„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 9 ✗ 17
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი
შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. მუნიციპალიტეტი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს ახორციელებს
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
რისთვისაც:
ა) უფლებამოსილია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას ითანამშრომლოს ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვის/დახმარების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე
დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყოს ერთობლივი პროექტების დაგეგმვა
და განხორციელება;
ბ) უფლებამოსილია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვის, დახმარების, მათი შესაძლებლობების გაფართოებისა და
ეკონომიკური
დამოუკიდებლობის
ხელშეწყობის
მიზნით,
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, შექმნას მხარდაჭერის მომსახურება (მომსახურებები) ან/და
შეიმუშაოს, დაამტკიცოს და განახორციელოს ისეთი მიზნობრივი პროგრამა (პროგრამები),
რომელიც ითვალისწინებს
მსხვერპლთა მხარდაჭერას რომელიმე ერთი ან რამდენიმე
მიმართულებით, როგორიცაა: მსხვერპლთა დაცვა, სამართლებრივი დახმარება,
ფსიქოლოგიური ან/და სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება და მათი ფიზიკური თუ
ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა, დროებითი საცხოვრისით (თავშესაფრით)
უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და
დასაქმების ხელშეწყობა და სხვა;
გ) უფლებამოსილია თავად განსაზღვროს ის კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს
სპეციალური ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილი პირი/კომისია
მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მხარდაჭერის
მომსახურებასა თუ მიზნობრივ პროგრამაში
მსხვერპლის მონაწილეობის ან
მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, როცა მსხვერპლი არ თანამშრომლობს
სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ანუ, მსხვერპლის
დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის
გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალდობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. სტამბოლის
კონვენცია). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს და
რატიფიკაცია მოახდინა 2017 წლის აპრილში, რასაც, სტამბოლის კონვენციის მოთხოვნათა
გათვალისწინებით,
მოჰყვა
მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო
და
ინსტიტუციური
ცვლილებები. 2017 წლიდან დღემდე არაერთხელ გადაიხედა და სტამბოლის კონვენციის
მოთხოვნათა შესაბამისად დარეგულირდა მთელი რიგი საკითხები, რამაც მნიშვნელოვნად
შეუწყო ხელი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა დაცვის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას
სტამბოლის კონვენციასთან.
მიუხედავად
კანონმდებლობის
დონეზე
განხორციელებული
არაერთი
მნიშვნელოვანი ცვლილებისა, დღეს გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებების, მათ შორის,
თავშესაფრის, ასევე, ადგილობრივ დონეზე ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული
პროგრამებისა თუ დახმარებების ხელმისაწვდომობა. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის
სტატუსის არსებობა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო სერვისებით (განსაკუთრებით,
თავშესაფრით)
და
ადგილობრივ
დონეზე
არსებული
პროგრამებით/დახმარებით
სარგებლობასთან, რაც ნიშნავს, რომ ასეთ დროს მსხვერპლის სტატუსის არსებობა
ძირითადი წინაპირობაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ემსახურება „ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
მომზადებული პროექტი. ხსენებული კანონპროექტი გარდა იმისა, რომ მხარდაჭერის
მომსახურებებით
სარგებლობისთვის
მსხვერპლის
სტატუსის
არსებობას
აღარ
ითავლისწინებს, ასევე შესაბამისი ცვლილებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის როლს
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით. კერძოდ კი, ცვლილება შედის
„ქალთა
მიმართ
ძალადობის
ან/და
ოჯახში
ძალადობის
აღკვეთის,
ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში და
ახალი რედაქციით ყალიბდება პირველი და მეორე პუნქტები:
„1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების
განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით
უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები,
აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში - მუნიციპალიტეტის ორგანოები.
2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების
განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო
და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა
შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობისა და
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან
და უზრუნველყონ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.”.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი პირდაპირ მიუთითებს „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსზე“, რომლის შესაბამისადაც უნდა განახორციელონ
მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
პრევენციის და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები/პროგრამები.
სწორედ ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე მომზადდა ცვლილების
პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“. კერძოდ კი ცვლილება შეეხო კოდექსის მე-16 მუხლს, რომელსაც ემატება მე-5
პუნქტი. აღნიშნული ცვლილებით უფრო მკაფიოდ განისაზღვრა ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების კუთხით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება და ის ღონისძიებები, თუ
რას შეიძლება ითვალისწინებდეს მსხვერპლთა დაცვა და დახმარება და რა მიზანი უნდა
ჰქონდეს ამ ღონისძიებებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია (ეს პუნქტი უცვლელად რჩება)
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
მიმართულებით
შესაბამისი
ღონისძიებების
განხორცილების
უფლებამოსილება
მუნიციპალიტეტების მიერ.
წარმოდგენილი ცვლილებით მუნიციპალიტეტებისთვის
ახალი უფლებამოსილების დამატება არ ხდება და მხოლოდ აზუსტებს, უფრო ვრცლად და
ნათლად განმარტავს თუ რა შეიძლება მოიაზრებოდეს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებში.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარდაჭერის მომსახურების, მათ შორის
თავშესაფრის/კრიზისული
ცენტრის
მომსახურების,
მიღებისთვის
ძალადობის
მსხვერპლის სტატუსის არსებობობა აღარ იქნება საჭირო (შესაბამისი ცვლილება შედის
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში) და ასეთი მიდგომა
გავრცელდება მსხვერპლთათვის განკუთვნილ მხარდაჭერის სხვა მომსახურებებზეც,
ამიტომ საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
წარმოდგენილი ცვლილების პროექტით მუნიციპალიტეტს ენიჭება უფლებამოსილება
თავად განსაზღვროს ის კრეტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი,
რომლის საფუძველზეც უფლებამოსილი პირი/კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას
მხარდაჭერის მომსახურებასა თუ მიზნობრივ პროგრამაში მსხვერპლის მონაწილეობის ან
მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, როცა მსხვერპლი არ თანამშრომლობს
სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ანუ, მსხვერპლის
დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის
გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები).
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით მკაფიოდ განისაზღვრა მუნიციპალიტეტის როლი ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების მიმართულებით და ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ დონეზე
მსხვერპლთათვის მხარდაჭერის მომსახურებებისა და მიზნობრივი პროგრამების
საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. წარმოდგენილი ცვლილებით განსაკუთრებული აქცენტი
კეთდება პრობლემაზე, უფრო ნათლად და ვრცლად აღწერს ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისთვის განკუთვნილი ღონისძიებების
რაობას და მნიშვნელობას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტები უფრო გააქტიურდებიან და
უფრო მეტად ქმედით ღონისძიებებს გაატარებენ მსხვერპლთათვის მხარდაჭერის
მომსახურებების შექმნისა თუ მიზნობრივი პროგრამების შემუშავებ/განხორციელების
თვალსაზრისით, რაც პირდაპირ გაიწერა წარმოდგენილი ცვლილების პროექტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მუნიციპალიტეტები უფრო გააქტიურდებიან
და
უფრო
მეტად
ქმედით
ღონისძიებებს გაატარებენ მსხვერპლთათვის მხარდაჭერის მომსახურებების შექმნისა თუ
მიზნობრივი პროგრამების შემუშავება/განხორციელების თვალსაზრისით. ადგილობრივ
დონეზე აღნიშნული მომსახურებებისა თუ პროგრამების შექმნა და დანერგვა კიდევ უფრო
ეფექტიანად უზრუნველყოფს ძალადობაგამოვლილი ადამიანების რეაბილიტაციასა და
ინტეგრაციას ადგილობრივ თემში. უფრო კომპლექსური გახდება ქალთა მიმართ/ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის/პრევენციისა და მსხვერპლთა დასაცავად გატარებული
ღონისძიებები და შედეგებიც ბევრად უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე გვაქვს ახლა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან გამომდინარე მომზადდა ცვლილების პროექტი
საქართველოს ორგანულ კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16
მუხლთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილებით უფრო მკაფიოდ განისაზღვრა ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების კუთხით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება და ის
ღონისძიებები, თუ რას შეიძლება ითვალისწინებდეს მსხვერპლთა დაცვა და დახმარება და
რა მიზანი უდა ჰქონდეს ამ ღონისძიებებს. ასევე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებად
განისაზღვრა, რომ თავად განსაზღვროს ის კრეტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური
ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილი პირი/კომისია მიიღებს
გადაწყვეტილებას მხარდაჭერის მომსახურებასა თუ მიზნობრივ პროგრამაში მსხვერპლის
მონაწილეობის ან მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, როცა მსხვერპლი არ
თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან
(ანუ, მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს შემაკავებელი ან
დამცავი ორდერის გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში
ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის
ღონისძიებები). უფრო კონკრეტულად კი, მე-16 მუხლს ემატებს შემდეგი შინაარსის მე-5
პუნქტი (ამასთან, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია (ეს პუნქტი უცვლელად
რჩება) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორცილების უფლებამოსილება):
„5. მუნიციპალიტეტი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათავალისწინებულ ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს
ახორციელებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, რისთვისაც:
ა) უფლებამოსილია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას ითანამშრომლოს ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვის/დახმარების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე
დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყოს ერთობლივი პროექტების დაგეგმვა
და განხორციელება;
ბ) უფლებამოსილია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვის, დახმარების, მათი შესაძლებლობების გაფართოებისა და
ეკონომიკური
დამოუკიდებლობის
ხელშეწყობის
მიზნით,
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, შექმნას მხარდაჭერის მომსახურება (მომსახურებები) ან/და
შეიმუშაოს, დაამტკიცოს და განახორციელოს ისეთი მიზნობრივი პროგრამა (პროგრამები),
რომელიც ითვალისწინებს
მსხვერპლთა მხარდაჭერას რომელიმე ერთი ან რამდენიმე
მიმართულებით, როგორიცაა: მსხვერპლთა დაცვა, სამართლებრივი დახმარება,
ფსიქოლოგიური ან/და სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება და მათი ფიზიკური თუ
ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა, დროებითი საცხოვრისით (თავშესაფრით)
უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და
დასაქმების ხელშეწყობა და სხვა;
გ) უფლებამოსილია თავად განსაზღვროს ის კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს
სპეციალური ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილი პირი/კომისია
მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მხარდაჭერის
მომსახურებასა თუ მიზნობრივ პროგრამაში
მსხვერპლის მონაწილეობის ან
მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, როცა მსხვერპლი არ თანამშრომლობს
სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ანუ, მსხვერპლის
დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის
გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები).“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2022 წლის 1 სექტემბრიდან. კანონპროექტი წარმოადგენს
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და ვინაიდან
ძირითად პროექტზე (პროექტით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებზე)
ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის 1 სექტემბერი, შესაბამისად აღნიშნული
კანონპროექტიც უნდა ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან. ასევე, შესაძლებელია
საჭირო გახდეს გარკვეული სამართლებრივი აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა,
რისთვისაც საჭიროა დრო.
აღნიშნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ
კანონპროექტს და ვინაიდან, ძირითად პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით
განხილვა,
შესაბამისად
აღნიშნული
კანონპროექტიც
განხილული
უნდა
იქნეს
დაჩქარებული წესით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ასეთი არ არსებობს.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
ღონისძიებების
ბ.ბ)
ან/და
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
დაფინანსების
მუნიციპალიტეტის
წყაროა
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტით მუნიციპალიტეტის ორგანოებს ენიჭებათ უფლებამოსილება,
შეიმუშაონ მიზნობრივი პროექტები ან/და შექმნან მხარდაჭერის მომსახურებები ქალთა
მიმართ/ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლებისთვის.
ასევე,
ქალთა
მიმართ
ძალადობის/ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით დაგეგმონ და განახორციელონ
სხვადასხვა ღონისძიებები. აღნიშნული კი უნდა დაფინანსდეს მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან. შესაბამისად, გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის
მე-4 პუნქტის მოქმედი რედაქციაც (ეს პუნქტი უცვლელად რჩება)
ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებას, რომ განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც
მიემართება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციას, ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას.
შესაბამისად,
წარმოდგენილი
უფლებამოსილების
მუნიციპალიტეტის
დამატება
ბიუჯეტის
ცვლილებით
მუნიციპალიტეტებისთვის
ახალი
არ ხდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება
ხარჯვით ნაწილზე გავლენა კანონპროექტს, თუ
მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს ახალ მიზნობრივ პროგრამას ან შექმნის მხარდაჭერის
მომსახურებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღები
პირდაპირი
ვალდებულებები).
ფინანსური
ვალდებულებები
(საშინაო
და
საგარეო
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. პირიქით, კანონპროექტის
მიხედვით მოხდება საქართველოს მიერ რატიფიცირებული ევროპულ კონვენციასთან
კიდევ უფრო დაახლოება (ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება სტამბოლის
კონვენციის დებულებებთან).
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმსხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ვალდებულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის
წარმომადგენლობამ საქართველოში (UN WOMEN) და დაქირავებულმა ექსპერტმა ირმა
ალადაშვილმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ნინო წილოსანი
ნინო იობაშვილი
ხათუნა კვიციანი
მიხეილ სარჯველაძე
თეონა აქუბარდია
რამინა ბერაძე
რატი იონათამიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ნინო წილოსანი
ნინო იობაშვილი
ხათუნა კვიციანი
მიხეილ სარჯველაძე
თეონა აქუბარდია
რამინა ბერაძე
რატი იონათამიშვილი