„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
მე-4 მუხლის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური
უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური,
ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მსხვერპლად
მიიჩნევა
აგრეთვე
არასრულწლოვანი,
რომლის
კანონიერი
ინტერესები
უგულებელყოფილია. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3
პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის
მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა
და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი,
რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე
ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან
ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და
თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან
ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა
მუშაკმა განაცალკევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსხვერპლად
მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა;“;
ბ) ვ1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე,
არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი,
მინდობით
აღმზრდელი
(დედობილი,
მამობილი),
დედინაცვალი,
მამინაცვალი,
შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი
პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი),
ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე,
მზრუნველი,
მხარდამჭერი,
მეურვეობისა და
მზრუნველობის
ქვეშ
მყოფი
პირი,
მხარდაჭერის მიმღები, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან
საოჯახო მეურნეობას, აგრეთვე ინტიმური პარტნიორები
- პირები, რომლებიც არ
იმყოფებიან/იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არ
ეწევიან/ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, თუმცა არიან ან იყვნენ ინტიმურ
ურთიერთობაში, რაც მოიცავს რომანტიკულ ან/და სქესობრივ ურთიერთობას.“;
დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი (სადღეღამისო) განთავსების ადგილი,
რომელიც
ემსახურება
მსხვერპლთა
ფსიქოლოგიურ-სოციალურ
დახმარებას/რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას;“;
ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) კრიზისული ცენტრი - ამ კანონის მიზნებისათვის, მხარდაჭერის მომსახურებების
მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს მსხვერპლთა
ფსიქოლოგიურ-სოციალურ
დახმარებას/რეაბილიტაციას.
კრიზისული
ცენტრი
შესაძლებელია ითვალისწინებდეს მხარდაჭერის სხვა მომსახურებების, მათ შორის,
დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით მომსახურების
მიწოდებასაც, თუ ეს
გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით).“;
ვ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამა - ამ კანონის მიზნებისათვის, ისეთი
მომსახურება/პროგრამა, რომელიც ეხმარება მსხვერპლს ძალების აღდგენასა და
ძალადობის შედეგების დაძლევაში. ამ მიზნით ეს მომსახურება/პროგრამა უნდა
ითვალისწინებდეს
მსხვერპლთა მხარდაჭერას რომელიმე ერთი ან რამდენიმე
მიმართულებით, როგორიცაა: მსხვერპლთა დაცვა, სამართლებრივი დახმარება,
ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია და მათი ფიზიკური თუ
ფსიქო-ემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა, დროებითი საცხოვრისით (თავშესაფრით)
უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და
დასაქმების ხელშეწყობა ან/და სხვა ისეთი დახმარება, რომელიც მსხვერპლის
საჭიროებაზეა მორგებული.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების
განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით
უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს
პროკურატურის
ორგანოები
და
სასამართლო
ორგანოები,
უფლებამოსილების ფარგლებში - მუნიციპალიტეტის ორგანოები.
აგრეთვე
თავიანთი
2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების
განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო
და მუნიციპალიტეტების ორგანოებმა
შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის/დახმარების და ადამიანის უფლებების დაცვის
საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ ერთობლივი
პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.”;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„3 . გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები,
უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;
1
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. მუნიციპალიტეტების ორგანოები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
პრევენციის
და
მსხვერპლთა
დაცვისა
და
დახმარების
ღონისძიებებს/პროგრამებს
ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ შესაბამისად.”.
3.
მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო და მუნიციპალიტეტების
ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სოციალურ
მომსახურებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის
ღონისძიებების განხორციელებისათვის.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„ა) ოჯახური დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა კონსულტირებას და დახმარებას;“;
ბ.ბ) “დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საჭიროების შემთხვევაში დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;
ე) არასრულწლოვნის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემული დამცავი და შემაკავებელი
ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგის პროცესში
მონაწილეობას;“.
4. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 91. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე
შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო
ორგანოები. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი
იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის
ვალდებულება
აკისრიათ
სამედიცინო
დაწესებულებების,
არასრულწლოვანთა
შემთხვევაში − აგრეთვე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების,
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.“.
„ბ)
5.
მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
განცალკევებულად გამოკითხოს ძალადობის შემთხვევაში მონაწილე პირები,
მოწმე(ები), მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;”.
6.
161 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7.
VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მსხვერპლის უფლებები, მისი სოციალური დაცვის და შრომითი გარანტიები, მხარდაჭერის
მომსახურებები, მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული
ღონისძიებები”.
8.
მე-17 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები, მხარდაჭერის
მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით:
ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი
ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და
შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში - სისხლისსამართლებრივი
მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;
ბ) მოითხოვოს ამ კანონით დადგენილი წესით მოძალადის მიმართ ელექტრონული
ზედამხედველობის დაწესება;
გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ
ანაზღაურების მოთხოვნით;
დ) მიიღოს კომპენსაცია, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისათვის ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
გათვალისწინებული სხვა წყაროებით;
ე) ისარგებლოს მხარდაჭერის მომსახურებებით/პროგრამებით, ისევე, როგორც
თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებებით
უფასოდ,
მიუხედავად იმისა, თანამშრომლობს თუ არა სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და
სასამართლო ორგანოებთან;
ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი
ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს
წელიწადში 30 კალენდარულ დღეს;
ზ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის
დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირია;
თ) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;
ი)
ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური და
სამართლებრივი დაცვის სხვა მექანიზმებით.“.
9. 171 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, ქალთა მიმართ
ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის
საქმის მწარმოებელი ორგანო, მსხვერპლთა მხარდაჭერის მომსახურების მიმწოდებელი
დაწესებულება, მათ შორის, მსხვერპლთა თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი, და
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო
ვალდებული არიან, მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ
ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა
და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურებების/პროგრამების შესახებ.“.
10. 172 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც
შესაბამისობაშია ასეთი დაწესებულებისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებთან და
განსაზღვრავს თავშესაფრის სტრუქტურას, უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს, მათ
შორის, მომსახურებ(ებ)ის მიმღებ პირთა წრეს, მომსახურების სახეებს, მომსახურებ(ებ)ის
მიწოდების პირობებსა და ვადებს.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი
კრიტერიუმები ან/და შეიმუშოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და
საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომლის საფუძველზეც მსხვერპლის მიერ
თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როცა იგი არ თანამშრომლობს
სამართალდამცავ/პროკურატურის
ან/და
სასამართლო
ორგანოებთან,
იღებს
გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან მომსახურების
მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.“.
11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას
მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები
უზრუნველყოფენ მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში
გადაყვანას.
2. მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მოთხოვნისას, როცა მსხვერპლი არ
თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან
(ანუ, მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს შემაკავებელი ან
დამცავი ორდერის გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში
ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის
ღონისძიებები) თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება თავის მიერ
განსაზღვრული კრიტერიუმების/სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით იღებს
გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან
მიწოდებაზე
უარის თქმის შესახებ.
3. თავშესაფარში მსხვერპლის (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) მოთავსება
ხდება 4 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის
წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს
აღარ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების
ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობისას, თავშესაფრის
ადმინისტრაცია, მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს
სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
4. მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსების შემთხვევაში მას უნარჩუნდება სამუშაო
ადგილი იმავე თანამდებობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მსხვერპლის
მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ან პროკურატურის ორგანოებთან
ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ.“.
12. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კრიზისული ცენტრი არის
მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი
დაწესებულება, რომელიც ეხმარება მსხვერპლებს ძალადობრივი გარემოსგან თავის
დაღწევასა და ძალების აღდგენაში. ამ მიზნით, კრიზისული ცენტრი, სულ მცირე,
უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას.
გარდა აღნიშნულისა, კრიზისული ცენტრი, ასევე, შესაძლებელია ითვალისწინებდეს
მხარდაჭერის სხვა მომსახურებების, მათ შორის, დროებითი (სადღეღამისი) საცხოვრისით
მომსახურების
მიწოდებასაც, თუ ეს
წესდებით (შინაგანაწესით).
გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის
2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში
ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო იურიდიული პირის
მიერ შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ
სტანდარტებს.
3. კრიზისული ცენტრის მომსახურებების მიღება არ არის დამოკიდებული
მსხვერპლის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და
სასამართლო ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ.
4. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია
განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშოს სპეციალური ინსტრუმენტი
(მაგალითად,
რისკებისა
და
საჭიროებების
შეფასების
ინსტრუმენტი),
რომლის
საფუძველზეც მსხვერპლის მიერ კრიზისული ცენტრის მომსახურების მოთხოვნის
შემთხვევაში, როცა იგი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და
სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის მომსახურების მიწოდების ან
მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.
5. მსხვერპლს კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობის პერიოდში
უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
6.
კრიზისული
ცენტრის
საქმიანობა
რეგულირდება
მისი
წესდებით
(შინაგანაწესით), რომელიც აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მათ შორის, განსაზღვრავს მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს, მომსახურების სახეებს და
ამ მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს.“.
13. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მსხვერპლთა დახმარების და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის
უზრუნველსაყოფად იქმნება უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო
ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“.
14. კანონს 191 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 მუხლი:
„მუხლი 192. მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამა
1. მსხვერპლთა მხარდაჭერა გულისხმობს ნებისმიერ მომსახურებას/პროგრამას,
რომელიც მიემართება მსხვერპლთა დაცვას, სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოლოგიურ
და სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას და მათი ფიზიკური თუ ფსიქო-ემოციური
გაჯანსაღებისთვის ზრუნვას, დროებითი საცხოვრისით (თავშესაფრით) უზრუნველყოფას,
ჯანმრთელობის დაცვას, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების
ხელშეწყობას და მიზნად ისახავს მსხვერპლთა (განსაკუთრებით მსხვერპლ ქალთა)
შესაძლებლობების
გაფართოებას
და მათი
ეკონომიკური
დამოუკიდებლობის
ხელშეწყობას.
2.მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ მიღებული
ზომები უნდა ეფუძნებოდეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის
გენდერულ გაგებას და ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მსხვერპლის ადამიანის
უფლებებსა და უსაფრთხოებაზე; უნდა ითვალისწინებდეს მოწყვლადი პირების, მათ
შორის, მსხვერპლი ბავშვების კონკრეტულ საჭიროებებს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს
მათთვისაც.
3. მხარდაჭერის მომსახურებების მიწოდება არ არის დამოკიდებული მსხვერპლის
მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო
ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ.
4.მხარდაჭერის მომსახურების/პროგრამის მიმწოდებელი უფლებამოსილია თავად
განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც, მსხვერპლის მიერ მომსახურების
მოთხოვნის ან/და პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, როცა მსხვერპლი არ
თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან,
იღებს გადაწყვეტილებას მისთვის მომსახურების მიწოდების/პროგრამაში ჩართვის ან
მომსახურების მიწოდებაზე/პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილების, „გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებისა და „საქართველოში ბინადრობის
ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების ამ კანონთან
შესაბამისობა.
2. 2022 წლის 1 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლის
სტატუსის
განმსაზღვრელი
ჯგუფის
(მსხვერპლის
იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის
განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18
დეკემბრის №684 დადგენილება.
3.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 სექტემბრამდე
უზრუნველყოს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა
(თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის
აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №183/ნ
ბრძანებისა და „კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი
მინიმალური
სტანდარტების
დამტკიცების
თაობაზე“
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ნოემბრის №01-64/ნ
ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-7 პუნქტები, მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული კანონის მე-17 მუხლი (გარდა პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა),
მე-9-მე-14 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-17
მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალდობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. სტამბოლის
კონვენცია). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს და
რატიფიკაცია მოახდინა 2017 წლის აპრილში, რასაც, სტამბოლის კონვენციის მოთხოვნათა
გათვალისწინებით,
მოჰყვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური
ცვლილებები. მათ შორის აღსანიშნავია 2017-2019 წლებში მიღებული საკანონმდებლო
ცვლილებები, რომლის მიხედვით “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში
მოექცა გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების და მსხვერპლთა
დაცვის/დახმარების საკითხებიც და შესაბამისად მოხდა საქართველოს კანონის სათაურის
ცვლილებაც და ჩამოყალიბდა როგორც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონი. შესაბამისად, კანონის მოქმედების სფერომ მოიცვა არამარტო ოჯახის
ფარგლები, არამედ, ზოგადად, გენდერული ნიშნით ქალის მიმართ გამოვლენილი
ძალადობაც ოჯახის ფარგლებს გარეთ - იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
ხოლო დაცვის, დახმარებისა და მხარდაჭერის ღონისძიებები მიემართა ასევე გენდერული
ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლსაც. მითითებულ წლებში, ასევე, გადაიხედა
და სტამბოლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად დარეგულირდა მთელი რიგი
საკითხები როგორც ზემოაღნიშნულ კანონში, ასევე სხვა სამართლებრივ აქტებში, რამაც
მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის
დაახლოებას სტამბოლის კონვენციასთან.
მიუხედავად
კანონმდებლობის
დონეზე
განხორციელებული
არაერთი
მნიშვნელოვანი ცვლილებისა, დღეს გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მიერ მხარდაჭერის მომსახურებების, მათ შორის,
თავშესაფრის, ხელმისაწვდომობა. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის სტატუსის არსებობა
პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო სერვისებით სარგებლობასთან, ხოლო სახელმწიფო
თავშესაფრით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის არსებობა ძირითადი
წინაპირობაა და მის გარეშე პირისთვის სახელმწიფო თავშესაფრის სერვისის მიწოდება არ
ხდება.
ძალადობის მსხვერპლთათვის და ძალადობაგანცდილი ადამიანებისათვის,
განსაკუთრებით კი ასეთი ქალებისა და გოგონებისათვის, მხარდაჭერის სერვისების
მნიშვნელობასა და საჭიროებაზე არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი ამახვილებს
ყურადღებას და შესაბამისად, სახელმწიფოებს ავალდებულებს ასეთი სერვისების როგორც
შექმნას,
ასევე
ამ
სერვისებზე ადვილად/შეუფერხებლად ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფას. სტამბოლის კონვენცია ხაზგასმით მიუთითებს, რომ “მომსახურების
გაწევა არ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ბრალი წაუყენოს ან ჩვენება
მისცეს ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ” (მუხლი 18, პუნქტი 4.).
შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციის დებულებებთან უფრო
მეტად ჰარმონიზების მიზნით და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა მხარდაჭერის გასაძლიერებლად
მნიშვნელოვანია იმ საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელება, რაც უკავშირდება მსხვერპლების მიერ მხარდაჭერის
სერვისებით, მათ შორის, თავშესაფრით/კრიზისული ცნტრით სარგებლობისთვის დღეს
არსებული ბარიერების დაძლევას/აღმოფხვრას, რის შემდეგაც მხარდაჭერის სერვისებით,
მათ შორის თავშესაფრით, სარგებლობა შეუფერხებელი და ადვილად ხელმისაწვდომი
გახდება ძალადობის მსხვერპლებისთვის, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო სრულად
გაიზიარებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებს მხარდაჭერის
სერვისების ადვილად და შეუფერხებლად ხელმისაწვდომობის კუთხით.
წარმოდგენილი ცვლილებები ასევე შეეხება ოჯახის წევრის ცნების გაფართოებას
კანონის მიზნებისთვის და მასში ინტიმური პარტნიორების გათვალისწინებასაც.
აღნიშნულიც უკავშირდება სტამბოლის კონვენციის დანაწესს, რომლის თანახმადაც
„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ
ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან
ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა,
დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.“ (მუხლი 3,
პუნქტი „ბ“). სტამბოლის კონვენციაში „პარტინიორი“ გვხვდება ყველა იმ კონტექსტში,
სადაც საუბერია მეუღლეებზე/ყოფილ მეუღლეებზე და პარტნიორი განიხილება ოჯახის
წევრად. „ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა წარმოადგენს ქალთა მიმართ
ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას“1, რომელიც მძიმედ აისახება
ქალების ცხოვრების ხარისხზე. ხოლო ოჯახში ძალადობის კონტექსტში მოიაზრებს არა
მხოლოდ ქორწინებაში მყოფ პირებს, არამედ პირებს, რომლებიც ერთმანეთთან არიან
ინტიმურ ურთიერთობაში, რაც გულისხმობს რომანტუკულ ან/და სქესობრივ
1
The global lifetime prevalence of intimate partner violence among ever-partnered women is 30.0% (95% CI = 27.8%
to 32.2%.) - Global and regional estimates of violence against women: prevalence and health effects of intimate partner
violence and non-partner sexual violence, World Health Organization, 2013, page:16.
ურთიერთობას. სტამბოლის კონვენცია პარტნიორული ურთიერთობისთვის არ განიხილავს
ერთ ჭერქვეშ ცხოვრების აუცილებლობას, პირიქით, მიუთითებს, რომ ერთ საცხოვრებელში
ცხოვრება არ არის აუცილებელი, რომ ეს პირები განვიხილოთ ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის, ასევე მსხვერპლთა დაცვის მიზნებისთვის
ქორწინებაში მყოფი პირების თანასწორად. სტამბოლის კონვენციის ყველა ის ნორმა,
რომელიც მიემართება მეუღლეებს, მიემართება პარტნიორებსაც. ეს ორი ტერმინი მთელ
ტექსტში გვეხვდება ერთად, ასე, მაგალითად: მეუღლის ან პარტნიორის მიმართ;
მეუღლეებსა ან პარტნიორებს შორის; ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის
მიერ... ამდენად, სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ დებულებებთან ეროვნული
კანონმდებლობის ჰარმონიზება იმ ნორმების აღიარებასაც გულისხმობს, რაც ეროვნულ
დონეზე არ გვაქვს და აღნიშნული მიემართება „ინტიმურ პარტნიორსაც“, რომელიც
არცერთი საკანონმდებლო აქტით არ განიმარტება. შესაბამისად, მათ არ განიხილავს ოჯახის
წევრად და მათზე არ ვრცელდება პრევენციული მექანიზმები (შემაკავებელი და დამცავი
ორდერები).
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ინტიმური პარტნიორს
განმარტავს შემდეგნაირად: „ინტიმური პარტნიორი: ქმარი, თანამცხოვრები პარტნიორი,
მეგობარი ბიჭი ან შეყვარებული, ან ყოფილი ქმარი, ყოფილი პარტნიორი, ყოფილი
მეგობარი ბიჭი ან ყოფილი შეყვარებული.“ (ინტიმური პარტნიორის განმარტება მერყეობს
გარემოებებსა და კვლევებს შორის და მოიცავს როგორც ფორმალურ პარტნიორობას,
როგორიცაა ქორწინება, ასევე არაფორმალურ პარტნიორობას, მათ შორის თანაცხოვრებას,
გაცნობის ურთიერთობებს და ქორწინების გარეშე სქესობრივ ურთიერთობებს. ზოგიერთ
გარემოებაში ინტიმური პარტნიორები დაქორწინების ტენდენციით გვხვდება, ხოლო უფრო
ხშირად კი არაფორმალური პარტნიორობაა სახეზე.)2
ამდენად, პროექტით წარმოდგენილი „ინტიმური პარტნიორის“ განმარტება სრულად
ეფუძნება ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებას. განსხვავება
მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ პროექტით წარმოდგენილი განმარტება აღარ იმეორებს
„მეუღლეს“/“ყოფილ მეუღლეს“, რომელიც უკვე გვაქვს და „თანამცხოვრებ პარტნიორს“,
რომელიც იდენტურია ტერმინისა, „პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ
ერთიან საოჯახო მეურნეობას“. რადგანაც „ოჯახის წევრის“ განმარტება უკვე
ითვალისწინებს ამ ტერმინებს, პროექტით წარმოდგენილი „ინტიმური პარტნიორის“
განმარტება აღარ იმეორებს მათ და აქცენტს აკეთებს ქორწინებისა და თანაცხოვრების
გარეშე ინტიმურ ურთიერთობებზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტიმური პარტნიორი წარმოდგენილი პროექტის
მიხედვით არ მოიაზრებს არც ქორწინებაში/არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ
წყვილს და არც პირებს, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ვინაიდან, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში
მყოფად მიიჩნევა წყვილი, რომელიც თანაცხოვრობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში
2
https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/85240/9789241548595_eng.pdf?sequence=1
და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა. ამასთანავე, აღნიშნული ტერმინი ეტიმოლოგიურად
ქორწინებასთან არის დაკავშირებული. მეორე ტერმინიც - ,,სხვა პირები, რომლებიც
მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“ მოიაზრებს პირებს,
რომლებიც თანაცხოვრობენ/თანაცხოვრობდნენ და ერთიანი საოჯახო მეურნეობა
გააჩნიათ/გააჩნდათ. ხოლო რაც შეეხება „ინტიმური პარტნიორების“ განმარტებას, რომელიც
კანონპროექტით
არის
წარმოდგენილი,
მოიაზრებს
პირებს,
რომლებიც
არ
იმყოფებიან/იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არ
ეწევიან/ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, თუმცა არიან ან იყვნენ ინტიმურ
ურთიერთობაში, რაც მოიცავს რომანტიკულ ან/და სქესობრივ ურთიერთობას.
რომანტიკული ურთიერთებისას წყვილს/პარტნიორებს ერთმანეთთან აქვთ (ჰქონდათ)
რეგულარული კონტაქტი, ემოციური კავშირი, ამ დროს პირები ხასიათდებიან წყვილის
იდენტურობით, იციან ერთმანეთის ცხოვრების შესახებ, აქვთ ფიზიკური ან/და სქესობრივი
ურთიერთობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინტიმურ პარტნიორებად განიხილებიან ასევე
პირები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ არ აქვთ რომანტიკული დამოკიდებულება, მაგრამ
არიან ინტიმურ ურთიერთობაში.
ოჯახის წევრის ცნებაში ინტიმური პარტნიორების დამატებით უზრუნველვყოფთ იმ
პირთა დაცვასა და მხარდაჭერას, რომლებიც არ ექცევიან მოქმედი კანონის მოქმედების
ფარგლებში და ამით კიდევ უფრო დავუახლოვებთ კანონის ნორმებს სტამბოლის
კონვენციას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, თავშესაფრით სარგებლობისთვის
აუცილებელი წინაპირობაა მსხვერპლის/დაზარალებულის სტატუსის არსებობა, რაც, ხშირ
შემთხვევაში, მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ამ სერვისის საჭიროების მქონე
ძალადობაგანცდილი ადამიანისთვის. შესაბამისად, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში,
ძალადობაგანცდილი ადამიანი იძულებულია სტატუსის მოსაპოვებლად დაიწყოს მისთვის
მისაღები გზების ძიება და მხოლოდ ამ სტატუსის დადგენის შემთხვევაში მოიპოვოს
თავშესაფრის სერვისით სარგებლობის უფლება, რამაც, სტატუსის მოპოვების პროცესში,
შეიძლება, მისი მეორეული ვიქტიმიზაციაც კი გამოიწვიოს და საერთოდ დაუკარგოს რწმენა
სახელმწიფო ინსტიტუტების/ორგანოების მიმართ. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ
მოპოვებული სტატუსის მოქმედების ვადა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი
რეაბილიტაციისთვის, რაც ძალადობაგანცდილ ადამიანს რეაბილიტაციის პროცესში
აიძულებს იფიქროს/იზრუნოს სტატუსის ვადის გაგრძელებაზეც ან ხელახლა მოპოვებაზე,
რათა სტატუსის ვადის შესაბამისად მოხდეს მისთვის თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის
სერვისით სარგებლობის ვადის გაგრძელება. აღნიშნული პროცედურები კი არცთუ ისე
მარტივი და უმტკივნეულოა ძალადობაგანცდილი ადამიანისთვის - არის რისკი იმისა, რომ
მან განიცადოს მეორეული ან ხელახალი ვიქტიმიზაცია.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციით „მსხვერპლი“ განმარტებულია, როგორც „ქალი,
აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და
თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური,
ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის
სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა
სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან
არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის
განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა
აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და
რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის
იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა
და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი,
რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე
ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან
ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და
თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან
ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა
მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის
მოწმეა”, ხოლო მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის სმხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო და
მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი. კანონი უთითებს, რომ თავშესაფრის
მომსახურებით სარგებლობა შეუძლია მსხვერპლს და შესაბამისად, პირს, რომელიც თავს
მსხვერპლად მიიჩნევს, უნდა ჰქონდეს მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი. კანონი ასევე
განმარტავს „სავარაუდო მსხვერპლის“ ცნებას და ადგენს, რომ სავარაუდო მსხვერპლი არის
„პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის
განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების
ჯგუფს მიმართავს“ (მუხლი 4, „ვ1“ ქვეპუნქტი). მოქმედი კანონი განსაკუთრებით უსვამს
ხაზს მსხვერპლის სტატუსის არსებობის მნიშვნელობას და ეს ვრცელდება მომსახურების
მიწოდების
ნაწილშიც.
შესაბამისად,
სტამბოლის
კონვენციის
მოთხოვნათა
გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მიდგომა შეიცვალოს და მომსახურებების
მიწოდება მსხვერპლებისთვის უზრუნველყოფილ იქნეს მარტივად, სწრაფად და
შეუფერხებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ თავშესაფრით და
მხარდაჭერის სხვა მომსახურებებით სარგებლობისთვის ძალადობაგამოვლილმა ადამიანმა,
იგივე მსხვერპლმა, მარტივად და შეუფერხებლად მიიღოს მომსახურება, მნიშვნელოვანია
შესაბამისი ცვლილების შეტანა კანონში.
კანონპროექტით ცვლილება შედის „ოჯახის წევრის“ განმარტებაშიც, რომელიც
ფართოვდება და ემატება ინტიმური პარტნიორები. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ინტიმური
პარტნიორი“
არცერთი
საკანონმდებლო
აქტით
არ
განიმარტება,
შესაბამისად,
წარმოდგენილი კანონპროექტი შეეცადა, კანონის მიზნებისთვის, წარმოედგინა „ინტიმური
პარტნიორების“
მექანიზმები
განსაზღვრება,
და
რათა
კანონით
დაცვის/დახმარების
გათვალისწინებული
ღონისძიებები
მათთვისაც
პრევენციული
ყოფილიყო
ხელმისაწვდომი და კანონის მოქმედება მათზეც გავრცელებულიყო. როგორც ზემოთ
მივუთითეთ, სტამბოლის კონვენციაც პარტნიორს განიხილავს ოჯახის კონტექსტში.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ინტიმურ პარტნიორებში არ მოიაზრება არც
ქორწინებაში/არარეგისტრირებულ ქორწინებაში მქოფი წყვილი და არც პირები, რომლებიც
ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ვინაიდან, დამკვიდრებული პრაქტიკის
მიხედვით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფად მიიჩნევა წყვილი, რომელიც
თანაცხოვრობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ერთიან საოჯახო მეურნეობას
ეწევა (ტერმინი ეტიმოლოგიურად ქორწინებასთან არის დაკავშირებული). მეორე ტერმინიც
- ,,სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“
მოიაზრებს პირებს, რომლებიც თანაცხოვრობენ/თანაცხოვრობდნენ და ერთიანი საოჯახო
მეურნეობა გააჩნიათ/გააჩნდათ. ხოლო კანონპროექტით წარმოდგენილი „ინტიმური
პარტნიორების“ განმარტება მოიაზრებს პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან/იმყოფებოდნენ
რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არ ეწევიან/ეწეოდნენ ერთიან
საოჯახო მეურნეობას, თუმცა არიან ან იყვნენ ინტიმურ ურთიერთობაში, რაც მოიცავს
რომანტიკულ ან/და სქესობრივ ურთიერთობას. ოჯახის წევრის ცნებაში ინტიმური
პარტნიორების დამატებით
უზრუნველვყოფთ იმ პირთა დაცვასა და მხარდაჭერას,
რომლებიც არ ექცევიან მოქმედი კანონის მოქმედების ფარგლებში და ამით კიდევ უფრო
დავუახლოვებთ კანონის ნორმებს სტამბოლის კონვენციას.
მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე ინტიმური პარტნიორის
განმარტების
არარსებობისა, სხვადასხვა სამართლებრივ აქტში უკვე გვხვდება ეს ტერმინი, მაგალითად,
ასეთია: „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების
დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისი №81 ბრძანება. კერძოდ, ამ
ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმა (დანართი 2)
ითვალისწინებს აღნიშნულ ტერმინს. ასევე, მივუთითებთ საქართველოს მთავრობის 2019
წლის 12 ნოემბერის N 2328 განკარგულებით დამტკიცებული „მდგრადი განვითარების
მიზნების ეროვნული დოკუმენტზე“, რომლის მე-5 მიზანს წარმოადგენს „გენდერული
თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება“.
სწორედ აღნიშნული მიზნის ფარგლებში/თავში გვხვდება ტერმინი ინტიმურ პარტნიორი.
„პარტნიორს“ იცნობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N 108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო
დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი”,
კერძოდ, გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის
დოკუმენტირების ფორმა №IV-300/ბ (დანართი
11 )
და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს N 41/ნ
ბრძანებით დამტკიცებული “ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების
წესი”, კერძოდ, გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის
დოკუმენტირების ფორმა №IV-200-5/ბ (დანართი 61). ამდენად, მიზანშეწონილია, ინტიმური
პარტნიორის განმარტება საკანონმდებლო დონეზეც იყოს რეგულირებული.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება და
სახელმწიფო მომსახურებებით, მათ შორის, სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობისთვის
არსებული გამოწვევის/ბარიერის დაძლევა, წარმოდგენილი კანონპროექტით მიღწეულ
იქნება ეს შედეგი.
ასევე, სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით
სახელმწიფოს მიერ გამოხატული ნების თანახმად, უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს
კანონმდებლობის კონვენციის დებულებებთან შესაბამისობა - მსხვერპლების მიერ
მხარდაჭერის სერვისებით მარტივად და შეუფერხებლად სარგებლობა (ბარიერების გარეშე).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით
ძირითადად ახლებურად რეგულირდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთა
მიერ
სახელმწიფო
მომსახურებებით,
მათ
შორის
თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით, სარგებლობის საკითხი, რაც გულისხმობს
„მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის წინაპირობის გაუქმებას მომსახურებებით
სარგებლობის საჭიროებისას. შესაბამისად, იცვლება „მსხვერპლის“ განმარტება და ის
ყალიბდება როგორც „ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა
კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და
ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები
უგულებელყოფილია. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3
პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და
მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც
სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ
გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა
პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები
უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური
ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა
განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“.
განმარტებიდან ამოღებულია წინადადება “და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი
განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა,
სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის
განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი)”.
„მსხვერპლის“ ახალი რედაქციით ჩამოყალიბებით დღის წესრიგიდან იხსნება „სავარაუდო
მსხვერპლის“ ტერმინის საჭიროებაც და შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს მის
ამოღებას.
ცვლილება შედის თავშესაფრის და კრიზისული ცენტრის როგორც
განმარტებებში, ასევე კანონის იმ მუხლებში, რომლებიც თავშესაფრისა და კრიზისული
ცენტრის ფუნქციონირების/საქმიანობის საკითხებს ეხება (მუხლები: 17 2, 181, 182).
კანონპროექტით თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი თავად
განსაზღვრავს კრიტერიუმებს ან/და შეიმუშავებს სპეციალურ ინსტრუმენტს (მაგალითად,
რისკებისა და საჭიროებების ინსტრუმენტი), რომლის საფუძველზეც იღებს
გადაწყვეტილებას მომსახურების მიწოდების ან მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული
ინსტრუმენტით თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების
მიმწოდებელი დაადგენს პირის მიმართ ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობას,
შეაფასებს რისკებს და გამოკვეთს საჭიროებებს. კანონპროექტი, სტამბოლის კონვენციის
მსგავსად, ასევე ითვალისწინებს მხარდაჭერის სამსახურის/მომსახურების განმარტებასაც
და ამ მიზნით ყალიბდება ახალი მუხლი. კანონპროექტი მომსახურებებთან (თავშესაფარი,
კრიზისული ცენტრი, მხარდაჭერის სხვა მომსახურება) დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად
განმარტავს, რომ „..მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მსხვერპლის
მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო
ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ.“
კანონპროექტით ასევე იცვლება „ოჯახის წევრის“ განმარტება და პირთა წრეს ემატება
ინტიმური
პარტნიორი,
რომელიც
მოიაზრებს
პირებს,
რომლებიც
არ
იმყოფებიან/იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არ
ეწევიან/ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, თუმცა არიან ან იყვნენ ინტიმურ
ურთიერთობაში, რაც მოიცავს რომანტიკულ ან/და სქესობრივ ურთიერთობას.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით კანონს ემატება ნორმები, რომლის მიხედვით
განისაზღვრება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება, მონაწილეობა მიიღონ ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ როგორც
პრევენციული ხასიათის, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის
დებულებები/ცვლილებები
პირველი
მუხლით
ამოქმედდება
2022
წლის
წარმოდგენილი
ძირითადი
1
ხოლო
სექტემბრიდან,
ამ
ცვლილებების საჭირო ღონისძიებებისთვის, რაც მოიაზრებს სხვადასხვა სამართლებრივი
აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და რასაც ითვალისწინებს კანონპროექტის მე-2
მუხლი, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონპროექტის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ამოქმედების ვადად
განისაზღვრა 2023 წლის 2 იანვარი, ვინაიდან „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
(სარეგისტრაციო კოდი 080080050.05.001.020484) საქართველოს კანონის თანახმად, კანონის
მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ამოქმედების ვადა არის 2023 წლის 1
იანვრიდან. შესაბამისად, სწორედ ხსენებულ კანონის გათვალისწინებით მოხდა ვადის
განსაზღვრა წარმოდგენილი კანონპროექტის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მე-17
მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებაში.
ა.ვ) კანონის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის განხილვა და მიღება უნდა მოხდეს შემჭიდროებულ ვადებში,
დაჩქარებული წესით, რაც განპირობებული შემდეგი გარემოებით:
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ
ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (შემდგომში „გრევიო“), რომელიც ახორციელებს
მხარეების მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და
აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგს, საქართველოს
ეროვნული
ანგარიშის
მონიტორინგისა
და
ადგილზე
სიტუაციის
შეფასების მიზნით,
საქართველოში ვიზიტი განახორციელა 2021 წლის 8-12 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში
„გრევიო“ შეხვდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ბრძოლის/პრევენციისა
და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით მომუშავე ყველა სახელმწიფო უწყებასა და
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მონიტორინგის პროცესის დასრულების შემდგომ, 2021 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციაში „გრევიოს“ წარმომადგენლებმა პირველადი დაკვირვების შედეგები
წარმოადგინეს. აღნიშნულ შეხვედრაზე სერიოზულ გამოწვევად იდენტიფიცირდა ქალთა მიმართ
და
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთათვის
ე.წ.
მსხვერპლის
სტატუსის
განსაზღვრისთვის/დადგენისთვის მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები და საჭირო
ღონისძიბად ჩაითვალა ასეთი რეგულაციების გაუქმება. ამასთან, „გრევიოს“ წარმომადგენელთა
მხრიდან გაჟღერდა, რომ საქართველოს ეროვნულ ანგარიშზე შესაბამისი რეკომენდაციების
მომზადებას დასჭირდება გარკვეული დრო და სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოსთვის წარედგინება
საქართველოს მთავრობას. ხოლო რეკომენდაციების მიღებამდე საქართველოს მთავრობას კვლავ
აქვს შესაძლებლობა, რომ „გრევიოს“ მიაწოდოს ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და
მიღწეული პროგრესის შესახებ, რასაც ამ პერიოდში (რეკომენდაციების მიღებამდე)
განახორციელებს/მიაღწევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია წარმოდგენილი
კანონპროექტის განხილვა და მიღება მოხდეს შემჭიდროებულ ვადებში, რათა „გრევიოს“ მიერ
რეკომენდაციების შემუშვებამდე განხორციელდეს მათი ინფორმირება მნიშვნელოვანი
ცვლილებების შესახებ, რაც უკავშირდება ე.წ. „მსხვერპლის სტატუსის“ გაუქმებას. ამასთან, ასევე
მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობას ჰქონდეს საკმარისი დრო სამართლებრივი აქტების
კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად და სრულად მომზადებული შეხვდეს ახალ საკანონმდებლო
ცვლილებებს, რომელიც ამოქმედდება 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ კანონპროექტით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ
ძალადობის
ან/და
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთა
დაცვისა
და
დახმარების
მიმართულებით ახალი მიზნობრივი პროგრამის ან/და მხარდაჭერის მომსახურების
შექმნას, დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი
არ
ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას, ვინაიდან
კანონპროექტით
მუნიციპალიტეტის
ორგანოებს
ენიჭებათ
უფლებამოსილება,
მონაწილეობა მიიღონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
გასატარებელ როგორც პრევენციული ხასიათის, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
ღონისძიებებში, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით ახალი მიზნობრივი პროგრამის
ან/და მხარდაჭერის მომსახურების შექმნას,
უნდა დაფინანსდეს მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან, რაც გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4
პუნქტის მოქმედი რედაქციაც ითვალისწინებს (აღნიშნული პუნქტი რჩება უცვლელი)
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებას, რომ განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც
მიემართება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციას, ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას.
შესაბამისად,
წარმოდგენილი
ცვლილებით
უფლებამოსილების
დამატება
არ
ხდება.
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ხარჯვით
მუნიციპალიტეტებისთვის
მხოლოდ
ნაწილზე
იმ
შემთხვევაში
გავლენა
ახალი
ექნება
კანონპროექტს,
თუ
მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს ახალ მიზნობრივ პროგრამას ან შექმნის მხარდაჭერის
მომსახურებას.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის გავლენის შესაფასებლად
შევეხებით კანონპროექტით გათვალისწინებულ ძირითად საკითხებს:
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული
სახელმწიფო თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები ფუნქციონირებს სსიპ სახელმწიფო
ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
(შემდგომში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო) სისტემაში. შესაბამისად, ფინანსდება
სახელმწიფო
ზრუნვის
სააგენტოსთვის
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ თავშესაფრების სადღეღამისო მომსახურებას
აწვდიან ძალადობის მსხვერპლებს და შესაბამისად, თავშესაფრის გარემო/საცხოვრებელი
ითვალისწინებს
საწოლებს.
საწოლებით
ხდება
ადგილების
განსაზღვრა/დათვლა
თავშესაფარში (თუმცა, უნდა აღინიშნოს ასევე, რომ თავისუფალი საწოლი ყოველთვის არ
ნიშნავს, რომ შესაძლებელია ახალი ბენეფიციარის მიღება. უმეტეს შემთხვევაში
თავშესაფრით სარგებლობს დედა შვილთან/შვილებთან ერთად და მათი განთავსება ხდება
ცალკე/თავისუფალ ოთახში და ოთახში ბენეფიციარების განთავსებისას, თუ დარჩება
თავისუფალი საწოლი, არის ალბათობა იმისა, რომ არ მოხდეს უცხო პირის შეყვანა). ამიტომ
ადგილები ლიმიტირებულია. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დღესდღეობით მართავს 5
თავშესაფარს და ადგილების რაოდენობა ხუთივე თავშესაფარში ჯამში არ აღემატება 85-ს
(საწოლების მიხედვით). ბოლო 2-3 წლის განმავლობაში თავშესაფრები მეტწილად სრული
დატვირთვით ფუნქციონირებენ. კანონპროექტის მიღების შემდგომ შესაძლოა გაიზარდოს
სააგენტოსადმი მიმართვიანობა. არსებული რესურსის ფონზე კი აღნიშნული გამოიწვევს
დამატებითი რესურსების მოძიების საჭიროებას.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება ბენეფიციართა რაოდენობაზე და ასევე გაზრდილი მომართვიანობის ფონზე მათი
თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის საჭირო შესაბამის რესურსებზე. (მ.შ. თავშესაფრით
უზრუნველყოფის ხარჯი) სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით
არსებული რესურსების პირობებში, თავშესაფარში ერთი ბენეფიციარის ერთი დღე-ღამის
ხარჯი საშუალოდ არის 38 ლარი. რაც შეეხება კრიზისულ ცენტრებს, 5-დან 4 კრიზისული
ცენტრი მომსახურებების მიწოდებას უზრუნველყოფს სამუშაო დღეებსა და სამუშაო
საათებში. ამასთან, კრიზისული ცენტრები დღესაც აწვდიან მომსახურებებს სავარაუდო
მსხვერპლებს, ანუ პირებს, რომლებსაც არ აქვთ დადგენილი მსხვერპლის სტატუსი.
სავარაუდო მსხვერპლად პირის განსაზღვრას კი ახდენენ შიდა ინსტრუმენტით, რომელიც
დამტკიცებულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მომსახურებებით სარგებლობის მიზნებისთვის მსხვერპლის სტატუსის გაუქმება არ ნიშნავს
იმას, რომ ნიბისმიერ პირს შეეძლება თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურებით
სარგებლობა, კანონპროექტი უფლებამოსილებას ანიჭებს თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის
მომსახურების მიმწოდებელს, რომ განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშოს
სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი),
რომლის საფუძველზეც მსხვერპლის მიერ თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების
მოთხოვნის შემთხვევაში, როცა იგი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და
სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის
მომსახურების მიწოდების ან მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, ასეთი
კრიტერიუმები/ინსტრუმენტი იქნება შესამუშავებელი, რაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა
ორგანომ/ორგანიზაციამ. სახელმწიფო თავშესაფრების/კრიზისული ცენტრების შემთხვევაში
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოა უფლებამოსილი, განსაზღვროს ასეთი კრიტერიუმები ან/და
შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დოკუმენტის/ინსტრუმენტის
შემუშავების პროცესი უკვე დაწყებულია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით და უცხოელი
ექსპერტის აქტიური მონაწილეობით შემუშავებულია დოკუმენტის პირველადი პროექტი და
შესაბამისი სახელმძღვანელოც, რომლისთვისაც საბოლოო სახის მიცემა კანონის ამოქმედებამდე
მოხდება.
კანონპროექტით იზრდება თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობის ვადა - 3 თვემდე
ვადიდან 4 თვემდე. მიუხედავად ვადის ცვლილებისა, აღნიშნული გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, რადგან დღეს მოქმედი რეგულაციებითაც შესაძლებელია თავშესაფარით
სარგებლობის ვადის გაგრძელება და მაგალითად სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობა,
შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია 9 თვესაც კი წარმოადგენდეს
(ხელშეკრულების გაგრძელებებით). 4 თვემდე ვადის გაზრდა უკავშირდება საქართველოში
გავრცელებულ პრაქტიკას - მსხვერპლის მიერ თავშესაფრით სარგებლობის საშუალო პერიოდი 4-6
თვეს შეადგენს. როგორც თავშესაფრებთან დაკავშირებით ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში
თავშესაფრები მეტწილად სრული დატვირთვით ფუნქციონირებენ და
ვადის ცვლილება არ
გაზრდის ხარჯებს.
რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (შემდგომ − მსხვერპლის
იდენტიფიცირების ჯგუფი), იგი შედგება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი 12
წევრისგან და მათი საქმიანობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას. შესაბამისად,
აღნიშნული ჯგუფის გაუქმება არანაირ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე.
„ოჯახის წევრის“ განმარტება ფართოვდება და ემატება „ინტიმური პარტნიორები“.
აქამდე ისინი არ განიხილებოდნენ ოჯახის წევრად და მათზე არ ვრცელდებოდა
პრევენციული მექანიზმები (შემაკავებელი და დამცავი ორდერები). ამ პირების მოქმედი
კანონის
მოქმედების
ფარგლებში
მოქცევის
შედეგად,
სავარაუდოდ,
გაიზრდება
სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების მიერ განსახორციელებელი აქტივობები
მომართვიანობიდან
გამომდინარე,
რაც
უნდა
დაიფაროს
ამ
უწყებებისთვის/ორგანოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები (საშინაო და საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
კანონპროექტი
უფლებამოსილებას
ანიჭებს
თავშესაფრის/კრიზისული
ცენტრის
მომსახურების მიმწოდებელს, რომ განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშოს
სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი),
რომლის საფუძველზეც მსხვერპლის მიერ თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების
მოთხოვნის შემთხვევაში, როცა იგი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და
სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის
მომსახურების მიწოდების ან მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, ასეთი
კრიტერიუმები/ინსტრუმენტი ექნება შესამუშავებელი კერძო თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის
მომსახურების მიმწოდებელს. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედ კერძო თავშესაფრებსა/კრიზისული
ცენტრებს
აქვთ
გარკვეული
მოთხოვნები
და
კრიტერიუმები
დადგენილი,
რასაც
უნდა
აკმაყოფილებდეს ძალადობის მსხვერპლი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. პირიქით, კანონპროექტის
მიხედვით მოხდება საქართველოს მიერ რატიფიცირებული ევროპულ კონვენციასთან
კიდევ უფრო დაახლოება (ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება სტამბოლის
კონვენციის დებულებებთან).
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმსხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ვალდებულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის
წარმომადგენლობამ საქართველოში (UN WOMEN) და დაქირავებულმა ექსპერტმა ირმა
ალადაშვილმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა..
ე) კანონპროექტის ავტორი:
ნინო წილოსანი
ნინო იობაშვილი
ხათუნა კვიციანი
მიხეილ სარჯველაძე
თეონა აქუბარდია
რამინა ბერაძე
რატი იონათამიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ნინო წილოსანი
ნინო იობაშვილი
ხათუნა კვიციანი
მიხეილ სარჯველაძე
თეონა აქუბარდია
რამინა ბერაძე
რატი იონათამიშვილი