სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (გიორგი შარვაშიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.03.2022
ავტორი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გიორგი შარვაშიძე)
ნომერი
#1-2762/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-14
ბიუროს ნომერი 130

📜 ტექსტი

წერილი
N 3472/01-03-07 3472-01-03-07-2202203092022 09/03/2022 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ამილახვარს ბატონო შალვა, ბატონო გიორგი, გაცნობებთ, რომ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (შემდგომში - ,,უნივერისტეტი“) შეიმუშავა წინადადებები ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს რომლებსაც წარმოგიდგენთ კანონში დანართის ცვლილებების სახით, ხოლო შეტანის თაობაზე, წინამდებარე წერილით შევეცდებით აღვწეროთ მათი საჭიროება. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - ,,კანონი“) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ უმაღლეს საგანმანათლებლო სამხედრო, დაწესებულებებში საზღვაო, (გარდა სახელმწიფოს სახელოვნებო-შემოქმედებითი და მიერ დაფუძნებული სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ჩანაწერი შეუსაბამოდ ზღუდავს პირთა წრეს, რომელსაც უნდა ეძლეოდეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების, შესაბამისად, ამ მიზნით კანდიდატურის წარდგენისა და მისი კანდიდატურის განხილვის უფლებას, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში კანონის ასეთი დანაწესი თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, კერძოდ კი მის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულების ინტერესებს სავსებით შესაძლებელია ზღუდავდეს. საყურადღებოა, რომ დეკანის თანამდებობა ადმინისტრაციული თანამდებობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ თანამდებობის შრომითი, ფუნქციური დატვირთვა მენეჯერული ხასიათისაა და მიზნად ისახავს არა უშუალოდ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროცესში მონაწილეობას, არამედ ამ პროცესების არსის ცოდნას და მათი ორგანიზებულად, გეგმიურად მიმდინარეობის მენეჯერულ/მართვით ხელშეწყობას. ხსენებულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კანონში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლიც გამორიცხავს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორისა ან ასეოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ყოფნის უპირობო ვალდებულებას და ზემოთქმულიდან გამომდინარე დააწესებს კანდიდატისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების ქონის ვალდებულებას, დამატებითი მოთხოვნების თავად შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენის უფლებით. აღსანიშნავია, რომ კანონის დღევანდელი რედაქციიდან გამომდინარე, დეკანებს ერთდროულად უკავიათ, როგორც დეკანის, ისე პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობა, რაც ბუნებრივია დაკავშირებულია მათ გაორმაგებულ შრომით დატვირთვასთან. აქვე, ამ მიზნით, ხაზგასასმელია, რომ თავად კანონი (მიუხედავად დეკანის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა წრის საკმაო შეზღუდულობისა) დეკანის არჩევის პროცესისათვის ითხოვს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს მიერ დეკანობის კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით განცხადების გამოქვეყნებას და არჩევნების ჩატარებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით, რასაც ჩვენი აზრით, კანონის ამჟამინდელი რედაქცია სრულფასოვნად ვერ აკმაყოფილებს (თანასწორობა და სამართლიანი კონკურენცია), რადგან ზემოხსენებული პრინციპები, მათი ფართო განმარტებით, მოგეხსენებათ, საჯარო და ღია კონკურსების პრინციპებს წარმოადგენენ და იმ პირობებში, როდესაც დეკანის თანამდებობაზე ასარჩევ პირთა წრე მკაცრადაა შეზღუდული ამ პრინციპების რეალიზების სისწორე და სრულფასოვნება ეჭვქვეშ დგება. შემდგომი საკითხი ეხება კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ასაკობრივი ზღვრით შეზღუდვის რეგულაციას. კანონის ამჟამინდელი რედაქციით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი კი შეიძლება დადგინდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. მიგვაჩნია, რომ კანონის ამგვარი დანაწესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საკმაოდ პრობლემურია, რაც პრაქტიკაშიც მკაფიოდ აისახა. ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს წარმოადგენენ, მათ ან უნდა იხელმძღვანელონ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვით, ან ამ შეზღუდვის მოხსნის მექანიზმის ამოქმედებისას დააწესონ შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები, რომლებიც არ არის ასაკობრივ საკითხთან დაკავშირებული, რადგან უფლებაუნარიანობის დაკავშირებული უმაღლეს ფარგლებიდან (ვერ იქნება საგანმანათლებლო გამომდინარე, აქვთ ასაკობრივ საკითხთან დაწესებულებებს, როგორც თავისი უფლება ისე კომპეტენციაც დაადგიონ საკონკურსო კრიტერიუმები მხოლოდ საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო საქმიანობისა და მასთან პროფილურად უშუალოდ დაკავშირებული სამუშაო გამოცდილების მხრივ). შესაბამისად, კანონით დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა ან არის ხოლმე უპირობოდ გამოყენებული შესაბამისი კონკურსებისას ან ამ შეზღუდვის გამონაკლისი დგინდება ისევ იმ სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით (საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფერო და გამოცდილება ამ სფეროებში), რომლებიც ისედაც დადგენილია ნებისმიერი კონკურსისათვის აკადემიურ თანამდებობაზე პირის ასარჩევად. ამ მხრივ, კანონის ზემოხსენებული რეგულაცია გარკვეულწილად აზრს კარგავს. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცდილება იცნობს ამგვარ მიდგომებს უმაღლესი განათლების სფეროში, როგორც მკაცრ დანაწესს, რომელითაც დგინდება ასაკობრივი შეზღუდვა, თუმცა გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთან ხსენებულ შემთხვევებში შესაბამისი ასაკი განსაზღვრულია 70 წლით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდეს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ასაკობრივ შეზღუდვას 70 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებული იქნას, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობდეს აღნიშნული დანაწესიდან გამონაკლისის დადგენის შესაძლებლობა. გთხოვთ, განხილული იქნას ზემოთ მოცემული წინადადებები კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი: 1 ელ. ფაილი. პატივისცემით, გიორგი შარვაშიძე რექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დანართი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (დამატებითი მოთხოვნები წესდება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ), ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“. 2. 36-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 70 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 70 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განახორციელოს კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სალომე