საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ, ყოფილი პატიმრების სახელმწიფოს მიერ დასაქმებისა და რესოციალიზაციის შესახებ (№1-13660/21; 12.10.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-03-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 71
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
2022 წლის 4 მარტი, 10:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება ყოფილი პატიმრების სახელმწიფოს მიერ დასაქმებისა და რესოციალიზაციის
შესახებ (1-13660/21; 12.10.2021);
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომა N71
2022 წლის 4 მარტი, 10:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება ყოფილი პატიმრების სახელმწიფოს მიერ დასაქმებისა და რესოციალიზაციის შესახებ (113660/21; 12.10.2021);
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე.
2022 წლის 4 მარტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტმა
ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი.
სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:
ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, დავით სერგეენკოს უფლებამონაცვლე ელისო ბოლქვაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი კახიანი, ზაურ დარგალი, ეკატერინე ხერხეულიძე,
ნატო ჩხეიძე, ტარიელ ნაკაიძე.
კომიტეტმა განიხილა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის,
საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„ყოფილი პატიმრების სახელმწიფოს მიერ დასაქმებისა და რესოციალიზაციის შესახებ.“
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ
სარჯველაძემ წარმოადგინა.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ყურადღებას ამახვილებს ყოფილ პატიმართა დასაქმების
კუთხით
იდენტიფიცირებულ
პრობლემებზე,
რომელთა
არსებობა
აფერხებს
მათ
რეაბილიტაცია/რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესს,
ამასთან ზრდის დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს.
კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედებს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების
ცენტრი“, რომელიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და
საზოგადოებაში
ინტეგრაციის
მიზნით,
ახორციელებს
მსჯავრდებულთა
მომზადება/გადამზადებისა და დასაქმების პროგრამებს/პროექტებს როგორც პენიტენციური
დაწესებულების შიგნით, ისე მის გარეთ.
ასევე, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“ ფუნქციონირებს
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, რომელში ჩართვაც
ნებაყოფლობითია და რომელიც ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის უკეთესი
შესაძლებლობების შექმნის მიზნით ითვალისწინებს მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურების
მიწოდებას, მათ შორის, დასაქმების ხელშეწყობას. ასევე, იუსტიციის სამინისტროს აქვს
გამოცდილება საგრანტო მიმართულების პროექტის სახით, როცა ყოფილ პატიმართა ბიზნეს
იდეები და ბიზნეს ინიციატივები ფინანსდება სახელმწიფო გრანტის მეშვეობით.
ამასთანავე, კომიტეტი მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებით მუშაობა და
გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის და
დასაქმების მხარდამჭერი უკვე არსებული მოდელის შესაძლებლობების გაძლიერების და
ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.
შესაბამისად, კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 0, წინააღმდეგი - 0, მოქალაქე პაატა ჭელიძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ყოფილი პატიმრების სახელმწიფოს მიერ დასაქმებისა
და რესოციალიზაციის შესახებ“ ცნო უარყოფილად.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო
ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია