„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ი) დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელიც
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მსხვერპლი და
რომლის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შემაკავებელი ან დამცავი ორდერი,
ან/და მის მიმართ განხორციელებულ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები
ან/და სარგებლობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებებით;“
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520
დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც ახალი რედაქციით
ყალიბდება „მსხვერპლის“ განმარტება. კერძოდ, ის დათქმა რომ მსხვერპლად მიიჩნევა ქალი
ან ოჯახის წევრი, „... რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის
იდენტიფიცირების ჯგუფი)“ იცვლება და მსხვერპლის მიერ სხვადასხვა მომსახურებებით
სარგებლობის, ასევე მისი უფლებების დაცვის მიზნებისთვის, ე.წ. მსხვერპლის სტატუსის
არსებობა და შესაბამისად, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული შესაბამისმა ორგანოს მიერ მსხვერპლის სტატუსის მინიჭება/დადგენა
აღარ იქნება საჭირო. ამიტომ, მნიშნელოვანია, შესაბამისობაში იყოს ამ კანონთან „უცხოელთა
და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონიც. სწორედ ამ მიზნით ცვლილება შედის და ახალი რედაქციით ყალიბდება „უცხოელთა
და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი. უფრო კონკრეტულად კი, კანონის მოქმედი რედაქციით
მე-15 მუხლი ეხება ბინადრობის ნებართვის სახეებს, ხოლო „ი“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს
დროებითი ნებართვის გაცემას უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი. სწორედ ამ
ბოლო წინადადების ცვლილებას მიემართება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც უცხოელზე დროებითი ბინადრობის
ნებართვის გაცემას ითვალისწინებს ცვლილებით გათვალისწინებული სამი სხვადასხვა
პირობიდან ერთი პირობის არსებობის შემთხვევაშიც. ეს პირობებია: მსხვერპლის დაცვის
უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი; მსხვერპლის მიმართ
განხორციელებულ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტთან
დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების მიმდინარეობა; ქალთა
მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის
მომსახურებით სარგებლობა. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტით უცხოელზე
დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის აუცილებელია არსებობდეს მინიმუმ ერთი
პირობა მაინც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ მომზადებული კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისობაში უნდა მოვიდეს
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონიც. სწორედ ამ მიზნით ცვლილება შედის და ახალი რედაქციით
ყალიბდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაშია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
ცვლილება შედის და ახალი რედაქციით ყალიბდება „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15
მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
უფრო კონკრეტულად კი, კანონის მოქმედი რედაქციით მე-15 მუხლი ეხება
ბინადრობის ნებართვის სახეებს, ხოლო „ი“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს დროებითი
ნებართვის გაცემას უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი.“ როგორც
უკვე აღვნიშნეთ, ე.წ. „მსხვერპლის სტატუსის“ და მსხვერპლის სტატუსის დადგენასთან
დაკავშირებული დებულებების ამოღება ხდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონიდან და შესაბამისად იცვლება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ი“
ქვეპუნქტიც:
„ი) დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელიც
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მსხვერპლი და
რომლის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შემაკავებელი ან დამცავი ორდერი,
ან/და მის მიმართ განხორციელებულ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები
ან/და სარგებლობს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან
კრიზისული ცენტრის მომსახურებით;“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის პირველი მუხლით წარმოდგენილი ძირითადი ცვლილება
ამოქმედდება 2022 წლის 1 სექტემბრიდან. კანონპროექტი წარმოადგენს „ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და ვინაიდან ძირითად პროექტზე
(კანონპროექტით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებზე) ამოქმედების ვადად
განსაზღვრულია 2022 წლის 1 სექტემბერი, შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტის
პირველი მუხლით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებაც უნდა ამოქმედდეს 2022
წლის 1 სექტემბრიდან. ხოლო ამ ცვლილებისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის, რაც
მოიაზრებს სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და რასაც
ითვალისწინებს კანონპროექტის მე-2 მუხლი, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
აღნიშნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი და შესაბამისი დასაბუტება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ
კანონპროექტს და ვინაიდან, ძირითად პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით
განხილვა, შესაბამისად აღნიშნული კანონპროექტიც განხილული უნდა იქნეს
დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული
„ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს
და
დელეგირებული
უფლებამოსილების
ფარგლებში
საკონსულო
თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის“ თანახმად (მუხლი
2, პუნქტი 232), მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვისა და დროებითი
ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.
შესაბამისად, ამ მხრივ კანონპროეტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს
სამ პირობას, რომელთაგან ერთ-ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში წარმოეშობა
ძალადობის მსხვერპლს დროებითი ბინადრობის მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება
მითითებულ პირობებს, აღნიშნული თითქმის იმეორებს დღეს არსებულ მოთხოვნებს,
თუმცა აქცენტს არ აკეთებს მსხვერპლის სტატუსის დადგენის აუცილებლობაზე. ეს
პირობებია: მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ან
დამცავი ორდერი; მსხვერპლის მიმართ განხორციელებულ ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის
ღონისძიებების მიმდინარეობა; ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა.
რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების
მიერ მიმართვიანობას დროებით ბინადრობის მოწმობის ასაღებად, კანონპროექტის
შემდგომაც ბინადრობის მოწმობის გაცემათან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება
იუსტიციის სერვის ცენტრებზე/სახლებზე გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები (საშინაო და საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. პირიქით, კანონპროექტის
მიხედვით მოხდება საქართველოს მიერ რატიფიცირებული ევროპულ კონვენციასთან
კიდევ უფრო დაახლოება (ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება სტამბოლის
კონვენციის დებულებებთან).
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმსხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ვალდებულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის
წარმომადგენლობამ საქართველოში (UN WOMEN) და დაქირავებულმა ექსპერტმა ირმა
ალადაშვილმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ნინო წილოსანი
ნინო იობაშვილი
ხათუნა კვიციანი
მიხეილ სარჯველაძე
თეონა აქუბარდია
რამინა ბერაძე
რატი იონათამიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ნინო წილოსანი
ნინო იობაშვილი
ხათუნა კვიციანი
მიხეილ სარჯველაძე
თეონა აქუბარდია
რამინა ბერაძე
რატი იონათამიშვილი