საქართველოს პარალმენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარალმენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარალმენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-2489/22
04-03-2022
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, გიგზავნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის 2021 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ
(2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
1
I II I. კომიტეტის საქმიანობის სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა:
განიხილა 12 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 19 კანონპროექტი) (წამყვანი
კომიტეტი), ასევე 9 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 121 კანონპროექტი)
(სავალდებულო კომიტეტი), 10 საერთაშორისო შეთანხმება, 14 საკანონმდებლო
წინადადება
კომიტეტის და კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებულია 8 საკანონმდებლო
ინიციატივა (სულ 13 კანონპროექტი), 1 დადგენილების პროექტი. აქედან
მიღებულია 8 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 13 კანონი) და 1 დადგენილება
შეიმუშავა 67 დასკვნა
ჩაატარა 37 სხდომა და 80-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა
განიხილა 1230-მდე განცხადება/წერილი
განცხადებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა:
ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის,
მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და მკურნალობის დაფინანსების,
საცხოვრებელი ფართით და ერთჯერადი მატერიალური დახმარებით
უზრუნველყოფის საკითხებს.
შეიმუშავა 20-მდე რეკომენდაცია (COVID-19 მართვის და ვაქცინაციის, ასევე
პრეპარატ „ნარკანის“ აფთიაქიდან გაცემის საკითხები და ა.შ.)
II. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მიღებული
მნიშვნელოვანი კანონები:
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონი და მისგან გამომდინარე ერთი კანონი
საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით საქართველოს მთავრობასა და მის
მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს მიენიჭათ უფლებამოსილება პანდემიის
წინააღმდეგ საბრძოლველად. პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან
მყისიერად და ეფექტურად გასამკლავებლად. აუცილებელი იყო ამ ვადის გადაწევა
და არსებული სამართლებრივი მექანიზმის შენარჩუნება, რომელიც პანდემიის
გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.
2
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონი
კანონის მიხედვით, ცვლილება შევიდა „ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა
და
ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში. ცვლილების
შესაბამისად ზუსტად განისაზღვრა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8
ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. აღნიშნული 8 ნივთიერება შეირჩა
პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და
მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე.
მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერა ისეთ ნარკოტიკულ
საშუალებებზე, როგორებიცაა ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. „კრაკადილი“),
ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. „ექსტაზი“), ეფედრონი-მეტკათინონი,
მეტამფეტამინი,
მეთადონი
და
ჰეროინი.
ოდენობების
განსაზღვრისას
მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები. ოდენობის საზომად აღებულ იქნა
ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი
ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა
სუბსტანციის სახით.
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე“
დადგენილების შემუშავებამ განაპირობა კომიტეტის მიერ უფლებამოსილების
ფარგლებში განხორციელებული, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული
ნორმატიული აქტის - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის
აღსრულების კონტროლის საბოლოო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისათვის
წარდგების აუცილებლობამ. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის
ფარგლებში
მოპოვებული
სტატისტიკური
მონაცემების,
ჩატარებული
გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენისას მიღებული ინფორმაციის თანახმად
გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები და შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა
გათვალისწინება მიზანშეწონილია კანონის აღსრულების ეფექტიანობისათვის.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ კანონი
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მოსახლეობის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი გახდა პირბადის ტარება ღია
3
საჯარო სივრცეშიც და, აქედან გამომდინარე, ამ წესის დარღვევისათვის შესაბამისი
პასუხისმგებლობის დადგენა.
კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ჯარიმას 20 ლარის
ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის
ტარების
წესის
დარღვევისათვის.
ამასთანავე,
კანონით
დადგინდა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პანდემიის
ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი
ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების
წესის განმეორებით დარღვევისათვის.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“; „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ზედმეტად
გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ჩაითვალა და
დაბრუნებას არ დაექვემდებარა. აგრეთვე მოხდა ადმინისტრაციული, სასამართლო და
სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტის გათვალისწინება ლეგალიზებული საარსებო
შემწეობის და სოციალური პაკეტის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.
კანონის მიღების შემდეგ განხორციელდა ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის
და სოციალური პაკეტის თანხების ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები
გათავისუფლდნენ სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის
ზედმეტად
დარიცხვისა
და
გაცემის
გამო
წარმოშობილი
ფინანსური
ვალდებულებისაგან. ეს ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერის კიდევ ერთი
გამოხატულებაა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების
ფონზე.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონები
კანონის მიღებით უფრო ეფექტიანად განისაზღვრა და მოწესრიგდა მთელი რიგი
სამართლებრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში. თამბაქოს
ნაწარმის პოპულარიზაციად ჩაითვალა სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის
სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების,
4
სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება,
რომელიც ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა.
ამგვარი პოპულარიზაცია აკრძალულია. კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევა
აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში), როდესაც ამ
ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტომობილით) მოხდება არასრულწლოვნის
გადაყვანა. თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის
ნაწილშიც
გამოიკვეთა
ცალკეული
სამართლებრივი
ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგება ან/და ახლებური რეგულირება
აუცილებელია.
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო
ინიციატივები
(მთავრობის ინიციატივები)
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა
ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში
დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონის მიღებით დარეგულირდა იმ პირთა სახელმწიფო კომპენსაციით
უზრუნველყოფის საკითხი, რომლებიც მსახურობენ საქართველოს თავდაცვის
სამინისტროში სპეციალური წოდებით და აღმოიფხვრა აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით არსებული არათანაბარი მიდგომა, რომელიც არსებობდა სხვა
სახელმწიფო უწყებების სპეციალური წოდების მქონე პირებთან. კანონის მიღება
ხელს შეუწყობს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური
წოდების მქონე პირების მოტივაციის ამაღლებას და მათ შემდგომ პროფესიულ
განვითარება
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი
კანონის მიხედვით, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კომპენსაციის
ოდენობა განისაზღვრა კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის დიპლომატიურ
სამსახურში მის მიერ დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური
თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედის შესაბამისად, კომპენსაციის
დანიშვნის მომენტისათვის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან
5
გამომდინარე. ამ ცვლილებით უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე
პირისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების წესი
შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგ მიზანთან სახელმწიფო კომპენსაცია წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა სოციალური
დაცვის გარანტიას სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის
გამო.
„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი
კანონის მიღებით გამოსწორდა „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების
შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების
ვეტერანის განმარტებაში არსებული ხარვეზი და საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო
მოქმედების ვეტერანებად და მათთან გათანაბრებულ პირებად, სხვა შესაბამისი
კატეგორიის პირებთან ერთად, ჩაითვლებიან 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე
რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში არსებული, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებიც, მათ შორის, თადარიგში
დათხოვნილნი (გადამდგარნი).
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონი
2022 წლის სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 19 171.1 მლნ ლარს,
რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 332.0 მლნ ლარით,
მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ბიუჯეტი განისაზღვრა 6,027,275.8
მლნ ლარით. (მთლიანი ბიუჯეტის გადასახდელების დაახლოებით 31 %). აღნიშნული
თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები პირველი წარდგენის შემდეგ და კომიტეტში
გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით განისაზღვრა 6 027.3 მლნ ლარის ოდენობით,
რომელიც გადანაწილებულია შემდეგნაირად:
მოსახლეობის სოციალური დაცვა - 4 021,2 მლნ ლარი, რაც პირველად ვარიანტთან
შედარებით გაზრდილია 22,5 მლნ ლარით. მათ შორის:
6
საპენსიო უზრუნველყოფა - 2 885.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია
საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის პენსიების ზრდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის
წესის შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მიხედვით 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის
ინფლაციის საშულო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. ბიუჯეტში
პენსიის ზრდა გათვალისწინებულია 20 ლარით და მისი მოცულობა 2022 წლის იანვრიდან
განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით.
ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს
ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური ზრდის
მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით.
ბიუჯეტში პენსიის ზრდა გათვალისწინებულია 25 ლარით და მისი მოცულობა 2022 წლის
იანვრიდან განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.
პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა
კომპენსაციები, რომელთა კომპენსაციის დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო
პენსიის ოდენობაზე (და არ აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ზედა ზღვარს).
o მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება - 1 001,1 მლნ ლარი;
აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 2021 წლის 1 ივლისიდან
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარიდან 100 ლარამდე
გაზრდილი სოციალური დახმარების დაფინანსება, მკვეთრად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა
ყოველთვიური სოციალური გასაცემლის ზრდა 25 ლარით და საომარ მოქმედებებში
მონაწილე ვეტერანთა მონეტიზაციის თანხის ზრდა 100 ლარამდე;
o სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამა შეადგენს 52,1 მლნ
ლარს;
o სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში - 75.0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის
შესაბამისად იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც და ჯამში მაღალმთიან
დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს,
ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარს.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1 791,2 მლნ ლარი, რაც პროექტის წინა
ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 10.0 მლნ ლარით. პროგრამის ფარგლებში
გათვალისწინებულია:
o COVID-19-ის
მართვასთან
(სამედიცინო
დაწესებულებების
მობილიზება,
მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინაცია და სხვა) დაკავშირებით
ბიუჯეტი განსაზღვრულია 500.0 მლნ ლარით;
7
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა - 820.0 მლნ ლარი;
იმუნიზაცია - 50.0 მლნ ლარი;
ტუბერკულოზის მართვა - 17.2 მლნ ლარამდე;
აივ ინფექციის/შიდსის მართვა - 14.1 მლნ ლარამდე;
C ჰეპატიტის მართვა - 6.0 მლნ ლარი;
ფსიქიკური ჯანმრთელობა - 35.0 მლნ ლარი;
დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 53.3 მლნ ლარი;
პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა - 154,8 მლნ
ლარი. პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 10.0 მლნ ლარით,
რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია რეგიონებში არსებული სასწრაფოს
ბრიგადების ხელფასების გათანაბრება თბილისში არსებულ ხელფასებთან;
რეფერალური მომსახურება - 40.0 მლნ ლარი;
ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა - 13.5 მლნ ლარი;
დიაბეტის მართვა - 27,0 მლნ ლარი;
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას
დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამა შეადგენს 25.0 მლნ ლარს;
ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ასიგნება განსაზღვრულია 5,0 მლნ ლარის
ოდენობით.
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 31.0 მლნ ლარი;
შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 9,2 მლნ ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 102.2 მლნ ლარი;
ამასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების
მშენებლობისთვის
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 12 მლნ ლარი.
სულ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა
ხელშეწყობისათვის გამოყოფილია ჯამურად 114,2 მლნ ლარი.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებულ იქნა
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში;
1. სახელმწიფო ქვეპროგრამა „დიაბეტის მართვა“ – დიაბეტის ეფექტურად მართვის
მიზნით, ჰიპერ და ჰიპო გლიკემიის, დიაბეტური კომით გამოწვეული გართულებებისა და
ლეტალობის თავიდან ასაცილებლად, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა უზრუნველყოფა უნდა
მოხდეს შესაბამისი მედიკამენტითა და დიაგნოსტიკური საშუალებებით. აღნიშნულის
განხორციელება დადებითად აისახება დაავადების მართვასა და გამოსავალზე. აქედან
8
გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია 6 მლნ 400 ათასი ლარის დამატება
პროგრამისთვის.
2. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ
პაციენტთა მკურნალობა - აღნიშნულ პროგრამაში სპინალური კუნთოვანი ატროფიით
დაავადებულ
პაციენტებისთვის და საერთო ვარიაბელური იმუნოდეფიციტით
დაავადებული პირისთვის მედიკამენტებისათვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტით დაემატა თანხა
23,250 ათასი ლარი, თუმცა
ბიუჯეტის პროექტით
წარმოდგენილი თანხა
არ არის
საკმარისი ამ კატეგორიის პაციენტების
მკურნალობისთვის. საწყის ეტაპზე კომიტეტმა მოითხოვა 5 მლნ. ლარის დამატება.
3. სახელმწიფო ქვეპროგრამა „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისათვის და
ღვიძლის ტრანსპალნტაციისათვის - ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია ფინანსური ხელმისაწვდომობის
გაზრდა, რაც დამატებით საჭიროებს 7 მლნ ლარის მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. სახელმწიფო ქვეპროგრამა „სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო
ტრანსპორტირება“- საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრის
რეგიონების
თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების
დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია შეიქმნას შრომის ანაზღაურების
ერთიანი ბადე ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც საჭიროა დამატებით 18 მლნ ლარის
მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. სახელმწიფო ქვეპროგრამა „სოფლის ექიმი“ - პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით
დაგეგმილი რეფორმის განხორციელების მიზნით, სოფლის ექიმის ინსტიტუტის
გაძლიერებისა და ექიმი/ექთანი მოტივაციის ამაღლებისათვის სასურველია გაიზარდოს
შრომის ანაზღაურება 25 % -ით, რაც დამატებით 13 მლნ ლარის მობილიზებას საჭიროებს.
6. სახელმწიფო ქვეპროგრამა „რეფერალური მომსახურება“– იმის გამო რომ
ყოველწლიურად აღნიშნულ პროგრამაზე მოთხოვნა იზრდება, მოსახლეობის
სიღარიბისაგან დაცვისა და ჯიბიდან გადახდის შემცირების მიზნით, აუცილებელია
პროგრამის დაფინანსება გაიზარდოს მინიმუმ 10 მლნ ლარით.
7. „სოციალური რეაბილიტაცია, მინდობით აღზრდა და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამის
მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, როგორც სოციალური ასევე
ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უნდა
9
შენარჩუნდეს მზარდი
თვალსაზრისით.
დინამიკა
დღის
ცენტრების
დაფინანსების
გაზრდის
ვინაიდან დამხმარე საშუალებების ერთეულის ღირებულება გაზრდილია, ასევე, უნდა
დამტკიცდეს დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი და ეტაპობრივად უზრუნველყოფილ
იქნას დამხმარე საშუალებების მრავალფეროვნება. ამ კომპონენტის თანხა უნდა
გაიზარდოს.
ასევე სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფა მოითხოვს თანხის
კორექტირებას და გაზრდას. სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის პროგრამას
მთლიანობაში უნდა დაემატოს 4 მლნ ლარი.
8. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება - 2022 წლიდან
აუცილებელია გაიზარდოს 25 ლარით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის
სოციალური პაკეტი. აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა 13 მლნ ლარის
მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტში.
9. სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისთვის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის
საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - სახელმწიფო გასაცემელი დღეისათვის შეადგენს 22
ლარს, რაც შეუსაბამოდ დაბალია და საჭიროებს კორექტირებასა და გაზრდას. აღნიშნული
ბენეფიციარებისათვის გასაცემლის მატებისთვის საჭიროა 20 მლნ. ლარის მობილიზება
სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და განხილვაში მყოფი
მნიშვნელოვანი კანონპროექტები:
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და მისგან გამომდინარე 6 კანონპროექტი
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, სამედიცინო დაწესებულების
ნორმალური ფუნქციონირების, სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო
დახმარების გაწევის უზრუნველყოფის, პაციენტების უფლებებისა და ინტერესების
დაცვის მიზნით, სამედიცინო პერსონალზე აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების
მატების ტენდენციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა სამედიცინო
საქმიანობის დროს, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაცულობის ქმედითი
10
მექანიზმების შემოღება. ასევე, თითოეული სოციალური მუშაკისთვის გარანტიების
შექმნა, იმისათვის რომ მან პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა
და უზრუნველყოს თითოეული ბენეფიციარის უფლებების რეალიზება.
კანონპროექტი ეხება სამედიცინო პერსონალზე ან/და სოციალურ მუშაკზე
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უკანონოდ ხელის შეშლისათვის შესაბამისი
პასუხიმგებლობების დაწესების საკითხს.
კომიტეტის მიერ განხილულია 3 პეტიცია
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ
წარმოდგენილი საქართველოს 1001 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია
„სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ“;
საინიციატივო ჯგუფის „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ მიერ
წარმოდგენილი საქართველოს 10000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი
პეტიცია „უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების“ სახელმწიფო
პროგრამის შექმნის შესახებ;
პაციენტთა
ორგანიზაცია
„კავშირი
სპინალური
კუნთოვანი
ატროფიისთვის“ მიერ წარმოდგენილი საქართველოს 10000-ზე მეტი
მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „სპინალური კუნთოვანი ატროფიის
სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის
შექმნის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ ამ პეტიციის განხილვის შედეგად და
კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა სახელმწიფო პროგრამის
„იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას
დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ დაფინასების ზრდა 5 მლნ.
ლარით და შესაბამისად აღნიშნული პატოლოგიის მკურნალობისათვის
საჭირო მედიკამენტის დაფინანსება.
III. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში შესრულებულია კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის
გეგმით გათვალისწინებული ძირითადი ნაწილი
ჩატარდა კომიტეტის სხდომები შემდეგ საკითხებზე:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და
11
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის მუშაობის
ანგარიში;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთობლივი სხდომის ფორმატში ჩატარდა
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების, სოციალური
პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში, ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლისა და 2021 წლის 6 თვის ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა;
მოსმენილ იქნა სსიპ საპენსიო სააგენტოს 2020 წლის 6 თვის
განხორციელებული საქმიანობის ანგარიში;
განმავლობაში
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა;
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშის მოსმენა;
განხილულ
იქნა
სამოქმედო
გეგმის
საზედამხედველო
ნაწილით
გათვალისწინებული ძირითადი საკითხები - სოციალური დაცვის სისტემის
მიმოხილვა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრის ანგარიში, დევნილთა საკითხები, პირველადი ჯანდაცვა არსებული მდგომარეობა, გამოწვევები;
მიღებული კანონების შესრულებაზე ზედამხედველობა
კანონზე „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური
საკვების მოხმარების შესახებ’’ დაიწყო აღსრულების კონტროლი, რომელიც
გრძელდება. კომიტეტმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, სადაც შეიქმნა ნააკ-ის
(ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი) ფარგლებში სამუშაო ჯგუფი,
შემუშავდა კითხვები და განისაზღვრა დაინტერესებული მხარეები. ნორმატიული
აქტების აღსრულების კონტროლი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს
განვითარების
პროგრამის
(UNDP)
მხარდაჭერითა
და
ვესტმინსტერის
დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით.
კომიტეტში შექმნილია „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭო“, რომლის აქტიური ჩართულობით,
12
მიმდინარეობდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონმდებლობის აღსრულების
მონიტორინგი. ჩატარდა საბჭოს 5 სხდომა;
საზედამხედველო საქმიანობის სხვა აქტივობები
კომიტეტში 2020 წლის 22 დეკემბერს შეიქმნა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის საკითხებზე
მომუშავე საბჭო.
საბჭოს საქმიანობის მიზანია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის
ანალიზი და კოვიდ-19-თან ბრძოლის ეფექტიანობის ასამაღლებლად
შესაბამისი
რეკომენდაციების,
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
დაკავშირებული წინადადებებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის
დოკუმენტების შემუშავება.
საბჭოს ფორმატში ჩატარდა 2 სხდომა, შემუშავებულ იქნა COVID-19-ით
პაციენტების ჰოსპიტალიზაციის და სტაციონარიდან გაწერის კრიტერიუმები,
რომელიც გადაეგზავნა რეკომენდაციის სახით საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს.
შემუშავებული
რეკომენდაციების
დიდი
ნაწილი
გათვალისწინებული იყო სამინისტროს მიერ. ასევე, საბჭოს ფორმატში მსჯელობა
გაიმართა საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის
საკითხებთან დაკავშირებით;
USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით და
ორგანიზაცია EGERIA solutions ჩართულობით კომიტეტის საზედამხედველო
საქმიანობის გაძლიერების მიზნით, მოხდა კომიტეტის საზედამხედველო
საქმიანობის 2021 წლის სამოქმედი გეგმის დაზუსტება კოვიდ 19-ით გამოწვეული
პრობლემების კონტექსტში. (კომიტეტის 2021 წლის 22 აპრილის სხდომის
გადაწყვეტილება).
სამოქმედო
გეგმაში
მოხდა
შემდეგი
საკითხების
გათვალისწინება:
საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის
განხორციელების და COVID-19-ის მართვის ეროვნული გეგმის
განხორციელებაზე ზედამხედველობა;
თემატური მოკვლევა შემდეგ საკითხზე „COVID-19 გამოწვევებზე
საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების
გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“.
პირველ საკითხთან დაკავშირებით, შემუშავდა შესაბამისი კითხვები, რომელიც
გადაეგზავნა დარგობრივ სამინისტროს. მოხდა მიღებული პასუხების შესწავლა,
უახლოეს პერიოდში დაიგეგმება მინისტრის მოსმენა კომიტეტის სხდომის ფორმატში.
13
USAID-ის
დემოკრატიული
მმართველობის
ინიციატივის
(GGI)
მხარდაჭერით, ასევე ორგანიზაცია EGERIA Solutions და ექსპერტის დახმარებით
კომიტეტმა 2021 წლის 30 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო
თემატური
მოკვლევა
საკითხზე
„COVID-19
გამოწვევებზე
საპასუხოდ,
აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის
სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“.
აღნიშნული თემატური მოკვლევის ჩატარება შესაძლებლობას მისცემს კომიტეტს,
დაინტერესებული
პირების
ჩართულობით,
შეისწავლოს
საქართველოს
სოციალური დაცვის სისტემის მდგომარეობა, შეაფასოს მისი დადებითი მხარეები,
გამოავლინოს პრობლემები და გასცეს რეკომენდაციები მისი შემდგომი
გაუმჯობესებისთვის.
თემატური მოკვლევის ფარგლებში მიმდინარე წლის 6 და 8 დეკემბერს ჩატარდა
ზეპირი მოსმენები, სადაც თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები გაეცნენ
სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს. ამ ეტაპზე
კომიტეტში, ექსპერტის ჩართულობით მიმდინარეობს დასკვნის და
შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების პროცესი.
კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის
მხარდაჭერით მიმდინარეობდა საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის
განწყობის შესწავლა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
ჩატარებული 3 კვლევიდან, რომელიც განხორციელდა 2021 წელს,
სამიზნე
ჯგუფების შერჩევა მიმდინარეობდა კომიტეტის აქტიური ჩართულობით;
კომიტეტმა თავისი ინიციატივით ხელი შეუწყო ვაქცინაციაზე ინფორმაციის
პროაქტიულ მიწოდებას სამიზნე ჯგუფებისთვის ონლაინ შეხვედრების
ორგანიზებით. ჩატარდა 2 შეხვედრა, რომელიც მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის
ფორმატში, საქართველოს პარლამენტის FB live-ზე. კომიტეტის წევრებთან ერთად
ვებინარებში
მონაწილეობა
მიიღეს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. აღნიშნული ღონისძიებები ჩატარდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის მხარდაჭერით;
კომიტეტმა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI)
მხარდაჭერით და ექსპერტის დახმარებით განახორციელა საყოველთაო ჯანდაცვის
სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება.
მზადდება შესაბამისი ანგარიში;
14
ზედამხედველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც საანგარიშო
პერიოდში დაიწყო და მიმდინარეობს: კომიტეტის წევრები მართავენ შეხვედრებს
პანდემიის მართვის პროცესში მონაწილე უწყებებთან. გაიმართა შეხვედრები
დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, 112-თან, საგანგებო სიტუაციების მართვის
ცენტრთან, კოვიდ კლინიკების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის, დარგობრივი
სამინისტროს
წარმომადგენლებთან.
კომიტეტი
შეიმუშავებს
შესაბამის
რეკომენდაციებს კოვიდ-19 პანდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით,
გადაუგზავნის დარგობრივ სამინისტროს და გაუწევს მონიტორინგს მათ
შესრულებას.
IV გამჭვირვალობა და კომუნიკაცია
მნიშვნელოვანი შეხვედრები/ღონისძიებები
ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პეტრ მიკისკასთან, საქართველოში
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აკირა იმამურასთან. ასევე
გაიმართა შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის
დირექტორ – ჰანს კლუგეთან.
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა პანდემიასთან და COVID-19ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები;
ბავშვთა სიღარიბის საკითხზე ჩატარდა შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის და
დარგობრივი სამინისტროს წარმომადგენლებთან;
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მცხოვრები
მოსახლეობის
მდგომარეობა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით იქ
არსებული პრობლემატური საკითხები განხილულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან;
შეხვედრა ჩეხეთის სენატის სოციალური პოლიტიკის თავმჯდომარესთან;
ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციოა საბჭოს სხდომა,
სადაც განხილულ იქნა პრეპარატ „ნარკანის“ აფთიაქიდან გაცემის საკითხი და
შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები;
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის და შეფასების
პლატფორმის მუშაობას და ანგარიშის შემუშავებას მიეძღვნა რამოდენიმე სამუშაო
შეხვედრა;
შეხვედრა დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მშობლებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის
სამინისტროს წარმომადგენლებთან;
შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამლისა და სამკურნალო
საშუალებების ფასების ექსპერტთან ლუკა ვუნკინოსთან;
15
შეხვედრა ევროსაბჭოს ახალ პროექტთან დაკავშირებით „სოციალური და
ეკონომიკური უფლებების გაძლიერება საქართველოში“;
დაიგეგმა და ჩატარდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია პარლამენტის
წევრებისათვის და აპარატის თანამშრომლებისათვის;
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შეიქმნა 3 სამუშაო ჯგუფი:
1. მოქალაქე მონიკა სუბელიანი-მანუშაროვას მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებაზე
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2124/21;
23.02.2021).
2. საქართველოს მოქალაქე ალექსი მერებაშვილის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის
შედეგად საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების დახმარებასთან
დაკავშირებით (№1-4163/21; 02.04.2021).
3. ა(ა)იპ „მოძრაობა სამართლიანი მედიცინის“ (ზურაბ ბაბუნაშვილი) მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე პროფესიული მოვალეობის
შესრულების დროს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების ან
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების დროს საკომპენსაციო
განაკვეთების განსაზღვრისა და გაცემის თაობაზე (№1-7081/21; 31.05.2021)
სამუშაო ჯგუფების მუშაობის პერიოდში ჩატარდა არაერთი შეხვედრა.
საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან სტრატეგიული თანამშრომლობა
ევროკავშირი EU/გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელი (ENSP)
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)
16
დემოკრატიული