirus COVID-19 outbreak in the EU - Fundamental Rights Implications - November 2020 - Country research. ხელმისაწვდომია აქ: https://fra.europa.eu/en/country-data/2020/coronavirus-covid-19-outbreak-eu-fundamental-rightsimplications-november-2020 [უკანასკნელად გადამოწმდა: 04.02.2022] 15 ხელმისაწვდომია აქ: https://stopcov.ge/ 16 1) [უკანასკნელად გადამოწმდა: 04.02.2022] დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშები (სულ 7 ანგარიში) covid-19-ის თაობაზე. ხელმისაწვდომია https://www.ncdc.ge/#/pages/content/f4e6fd59-186f-4ac2-801a-dfe3243bbc69 ; აქ: 2) საქართველოს მთავრობა, Covid-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში, 2020. https://www.gov.ge/index.php?lang_id=RUS&sec_id=424&info_id=76338 გადამოწმდა: 04.02.2022] ხელმისაწვდომია აქ: [უკანასკნელად ამ დროისათვის მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში გამოწვევას წარმოადგენს ვირუსის მუტაციის გამო საწყისი ვარიანტებისგან განსხვავებით ახლად აღმოცენებული შტამების არსებობა. ამ დროისათვის ფართოდ გავრცელებულია ომიკრონი, რომელიც მის წინამორბედ დელტა ვარიანტთან შედარებით გავრცელებისა და რეინფიცირებისა მაღალი სიხშირით ხასიათდება, თუმცა ახასიათებს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა.17 ჯანმოს რეკომენდაციით მიმართული COVID-19-ით სტრატეგია გადაცემის/ტრანზიციის უნდა შეკავება; გამოწვეული ეფუძნებოდეს (ბ) ყველა პანდემიის სამ მიზანს: პაციენტისთვის დასრულებისკენ (ა) ინფექციის ოპტიმიზებული მკურნალობა; სიცოცხლის გადარჩენა; (გ) ჯანდაცვის სისტემაზე, სოციალურ სერვისებსა და ეკონომიკურ საქმიანობაზე ეპიდემიით გამოწვეული ზეგავლენის მინიმალიზება.18 ამდენად, მთავრობას წარმოეშვა ვალდებულება შესაბამისი რეგულაციების დაწესებით შეაკავოს COVID-19-ის ინფექციის გავრცელება. მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებით, COVID-19 გადაცემა ხდება ძირითადად წვეთოვანი (ხველით, ცემინებით) და კონტაქტური (დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით - შეხება, ხელის ჩამორთმევა) გზით. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ინფიცირება ფეკალიებთან კონტაქტით. არაადექვატური ვენტილაციის მქონე დახურულ სივრცეებში COVID-19-ით ინფიცირება შეიძლება მოხდეს, ასევე, ჰაეროვანი გზითაც. COVID-19-ით ავადმყოფების უმრავლესობა ინფიცირდება სიმპტომურ პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტით. ინფექციის წყარო შესაძლოა ასევე იყოს ადამიანი ასიმპტომური ინფექციით. დახურულ სივრცეებში დიდი ხნით ყოფნისას ადამიანების ინფიცირება შესაძლოა მოხდეს ასევე აეროზოლითაც.19 მსოფლიოს სახელმწიფოების კონსესუსი არსებობს, რომ არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციისა და მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, ვიდრე შემუშავებული და ფართოდ 17 Kenneth McIntosh, MD, COVID-19: Epidemiology, virology, and prevention. last updated: Jan 07, 2022. 18 World Health Organization, Living guidance for clinical management of COVID-19. 23 November, 2021. p.5 ხელმისაწვდომია აქ: https://www.who.int/publications/i/item/WHO-2019-nCoV-clinical2021-2 [უკანასკნელად გადამოწმდა: 04.02.2022] 19 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 დეკემბრის № 01-493/ო ბრძანებით დამტკიცებული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა მოზრდილ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში. კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი). გვ.15 ხელმისაწვდომი იქნება COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი, ოპტიმალური გამოსავალი COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების დანერგვა და ადმინისტრირებაა, რომელიც საბოლოოდ ეპიდემიის შეკავების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.20 შესაბამისად, მთავრობამ 2021 წლის 21 იანვარს №67 განკარგულებით ეროვნული დაამტკიცა გეგმა“. ასევე, „საქართველოში არსებობს ვაქცინის დანერგვის COVID-19-ის ვაქცინაციის COVID-19-ის საქართველოში განხორციელების 2022 წლის ეროვნული გეგმა, რომლის სამიზნე ივლისის თვემდე საერთო მოსახლეობის 70%-ის აცრაა.21 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, „პროფილაქტიკური აცრა არის ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა (ვაქცინაცია) გადამდები დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის განვითარების მიზნით.“ საქართველოში გამოყენებული ვაქცინების ეფექტიანობისა და დამცველობითი გავლენის შესაფასებლად რამდენიმე ინდიკატორს იშველიებენ: (ა) ინფიცირებისაგან დაცვის მაჩვენებელი; (ბ) ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის მაჩვენებელი; (გ) ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან დაცვის მაჩვენებელი; (დ) ლეტალური გამოსავალისაგან დაცვის მაჩვენებელი.22 ამავე დროს, კომიტეტი ვერ გაიზიარებს პეტიციის ავტორების პოზიციას, რომელიც ეფუძნება ვაქცინირების უზრუნველყოფს დანიშნულების ინფიცირების არასწორ (შესაბამისად, აღქმას. კერძოდ, გავრცელების), ვაქცინირება ჰოსპიტალიზაციის, გარდაცვალების რისკის შემცირებას, თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში, ყოველი ინდივიდის ჯანმრთელობის მდგომარეობის უნიკალურობის გათვალისწინებით, არ გამოირიცხება დაინფიცირება/ჰორპიტალიზაცია/გარდაცვალება. ამდენად, ვაქცინირება ამცირებს ხსენებულ რისკებს, თუმცა სრულად არ აღმოფხვრის მას. ეს თვისება დამახასიათებელია ყველა არსებული ვაქცინისთვის, მათ შორის, საქართველოში კარგად დამკვიდრებული ვაქცინებისთვისაც და, ამ თვალსაზრისით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გამონაკლისი არ არის. 20 „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულება. დანართი N1. გვ. 3 21 ხელმისაწვდომია აქ: https://www.moh.gov.ge/ka/news/6535/ [უკანასკნელად გადამოწმდა: 04.02.2022] 22 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020- 2021 წლის ანგარიში (VIII გადახედვა) „COVID-19 საქართველოში“. გვ.56 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ზემოხსენებული ინდიკატორების საფუძველზე საქართველოში გამოყენებადი ვაქცინების ეფექტიანობა ასეთია:23  სრულად იმუნიზებულ პირებში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია 86.94%-ით ამცირებს ინფიცირების ალბათობას. არასრულად იმუნიზებული პირების ინფიცირების შანსი 7.7-ჯერ მეტია, ვიდრე სრულად იმუნიზებული პირებისა;  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაავადებით ჰოსპიტალიზაციის 90.56%-ით საჭიროებას ამცირებს არასრულად COVID-19 იმუნიზებულ პოპულაციასთან შედარებით;  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94.14%-ით ამცირებს ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებას არასრულად იმუნიზებულ პოპულაციასთან შედარებით;  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94.28%-ით იცავს ლეტალური შედეგისგან;  საკუთრივ სრულად იმუნიზებული ადამიანებიდან დაინფიცირდა 6.49%, ჰოსპიტალიზდა 0.7% და ლეტალური გამოსავალი დადგა 0.033%-ში. ინფექციის გავრცელების შემცირება COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიის დასრულების საქმეში გადამწყვეტი პირობაა. ამიტომაც ინფიცირებისაგან დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ვაქცინის ეფექტიანობის შეფასებისას, რადგან სწორედ ინფიცირებული ადამიანია ინფექციის გადაცემის/გავრცელების წყარო. რაც უფრო დაბალია სრულად იმუნიზებული პირის დაინფიცირების რისკი, მით უფრო მცირეა მის მიერ ინფექციის გავრცელების ალბათობა. სხვაგვარად, ინფექციის მიღების მიმართ მეტი რეზისტენტული ადამიანი ინფექციის ნაკლებ გავრცელებას ნიშნავს. ზევით წარმოდგენილი მეცნიერული მონაცემები ადასტურებს საქართველოში გამოყენებული ვაქცინების ეფექტიანობას, რის გამოც გონივრულია, რომ საქართველოში მოქმედი მწვანე სტატუსის სისტემა ერთ-ერთ საფუძვლად სრულად ვაქცინირებას 23 მონაცემები ეფუძნება 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში არსებულ ინფორმაციას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიში (VIII გადახედვა) „COVID-19 საქართველოში“. გვ.56-59 განიხილავს.24 სტატისტიკა ადასტურებს, რომ სრულად იმუნიზებული ადამიანი 7.7-ჯერ უფრო რეზისტენტულია ვირუსის მიმართ, შესაბამისად, ნაკლებია მის მიერ ინფექციის გავრცელების რისკი, არასრულად იმუნიზებულ პოპულაციასთან შედარებით. ამდენად, სრულად იმუნიზებული და არასრულად იმუნიზებული ადამიანები მათი ფაქტობრივი მახასიათებლებით არსებითად განსხვავებულ პირთა ჯგუფს ქმნიან. COVID-19-ის ინფექციის გავრცელების საქმეში სრულად იმუნიზებული და არასრულად იმუნიზებული ადამიანებიდან მომდინარე საფრთხე განსხვავებულია. სახელმწიფოსთვის აუწეველი ტვირთია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ტესტირების გამოყენებით ამოწმოს პირი არის თუ არა დაავადებული, შესაბამისად, მას ესაჭიროება იმგვარი ობიექტური კრიტერიუმი, რაც პირის დაბალ ეპიდემიოლოგიურ რისკზე მიუთითებს და, შესაბამისად, მათი ერთ სივრცეში მოხვედრისას ინფექციის გავრცელების საფრთხე მეტნაკლებად მინიმალიზდება. ზემოხსენებული სტატისტიკური ინფორმაცია ადასტურებს, რომ იმუნიზაცია ნამდვილად წარმოადგენს ამგვარ ობიექტურ კრიტერიუმს და არავითარი რეალური დასაყრდენი არ აქვს პეტიციის ავტორთა მტკიცებას იმის შესახებ, რომ თითქოსდა უდავოა იმუნიზირებული და არაიმუნიზირებული პირების შემთხვევაში სნეულების გავრცელების იდენტური რისკების არსებობა. ამავე დროს, გამოსაკვლევია, ხომ არ იკვეთება რაიმე ისეთი გარემოება, რაც სრულად იმუნიზებული და არასრულად იმუნიზებული ადამიანებიდან მომდინარე განსხვავებული ეპიდემიოლოგიური რისკის მიუხედავად, ამ ურთიერთობაში ხსენებული პირების არათანასწორად მნიშვნელოვანია განხილვას ვაქცინირების მოცვის არ გაამართლებდა. მაჩვენებელი. ამ თვალსაზრისით უფრო კონკრეტულად, ვაქცინირების მაღალი მოცვის შემთხვევაში, საზოგადოების მცირე აუცრელი ნაწილიდან მომდინარე საფრთხე ვერ იქნება იმგვარი „წონის“, რომ მან რეზისტენტულ პოპულაციაში გამოიწვიოს ინფექციის მასობრივი გავრცელება. 2022 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში სრულად იმუნიზებულია 1 224 149 ადამიანი, რაც 18 წელს ასაკს ზევით 24 აღნიშნული მხოლოდ ქართული კვლევებით არ არის დადასტურებული. იხ. მაგალითად, “Monitoring Incidence of COVID-19 Cases, Hospitalizations, and Deaths, by Vaccination Status — 13 U.S. Jurisdictions”, April 4–July 17, 2021 https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/pdfs/mm7037e1H.pdf ; “Comparative Effectiveness of Moderna, Pfizer-BioNTech, and Janssen (Johnson & Johnson) Vaccines in Preventing COVID-19 Hospitalizations Among Adults Without Immunocompromising Conditions—United States”, March–August 2021 https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/pdfs/mm7038e1-H.pdf ; “Effectiveness of mRNA BNT162b2 COVID-19 vaccine up to 6 months in a large integrated health system in the USA: a retrospective cohort study”, https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(21)02183-8/fulltext [უკანასკნელად გადამოწმდა: 04.02.2022] მოსახლეობის 42.6%. საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის 2021 წლის ეროვნული გეგმით წლის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებელი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იყო, რაც ვერ განხორციელდა, ხოლო 2022 წლის ეროვნული გეგმით ივლისის თვემდე საერთო მოსახლეობის 70%-ის აცრაა განზრახული. ამავე დროს, მოსახლეობაში ვაქცინირების მიმართ დაბალი ინტერესი არსებობს, რის გამოც სახელმწიფოს წახალისების მიზნით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მათ შორის, ფულადი გასაცემლის გაცემა უწევს. მეორე მხრივ, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს დადებითობის მაჩვენებელზე, კერძოდ, კონკრეტულ დროში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი დაბალია „მწვანე სტატუსის“ გამოყენებით პირთა დიფერენციაცია შესაძლოა არ იყოს აუცილებელი ღონისძიება პანდემიის მართვის პროცესში. ჯანმოს შეფასებით, 5%-ზე ნაკლები დადებითობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. 2020-2021 წელს საქართველოში სრული დადებითობის მაჩვენებელმა 7.1% შეადგინა. ამავე დროს, საქართველოში „მწვანე სტატუსის“ სავალდებულოდ მოქმედების პერიოდში - 2021 წლის დეკემბერი და 2022 წლის იანვარი - დადებითობის მაჩვენებელი 6%-ზე მეტი იყო.25 ამდენად, ზემოთ მოხმობილი ვაქცინაციის მოცვისა და ინფექციის დადებითობის მაჩვენებლები არ არის იმგვარად ვალიდური, რომ სრულად იმუნიზებული და არასრულად იმუნიზებული პირების განსხვავებულობის მნიშვნელობა დაძლიოს. დამატებით, კომიტეტი მიუთითებს, რომ „მწვანე სტატუსის“ სისტემა აპრობირებული ინსტრუმენტია სხვა სახელმწიფოთა ეროვნულ26 და საერთაშორისო დონეზე.27 „მწვანე სტატუსის“ უნივერსალური კონცეფცია არ არსებობს, თუმცა, როგორც წესი, ის ეფუძნება, 25 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიში (VIII გადახედვა) „COVID-19 საქართველოში“. გვ.15 26 ხელმისაწვდომია აქ: https://www.covidpasscertificate.com/ [უკანასკნელად გადამოწმდა: 04.02.2022] 27 COVID-19 პანდემიის დროს თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირში 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ციფრული კოვიდ სერტიფიკატი. იხ. Regulation (EU) 2021/953 - https://eur-lex.europa.eu/legal- content/EN/TXT/?uri=CELEX%3A32021R0953 [უკანასკნელად გადამოწმდა: 04.02.2022] სხვებს შორის, იმუნიზაციას და გამოიყენება საერთაშორისო გადაადგილების ან/და სხვადასხვა დაწესებულების სერვისის მიღებისათვის. ამავე დროს, გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ საქართველოში მოქმედი „მწვანე სტატუსის“ კონცეფცია არ იყო საუკეთესო ვარიანტი მიზნის მისაღწევად. კომიტეტი განმარტავს, „მწვანე სტატუსის“ სისტემის შინაარსს ყოველი სახელმწიფო მისი ინდივიდუალური სოციალური და ეკონომიკური მახასიათებლების გათვალისწინებით განსაზღვრავს იმ დათქმით, რომ გამოყენებული კრიტერიუმები არ იქნება თვითმიზნური. თუნდაც საქართველოში მოქმედი „მწვანე სტატუსის“ კონცეფცია არ წარმოადგენდეს ყველაზე ეფექტიან მოდელს, ამის მიუხედავადაც კი ეს გარემოება, მას, თავისთავად, დისკრიმინაციულად ვერ აქცევს. აქ გადამწყვეტია ის ასპექტი, რომ პირთა შორის იმუნიზაციის ნიშნით დიფერენციაცია ეფუძნება პირთა შორის არსებით განსხვავებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტი ადგენს, რომ სრულად ვაქცინირებულობას დაფუძნებული „მწვანე სტატუსის“ სისტემა არ ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას, იმუნიზებული და რამეთუ არასრულად სუბიექტები არიან. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამ სამართლებრივ იმუნიზებული პირები ურთიერთობაში არსებითად სრულად უთანასწორო