საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ (სულხან სალაძე, ნატალია ფერაძე, სოფიო კილასონია) მიერ წარმოდგენილ, საქართველოს 685 მოქალაქის ხელმოწერილ, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე (№1-18283/21; 15.12.2021) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-2712/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-14
ბიუროს ნომერი 130

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
კულტურის კომიტეტი 2-2712/22 09-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დასკვნა საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ (სულხან სალაძე, ნატალია ფერაძე, სოფიო კილასონია) მიერ წარმოდგენილ საქართველოს 685 მოქალაქის ხელმოწერილ პეტიციაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე (№1-18283/21; 15.12.2021). მიმდინარე წლის 9 მარტს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა სხდომაზე განიხილა საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ (სულხან სალაძე, ნატალია ფერაძე, სოფიო კილასონია) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 685 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე. პეტიციაში საუბარია ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა მუზეუმში დაცული ფონდების ევაკუაციის გეგმა, მასში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა და შენობის რეაბილიტაციის პროცესი. ასევე, აღნიშნულია, რომ შენობის მეორე კორპუსში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და საჯარო გახდეს ინფორმაცია კონკრეტულად, რომელი კოლექციების გადასატანად მზადდება აღნიშნული სივრცე. კომიტეტმა საკითხზე მსჯელობისას ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა გარემოებებზე, კერძოდ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ, მინისტრის საათის ფორმატში სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული როგორც შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დასმულ კითხვებზე. სამინისტრომ აგრეთვე წარმოადგინა მისი პოზიცია, თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამხვილა თემატური მოკვლევის ინსტრუმენტის კომიტეტს არარელევანტურობაზე მიმართა, მიზანშეწონილია რომ პეტიციით გამოყენებულ იქნეს საკითხთან დაკავშირებით და შემოთავაზებულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა მექანიზმი, კერძოდ, პარლამენტის წევრის კითხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის, მე-7 პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის შესწავლა და განხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე