„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“

რეზოლუციის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ირაკლი კობახიძე, სოზარ სუბარი, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/173/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 111 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია

🏛️ კომიტეტები

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის პროექტის შესახებ ა.ა) რეზოლუციის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი: ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით; საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და იმ ღირებულებების ერთგული მატარებელი, რომელსაც ეფუძნება ევროკავშირი; ჩვენი ევროპული მისწრაფებების სისრულეში მოყვანის მიზნით, საქართველოს ხელისუფლება 2014 წლიდან წარმატებით ასრულებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას; საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, ესაჭიროება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა და ნება; სწორედ ამიტომ, დღეს როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების დღის წესრიგში წამოიწია ევროკავშირის მორიგი გაფართოების შესაძლებლობის საკითხმა, საჭიროა ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ მკვეთრად დავაფიქსიროთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველო არის ის ასოცირებული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა; ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა: რეგიონში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მიმდინარე განხილვები ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პერსპექტივების შესახებ. ა.ბ) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარება 1 ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი: საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს:     საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების გზით, ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. ასევე მოუწოდებს მას, აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებაში, აგრეთვე განაგრძოს თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროკავშირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მონაწილეობის გაზრდას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში, ასევე დაჩქარებული წესით საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში; მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით და საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში ძალისხმევის გაძლიერებისკენ, ასევე ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის შემოღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში პასუხისმგებელ პირებზე გავრცელებისკენ; მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. ა.დ) რეზოლუციის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება (რეზოლუციის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) რეზოლუციის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: 2 დღევანდელი მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ რეზოლუციის პროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეზოლუციის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) რეზოლუციის პროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების რეზოლუციის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეზოლუციის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; რეზოლუციის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; რეზოლუციის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეზოლუციით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; რეზოლუციას არ ექნება ფინანსური გავლენა პირებზე. 3 ბ.ვ) რეზოლუციის პროექტით გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის ზეგავლენის შეფასება რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) რეზოლუციის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეზოლუციის პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. რეზოლუციის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს 4 დ.ბ) რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი რეზოლუციის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეზოლუციის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ირაკლი კობახიძე, სოზარ სუბარი, მამუკა მდინარაძე. ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ირაკლი კობახიძე, სოზარ სუბარი, მამუკა მდინარაძე. 5
რეზოლუციის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია “საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ” 1. ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის, „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრისა და 2020 წლის 25 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებს; 2. ხელმძღვანელობს რა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი ნებით, ისტორიული არჩევანით, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში და გულისხმობს „ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას; 3. ითვალისწინებს რა საქართველოს მოქალაქეთა სწრაფვას, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი; 4. აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია; 5. მიესალმება 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების განხორციელების მნიშვნელოვან პროგრესს და აღნიშნავს, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის საყრდენად რეგიონში; 6. აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტით ქვეყანაში კეთილდღეობის ზრდისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საფუძველია; 7. მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის; 1 პროექტი 8. მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, გააღრმავებს სატრანსპორტო კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, მათ შორის შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების გზით; 9. მიესალმება რა 2017 წელს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ვიზის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობის მიღებას, მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ისე ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; 10. მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროკავშირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მონაწილეობის გაზრდას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში, ასევე დაჩქარებული წესით საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში; 11. მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით; 12. მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს 2020 წლის 7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის შემოღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში პასუხისმგებელ პირებზე გავრცელება, რათა შეწყდეს ადამიანის უფლებათა დარღვევები და უკანონო დაკავებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; 13. მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. 2