საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ წარმოდგენილ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ (№1-706/22; 24.01.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2416/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-2416/22 02-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 28 თებერვალს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად განიხილა მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან საქართველოს გამოსვლასთან დაკავშირებით (№1-706/22; 24.01.2022). საკომიტეტო განხილვის შედეგად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებულია 194 სახელმწიფო, ხოლო საქართველო მისი წევრია 1992 წლიდან. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დაჯგუფებულნი არიან რეგიონული პრინციპით და საქართველო მიეკუთვნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს, რომელიც მოიცავს 53 წევრ ქვეყანას. ორგანიზაციის საკოორდინაციო ოფისი საქართველოში დაარსდა 1993 წელს და ამ პერიოდიდან იგი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან, დარგობრივ სამინისტროსთან. ამ ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით საქართველოში განხორციელებულია უამრავი პროგრამა და დარგისთვის ფასდაუდებელი აქტივობა. ორგანიზაციის როლი განსაკუთრებულად გამოიკვეთა საყოველთაო ჯანდაცვითი გლობალური კრიზისის, მიმდინარე პანდემიის პერიოდში, როდესაც იგი იყო ერთადერთი მაკოორდინირებელი ორგანო ქვეყნებს შორის. მ.შ. ამ ორგანიზაციამ უზრუნველყო დაბალ შემოსავლიანი ქვეყნებისათვის ვაქცინებზე საყოველთაო წვდომა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ცივილური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ჯანდაცვითი ორგანიზაცია და წინადადების ავტორთა მოთხოვნა ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გამოსვლასთან დაკავშირებით კომიტეტმა მიუღებელად. კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ჩათვალა