საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ეკა სეფაშვილის, გიორგი ამილახვარის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და თამარ ტალიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/166; 09.02.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-2455/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-2455/22 02-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ ირაკლი ბერაიას (2-2438/22; 02-03-2022) წერილი, რომლითაც ავტორი ითხოვს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ეკა სეფაშვილის, გიორგი ამილახვარის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, თამარ ტალიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (N07-3/166; 09.02.2022) განხილვის გადავადებას 30 დღით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს კანონპროექტის განხილვის ვადა გაუგრძელოთ 30 დღით. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-2438/22 02-03-2022 განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ამილახვარს ბატონო გიორგი, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ეკა სეფაშვილის, გიორგი ამილახვარის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, თამარ ტალიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (N07-3/166; 09.02.2022) საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 14 თებერვლის N119/3 გადაწყვეტილებით წამყვან კომიტეტად განისაზღვრა განათლების და მეცნიერების კომიტეტი (განხილვის ვადა 18.0221.03), ხოლო სავალდებულო კომიტეტად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი (განხილვის ვადა 18.02-07.03) საკითხის შესწავლის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციების და პოზიციების შეჯერების აუცილებლობა. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge