საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი წინადადება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-15994/21; 07.12.2021); ბ) საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-16398/21; 08.12.2021).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2502/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2502/22 04-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები: − საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15994/21; 07.12.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 მარტი); − ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-16398/21; 08.12.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 მარტი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge