„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე
ნომერი
#07-3/174/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) თხუთმეტი წელი ამ კოდექსის 3191 მუხლით, 3223 მუხლით, 332-ე - 3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;“. 2. 319-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 3191 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3191. ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისათვის ხელის შეშლა 1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა: ა) ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ან/და მისგან გამომდინარე სხვა ხელშეკრულებით/შეთანხმებით, ევროპის კავშირთან, ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოსთან, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებით/შეთანხმებით, აგრეთვე ევროპის კავშირის, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ან ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით სხვა სახელმწიფოსთან, საჯარო ან კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში, ან სხვა ქმედებაში, რამაც ევროპის კავშირის, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის დახმარების (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტის) შეჩერება, შეწყვეტა ან პირობით შეთანხმებულ დახმარებაზე (მათ შორის, 1 შეღავათიან კრედიტზე) უარის თქმა, საქართველოს მიმართ სხვა სანქციის გამოყენება, ან საქართველოს ინტერესისათვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობასთან ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში, ან სხვა ქმედებაში, რამაც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის შეჩერება, ორგანიზაციიდან გარიცხვა, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრისათვის ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილე მხარისათვის გათვალისწინებული სხვა სანქციის გამოყენება, ან საქართველოს ინტერესისათვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია; გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ სუბიექტთან, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი სანქციის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ურთიერთობის დამყარებაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“. 3. 322-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 322. სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ქმედითი მონანიება ის, ვინც ჩაიდინა ამ კოდექსის 309-ე და 311-ემუხლებით, 314-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 319-ე და 3191 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადა ხელისუფლების ორგანოს და თუ თავიდან იქნა აცილებული საქართველოს ინტერესისათვის მოსალოდნელი ზიანი.“. 4. 3222 მუხლის შემდეგ დაემატოს 3223 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3223. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტზე არასათანადო რეაგირება 2 1. ამ კოდექსის 3221 და 3222 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის წინააღმდეგ მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის უმოქმედობა ან არაჯეროვანი მოქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდანექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციური ორგანოებისაგან, რომ მათ „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“ 1 ეს კონსტიტუციური დებულება სრულად შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანს, რომელიც სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ კურსს წარმოადგენს და რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა. უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა სოცილოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით 2/3 საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ემხრობა. ამ ფონზე ანომალიად მოსჩანს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები, რომლებიც ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფას კი არ ემსახურება, არამედ პირიქით, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, აგრეთვე მათი წევრი და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისაგან საქართველოს დაშორებისკენ მიმართულ ნაბიჯებად აღიქმება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნულ ქმედებებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება, გასულიყო („ანულირება მოეხდინა“) ევროპული საბჭოს თავმჯდომარის - შარლ მიშელის, აგრეთვე საქართველოში ევროკავშირის მისიისა და აშშ-ის საელჩოს ძალისხმევით დადებული 2021 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებიდან („შარლ მიშელის ხელშეკრულება“) და, ასევე, მისივე გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომლის აუცილებელი პირობა ამბიციური სასამართლო რეფორმის და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება იყო. უარი ამ დახმარებაზე თბილისშიც, ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც აღქმული იქნა, როგორც უარი იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინაპირობას წარმოადგენს. ბოლო პერიოდის მოვლენებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1 საქართველოს კონსტიტუცია, 78-ე მუხლი. 1 უკრაინის მიმართ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ უპრეცედენტო სანქციების გამოყენების ფონზე, საქართველოს პრემიერმინისტრის, ი.ღარიბაშვილის განცხადებები, სანქციებისათვის საერთაშორისო სანქციების საქართველოს არაეფექტურობის არშეერთების თაობაზე, და აღნიშნული რაც უკრაინაშიც, საქართველოშიც, რუსეთის ფედერაციაშიც და მთელ მსოფლიოში აღქმულ იქნა, როგორც აგრესორის მხარდამჭერი მოქმედება. ამ კუთხით ასევე უნდა აღინიშნოს სპეციალურად გამოგზავნილი თვითმფრინავისათვის თბილისის აეროპორტში დაჯდომის აკრძალვა, რამაც შეუძლებელი გახადა მოხალისე მებრძოლთა და სამედიცინო პერსონალის საქართველოდან უკრაინაში გადაყვანა. ზემოხსენებულ ბოლო ორ ფაქტთან დაკავშირებით, 2022 წლის 01 მარტს, უკრაინამ თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციისათვის, თბილისიდან. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების - ევროპის კავშირის და აშშ-ის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათი პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგოდ მოქმედება მათთან ურთიერთობის გაუარესების და მათი პოლიტიკური მხარდაჭერის დაკარგვის საშიშროებას შეიცავს, რაც ჩვენ ქვეყანას ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის პირისპირ მარტოდ დარჩენას უქადის და, შესაბამისად, რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგრადობას, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უნდა მოხდეს მოხელეთა ქმედებების კრიმინალიზაცია, რომელიც ხელს უშლის ევროპის კავშირსა იმ და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრულ ინტეგრაციას. ამით ქვეყნის მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს, აგრეთვე ცალკეულ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს თუ საჯარო მოხელეებს გაეგზავნებათ მკაფიო მესიჯი, რომ ქვეყნის ბედით თამაში, მისი სტრატეგიული არჩევანისთვის საფრთხის შექმნა, და ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომლისთვისაც ამ ქვეყნის სხვადასხვა თაობის მამულიშვილებმა სისხლი დაღვარეს, მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კი არა, არამედ ყველა იმ პირის ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც გამოიწვევს, რომელიც მოქმედებით ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. საკუთარი კანონპროექტის კიდევ ერთი მიზანი ქვეყნის ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველყოფა და შესაბამისად, განხორციელებისათვის ხელის შეწყობაა. ანტისაოკუპაციო პოლიტიკის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის სამხედრო ოკუპაციის შედეგად, საქართველოს მრავალი პროტესტის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების გამუდმებული მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს იურისდიქცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2 ოკუპაციის საწინააღმდეგო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო ბერკეტს წარმოადგენს 2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლითაც, სხვა ზომებთან ერთად, დაწესდა აკრძალვები და შეზღუდვები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლასა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებული იქნა მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აიკრძალა და დანაშაულად გამოცხადდა.2 გარდა ამისა, აიკრძალა და დანაშაულად გამოცხადდა გარკვეული სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.3 ამგვარი საქმიანობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით გაცემული სპეციალური თანხმობით შეიძლება იქნეს ნებადართული.4 შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 3221 და 3222 მუხლებით დადგენილი იქნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის.5 კანონის აღნიშნული ნორმების ეფექტიანად გამოყენება მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნებოდა ნებისმიერი პირისათვის, თავი შეეკავებინა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელმყოფი ზემოხსენებული ქმედებებისაგან. სამწუხაროდ, 2012 წლის შემდგომ პერიოდში და, განსაკუთრებით, უკანასკნელ წლებში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების აღსრულება პრაქტიკულად არ ხორციელდება, რის გამოც, აღნიშნული შეზღუდვები და აკრძალვები, ფაქტობრივად, მკვდარ ნორმებად იქცა. ნათქვამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია დავასახელოთ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მეხოტბეებისა და პროპაგანდისტების, ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერის და მომღერალ ლევ ლეშჩენკოს გასული წლის ვიზიტები საქართველოში, რა დროსაც აღნიშნულ პირთა 2 საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მე-4 მუხლის პირველი - მე-2 პუნქტები. 3 საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები. 4 საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი. 5 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 3221 და 3222 მუხლები. 3 მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განსაკუთრებული პატივით მიიღო ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასეთი ფაქტები, არა მხოლოდ ასუსტებს ოკუპაციის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელთ არსებულ ისედაც არცთუ მრავალრიცხოვან მექანიზმებს, არამედ ზოგადად კანონის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას აჩენს, რაც ერთიანად ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შემოღებული იქნეს ისეთი სისხლისსამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და აკრძალვების დარღვევის ფაქტებზე ხელისუფლების წარმომადგენლების არასათანადო რეაგირების პრევენციას, გამოვლენას და დასჯას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ზოგადი ხასიათის შემადგენლობას,6 რომელიც ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო შემაკავებელი ფაქტორი, პრაქტიკა აჩვენებს, რომ აღნიშნული ნორმა ამ ფუნქციას ვერ ასრულებს. აშკარად იკვეთება უფრო კონკრეტული, სპეციალური სისხლისსამართლებრივი ნორმის შემოღების აუცილებლობა, რომელიც ეფექტიანი იქნება ზემოთ აღწერილი, მრავალმხრივად საშიში მოვლენის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამგვარად, წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისათვის მოხელეთა ხელისშემშლელი საქმიანობის, აგრეთვე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებზე მათი მხრიდან არასათანადო რეაგირების კრიმინალიზაციის გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღებისა უცილებლობა ზემოთ აღწერილი პრობლემის მოგვარება, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს, რადგან დღემდე არსებულმა საკანონმდებლო ნორმებმა, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობამ ვერ უზრუნველყო ისეთი პოლიტიკური თუ სხვა სახის გადაწყვეტილებების და ქმედებების პრევენცია, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტრატეგიული ჩრდილოატლანტიკური არჩევანის განხორციელებას ხელშეკრულების - ორგანიზაციაში ევროპის კავშირში საქართველოს და სრულ ინტეგრაციას, ასუსტებს და არაეფექტიანს ხდის ქვეყნის ანტისაოკუპაციო პოლიტიკას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებს მიეცემათ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისათვის მოხელეთა ხელისშემშლელი 6 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 332-ე მუხლი. 4 საქმიანობის, აგრეთვე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებზე, მათი მხრიდან არასათანადო რეაგირების პრევენციის, გამოვლენისა და დასჯისათვის საჭირო ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 1. ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისათვის ხელის შეშლის კრიმინალიზაცია წარმოდგენილი კანონპროექტით დანაშაულად ცხადდება ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისათვის ხელის შეშლა, რაც 319 მუხლის სახით, ემატება სისხლის სამართლის 1 კოდექსის XXXVII თავს („დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ“). აღნიშული ნორმის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულები გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ან/და მისგან გამომდინარე სხვა ხელშეკრულებით/შეთანხმებით, ევროპის კავშირთან, ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოსთან, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებით/შეთანხმებით, აგრეთვე ევროპის კავშირის, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ან ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით სხვა სახელმწიფოსთან, საჯარო ან კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, ან სხვა ქმედება, რამაც ევროპის კავშირის, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის დახმარების (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტის) შეჩერება, შეწყვეტა ან პირობით შეთანხმებულ დახმარებაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე) უარის თქმა, საქართველოს მიმართ სხვა სანქციის გამოყენება, ან საქართველოს ინტერესისათვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია; ბ) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობასთან ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, ან სხვა ქმედება, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის შეჩერება, ორგანიზაციიდან გარიცხვა, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრისათვის ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილე მხარისათვის გათვალისწინებული სხვა სანქციის გამოყენება, ან საქართველოს ინტერესისათვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია; გ) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ სუბიექტთან, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი 5 სანქციის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ურთიერთობის დამყარებაში. წინამდებარე კანონპროექტით შემოთავაზებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობების აუცილებელ ნიშანს გარკვეული მავნე 1 შედეგის დადგომა წარმოადგენს. ასეთ მავნე შედეგად 3191 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ხელშეკრულების ორგანიზაციის ევროპის ან ამერიკის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის დახმარების (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტის) შეჩერება, შეწყვეტა ან პირობით შეთანხმებულ დახმარებაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე) უარის თქმა, საქართველოს მიმართ სხვა სანქციის გამოყენება, ან საქართველოს ინტერესისათვის სხვა მძიმე შედეგის დადგომა. ამავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი დანაშაულებრივ შედეგად საერთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზაციის საქართველოსათვის წევრობის შეჩერებას, ორგანიზაციიდან გარიცხვას, წევრისათვის ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილე მხარისათვის გათვალისწინებული სხვა სანქციის გამოყენებას, ან საქართველოს ინტერესისათვის სხვა მძიმე შედეგის დადგომას ითვალისწინებს. 3191 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ე.წ. „ფორმალურ“, იგივე „უშედეგო“ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმით დანაშაულად ცხადდება თავად ქმედება, იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი მოჰყვა მას. ამ სახის შემადგენლობები დანაშაულებრივ შედეგად გულისხმობენ კანონით დაცული ობიექტისათვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის შექმნას, რაც ამგვარი ქმედების ჩადენის ყველა შემთხვევაში წარმოიქმნება, გამომდინარე თავად ქმედების მომეტებული საშიშროებიდან, ხელყოფის ობიექტის მაღალი ღირებულებიდან და სხვა გარემოებებიდან. მოცემულ შემთხვევაშიც, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცის, ან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ სუბიექტთან, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი სანქციის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ურთიერთობის დამყარების ფაქტი თავისთავად წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ასევე ჩვენი ქვეყნის მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების - ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ ისეთ აშკარა და დაუფარავ დემარშს, რომ ამგვარი ქმედება უდაოდ ქმნის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის ზიანის მიყენების რეალურ საფრთხეს, რაც მისი დანაშაულად გამოცხადებისათვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს. 6 3191 მუხლის მე-2 ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ. 3191 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ხოლო მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასჯელს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით. ამგვარად, აღნიშნული დანაშაულები მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 376-ე მუხლის მე-2 შეუტყობინებლობაც. ნაწილის თანახმად, დანაშაულია მათი დაფარვაც და 3191 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების სანქციები ძირითად სასჯელთან თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ითვალისწინებს დამატებითი სასჯელის - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გამოყენებასაც. 3191 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების სუბიექტია მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, სუბიექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული დანაშაულების სამოხელეო დანაშაულთა კატეგორიისათვის მიკუთვნება, მაგრამ მოცემული დანაშაულების არსს, მათი საზოგადოებრივი საშიშროების შინაარსს, უპირატესად მათი ხელყოფის ობიექტი განსაზღვრავს, და რამდენადაც აღნიშნული დანაშაულები სწორედ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას და უშიშროების საფუძვლებს ხელყოფენ, მოცემული ნორმა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის თავში (XXXVII) უნდა იქნეს განთავსებული. კანონპროექტის თანახმად, 3191 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირი სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შესახებ ხელისუფლების ორგანოს და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება, თუ ნებაყოფლობით და დროულად განუცხადებს თუ თავიდან იქნება აცილებული საქართველოს ინტერესისათვის მოსალოდნელი ზიანი. საამისოდ, ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლში (“სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ქმედითი მონანიება“) და იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელთა ქმედითი მონანიების შემთხვევაში პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ემატება 3191 მუხლით გათვალისწინებული დანაშულებიც. 2. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების კრიმინალიზაცია წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ასევე ემატება 3223 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულად ცხადდებაამავე კოდექსის 3221 და 3222 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის წინააღმდეგ, ანუ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებზე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის უმოქმედობა ან 7 არაჯეროვანი მოქმედება, მაშინ, როდესაც აღნიშნულ დანაშაულზე სათანადო რეაგირება ამ პირის სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა. მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარის აუცილებელ ნიშანს ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა წარმოადგენს. სუბიექტური მხარის თვალსაზრისით, ეს დანაშული განზრახი ბრალით ხასიათდება. კანონპროექტით შემოთავაზებული, სისხლის სამართლის კოდექსის 3223 მუხლით გათვალისწინებული ქმედების გაუფრთხილებელი ბრალით დაუდევრობით ჩადენა გამოიწვევს ამ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლით გათვალისწინებულ დაკვალიფიცირებას. დანაშულად - სამსახურებრივ გულგრილობად 3223 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3223 მუხლის მე-2 ნაწილი აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს მის ჩადენას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ. ასეთ შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. 3223 მუხლის როგორც პირველი, ისე მე-2 ნაწილის სანქცია დამატებით სასჯელად ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით. 3. ხანდაზმულობის ვადა დაბოლოს, ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტში და იმ დანაშაულებს, რომლებზეც ვრცელდება 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ემატება ამ ცვლილებით გათვალისწინებული დანაშაულებიც. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაშიც დანაშაულის სუბიექტს მოხელე, მასთან გათანაბრებული პირი, ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი წარმოადგენს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, როგორც ამას ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 8 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს, მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის, საქართველოს სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. პროკურატურისა და საერთო ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითნაწილზე კანონპროექტის თანახმად დანაშაულად გამოცხადებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის, საქართველოს პროკურატურისა და საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სისხლის სამართლებრივ დანაშაულთა რაოდენობაზე, ხოლო რაც შეეხება პირისათვის თავისუფლების აღკვეთის მისჯის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროზე გავლენის ოდენობას, აღნიშნული დამოკიდებული იქნება როგორც ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობაზე, ასევე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელების ვადაზე. არსებული ინფორმაციით7, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის მიხედვით, ერთი ბრალდებულ/მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული საშუალო დღიური ხარჯი შეადგენს 39,79 ლარს, ხოლო საშუალო თვის ხარჯი - 1210,28 ლარს (აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა). ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 14.523.36 ლარი. 7 https://parliament.ge/legislation/23626 9 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტი ფინანსურ და სხვა სახის გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტის თანახმად დანაშაულად გამოცხადებულ ქმედებებს, რადგან ამისთვის მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, რაც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას გარკვეული ვადით და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების 10 არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე და ალექსანდრე ბარამიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე. 11