საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახაბერ კუჭავას ადგილმონაცვლის გიორგი ცაგარეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-2246/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახაბერ კუჭავას ადგილმონაცვლის გიორგი ცაგარეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 61

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2022 წლის 28 თებერვალი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახაბერ კუჭავას ადგილმონაცვლის გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის 28 თებერვალი, 12.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N61 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე ლევან ბეჟაშავილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, სავალან მირზოევი, ბაჩუკი ქარდავა სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახაბერ კუჭავას ადგილმონაცვლის გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით: გიორგი კახიანი დაინტერესდა, რატომ არ იყო დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის პროექტში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა? სხდომის თავმჯდომარემ განმარტა რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხის გადადება, დამატებითი კონსულტაციებისათვის, წერილობითი ფორმით ითხოვა საკითხის ინიციატორმა დავით უსუფაშვილმა. დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით სხვა შენინიშვნები და მოსაზრებები კომიტეტის წევრების მხრიდან არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახაბერ კუჭავას ადგილმონაცვლის გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ 2022 წლის 16 თებერვლის განკარგულებას N23/2022 - საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახაბერ კუჭავას ადგილმონაცვლის გიორგი ცაგარეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და თანდართულ მასალებს, მათ შორის: სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა და გიორგი ცაგარეიშვილის თანხმობა იმის თაობაზე, რომ მზად არის გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი განკარგულების თანახმად, პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახაბერ კუჭავას (პარტიულ სიაში N6) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - გიორგი ცაგარეიშვილი (პარტიულ სიაში N63). როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ყველა დოკუმენტაცია, რაც საჭიროა ფორმალურად და იურიდიულად წესრიგშია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს გიორგი ცაგარეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. შენიშვნები და მოსაზრებები კომიტეტის წევრების მხრიდან განხილულ საკითხთან დაკავშირებით არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახაბერ კუჭავას ადგილმონაცვლის გიორგი ცაგარეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახაბერ კუჭავას ადგილმონაცვლის გიორგი ცაგარეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2