„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.05.2012, სარეგისტრაციო კოდი:
460030000.05.001.016744) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მშენებლობის დაწყების თარიღი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული
მშენებლობის დასაწყებად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი
მშენებლობის ნებართვის პირველად გაცემის თარიღი.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინვესტორი მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში
თავისუფლდება:
ა) დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადისაგან:
ა.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო
და დეკორაციული მასალების იმპორტისას;
ა.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისათვის საჭირო მანქანადანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო
საშუალებებისა) და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას;
ა.გ) ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიადის
(მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელი
სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთვარსკვლავიანი
სასტუმროს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის, ავეჯისა და სხვა
მოწყობილობების (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სიის მიხედვით)
იმპორტისას;
ბ) მოგების გადასახადისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის
ნაწილში;
გ) დივიდენდის გადახდის წყაროსთან
გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში.“;
დაბეგვრისაგან,
ბ) მე-4- მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ხელშეკრულებით
„4.
ინვესტორი ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებით იბეგრება ამ
ტერიტორიისთვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი
განაკვეთით. ამასთანავე, იგი თავისუფლდება ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებისგან
მშენებლობის დაწყების თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.
5. კონტრაქტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო
სამუშაოების
განხორციელების
შედეგად
ინვესტორისაგან
მიღებული/მისაღები
ანაზღაურების ნაწილში თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან მშენებლობის დაწყების
თარიღიდან 10 წლის განმავლობაში.
6. მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის გასვლის შემდეგ ინვესტორსა და
კონტრაქტორს უფლება არა აქვთ, გამოქვითონ წინა პერიოდის აუნაზღაურებელი ზარალი
(ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს
საქართველოს ტერიტორიაზე ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციების
განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და ამ ინვესტიციების დაცვის გარანტიებს. ამ
კანონის მე-5 მუხლით რეგულირდება ინვესტორისა (პირი, რომელიც საქართველოს
მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე
აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული
ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს) და კონტრაქტორის
(საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს საწარმო,
რომელიც ინვესტორის დაკვეთით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე
აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე
ნაგებობებს, აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, საბაჟო საწყობის, სპეციალური
სავაჭრო ზონის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ნაგებობებს, ან/და ახორციელებს
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მშენებლობას) გადასახადებით დაბეგვრა.
აღნიშნული მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, ინვესტორი ან/და
კონტრაქტორი განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში ამავე პუნქტებით გათვალისწინებული
გადასახადებისაგან თავისუფლდებიან მშენებლობის დაწყებიდან განსაზღვრული ვადის
განმავლობაში (5 ან 10 წელი).
კანონპროექტის შესაბამისად, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ხორციელდება ცვლილება, რომელიც შეეხება მშენებლობის დაწყების
თარიღის განსაზღვრას, ამ კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით
სარგებლობასთან დაკავშირებით პრაქტიკაში შესაძლო ბუნდოვანების თავიდან არიდების
მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტი მიზნად ისახავს „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში მოცემული ტერმინის განმარტებას და შესაბამისი დაზუსტების
შეტანას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით განმარტებული იქნება „მშენებლობის დაწყების“ ტერმინი, რაც ამ
კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობასთან დაკავშირებით
პრაქტიკაში შესაძლო ბუნდოვანებას და ნორმათა არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას
აღმოფხვრის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განიმარტება, რომ ამავე კანონით გათვალისწინებული
საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნისთვის, მშენებლობის დაწყების თარიღი
არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასაწყებად უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი მშენებლობის ნებართვის პირველად გაცემის
თარიღი.
ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის დაზუსტებითი
ხასიათის ცვლილებებს „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში.
ა. დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილია დაზუსტებითი ხასიათის
ცვლილებები, კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტი შეიცავს დაზუსტებითი ხასიათის
ცვლილებებს, არ იქონიებს ფინანსურ შედეგს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.