„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.02.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/125/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 71 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 6
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ5) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო .“ 2. მე-14 მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემა იმართება სააგენტოს და მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების დონეებზე, რომელიც შეიძლება ემყარებოდეს ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა საინფორმაციო ბაზას.“ ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის მართვას თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში და თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.“. დ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტო ახორციელებს დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს ან/და სხვა ორგანოს მიერ მოწოდებული მონაცემების ან/და საკუთარი ინიციატივით მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას ან/და დამუშავებას.“ ე) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შექმნილი ინფორმაციის საჯაროობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ვ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის მართვის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“ 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-141 მუხლი: „მუხლი 141. სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა 1. სააგენტო არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი, მისი საქმიანობის მიზნები და სააგენტოს უფლებამოსილებები წესრიგდება ამ კოდექსით, საქართველოს კანონმდებლობით და სააგენტოს დებულებით. 3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი, სააგენტოს დებულება და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა. 4. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 5. სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 6. სააგენტოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია გამოსცეს ნორმატიული აქტები. 7. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში. 8. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 9. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის მიიღოს საფასური, რომელიც ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. 10. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის და საფასურიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 12. საქმიანობის მიზნების მისაღწევად და საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს აქვს ქონება. სააგენტოს ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების უფლებამოსილება 1. სივრცის დაგეგმარების საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს სააგენტო და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ან მისი ნაწილის შემუშავება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაუკვეთოს კერძო სამართლის სუბიექტს.“. 5. მე-19 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობას წარუდგენს სააგენტოს მიერ შემუშავებულ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას და ამ კონცეფციის საექსპერტო დასკვნას.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტოს მიერ წარმოდგენილ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის საექსპერტო დასკვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას. გ) მე- 7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 6. 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იერარქიულად ქვემდგომი გეგმებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული მოთხოვნები, თუ ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმით ან/და თუ განსხვავებული მოთხოვნების დადგენით არ იცვლება მისი ძირითადი არსი, რაც შეთანხმებული უნდა იქნეს სააგენტოსთან.“. 7. 22-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასაპროექტო კვლევის პერიოდში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს მიმართოს განცხადებით ამ პროექტების სივრცის დაგეგმარების გეგმებთან, პრინციპებთან და ამოცანებთან, აგრეთვე დამტკიცებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან კონცეფტუალური შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით. ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეფტუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა იძლეოდეს შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს სხვა ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდება, რომლებიც საჭიროა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. “; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.“. 8. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. იერარქიულად ქვემდგომი სივრცის დაგეგმარების ან ქალაქთმშენებლობითი გეგმების ან/და სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესაბამისობის თაობაზე წინადადების წარდგენა სააგენტო უფლებამოსილია ამ კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან/და მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში იერარქიულად ქვემდგომი სივრცის დაგეგმარების ან ქალაქთმშენებლობითი გეგმების ან/და სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესაბამისობაში მოყვანის ან/და გაუქმების თაობაზე წინადადებით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს.“. 9. 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა საექსპერტო დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.“. 10. 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობა ამტკიცებს გენერალურ გეგმას, ხოლო სააგენტო განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას. მათი შემუშავებისას მოქმედებს ამ კოდექსით ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავებისთვის დადგენილი მოთხოვნები. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ზონისათვის სააგენტო ამტკიცებს შესაბამის რეჟიმს ან/და განაშენიანების გეგმას ან/და განაშენიანების დეტალურ გეგმას.“. 11. 42-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. I სტადია იწყება გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომლის დროსაც წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს გენერალური გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება. გენერალური გეგმის კონცეფციაში ასახული უნდა იყოს ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზები.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. გენერალური გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას, აგრეთვე მათ მიერ საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.“. 12. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სააგენტოს მიერ ხორციელდება ამ კოდექსის 42-ე მუხლით (გარდა 42ე მუხლის 31 და მე-7 ნაწილებისა) დადგენილი წესით.“. 13. 46-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს მიერ შემუშავებულ ძირითადი დებულებების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“. 14. 141-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო 2025 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის დავალებით უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავება. აღნიშნული პროექტი მოწონებული უნდა იქნეს სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტს ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.“. მუხლი 2. 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს და იგი ჩაითვალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ (სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები (სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 3. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებსა და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანას ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საკითხს შეიმუშავებს სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში ცვლილების შეტანას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას ახორციელებს სააგენტო. 5. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის საფუძველზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცებას ახორციელებს სააგენტო. 6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მის განკარგვაში არსებული სივრცის დაგეგმარების პოლიტიკის განსახორციელებლად განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების მიმართვა სააგენტოს საკუთარ ანგარიშზე. 7. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ან/და სააგენტომ უზრუნველყონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამ კანონის ამოქმედებამდე დასაქმებული იმ საჯარო მოსამსახურეების უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის (ტოლფას) თანამდებობებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობებიც პირდაპირ დაკავშირებულია სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებასთან. 8. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2022 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მე16 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას. 9. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და სააგენტოს ხელმძღვანელის (დირექტორის) უკონკურსოდ დანიშვნა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის (შემდგომში კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ურბანული განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადაცემა გამოწვეული იყო საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ერთ-ერთი ძირითადი პრინციპით, ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფციით. ამ კონცეფციის თანახმად, ქვეყანის იმ დროინდელი გამოწვევები მოითხოვდა მცირე, მოქნილ და ეფექტიან სამთავრობო ინსტიტუტებს, რომელთა შორის ფუნქციათა გადანაწილება სახელმწიფო მართვის პროცესს გახდიდა უფრო ეფექტიანს. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სივრცითი–ტერიტორიული მოწყობის მიმართულებით გატარდა არა ერთი წარმატებული და ქმედითი ღონისძიება, რაც მოიცავს როგორც შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და დამტკიცებას, ასევე სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან წამოწყებას ქვეყნის შემდგომი სივრცითი დაგეგმარების პროცესის სრულყოფისთვის. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ სივრცითი, ისევე როგორც ქალაქმშენებლობითი განვითარება, მჭიდროდ უკავშირდება მშენებლობის პროცესს და ამ ორი სფეროს განყენებულად განხილვა რთულია. იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის პოლიტიკა, ზედამხედველობა წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებებს. შესაბამისად, წინამდებარე კანონის პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილებათა გადაცემას ახლად შექმნილი სააგენტოსთვის სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების პოლიტიკის უფრო ურთიერთკოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილებები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სფეროში დადგენილია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით. სწორედ ამ აქტში შესაბამისი ცვლილების მომზადებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის გადაცემის შემთხვევაში მიიღწევა დასახული მიზანი და განხორციელდება დაგეგმილი ამოცანები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით მოხდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ცვლილება, რომლის შედეგადაც ამ კოდექსით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლება–მოვალეობები გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 2018 წლამდე აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების პოლიტიკის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პროცესების მეტად ეფექტიანად და კოორდინირებულად წარმართვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით გადაეცემა ამ კანონის საფუძველზე შექმნილ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს. აღნიშნული სააგენტო წარმოადგენს ამ კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ცვლილებით, სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის მიიღოს საფასური, რომელიც ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული რედაქციით იცვლება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე და ზონებში განაშენიანების გეგმის, განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების წესი. აღნიშნულ გეგმებს დაამტკიცებს სააგენტო. კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტები სივრცის დაგეგმარების გეგმას საექსპერტო დასკვნისთვის წარუდგენენ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას განხილვის პროცესში და ასევე საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მუნიციპალიტეტს წარუდგენს დასკვნას. კანონპროექტი ითვალისწინებს ტექნიკური/ რედაქციული ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრას (იხ. 22-ე მუხლის მე-2 და 31-ე მუხლის მე-3 ნაწილები). კანონის პროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებების მუხლი, რომლის თანახმად: სააგენტო განისაზღვრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ; აღნიშნული კანონის პროექტის მიღებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები (სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე; კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებსა და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანას ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საკითხს შეიმუშავებს სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით წარუდგენს საქართველოს მთავრობას; კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის საფუძველზე განაშენიანების დეტალური გეგმას დაამტკიცებს სააგენტო; ხორციელდება თანამშრომლების უკონკურსოდ გადმოყვანა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის პირველი მუხლი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში, რათა მანამდე განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და გატარდეს ყველა საჭირო ზომა, რაც აუცილებელია კანონის ძალაში შესვლისთვის. კანონის მე-2 და მე-3 მუხლი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანი მათი დროული ამოქმედება კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედებამდე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავლები. რაც შეეხება სააგენტოს შემოსავლებს, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საკანონმდებლო ცვლილებები გავლენას მოახდენს სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე. სააგენტო უფლებამოსილი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის მიიღოს საფასური, რომელიც ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. შემოთავაზებული კანონის პროექტის თანახმად არ არის განსაზღვრული თუ რა ვადაში უნდა დაადგინოს საქართველოს მთავრობამ სააგენტოს მომსახურეობის საფასურები/ოდენობა. ამასთან, ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნული საკითხის თაობაზე. შესაბამისად, უცნობია სავარაუდოდ რა სახის გავლენას მოახდენს შემოთავაზებული რეგულაცია სააგენტოს შემოსავალზე. 2022 წლის განმავლობაში სააგენტოსთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ გრანტის სახით გადარიცხული საკუთარ შემოსავალში მიღებული თანხის 10% არ მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუმცა იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი მიაღწევს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელის ოდენობას და სააგენტოს შემოსავალი არ იქნება გათავისუფლებული აღნიშნული გადასახადის დაბეგვრისგან სააგენტო გახდება დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი და ეს დამატებით აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილში. ასევე სააგენტოს მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1 მილიონ ლარზე ზემოთ მიღებული შემოსავლის შემთხვევაში 10% მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება სააგენტოს ფუნქციონირებასა და უფლებამოსილებების განხორციელებასთან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნენების ფარგლებში გამოყოფილი 5.0 მლნ ლარი სააგენტოს გადაეცემა საქმიანობის განხორციელებისათვის. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: 1) საიჯარო ხელშეკრულება (საოფისე ფართი) 1 წლის ვადით და ყოველთვიური საიჯარო თანხა შეადგენს 6 580 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და კომუნალური გადასახადების გათვალისწინებით. დღეის მდგომარეობით გადახდილია 1 თვის საიჯარო თანხა. 2) უახლოეს პერიოდში იგეგმება საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღება, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო ორგანიზაცია "Icomos"-თან გაფორმდება ხელშეკრულება 6 434.0 ევროზე (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით) და აღნიშნული თანხა გაფორმებიდან მალევე იქნება გადახდილი. 3) ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს გამოცხადებული აქვს 2 კონკურსი (ქ. წყალტუბო და ქ. გურჯაანი), ქ. წყალტუბოს თანხა შეადგენს - 600 000 ლარს (დღგს გარეშე) და ქ. გურჯაანის თანხა შეადგენს - 800 000 ლარს (დღგ-ს გარეშე). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით დასაქმებულია 12 მოხელე. მათი დარიცხული წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 317 280 ლარს. აღნიშნული რიცხოვნობა შესაბამისი შრომის ანაზღაურებით გადაეცემა სააგენტოს. იმ ოდენობით რამდენი თვეც დარჩება წლის ბოლომდე სააგენტოს შექმნის შემდეგ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცის დაგეგმვის დეპარტამენტის თანამშრომელთა რიცხოვნება და თანამდებობრივი სარგო: N თანამდებობის დასახელება საშტატო ერთეული ფაქტიური ერთეული თანამდებობ რივი სარგო ფაქტიური თან. სარგო დაგროვებითი საპენსიო შენატანი - 2% I 8 8 15,840 15,840 90 1 1 5,500 5,500 0.00 1 1 2,200 2,200 0.00 6 6 8,140 8,140 90.20 1 1 2,200 2,200 0.00 1 1 1,430 1,430 0.00 1 1 1,320 1,320 26.40 1 1 1,320 1,320 26.40 1 1 1,320 1,320 26.40 1 1 550 550 11.00 1 სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი (პირველადი სტრუქტურულ ი ერთეულის ხელმძღვანელი) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურულ ი ერთეულის ხელმძღვანელი ს მოადგილე) ურბანული განვითარების სამმართველო სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურულ ი ერთეულის ხელმძღვანელი) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი შრომითი ხელშეკრულები თ დასაქმებული პირები შრომითი ხელშეკრულები თ დასაქმებული პირი შრომითი ხელშეკრულები თ დასაქმებული პირი შრომითი ხელშეკრულები თ დასაქმებული პირი შრომითი ხელშეკრულები თ დასაქმებული პირი 4 4 10,600 10,600 212.00 1 1 3,850 3,850 77.00 1 1 3,300 3,300 66.00 1 1 2,100 2,100 42.00 1 1 1,350 1,350 27.00 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცის დაგეგმვის დეპარტამენტის თანამშრომელთა რიცხოვნება და ანაზღაურება სრულად გადმოეცემა სააგენტოს. გარდა ამისა, იგეგმება სააგენტოში დასაქმებულთა რიცხოვნების გაზრდა, რაც გამოწვეულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. სავარაუდოთ, 2022 წელს სააგენტო ფუნქციონირებას გააგრძელებს არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსით, ხოლო შემდგომ გაზრდილი რესურსებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბიუჯეტიდან დამატებით სახსრების გამოყოფა. აღნიშნული ხარჯი ასევე სავარაუდოდ დაფინანსდება სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. მომავალში სააგენტოს სავარაუდო საშტატო ნუსხა და ანაზღაურება: ქვედანაყოფის დასახელება რანგი, კატეგორია ხელმძღვანელობა თანამდებობა კოეფიციენ ტი რიცხოვნო ბა თანამდებობრ ივი სარგო სააგენტოს უფროსი 1 7500.00 უფროსის მოადგილე 1 6000.00 უფროსის მოადგილე 1 6000.00 3 19500.00 1 5500.00 სულ ხელმძღვანელობა: სივრცითი და ქალაქმშენებლობი თი განვითარების და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტი პირველი რანგი, პირველადი სტრუქტურუ ლი ერთეულის ხელმძღვანე დეპარტამენტის უფროსი 5 ლის თანამდებობა მეორე რანგი, პირველადი სტრუქტურუ ლი ერთეულის ხელმძღვანე ლის მოადგილის თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, მეორე კატეგორიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 2 1 2200.00 კონსულტანტი 2.8 1 3080.00 კონსულტანტი 2.8 1 3080.00 კონსულტანტი 2.8 1 3080.00 მთავარი სპეციალისტი 2.2 1 2420.00 მთავარი სპეციალისტი 2.2 1 2420.00 მთავარი სპეციალისტი 1.8 1 1980.00 უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მეოთხე რანგი, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ს თანამდებობა სულ სივრცითი და ქალაქთმშენებლობ ითი განვითარების და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტი ურბანული განვითარების დეპარტამენტი პირველი რანგი, პირველადი სტრუქტურუ ლი ერთეულის ხელმძღვანე ლის თანამდებობა მეორე რანგი, პირველადი სტრუქტურუ ლი ერთეულის ხელმძღვანე ლის მოადგილის თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა სპეციალისტი 1.5 1 1650.00 9 25410.00 დეპარტამენტის უფროსი 5 1 5500.00 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 4.5 1 4950.00 კონსულტანტი 2.8 1 3080.00 კონსულტანტი 2.8 1 3080.00 მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მეოთხე რანგი, მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ს თანამდებობა სულ ურბანული განვითარების დეპარტამენტი: იურიდიული, ნორმატიული და აკადემიური პროგრამების დეპარტამენტი პირველი რანგი, პირველადი სტრუქტურუ ლი ერთეულის ხელმძღვანე ლის თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი მთავარი სპეციალისტი 1.3 1 1430.00 მთავარი სპეციალისტი 1.2 1 1320.00 მთავარი სპეციალისტი 1.2 1 1320.00 უფროსი სპეციალისტი 1.2 1 1320.00 სპეციალისტი 0.5 1 550.00 9 22550.00 დეპატამენტის უფროსი 5 1 5500.00 კონსულტანტი 2.8 1 3080.00 სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა კონსულტანტი 2.8 1 3080.00 მთავარი სპეციალისტი 2.2 1 2420.00 მთავარი სპეციალისტი 2.2 1 2420.00 5 16500.00 სულ იურიდიული, ნორმატიული და აკადემიური პროგრამების დეპარტამენტი ადმინისტრაციულ ი დეპარტამენტი პირველი რაბგი, პირველადი სტრუქტურუ ლი ერთეულის ხელმძღვანე ლის თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დეპარტამენტის უფროსი 5 1 5500.00 ფინანსისტი/ბუღალ ტერი 2.8 1 3080.00 შესყიდვების სპეციალისტი 2.8 1 3080.00 ს თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს თანამდებობა IT სპეციალისტი 2.8 1 3080.00 giz სპეციალისტი 2.8 1 3080.00 მთავარი სპეციალისტი 2.2 1 2420.00 მთავარი სპეციალისტი (ლოჯისტიკა) 2.2 1 2420.00 სულ ადმინისტრაციული დეპარტამენტი: 7 22660.00 სულ ჯამი: 33 106620.00 რაც შეეხება ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან მეორე მხარჯავ დაწესებულებაზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებების საკითხს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განკარგვაში არსებული სივრცის დაგეგმარების და ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის განსახორციელებლად განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებულ ასიგნებებს გადაურიცხავს სააგენტოს, რომელიც აისახება მის საკუთარ შემოსავალში მიღებული გრანტის სახით და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სააგენტოს 2022 წლის ბიუჯეტი და საშტატო რიცხოვნება შეთანხმდება მთავრობასთან. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის მიერ დეპარტამენტში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების ფონდიდან 264 400 ლარის ოდენობით და პროგრამული კოდით (25 03 11) გათვალისწინებული 5000000 ლარს გადაურიცხავს სააგენტოს. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2022 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მე-16 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ამ კანონის ამოქმედებამდე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით არსებულ სტრუქტურის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ჯამურად განსაზღვრული რიცხოვნობა. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილების შეტანის აუცილებლობას „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა შესაძლებელია გამოიწვიოს ახალი სააგენტოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულმა საჭიროებებმა. აღნიშნული ხარჯი შესაძლებელია გამოწვეული იყოს კომუნალური და სხვა მსგავსი გადასახდელებისთვის, ავტომობილის/ინვენტარის შეძენისთვის. სავარაუდოდ, 2022 წელს არ განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა სააგენტოსთვის აღნიშნული საჭიროებებისათვის. ამასთან, სააგენტოს დაფუძნების შემდეგ სამინისტროს მიერ განხორციელდება ბიუჯეტთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა მათ შორის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების ასახვა. რაც შეეხება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციების განხორციელების საკითხს, სამინისტროს აპარატი არსებული რესურსით განახორციელებს აღნიშნული ცვლილებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. შესაბამისად არ დადგება სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის მიმართულებით ახალი დეპარტამენტის ან სამმართველოს ჩამოყალიბების საჭიროება, რითაც არ გაიზრდება სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნება და შესაბამისად არ იქნება საჭირო შრომითი ანაზღაურების ზრდა. წარმოდგენილმა კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდენს მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აღნიშნული ხარჯები შესაძლოა გამოწვეული იქნეს სააგენტოსთვის მომსახურების საფასურის გადახდის გამო. ამასთან, სავარაუდოდ რა ოდენობით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას გამოიწვევს უცნობია, ვინაიდან ამ დროისთვის არ არის განსაზღვრული აღნიშნული საფასურების სახეები და ოდენობა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ასეთი სუბიექტები სავარაუდოდ შესაძლებელია იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტ(ებ)ი და კერძო სექტორი. აღნიშნულ სუბიექტებს მოუწევთ სააგენტოსთვის მომსახურების საფასურის გადახდა. თუმცა როგორც აღინიშნა, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი თუ რა სახის მომსახურება დადგინდება საქართველოს მთავრობის მიერ და კონკრეტულად რომელ სუბიექტებზე გავრცელდება. რაც შეეხება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებულ პირებს, პროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამ კანონის ამოქმედებამდე დასაქმებული იმ საჯარო მოსამსახურეების უკონკურსოდ გადაყვანა განხორციელდება შესაბამის (ტოლფას) თანამდებობებზე, რომელთა ფუნქციამოვალეობებიც პირდაპირ დაკავშირებულია სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებასთან. ტოლფასი თანამდებობა განმარტებულია უზენაესი სასამართლოს მიერ, “როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავსი თანამდებობა.” შესაბამისად, როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით რეგულირებულ შემთხვევებში, გადაყვანა განხორციელდება იმავე ანაზღაურებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამ კანონის ამოქმედებამდე შრომით ურთიერთობებში მყოფ პირთა შრომითი უფლებები იქნება იდენტური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში გადმოყვანისას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის მიიღოს საფასური. ამასთან, სააგენტოს მომსახურების საფასურების სახეებსა და ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. პროექტით არ არის განსაზღვრული აღნიშნული საფასურების მიღების დრო, მათი სახეები და ოდენობა. საფასურების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება მსგავსი მომსახურეობისთვის დაწესებული საფასურების ოდენობა, ეფექტიანი მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი/ადეკვატური/ სამართლიანი საფასური. აღნიშნული აუცილებელია ახალი სააგენტოს ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამატებითი შემოსავლის სახით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.