საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ სურსათპროდუქტებზე ფასების რეგულირების შესახებ (№1-14077/21; 25.10.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-01
ბიუროს ნომერი 126
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-2275/22
28-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
სურსათპროდუქტებზე ფასების რეგულირების შესახებ
(№1-14077/21; 25.10.2021)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2022 წლის 28 თებერვლის სხდომაზე განიხილა მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სურსათპროდუქტებზე ფასების რეგულირების
შესახებ“.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
თაღლითური
ქმედებებით,
ტურისტებზე
ვლინდება
საკუთრების
უფლების
მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, კერძოდ: რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში
ტურისტებისთვის მოტყუებით ხდება სურსათპროდუქტებზე გაორმაგებული ფასების
მოთხოვნა. შესაბამისად, მოქალაქის მიერ
საკანონმდებლო წინადადების წარდგენის
საფუძველს წარმოადგენდა აღნიშნული გარემოება.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის
პრინციპებს, სადაც საქართველოს კანონმდებლობით დაცულია თავისუფალი და
სამართლიანი კონკურენციის
პრინციპები, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და
კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია. საკანონმდებლო წინადადებით
წარმოდგენილი დანაშაულებრივი ქმედება დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით.
კომიტეტს ეცნობა საქართველოს მთავრობის პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ სსიპ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სისტემატურად ახორციელებს
სხვადასხვა წყაროებიდან შემოსულ პრობლემურ საკითხებსა და ინფორმაციაზე რეაგირებას
და აღნიშნულზე კოორდინირებულად მუშაობს შესაბამის უწყებებთან.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ვინაიდან, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხი მოწესრიგებულია
საქართველოს კანონმდებლობით, აქედან გამომდინარე, კომიტეტმა საკანონმდებლო
წინადადება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად, ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი