„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) მე-5 მუხლის 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„24. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში
ძალადობის მსხვერპლისათვის, როდესაც მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის
გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად
დამცავი ორდერის
გამოცემის საკითხს განიხილავს სასამართლო
საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 2113 მუხლით დადგენილი წესით, მიუხედავად ქალთა მიმართ
ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი
წესით არ აირჩია ადვოკატი.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, „სავარაუდო
მსხვერპლის“ ტერმინი უქმდება.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისობაში
უნდა მოვიდეს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ძალადობის მსხვერპლთათვის და ძალადობაგანცდილი ადამიანებისათვის,
განსაკუთრებით კი ასეთი ქალებისა და გოგოებისათვის, მხარდაჭერის სერვისების
მნიშვნელობასა და საჭიროებაზე არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი ამახვილებს
ყურადღებას და შესაბამისად, სახელმწიფოებს ავალდებულებს ასეთი სერვისების
როგორც შექმნას, ასევე ამ სერვისებზე ადვილად/შეუფერხებლად ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფას.
სტამბოლის
კონვენცია
ხაზგასმით
მიუთითებს,
რომ
“მომსახურების გაწევა არ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ბრალი
წაუყენოს ან ჩვენება მისცეს ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ”
(მუხლი 18, პუნქტი 4.). შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციის
დებულებებთან უფრო მეტად ჰარმონიზების მიზნით და ქალთა მიმართ ძალადობისა
და
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთა
მხარდაჭერის
გასაძლიერებლად
მნიშვნელოვანია იმ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რაც უკავშირდება
მსხვერპლების მიერ მხარდაჭერის მომსახურებებით სარგებლობისთვის დღეს
არსებული ბარიერების (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი
ორგანოს
მიერ
მინიჭებული
მსხვერპლის
სტატუსის
არსებობა)
დაძლევას/აღმოფხვრას, რის შემდეგაც მხარდაჭერის მომსახურებებით სარგებლობა
შეუფერხებელი
და
ადვილად
ხელმისაწვდომი
გახდება
ძალადობის
მსხვერპლებისთვის, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო სრულად
საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებს.
გაიზიარებს
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან
ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაშია „ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
იმის გათვალისწინებით, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტი აღარ ითვალისწინებს
„სავარაუდო მსხვერპლის“ ტერმინს, ამიტომ მნიშნელოვანია შესაბამისობაში იყოს ამ
კანონთან „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიც. ამ მიზნით
ცვლილება შედის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5
მუხლის 24
პუნქტში და ყალიბდება ახალი რედაქციით, რაც გულისხმობს 24
პუნქტიდან სავარაუდო მსხვერპლის ამოღებას. დანარჩენი რჩება უცვლელად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2022 წლის 1 სექტემბრიდან. კანონპროექტი წარმოადგენს
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და
ვინაიდან
ძირითად
პროექტზე
(პროექტით
გათვალისწინებულ
ძირითად
ცვლილებებზე) ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის 1 სექტემბერი,
შესაბამისად აღნიშნული კანონპროექტიც უნდა ამოქმედდეს 2022 წლის 1
სექტემბრიდან. ასევე, შესაძლებელია საჭირო გახდეს გარკვეული სამართლებრივი
აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, რისთვისაც საჭიროა დრო.
აღნიშნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის თანმდევ კანონპროექტს და ვინაიდან, ძირითად პროექტზე მოთხოვნილია
დაჩქარებული
წესით
განხილვა,
შესაბამისად
აღნიშნული
კანონპროექტიც
განხილული უნდა იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით
არ
დგინდება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში
არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები (საშინაო
და საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი
გადასახადის, მოსაკრებლის
ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტის
მიხედვით
დაკავშირებული
მოხდება
ვალდებულებები.
საქართველოს
მიერ
პირიქით,
რატიფიცირებული
ევროპულ კონვენციასთან კიდევ უფრო დაახლოება (ეროვნული კანონმდებლობის
ჰარმონიზება სტამბოლის კონვენციის დებულებებთან).
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ვალდებულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღო
მიიღო
კანონპროექტის
გაეროს
ქალთა
ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში (UN WOMEN) და დაქირავებულმა
ექსპერტმა ირმა ალადაშვილმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ნინო წილოსანი
ნინო იობაშვილი
ხათუნა კვიციანი
მიხეილ სარჯველაძე
თეონა აქუბარდია
რამინა ბერაძე
რატი იონათამიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ნინო წილოსანი
ნინო იობაშვილი
ხათუნა კვიციანი
მიხეილ სარჯველაძე
თეონა აქუბარდია
რამინა ბერაძე
რატი იონათამიშვილი