საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-03-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 62
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2022 წლის 1 მარტი,
პლენარული სხდომის შესვენების დროს
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი):
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“
რეგისტრაციის საკითხის განხილვა
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2022 წლის 1 მარტი, 16.00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N62
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე
ლევან ბეჟაშავილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, თამარ
კორძაია, სავალან მირზოევი, ბაჩუკი ქარდავა.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: ბექა წიკლაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“
რეგისტრაციის საკითხის განხილვა
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“
რეგისტრაციის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმად სხდომის დღის
წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“
რეგისტრაციის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი განიხილავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“პარტნიორობა საქართველოსათვის“
რეგისტრაციის საკითხს. 2022 წლის 25
თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი
განცხადების ( 2-2204/22 25-02-2022) თანახმად, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში
გაერთიანებულები არიან პარლამენტის წევრები: ანა ნაცვლიშვილი და დავით
უსუფაშვილი. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარედ არჩეულია
დავით უსუფაშვილი. წარმოდგენილია აგრეთვე პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“პარტნიორობა საქართველოსათვის“ წესდება.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის
თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 228¹ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია პოლიტიკური
ჯგუფის „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ - რეგისტრაცია.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
შენიშვნები და მოსაზრებები კომიტეტის წევრების მხრიდან განხილულ საკითხთან
დაკავშირებით არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ლელო“- პარტნიორობა
საქართველოსათვის“ რეგისტრაციას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის
- „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“
რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
ბექა წიკლაური
სხდომის მდივანი
2