სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
წერილი
N DIS02/25
24/02/2022
25-01-4-202202241105
საქართველოს პარლამენტი
მის: ქ. თბილისი, 0118, რუსთაველის გამზირი №8
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებით დამტკიცებული
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის“
მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოგიდგენთ სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის საქმიანობის
შესახებ ინფორმაციას.
დანართი: 13 (ცამეტი) გვერდი
პატივისცემით,
ია შავერდოვი
საბჭოს თავმჯდომარე
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო
ინფორმაცია
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული
დავების განხილვის საბჭოს
2021 წლის
საქმიანობის შესახებ ინფორმაცია
თბილისი
2022
სარჩევი
1.
შესავალი ................................................................................................................................................ 3
2.
საბჭოში წარდგენილი საჩივრების შესახებ ინფორმაცია.............................................................. 3
2.1
საბჭოში გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან
დაკავშირებული დავების (გარდა გამარტივებული შესყიდვისა) შესახებ ინფორმაცია ........... 4
2.1.1 საბჭოში წარდგენილი საჩივრების საფუძვლები .................................................................. 4
2.1.2 დაუშვებლად ცნობილი საჩივრები ......................................................................................... 5
2.1.3 გახმობილი საჩივრები ................................................................................................................ 6
2.1.4 დაზუსტებული საჩივრები ........................................................................................................ 6
2.2
საბჭოში გასაჩივრებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია...................................... 8
2.2.1 გამარტივებული შესყიდვის საფუძვლები ............................................................................. 8
2.2.2 დაზუსტებული საჩივრები ........................................................................................................ 9
2.3
საბჭოში წარდგენილი საჩივრები სტატუსებისა და შესყიდვის პროცედურების
მიხედვით .................................................................................................................................................. 9
3.
სასამართლო დავები .......................................................................................................................... 12
4.
საჯარო ინფორმაცია .......................................................................................................................... 12
5.
საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგადი მონაცემები ............................................... 13
2
1. შესავალი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, 2020 წლის 02 ივლისის №6730-რს კანონის
საფუძველზე შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლითაც განხორციელდა „ერთის მხრივ, საქართველოსა
და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის 26 თებერვლის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC
დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივის
„პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან
დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების
და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ ზოგიერთ ელემენტთან დაახლოება და
იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში.
ზემოაღნიშნული კანონით 2021 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა დავების განხილვის საბჭოს
რეფორმირება და შეიქმნა ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დავების განმხილველი ორგანო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში - საბჭო).
საბჭო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებელი და
დამოუკიდებელი ორგანოა. მისი მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად
გადაწყვეტა. საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5
წევრისგან.
საბჭოს, საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ჰყავს აპარატი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს
სტრუქტურული ერთეულია, თუმცა საბჭოს მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით საბჭოს აპარატი
ასრულებს მხოლოდ საბჭოს მითითებებს.
2. საბჭოში წარდგენილი საჩივრების შესახებ ინფორმაცია
საბჭო იხილავს როგორც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ასევე, „საჯარო
და
კერძო
თანამშრომლობის
შესახებ“
კანონით
გათვალისწინებული
შერჩევის
პროცესიდან
გამომდინარე წარმოშობილ დავებს.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე წარმოშობილი დავებიდან
2021 წელს საბჭომ განიხილა 1086 საჩივარი. რაც შეეხება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
კანონით გათვალისწინებული შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავებს, 2021 წელს ხსენებული
საბჭოში არ გასაჩივრებულა.
3
2.1 საბჭოში
გასაჩივრებული
სახელმწიფო
შესყიდვის
განხორციელებასთან
დაკავშირებული დავების (გარდა გამარტივებული შესყიდვისა) შესახებ ინფორმაცია
2021 წელს საბჭოში წარმოდგენილი იქნა 1082 საჩივარი (გარდა გამარტივებული შესყიდვისა),
რომელთაგან უმეტესი ნაწილი - 640 საჩივარი, გადაწყდა ბიზნესის სასარგებლოდ (სრულად და
ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრები), რაც შემოსული საჩივრების 59%-ს შეადგენს.
დიაგრამა №1:
2021 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა (გარდა გამარტივებული შესყიდვისა)
11%
სრულად დაკმაყოფილდა
(261)
3%
24%
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
(379)
27%
არ დაკმაყოფილდა (294)
35%
დაუშვებლად იქნა ცნობილი
(122)
გაუქმებული (26)
2.1.1 საბჭოში წარდგენილი საჩივრების საფუძვლები
2021 წელს საბჭოში წარმოდგენილი 1082 საჩივრიდან უმეტესობა - 928 საჩივარი ეხებოდა
სატენდერო/საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებებს (917 საჩივარი) და ქმედებებს (11 საჩივარი),
ხოლო, 154 საჩივარი - სატენდერო/საკონკურსო პირობებს (იხ. დიაგრამა №2).
4
დიაგრამა №2:
2021 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების საფუძვლები
1000
900
800
700
600
500
928
400
300
200
154
100
0
სატენდერო/საკონკურსო პირობები
სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება
2.1.2 დაუშვებლად ცნობილი საჩივრები
2021 წელს, საბჭოში წარმოდგენილი 1082 საჩივრიდან 122 დაუშვებლად იქნა ცნობილი შემდეგი
საფუძვლებით:
ცხრილი №1:
2021 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების დაუშვებლობის საფუძვლები
მომჩივანმა გაუშვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა
40
საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის უკვე
34
დადებული იყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
არ იქნა გამოსწორებული საბჭოს მიერ დადგენილი ხარვეზი
20
გასულია სატენდერო/საკონკურსო პირობების გასაჩივრების ვადა
16
5
გასულია შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო
8
კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებისთვის დადგენილი
ვადა
არ იქნა გამოსწორებული საბჭოს მიერ დადგენილი ხარვეზი და ასევე,
დადებულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
1
გასულია შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო
1
კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებისთვის დადგენილი
ვადა და ასევე დადებულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება
არ არსებობს დავის საგანი
1
საჩივარი ეხება საკითხს, რომელზეც არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება
1
იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით
2.1.3 გახმობილი საჩივრები
2021 წელს საბჭოში შემოსული 1082 საჩივრიდან 26 საჩივარი გახმობილი იქნა თავად მომჩივანის მიერ.
იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია საბჭოს წერილობით წარედგინება, მისთვის
ცნობილია საჩივრის გამოხმობის საფუძვლები - 2 საჩივრის შემთხვევაში გამოხმობის მიზეზი გახდა ის
გარემოება, რომ მომჩივანი გაეცნო როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის პოზიციას, ასევე საბჭოს
პრაქტიკას, რისი გათვალისწინებითაც ხსენებული საჩივრის განხილვამ მისთვის დაკარგა იურიდიული
ინტერესი, 1 საჩივრის შემთხვევაში მითითებულია, რომ მექანიკური შეცდომის გამო საჩივარი
წარდგენილ იქნა სხვა სატენდერო განცხადებაზე, 1 საჩივრის შემთხვევაში გამოხმობის მიზეზი გახდა ის
გარემოება, რომ წარდგენილ იქნა ხარვეზიანი საჩივარი, რის გამოც ტენდერი ხელახლა იქნა
გასაჩივრებული,
1
საჩივრის
შემთხვევაში
მითითებულია,
რომ
საჩივარი
წარადგინა
არაუფლებამოსილმა პირმა, რის გამოც კომპანიამ უარი განაცხადა ხარვეზის შევსებაზე, 1 საჩივრის
შემთხვევაში გამოხმობის
მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ წარდგენილი საჩივრის განხილვა
შესყიდვის პროცედურის გასაუმჯობესებლად შედეგს ვერ გამოიღებდა, 1 საჩივრის შემთხვევაში
მითითებულია: „აღნიშნული ტიპის შესყიდვა ტენდერის გზით (მთარგმნელობითი მომსახურების
შესყიდვა) წარმოადგენს პირველ პრეცენდენტს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, ამასთან არსებობს
აღნიშნული მომსახურების მიღების დასაბუთებული აუცილებლობა აღნიშნული საჯარო სამართლის
იურიდიული პირისათვის“, 19 საჩივრის შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული საჩივრის გამოხმობის
კონკრეტული მიზეზ(ებ)ი.
2.1.4 დაზუსტებული საჩივრები
2021 წელს საბჭომ მიიღო 176 საჩივრის დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილება, რომელთაგან 40
საჩივრის
შემთხვევაში
მომჩივანმა
არ
დააზუსტა
6
საჩივარი
(გაუშვა
ხარვეზის
შესავსებად
განსაზღვრული ვადა), ხოლო 20 შემთხვევაში საჩივარს მიანიჭა სტატუსი „დაზუსტებული“, თუმცა
რეალურად, ნაცვლად დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისა, მომჩივანმა უცვლელად დატოვა
დასაზუსტებელ საჩივარში მითითებული გარემოებები.
116 შემთხვევაში მომჩივანმა გამოასწორა დადგენილი ხარვეზ(ებ)ი (დააზუსტა საჩივარი), რომელთაგან
104 საჩივარი საბჭომ მიიღო წარმოებაში, 12 საჩივრის შემთხვევაში კი, დასაშვებობის საკითხის
განხილვის დროისთვის უკვე დადებული იყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რის
გამოც ხსენებული დაზუსტებული საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ცხრილი №2:
2021 წელს საბჭოს მიერ საჩივრის დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილებების საფუძვლები1
სათანადოდ არ იყო მითითებული საჩივარი ეხებოდა
სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას თუ ქმედებას
3
სათანადოდ არ იყო მითითებული სატენდერო/საკონკურსო პირობების
გასაჩივრებული ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია
5
სათანადოდ არ იყო მითითებული სატენდერო/საკონკურსო კომისიის
მიერ მიღებული სხდომის სადავო ოქმის შესახებ ინფორმაცია
22
სათანადოდ არ იყო მითითებული სატენდერო/საკონკურსო პირობების
კონკრეტული ჩანაწერი ან/და ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმა
(მუხლი, პუნქტი/ნაწილი, ქვეპუნქტი), რომელთან/რომლებთან
შეუსაბამობა/შესაბამისობა დაადგინა სატენდერო/საკონკურსო კომისიამ
სადავო გადაწყვეტილებით
12
სათანადოდ არ იყო მითითებული ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმა
(მუხლი, პუნქტი/ნაწილი, ქვეპუნქტი), რომელსაც ეწინააღმდეგებოდა
სატენდერო/საკონკურსო კომისიის სადავო გადაწყვეტილება/ქმედება ან
სატენდერო/საკონკურსო პირობების გასაჩივრებული ჩანაწერი
16
დეტალურად არ იყო დასაბუთებული თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა
გასაჩივრებული სატენდერო/საკონკურსო კომისიის სადავო
გადაწყვეტილება/ქმედება ან სატენდერო/საკონკურსო პირობების
გასაჩივრებული ჩანაწერი კანონმდებლობას
სათანადოდ არ იყო მითითებული საჩივრის მოთხოვნა
94
საჩივარი წარდგენილი იყო არასახელმწიფო ენაზე
3
1
52
შენიშვნა: საბჭოს მიერ მიღებულ საჩივრის დაზუსტების შესახებ ერთ გადაწყვეტილებაში შესაძლებელია
მითითებული იყოს რამდენიმე სხვადასხვა საფუძველი.
7
სათანადოდ არ იყო მითითებული საჩივრის წარმდგენი პირის შესახებ
ინფორმაცია, შესაბამისად ვერ დგინდებოდა თუ რამდენად
უფლებამოსილმა პირმა წარადგინა საჩივარი
6
წარდგენილი არ იყო საჩივრის წარმდგენის პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად ვერ
დგინდებოდა თუ რამდენად უფლებამოსილმა პირმა წარადგინა
საჩივარი
10
საჩივრის შინაარსს არ ჰქონდა შერჩეული საჩივრის შესაბამისი
ფორმა
14
საჩივარში მითითებული სხდომის ოქმი სადავო შესყიდვის ფარგლებში
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ატვირთული არ იყო
15
2.2 საბჭოში გასაჩივრებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად
გასაჩივრებას
დაექვემდებარა
გამარტივებული
შესყიდვის
ხელშეკრულების
დადებასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებაც, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება
შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის დირექტივით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს („ასოცირების
შესახებ შეთანხმების XVI დანართის განახლების შესახებ“ ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის
საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის №2/2019 გადაწყვეტილების შესაბამისად,
ასოცირების შეთანხმების XVI-A დანართით განსაზღვრულია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
მოქმედი მონეტარული ზღვრები).
2021 წელს საბჭოში გასაჩივრებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებებიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1 საჩივარი, ხოლო არ
დაკმაყოფილდა - 3 საჩივარი.
2.2.1 გამარტივებული შესყიდვის საფუძვლები
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით
დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული
შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლში მითითებულია გამარტივებული შესყიდვის საფუძვლები.
8
2021 წელს საბჭოში გასაჩივრდა გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძვლები იყო: გადაუდებელი აუცილებლობა (2
საჩივარი), ექსკლუზივი (1 საჩივარი) და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარება (1 საჩივარი).
2.2.2 დაზუსტებული საჩივრები
2021 წელს საბჭომ მიიღო 1 საჩივრის დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილება. მომჩივანს საჩივრის
დაზუსტება დაევალა იმის გამო, რომ სათანადოდ არ იყო მითითებული საჩივრის მოთხოვნა. ხსენებულ
შემთხვევაში მომჩივანმა გამოასწორა დადგენილი ხარვეზი, რის შედეგადაც საჩივარი წარმოებაში იქნა
მიღებული.
2.3 საბჭოში წარდგენილი საჩივრები სტატუსებისა და შესყიდვის პროცედურების
მიხედვით
ცხრილი №3:
2021 წელს საბჭოში წარდგენილი 1086 საჩივარი სტატუსებისა და შესყიდვის საშუალებების მიხედვით
შესყიდვის საშუალება
სტატუსი
SPA2
NAT 3
MEP 4
CNT 5
SMP 6
ჯამი
დაკმაყოფილდა
28
232
0
1
0
261
ნაწილობრივ
23
341
14
1
1
380
16
273
4
1
3
297
დაკმაყოფილდა
არ დაკმაყოფილდა
2
ელექტრონული ტენდერი, რომელიც ჩატარებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14
ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესით“ განსაზღვრული ნორმების
შესაბამისად.
3 ელექტრონული ტენდერი, რომელიც ჩატარებულია ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, დამატებითი
რაუნდების გარეშე.
4 ელექტრონული ტენდერი, რომელიც ჩატარებულია ორ ეტაპად – ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით.
5 კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
6 გამარტივებული შესყიდვა.
9
დაუშვებელი
8
111
3
0
0
122
გაუქმებული
0
26
0
0
0
26
ჯამი
75
983
21
3
4
1086
ცხრილი №4:
2021 წელს საბჭოში წარდგენილი 1086 საჩივარი შესყიდვის საშუალებების მიხედვით
შესყიდვის საშუალება
SPA
NAT
MEP
CNT
SMP
რაოდენობა
75
983
21
3
4
წილი საჩივრების სრულ
6.9%
90.5%
1.9%
0.3%
0.4%
ოდენობაში
დიაგრამა №3:
2021 წელს საბჭოში წარდგენილი 1086 საჩივარი შესყიდვის საშუალებების მიხედვით
შესყიდვის საშუალებების მიხედვით
90.5%
1200
100 %
983
1000
80%
800
60%
600
40%
400
6.9%
200
75
20%
1.9%
0.3%
0.4%
0%
21
3
4
MEP
CNT
SMP
0
-20%
SPA
NAT
შესყიდვის საშუალებები
10
წილი მთლიანში
ცხრილი №5:
2021 წელს საბჭოში წარდგენილი 1086 საჩივარი სტატუსების მიხედვით
შესყიდვის საშუალება
სტატუსი
SPA
NAT
MEP
CNT
SMP
დაკმაყოფილდა
28
232
0
1
0
ნაწილობრივ
23
341
14
1
1
არ დაკმაყოფილდა
16
273
4
1
3
დაუშვებელი
8
111
3
0
0
გაუქმებული
0
26
0
0
0
დაკმაყოფილდა
დიაგრამა №4:
2021 წელს საბჭოში წარდგენილი 1086 საჩივარი სტატუსების მიხედვით
400
341
300
232
273
200
100
111
2823
16 8
0
SPA
0
26
NAT
0 14 4 3
MEP
0
1 1 1 0
CNT
დაკმაყოფილდა
ნაწილობრივ დაკამყოფილდა
დაუშვებელი
გაუქმებული
11
0
0 1 3 0
0
SMP
არ დაკმაყოფილდა
3. სასამართლო დავები
2021 წელს გასაჩივრდა საბჭოს მიერ მიღებული 28 გადაწყვეტილება (28 სარჩელი), რაც შემოსული
საჩივრების 2,5%-ს შეადგენს. ამავე წელს, საბჭომ მოამზადა და სასამართლოში გააგზავნა შესაგებლები
ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად.
2021 წელს საბჭოს მონაწილეობით გაიმართა 9 სასამართლო პროცესი. ხსენებული საქმეებიდან პირველი
ინსტანციის სასამართლომ არსებითად განიხილა 2 სასამართლო საქმე, რომლებიც დასრულდა დავების
საბჭოს სასარგებლოდ (სარჩელები არ დაკმაყოფილდა). 2 შემთხვევაში მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი
(აღსანიშნავია, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ ორივე განჩინება შესულია კანონიერ
ძალაში), ხოლო 2 სასამართლო საქმეზე, საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის წარმოება შეწყდა
სარჩელის დაუშვებლობის მოტივით (ამ ეტაპზე შეწყვეტის შესახებ 1 განჩინება კანონიერ ძალაში
შესული არ არის).
2021 წელს, საბჭომ სასამართლოში წარადგინა 1 კერძო საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების
გაუქმების
შესახებ,
რაც
თბილისის
სააპელაციო
სასამართლომ
ნაწილობრივ
დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს დაავალა გარემოებების გამოკვლევა და
დასაბუთებული განჩინების მიღება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელახლა იმსჯელა სადავო
საკითხზე, გაიზიარა საბჭოს მოტივაცია და უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. პირველი ინსტანციის
სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელის კერძო საჩივარი წარდგენილია ვადის დარღვევით, რის გამოც
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების
თაობაზე.
4. საჯარო ინფორმაცია
2021 წელს საბჭოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 4 წერილი, რომელთაგან 3
დაკმაყოფილდა, ხოლო 1 შემთხვევაში ინფორმაცია დაუბრუნდა ადრესატს დასაზუსტებლად. საბჭოს
არ მიუღია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ასევე, არ
დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა დავების განხილვის დროს საქმის
პროკურატურისთვის გადაცემის სტატისტიკის მოთხოვნა, საჩივრების წერილობით შედგენილი
სხდომის
ოქმების
დამოწმებული
ასლების
გადაცემის
მოთხოვნა
და
ერთ-ერთი
კომპანიის
მონაწილეობით მიმდინარე დავების, მასში მონაწილე მხარეების, საჩივრის მოთხოვნებისა და დავის
საგნის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა. ერთ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს ეთხოვა მოთხოვნის
დაზუსტება. საჯარო ინფორმაციის გაცემისას საბჭო ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
12
5. საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგადი მონაცემები
2021 წელს რეაგირება განხორციელდა საბჭოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (disputes@competition.ge)
შემოსულ 1753 წერილზე;
2021 წელს საბჭოს ოფიციალური ელ. ფოსტის საშუალებით (disputes@competition.ge) გაიგზავნა 2222
წერილი;
2021 წელს რეაგირება განხორციელდა eDocument-ის საშუალებით შემოსულ 1471 წერილზე;
2021 წელს eDocument-ის საშუალებით გაიგზავნა 130 წერილი;
2021 წელს საჭიროების მიხედვით მომზადდა შესაბამისი დოკუმენტები 636 საჩივრის წარდგენის
საფასურის სრული ოდენობით უკან დაბრუნების შესახებ და 10 საჩივრის წარდგენის საფასურის
ნახევარი ოდენობით უკან დაბრუნების შესახებ.
13