საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (იძულებით დადებულ გარიგებებზე ერთ წლიანი ხანდაზმულობის ვადის 15 წლამდე გაზრდის საკითხი)

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.02.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-2036/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041221023823 21.02.2022 საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება – 1 წლიანი ხანდაზმულობა იძულებით დადებულ გარიგებაზე შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთხოვთ, განიხილოთ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება იძულებით დადებულ გარიგებებზე 1–წლიანი ხანდაზმულობის ვადის – 15 წლმდე გაზრდის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 89–ე მუხლი), ვინაიდან თავად "იძულება" წარმოადგენს დისპოზიციას – სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობას, გათვალისწინებულს სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე მუხლით. შეაბამისად, დაუშვებელია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად დადებული გარიგების ბათილობა ხანდაზმული იყოს დანაშაულის ჩადენიდან 365 დღის გასვლისთანავე!. ამგვარი მძაფრი ხანდაზმულობის ვადა აკნინებს საკუთრების უფლების არსს, მის მნიშვნელობას. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მრავალი ქონება იქნა ექსპროპრიირებული და მათი უკან დაბრუნება სასამართლო წესით მათი მესაკუთრეებისთვის შესაძლებელი გახდება შემოთავაზებული საკანონმდებლო ინოვაციის შემოღების შემთხვევაში, ხელი შეეწყობა სამართლიანობის აღდგენას, სტიმული მიეცემა ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, დამკვიდრდება კერძო საკუთრების მიმართ საყოველთაო პატივისცემა და დაცვის მაღალი სტანდარტი. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: