„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/171, 23.02.2022) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 23 ✗ 15
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 700 ლარამდე ღირებულების, 30 კგმდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი,
რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის, აგრეთვე 200 ღერი სიგარეტის
ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01
კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი
თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში
მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული
სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი
შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით
გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი
სასმელის იმპორტი“;
2. 199-ე მუხლის „ო“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–
97-ე ჯგუფების შესაბამისი 700 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის
(საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01
კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, აგრეთვე 200 ღერი სიგარეტის ან 50
სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01
კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი
თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში
მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული
სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი
შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით
გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი
სასმელის იმპორტი;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს იმ
პირების ხელშეწყობა, რომლებიც
საზღვარგარეთიდან საფოსტო გზავნილის მეშვეობით იღებენ ამანათებს, აღნიშნული
გულისხმობს, ონლაინ ვაჭრობის შედეგად შეძენილ ამანათებს.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ 300 ლარზე მეტი
ღირებულების გზავნილების განბაჟება სავალდებულოა, განბაჟების ღირებულება კი ამანათის
ღირებულების 18%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ 300 ლარიანი ლიმიტი
დადგინდა 2009 წელს და მას შემდგომ მოსახლეობის არაერთი პეტიციის, ლარის კურსის
გაუფასურების და 13 წლის გასვლის მიუხედავად, 300 ლარიანი ლიმიტი არ შეცვლილა.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 2009 წლამდე ლიმიტი წარმოადგენდა 1 500 ლარს.
სწორედ ამიტომ შეიქმნა 2015 წლის მარტში სპეციალური პეტიცია პარლამენტის, მთავრობის
და ფინანსთა სამინისტროს მისამართით. პეტიციაზე ხელმომწერმა 7 000 მოქალაქემ
არსებული 300-ლარიანი ზღვრის 1 500 ლარამდე აწევა მოითხოვა. ასევე 2018 წელს
მუშავდებოდა პეტიცია, რომელსაც 15 00 ხელმომწერი ჰყავდა და რომლითაც მოქალაქეები
ითხოვდნენ 300 ლარიანი ლიმიტის 600 ლარამდე გაზრდას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხორციელების მიზანს წარმოადგენს
კანონმდებლობის იმგვარად შეცვლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოში
არსებულ დღევანდელ მდგომარეობასა და ლარის კურსის უცხოურ ვალუტასთან (აშშ
დოლარი, ევრო და სხვა) დევალვაციის პროცესთან. რაც თავისთავად გაამარტივებს იმ
ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც იღებენ საფოსტო გზავნილებს უცხოეთიდან.
მსხვილი და საშუალო ბიზნესისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს ინდივიდების მიერ
შემოტანილი საქონელი, რომელთა მოცულობა საკმაოდ მცირეა. წინამდებარე კანონპროექტით
ცვლილება არ ეხება განსაბაჟებელი საფოსტო გზავნილის მოცულობას, რაც წარმოადგენს
ლიმიტს - 30 კგ-ის საერთო წონის საქონელს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით
განსაზღვრული ცვლილება ხელშემწყობი ფაქტორი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც
უცხოეთიდან იღებენ ამანათებს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს შეცვალოს საგადასახადო კოდექსის მუხლი, რომელიც
განსაზღვრავს გადასახადის დაკისრებას 300 ლარიან ლიმიტს ზემოთ არსებული საფოსტო
გზავნილის
მიღებისას.
დღევანდელი
კანონმდებლობით
გადასახადისგან
გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილი, რომლის ღირებულება ნაკლებია 300 ლარზე,
ხოლო თუ გზავნილის ღირებულება აჭარბებს 300 ლარს, პირი ვალდებულია განაბაჟოს
გზავნილი და გადაიხადოს განბაჟების ღირებულება, რაც წარმოადგენს გზავნილის/ამანათის
ღირებულების 18%-ს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 300 ლარიანი ლიმიტი დაწესდა 2009
წელს, როდესაც ლარის კურსის თანაფარდობა აშშ დოლართან მიმართებაში, ეროვნული
ბანკის მონაცემებით, იყო - „იანვარი 1 აშშ დოლარი -1.66 ლარი; დეკემბერი 1 აშშ დოლარი 1.68 ლარი“. 2009 წლის შემდგომ გავიდა 13 წელი, 300 ლარიანი განბაჟების ლიმიტი არ
შეცვლილა, თუმცა ლარის კურსმა განიცადა დევალვაცია, როგორც აშშ დოლართან, ასევე
ევროსთან მიმართებით. ეროვნული ბანკის მონაცემებით - 1 აშშ დოლარი - 3.05 ლარის
ტოლფასია, ხოლო 1 ევრო -3.4282 ლარის ტოლფასია.
ასევე, აღსანიშნავია რომ მოსახლეობას ხშირად უწევს 300 ლარიანი ლიმიტის გამო, იმგვარი
ნივთების შეძენაზე უარის თქმა, რომელიც ქართულ ბაზარზე საერთოდ არ
არის
ხელმისაწვდომი, უცხოეთიდან ონლაინ ვაჭრობისას მათ უწევთ, როგორც ნივთის წონის
ფასის გადახდა, ასევე 300 ლარი და მეტი ღირებულების ნივთის შეძენისას დამატებით მათ
ეკისრებათ 18%-იანი საგადასახადო ვალდებულება, რაც ბევრად აძვირებს შეძენილი ნივთის
ფასს.
აღნიშნული ცვლილება, მნიშვნელოვანი იქნება მცირე ბიზნესისთვის, ვინაიდან ბაჟის
დაწესება ისეთ მცირე თანხაზე, როგორიც 300 ლარია აფერხებს და ხელს უშლის ბიზნესის
განვითარებას. მიზერული საქონლის შემოტანის შემთხვევაშიც კი, მცირე ბიზნესის
წარმომადგენლებს უწევთ ზომაზე დიდი ხარჯის გაწევა. ერთის მხრივ, იზრდება თავად
ბიზნესის წარმოების რისკი, ვინაიდან იზრდება, პროდუქციის ფასი და მეორეს მხრივ,
აღნიშნული სრულიად კონკურენტუუნაროდ აქცევს მათ საშუალო და მსხვილ ბიზნესთან
მიმართებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ პასუხობს, 2022 წლისთვის, ლარის
კურსის გაუფასურებით განსაზღვრულ გამოწვევებს, გათვალისწინებული ცვლილებები,
უზრუნველყოფს პროექტით წარმოდგენილი მიზნის მიღწევას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, შემსუბუქდება იმ ადამიანების ფინანსური ტვირთი
რომლებიც იღებენ, მცირე ფინანსური მნიშვნელობის, საფოსტო გზავნილებს, რაც დღეს
არსებული კანონმდებლობით არაგონივრულად ძვირი უჯდებათ. კანონპროექტის მიღების
შემთხვევაში, გამარტივდება მცირე მეწარმეებისთვის ბიზნესის წარმოება. მცირე მეწარმეებს
არ მოუწევთ ზომაზე დიდი ხარჯის გაწევა პროდუქციის მისაღებად. კანონპროექტის მიღება
შეამცირებს მცირე ბიზნესის წარმოების რისკებს, სამომავლო პერსპექტივაში გააჩენს მეტ
თვითდასაქმებულ ადამიანს, შექმნის კონკურენტუნარიან გარემოს. გამარტივდება ონლაინ
ვაჭრობა, რომელიც უნდა იყოს მოქნილი, მარტივი და ნაკლებ დანახარჯიანი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის
„დ.ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმადაც გადასახადისგან გათავისუფლდება საფოსტო
გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 700 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე
საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი,
რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ასევე, ცვლილება შევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ო“ პუნქტში,
რომლის თანახმადაც გადასახადისგან გათავისუფლდება საფოსტო გზავნილის შემთხვევაში
(გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების
შესაბამისი 700 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით
გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი.
კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილება ითვალისწინებს, საფოსტო გზავნილის
შემთხვევაში, ნაცვლად 300 ლარიანი ლიმიტისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით
გათვალისწინებული გადასახადისგან 700 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილის
გათავისუფლებას. ლიმიტის
გაზრდის აუცილებლობა გამოწვეულია ლარის კურსის
დევალვაციით უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და ქვეყნის გარეთ ონლაინ ვაჭრობის
შესაძლებლობების გაფართოების მიზანშეწონილობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. გამომდინარე იქიდან, რომ
პროექტით იცვლება განბაჟების წესები მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედდეს სწორედ
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯების გაღებას არცერთი დონის
ბიუჯეტიდან და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ.“ ქვეპუნქტითა და „ო“ პუნქტით,
გათვალისწინებული 300 ლარიანი ლიმიტის - 700 ლარამდე გაზრდა, გავლენას მოახდენს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, შემცირების კუთხით. წარმოდგენილი კანონპროექტი
გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იმპორტის გადასახადის, არამედ დღგ-ს კუთხითაც,
რომლის 81% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 19% - მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში, შესაბამისად კანონპროექტის გავლენა აისახება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზეც
შემცირების კუთხით.
კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული
ინფორმაციის თანახმად, საფოსტო გზავნილების შემთხვევაში 300 ლარიდან 700 ლარამდე
ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (სეს ესნ 3824 90 980 01 კოდით
გათვალისწინებული საქონლის გარდა) დაბეგვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში იმპორტისა და
დამატებული ღირებულების გადასახადების სახით შემოსული თანხის ოდენობა 2019-2021
წელს შეადგენდა: 1
ცხრილში წარმოდგენილი მონაცემები განსაზღვრულია ეროვნულ ვალუტა ლარში:
დარიცხული
წელი
იმპორტის
გადასახადი
2019
125,803.00
4,599,058.00
2020
173,572.00
5,306,890.00
2021
239,082.00
538,457.00
6,943,226.80
16,849,174.80
სულ
დღგ
შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიღების შემთხვევაში, იმ
დაშვებით, რომ დაახლოებით იგივე რაოდენობის 300 ლარიდან 700 ლარამდე ღირებულების,
30 კგ-მდე საერთო წონის საქონელი დაიბეგრება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ჯამურად,
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შემოსავლების კუთხით, შემცირდება
წლიურად საშუალოდ 6 მლნ. ლარით. თუმცა შემცირების ზუსტი ოდენობა დამოკიდებული
იქნება ონლაინ ვაჭრობის ან სხვა ტიპის კომერციული საქმიანობის ოდენობაზე.
300 ლარიანი ლიმიტის 700 ლარამდე გაზრდა, განპირობებულია ლარის კურის დევალვაციით
უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. თუმცა, აღსანიშნავია რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის
1
ინფორმაცია მოწოდებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ. წერილი ნომრით: N 21-11/14168
კურსი მნიშვნელოვან, ყოველდღიურ რყევებს განიცდის და კურსის ზუსტი განსაზღვრა
შეუძლებელია. ასევე, გათვალისწინებულია 2009, 2010 წლების შემდგომ საერთაშორისო
სავაჭრო ბაზრის ზრდა და იმპორტისთვის განსაზღვრული პროდუქციის მრავალფეროვნება.
შესაბამისად, 700 ლარამდე ლიმიტის გაზრდა თანხვედრაში იქნება საქართველოში არსებულ
ლარის კურსის დევალვაციის პროცესთან, ქვეყნის შიგნით სარეალიზაციო პროდუქტის
ფასების ზრდასთან და საერთაშორისო სავაჭრო ბაზრის მრავალფეროვან არჩევანთან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც იღებენ
საფოსტო გზავნილებს უცხოეთიდან, რომლის ღირებულებაც ტოლფასია 300 ლარის ან
აჭარბებს მას. ვინაიდან, გადასახადები საზოგადოებას რაც შეიძლება ნაკლებად უნდა
აზარალებდეს
და ამასთანავე გადასახადის სიმძიმეც სამართლიანად უნდა იყოს
გადანაწილებული,
აღნიშნული
ცვლილება
ხელს
შეუწყობს
მცირე
ბიზნესის
წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ონლაინ ვაჭრობით ან სხვა ტიპის
კომერციული საქმიანობით, რაც მოიცავს მცირე ღირებულების საფოსტო გზავნილების
მიღებას უცხოეთიდან. აღნიშნულს ასევე დადებითი გავლენა ექნება მომხმარებელზე,
რომლებიც პროდუქციას იძენენ ზემოაღნიშნული მცირე მეწარმეებისგან. ვინაიდან
კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილება, სავარაუდოდ შეამცირებს იმპორტირებული
პროდუქციის ფასს (იმპორტთან დაკავშირებული ხარჯის შემცირების გამო).
ასევე, ცვლილება სასიკეთოდ იმოქმედებს იმ კერძო პირებზე, რომლებიც არა სავაჭრო
მიზნებისთვის იღებენ მცირე ღირებულების საფოსტო გზავნილებს, რაშიც იხდიან არა
თანაზომიერ თანხას ნივთის ღირებულებასთან შეფარდებით.
თუმცა, შესაძლოა კანონპროექტმა გარკვეული, პოტენციური უარყოფითი გავლენა იქონიოს
ადგილობრივ მწარმოებლებზე, რომელთა პროდუქცია შესაძლოა ჩანაცვლდეს (საგადასახადო
შეღავათების დაწესების გამო) გაიაფებული იმპორტირებული საქონლით. თუმცა ამ
შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვინაიდან საქართველოში არ ხორციელდება
სხვადასხვა ტიპის პროდუქტის წარმოება. ის მეწარმეები, რომლებიც ადგილობრივად
ამზადებენ გარკვეულ პროდუქციას, ამ პროდუქციის შექმნისთვის საჭირო მასალებს
ძირითადად იძენენ იმპორტირებული პროდუქტის სახით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ევროკავშირის, წევრ ქვეყნებში თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას წარმოადგენს
გადასახადის შემოღება, იმ პირობით, რომ ამა თუ იმ გადასახადის შემოღებამ ევროკავშირის
ფარგლებში ხელი არ უნდა შეუშალოს თავისუფალ კონკურენციას ან არ უნდა გამოიწვიოს
სხვისი დისკრიმინაცია. ყველაზე დიდი რეფორმა, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის
მასშტაბით დაბეგვრის სფეროში არის დღგ-ს და აქციზის გადასახადების შესახებ ერთობლივი
კანონმდებლობის შემოღება. მნიშნველოვანია, რომ 2021 წლამდე ევროკავშირში
იმპორტირებულ პროდუქტზე წესდებოდა იმპორტის გადასახადი, თუ პროდუქციის ფასი
ცდებოდა 22 ევროს. აღნიშნული დათქმა გაუქმდა და დღეს მოქმედი რეგულაციით
ევროკავშირის ქვეყნებში, არა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან იმპორტირებულ ნებისმიერი
ღირებულების პროდუქტზე სავალდებულოა იმპორტის გადასახადის გადახდა. თუმცა, აქვე
გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის შემადგენლობაშია 27 ქვეყანა, რომლებსაც
ერთმანეთთან თავისუფალი სავაჭრო სივრცე გააჩნიათ და შესაბამისად, ევროკავშირის
მოქალაქეს, შესაძლებლობა აქვს 27 ქვეყნიდან მიიღოს პროდუქციამ ისე რომ არ დაეკისროს
საგადასახადო ვალდებულება.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან იოსელიანი;
ალექსანდრე ელისაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან,
იოსელიანი; ალექსანდრე ელისაშვილი.
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
ლევან