საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2021 წლის 9 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ 2022 წლის 4 მარტიდან ძალაში შესვლის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-14
ბიუროს ნომერი 130
📜 ტექსტი
წერილი
6823-01-2-202203071840
№ 01/6823
07/03/2022
საქართველოს პარლამენტის აპარატი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის
25-ე მუხლის შესაბამისად და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან
მიღებული ბოლო კომუნიკაციის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ 2021 წლის 9 სექტემბერს
ხელმოწერილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ ძალაშია
2022 წლის 4 მარტიდან.
პატივისცემით,
ირინე ბართაია
დეპარტამენტის დირექტორი
საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი