საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/86; 15.11.2021) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-2530/22
04-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 22 ნოემბრის N96/6 გადაწყვეტილებით
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა (წამყვანი კომიტეტი) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წყლის რესურსების მართვის შესახებ“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის,
ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგების კონსერვაციისა და
ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/86; 15.11.2021).
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვის საფუძველზე, გთხოვთ, აღნიშნული კანონის
პროექტების საკომიტეტო განხილვისათვის დადგენილი ვადის 30 დღით გაგრძელებას.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2500/22
04-03-2022
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარეს,
ქალბატონ მაია ბითაძეს
ქალბატონო მაია,
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „წყლის რესურსების მართვის
შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები
(N07-2/86; 15.11.2021).
აღნიშნული
კანონპროექტების
განმხილველ
ერთ-ერთ
კომიტეტად
განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო წამყვან კომიტეტად −
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების
სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, უზრუნველყოთ მათი საკომიტეტო
განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge