საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია 2022 წლის 15 თებერვლიდან მე-7 სამუშაო დღეს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გაუქმებულად ჩათვლის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
წერილი
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-2155/22
24-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1361-VIIIმს-Xმპ
დადგენილებით საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე
შეუწყდა
ბადრი ჯაფარიძეს,
რომელიც
გაერთიანებული
იყო
საპარლამენტო
ფრაქციაში „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“. აღნიშნულის შემდეგ,
ფრაქციაში „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გაერთიანებული დარჩა 7-ზე
ნაკლები პარლამენტის წევრი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე
მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან
ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის
შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია
გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის
წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან მე-7
დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ
უფლებებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის
მიხედვით, ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული,
გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული
ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული
კალენდარული
დღეებისა.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
გაცნობებთ,
რომ
ვინაიდან ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება
ვადამდე
შეუწყდა
2022
წლის
15
თებერვალს
(საქართველოს
პარლამენტის
დადგენილება №1361-VIIIმს-Xმპ), რომელიც გაერთიანებული იყო
საპარლამენტო
ფრაქციაში „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და აღნიშნულის შემდეგ
საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი,
საპარლამენტო ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გაუქმებულად
ჩაითვლება აღნიშნული თარიღიდან მე-7 სამუშაო დღეს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge