საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ და „სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის“ (ვილი პაჭკორია, გიორგი ჩახუნაშვილი) მიერ წარმოდგენილ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტების საკითხი) (№1-777/22; 25.01.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-2251/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-28
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-2251/22 28-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების ,,საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ და ,,სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის“ (ვილი პაჭკორია, გიორგი ჩახუნაშვილის) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტების საკითხი) (1-777/22; 25.01.2022). საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წლის 28 თებერვალს განიხილა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. I . საკანონმდებლო წინადადების არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ქვეყანაში არსებული მძიმე პანდემიური პროცესების გათვალისწინებით, პირველადი ჯანდაცვის რგოლი განიცდის დატვირთვას, სადაც ხშირ შემთხვევებში იკვეთება ოჯახის ექიმების, თერაპევტებისა და პედიატრების დეფიციტი. ასეთ ფონზე საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების უზრუნველყოფა ოჯახის ექიმებითა და პედიატრებით ფიზიკურად შეუძლებელია, სწორედ მსგავსი პროფილის ექიმთა ადამიანური რესურსის სიმწირის გამო. აღნიშნული პრობლემის მყისიერი გადაჭრა შესაძლებელია, თუ დროულად შეიქმნება სკოლის ექიმის გადამზადების საშუალოდ ერთთვიანი კურსი, რომელსაც ,,სკოლის ექიმის გადამზადების მოდულის“ ფარგლებში უზრუნველყოფს დარგობრივი ასოციაციების აკადემიური წარმომადგენლობა ან დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერი სპეციალობით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელ ექიმს, მათ შორის ქირურგს, სტომატოლოგს და სხვა. მდგომარეობის განტვირთვისა და სკოლის ექიმის ადამიანური რესურსების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით მიზანშეწონილია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლში დაჩქარებული წესით შეტანილ იქნეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს და თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დაამტკიცებს სკოლის სამედიცინო პერსონალის შესარჩევ კრიტერიუმებს, მათ შორის მოითხოვს სკოლის ექიმი ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში საოჯახო მედიცინა, პედიატრია, თერაპია ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს (მათ შორის ქირურგია, სტომატოლოგია, სპორტული რეაბილიტაცია). წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით, პერიოდულად განახორციელებს სკოლის ექიმის საკვალიფიკაციო გადამზადებას, ასევე ზემოაღნიშნული სამინისტროების მიერ უნდა შემუშავდეს სკოლის სამედიცინო პერსონალის გადამზადების მოდული. II. კომიტეტის შეფასება კომიტეტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო წინადადების მიღება ხელს ვერ შეუწყობს სკოლებში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის (ექიმი) საქმიანობას და მათ წინაშე დასმული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას. ექიმის კვალიფიკაციის მქონე პირთა წრის გაფართოებამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს იმ მიზნების განხორციელება რომლებიც თავის დროზე ჩადებული იყო შესაბამის კანონში და ითვალისწინებდა: ა) პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას; ბ)ჯანმრთელობის ხელშეწყობის/უზრუნველყოფის აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებას; გ) ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას; დ) მშობლის, მასწავლებლისა და მოსწავლეების ინფორმირებას ჯანმრთელობის დაცვასა და ავადებების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე; და დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) სკოლის სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზრუნვას; აღნიშნული ფუნქციების შესრულება სწორედ რომ მაღალკვალიფიციურ პედიატრს, ოჯახის ექიმს ან ზოგადი პროფილის ექიმ პედიატრს შეუძლია, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების კანონში გაწერას რაც მიზანშეუწონელია, ვინაიდან სამედიცინო პერსონალის სტანდარტი უმჯობესია დაადგინონ კომპეტენტურმა დარგობრივმა სამინისტროებმა და არა საკანონმდებლო ორგანომ. აღნიშნული მექანიზმი უფრო ეფექტურია იურიდიული თვალსაზრისითაც და შესაძლებლობას იძლევა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სწრაფი ცვლილება სამინისტროების ერთობლივ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. III. დასკვნითი ნაწილი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და უარყოფილად ცნო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი