საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2487/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 25

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 2022 წლის 15 თებერვალი პლენარული სხდომის შესვენების დროს ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი oqmi #25 2022 წლის 15 თებერვალი პლენარული სხდომის შესვენების დრო ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი ( #307 A-კორპუსი) სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიორგი ბოტკოველი, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი, გოდერძი ჩანქსელიანი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, თ. ოდილავაძე, ი. ქიტიაშვილი. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 2. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I.მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე. კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელების მიზნით, შემუშავდა კომიტეტის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს კომიტეტის ამოცანებს და დაგეგმილ ღონისძიებებს 2022 წლისათვის. გეგმაში ასახულია კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის, კომიტეტის შიდა ორგანიზაციული საქმიანობის შესახებ საკითხები. წარმოდგენილი სამოქმედო გეგმით, კომიტეტის წევრებთან კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი (თემატური მომხსენებლები). გადაწყვიტეს: კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის საფუძველზე, დაამტკიცა აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა. 2 II. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის საანგარიშო პერიოდში თაობაზე, რომელიც ჩატარებული მოიცავს ინფორმაციას სხდომების, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის, კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევების, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის, კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობის, კომიტეტის გასვლითი შეხვედრების, მოქალაქეებთან და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების და კომიტეტის მიერ სხვა აქტივობების განხორციელების თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტს შემოაქვს ცვლილება, რომლის თანახმად, ანგარიშს დაემატა სექტორის მიმოხილვა, რაც სამომავლოდ კარგი პრაქტიკის დანერგვა იქნება. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 3
პრესრელიზი
პრესრელიზი 15 თებერვალს, პლენარული სხდომის შესვენების დროს, საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში (#307, A-კორპუსი), გაიმართება აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. განსახილველი საკითხები: 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით, შემუშავდა კომიტეტის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს კომიტეტის განსახორციელებელ აქტივობებს 2022 წლისათვის. გეგმაში ასახულია კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის საკითხები, წარმომადგენლობითი ასევე, საქმიანობის კომიტეტის მიერ უზრუნველყოფის და ეფექტური კომიტეტის საქმიანობის ეფექტური გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი აქტივობები. კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმას კომიტეტის სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გელა სამხარაული წარმოადგენს. 2. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოიცავს ინფორმაციას კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის, კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევების, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის, კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებთან საქმიანობის, გამართული დიპლომატიური შეხვედრების, აგრარულ კორპუსის საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრების, მოქალაქეებთან და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების და კომიტეტის მიერ სხვა აქტივობების განხორციელების თაობაზე.