საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის (ნინო კვეტენაძე) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.03.2022
ავტორი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი (ნინო კვეტენაძე)
ნომერი
#1-2478/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

წერილი
*00000121* № 00000121 02/03/2022 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მოგესალმებით, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გიგზავნით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 2021 წლის ანგარიში პატივისცემით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე
ანგარიში
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში "საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს ბიზნესომბუდსმენის აპარატში 2021 წელს შემოსული განცხადებების სტატისტიკა 1. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა 700 630 600 500 400 300 219 200 100 0 პირდაპირი და ონლაინ შეხვედრა 2. კორესპონდენცია ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა საქმიანობის სფეროების მიხედვით საბითუმო და საცალო ვაჭრობა 81 სხვა სფეროები 59 ხელოვნება, გართობა და დასვენება 26 მშენებლობა 20 საკონსულტაციო მომსახურება 18 დამამუშავებელი მრეწველობა 15 0 10 20 30 40 50 60 70 80 90 3. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით 2% 1% 2% 1% 1% 0% თბილისი აჭარა 5% იმერეთი 5% ქვემო ქართლი 5% კახეთი შიდა ქართლი გურია მცხეთა-მთიანეთი 78% სამეგრელო-ზემო სვანეთი სამცხე ჯავახეთი 4. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების მიხედვით მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების მიხედვით სსიპ შემოსავლების სამსახური 45 საქართველოს მთავრობა 41 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 27 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 24 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 13 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 11 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 10 სხვა უწყებები 48 5. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ განხილული საკანონმდებლო პროექტების სტატისტიკა საქართველოს კანონის პროექტი 14 საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი 66 6. ბიზნესომბუდსმენის აპარატში შემოსულ საქმეებზე რეაგირების სტატისტიკა 2 - 4% 7 - 14% შუამდგომლობა რეკომენდაცია 8 - 16% სამართლებრივი დასკვნა სასამართლოს მეგობარი 34 - 66% შენიშვნა: დასრულებული საქმეების 70% ში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს COVID 19 პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე დღეებიდან საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული პანდემიით დაზარალებული დარგებისთვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავების პროცესში. აპარატი წარმოადგენს და აქტიურად იცავს ბიზნესის ინტერესებს შესაბამის სამთავრობო პლატფორმებზე: ✓ ✓ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერაციული შტაბი ❖ ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმა შექმნილია ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმა, სადაც ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციით განიხილება და მუშავდება სხვადასხვა დარგისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და ინსპექტირების პროტოკოლები. პლატფორმის მუშაობის შედეგად რეგულაციები და ინსპექტირების პროცესი ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით ბალანსდება. ❖ ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო პლატფორმა შექმნილია ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო პლატფორმა, სადაც ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციებით მიიღება გადაწყვეტილებები სხვადასხვა დარგისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი რეგულაციების ეტაპობრივი შემსუბუქების, მოხსნის შესახებ. კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობება საკოორდინაციო საბჭოს, სადაც ბიზნესის ინტერესებს იცავს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ❖ ბიზნესთან გამართული სექტორული შეხვედრები ქ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში კორონავირუსული პანდემიის შედეგების მართვისა და ბიზნესის მდგრადი ფუნქციონირების აღდგენის მიზნით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე განიხილეს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე სხვადასხვა სექტორებში დღეს არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. კერძო სექტორის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ ამუშავებული შეღავათებისა და მხარდაჭერის პროგრამების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო ფორუმში “First International Forum of Business Ombudsman of Europe and Asia”, რომელსაც დაესწრნენ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს ომბუდსმენები, კერძო, საერთაშორისო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმზე განიხილეს ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის შესაძლებლობები და ის ინსტრუმენტები, რომლებიც მხარეებს დაეხმარებათ ერთობლივი ძალისხმევით დაიცვან მეწარმეების უფლებები და ლეგიტიმური ინტერესები. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ დაიწყო ბიზნესგარემოზე მოქმედი რეგულაციებისა და მეწარმეების მიერ დასმული პრობლემების შესწავლა და მათ ნაწილზე შესაბამისი უწყებების მისამართით გაიცა რეკომენდაციები. მათ შორის: ❖ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადის შესახებ მოკლე აღწერა: აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტით განსაზღვრული რეგულაციების ამოქმედებაზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართეს დარგში მომუშავე ბიზნეს კომპანიებმა და თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (MUSIAD TBILISI). როგორც განმცხადებლები მიუთითებდნენ, საქართველოს ბაზარზე განთავსებული აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს საშუალო და დაბალბიუჯეტიან მოწყობილობებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირში 2018 წლიდან დანერგილ ახალ ენერგო ეფექტურობის სტანდარტებს, რომელთა ანალოგსაც წარმოადგენს ზემოაღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები. მათი განცხადებით, რეგულაცია პირველ რიგში დააზარალებდა ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც ვეღარ შეძლებენ საშუალო და დაბალ ბიუჯეტიანი მოწყობილობების შემოტანას, ასევე არსებული მარაგების გაყიდვას. შესაბამისად, დაზარალდებოდა სამომხმარებლო სეგმენტი, რადგან გაიზრდებოდა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების ღირებულება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიები ითხოვდნენ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების გადავადებას, საამწყობრო ნაწილების შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლებას, იმპორტიორებისთვის არსებული ნაშთებისა და 2021 წლის ბოლომდე აღებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელებული შეკვეთების ამოყიდვის შესაძლებლობის მიცემასა და საქართველოს ბაზარზე არსებული გამოწვევების შესახებ კერძო სექტორის ჩართულობით შემდგომი კონსულტაციების გამართვას. გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა განმცხადებლების პოზიცია და საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაეგზავნა შუამდგომლობა. შედეგი: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობა სრულად იქნა გაზიარებული და შედეგად, ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესი. ამასთან, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები არ გავრცელდა 2021 წლის 1 დეკემბრამდე იმპორტირებულ პროდუქციაზე. ❖ ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადის შესახებ მოკლე აღწერა: ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტით განსაზღვრული რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა ააიპ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა. განმცხადებლის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები შეუქმნა საავტომობილო ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტიორ კომპანიებს, შემცირდა მათი პროდუქციის რეალიზაცია და შემოსავლები. შესაბამისად, რეგლამენტის იმ მუხლის ამოქმედება, რომლის თანახმადაც ზეთების დისტრიბუტორები ვალდებული არიან ბაზარზე არ განათავსონ ისეთი მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრში, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბიზნეს სუბიექტების საქმიანობაზე, ვინაიდან დადგენილების მოთხოვნების შესრულების მიზნით მათ მოუწევთ დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და ხარჯების გაწევა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ითხოვდა აღნიშნული მუხლის ამოქმედების თარიღის 1 წლით გადავადებას. გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა განცხადებაში დასმული საკითხის მნიშვნელობას და კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია გადახედილ იქნას დადგენილების ამოქმედების ვადები და აღნიშნული მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიგზავნა შუამდგომლობა შედეგი: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობა სრულად იქნა გაზიარებული და შედეგად, გადავადდა ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესი. ❖ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადის შესახებ მოკლე აღწერა: სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტით განსაზღვრული რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართეს დარგში მომუშავე კომპანიებმა. განმცხადებლების ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრიდან რეგულაციის ძირითადი ნაწილის ამოქმედების შემდეგ სათამაშოების იმპორტიორი და რეალიზატორი სუბიექტები მათგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფდნენ დადგენილების მოთხოვნების შესრულებას, რადგან COVID 19-ის პანდემიის გამოცხადების გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა შეუძლებელი გახადა კომპანიების წარმომადგენელთა ჩასვლა საექსპორტო ქვეყნებში და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, როგორიც არის ახალი რეგულაციით განსაზღვრული, სათამაშოების უსაფრთხოების სერთიფიკატების აღება. გარდა ამისა, კომპანიების განცხადებით სათამაშოების იმპორტიორმა და რეალიზატორმა სუბიექტებმა საქართველოში 2020 წლის პანდემიის და დაწყებული შეზღუდვების გამო ვერ უზრუნველყვეს არსებული ნაშთების ამოყიდვა. ზემოაღნიშნული ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებლები ითხოვდნენ დადგენილების ამოქმედების ვადის გახანგრძლივებას გონივრული ვადით. გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა დასმული საკითხის მნიშვნელობა და პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გაზრდილიყო რეგულაციის ამოქმედების ვადები და აღნიშნული მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების სამინისტროში გაიგზავნა შუამდგომლობა. შედეგი: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობა სრულად იქნა გაზიარებული და შედეგად, გადავადდა ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესი. ❖ GMP სტანდარტზე გადასვლის რეგულაციის ეტაპობრივი ამოქმედების შესახებ მოკლე აღწერა: ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP სტანდარტის ამოქმედების ვადების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა ააიპ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციამ. როგორც წერილშია აღნიშნული, დაგეგმილი რეგულაციის თანახმად, ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელებმა 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა უზრუნველყონ GMP წარმოებაში სტანდარტის დანერგვა, რაც მათთვის პრობლემას წარმოადგენდა, რადგან კომპანიები ვერ შეძლებენ საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებას, რათა დააკმაყოფილონ რეგულაციის მოთხოვნები. შესაბამისად, ფარმაცევტთა ასოციაციის განცხადებით, 2022 წლის 1 იანვრიდან GMP სტანდარტზე გადასვლა გამოიწვევდა ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების უმრავლესობის დახურვას, სამუშაო ადგილების შემცირებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას. განმცხადებელი ითხოვდა, რომ ბიზნეს სუბიექტებისთვის GMP სტანდარტზე გადასვლა 2027 წლის 1 იანვრამდე ყოფილიყო ნებაყოფლობითი, რაც მათ საშუალებას მისცემდა, მოეხდინათ ინვესტიციების და საჭირო რესურსების მობილიზება. გაცემული რეკომენდაცია: ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა საკითხის მნიშვნელობა და ფარმაცევტული კომპანიების მხარდაჭერის მიზნით შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. შედეგი: კონსულტაციებისა და განხილვის შედეგად საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობა ნაწილობრივ იქნა გაზიარებული. კერძოდ, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა, GMP სტანდარტზე გადასვლის ვალდებულება ეტაპობრივად ამოქმედდება 2022 წლის ბოლომდე. 2022 წლის საქმიანობის პრიორიტეტული თემები: • • • • • Covid 19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა ბიუროკრატიული პროცესების ეფექტიანობის ხელშეწყობა სასამართლოს მეგობრის ფუნქციის (Amicus Curiae) გაძლიერება დავის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვის მხარდაჭერა საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7 ცხელი ხაზი: +995 32 2 282828 ელ. ფოსტა: ask@businessombudsman.ge სოციალური ქსელი: www.facebook.com/businessombudsman/ ბიზნესომბუდსმენის პორტალი: www.portal.businessombudsman.ge