საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის №710-Vრს-Xმპ დადგენილების 31-ე პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ (სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა: მიხეილ სარჯველაძე (ჯგუფის ხელმძღვანელი); ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი,დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი კახიანი, ზაურ დარგალი, ანა ბუჩუკური, ეკატერინე ხერხეულიძე, ნატო ჩხეიძე, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-03-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 72
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
2022 წლის 10 მარტი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის N710-Vრს-Xმპ დადგენილების 31-ე
პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის
შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
სამუშაო ჯგუფის შექმნა, აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს
პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის
საკითხის შესწავლის მიზნით;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომა N72
2022 წლის 10 მარტი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის N710-Vრს-Xმპ დადგენილების 31-ე
პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის
შექმნა, აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული
წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე.
2022 წლის 10 მარტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი.
კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი.
სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:
ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია,
გიორგი კახიანი, ზაურ დარგალი, ეკატერინე ხერხეულიძე, ტარიელ ნაკაიძის უფლებამონაცვლე
- პაატა მანჯგალაძე.
კომიტეტის თავმჯომარემ, მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა წინადადება 2020 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2021
წლის 12 ივლისის N710-Vრს-Xმპ დადგენილების 31-ე პუნქტის საფუძველზე, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის მიზანსაც
აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული
წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა წარმოადგენს.
მისივე მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში
ერთხელ, კალენდარული წლის მარტში, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნული ანგარიშში, მასში
იდენტიფიცირებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, წარმოდგენილია რეკომენდაციები
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სხვა რელევანტური უწყებების მიმართ და
აგრეთვე, წინადადებები საქართველოს პარლამენტის მიმართ, რომლებიც ძირითადად
დაკავშირებულია
პარლამენტის
კანონშემოქმედებითი
საქმიანობის
ფარგლებში
განსახორციელებელ ღონისძიებებთან.
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებით
აღნიშნული
ანგარიში,
ყოველწლიურად, როგორც წესი, განსახილველად გადაეცემა ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს. კომიტეტის დებულების მე-6 მუხლით მოწესრიგებულია
ანგარიშის განხილვისა და ამ ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით
გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგის პროცედურები. აგრეთვე, იმავე მუხლის
მე-5 პუნქტით დარეგულირებულია ანგარიშში საქართველოს პარლამენტისადმი მიმართულ
წინადადებებზე მუშაობის საკითხებიც. მითითებული პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნული
წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესასწავლად კომიტეტის
სამუშაო ჯგუფის შექმნას.
კომიტეტმა უკვე მიმართა „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის N710-Vრს-Xმპ
დადგენილებით გაცემული დავალებების ადრესატ უწყებებს და მოსთხოვა წარმოადგინონ
ინფორმაცია აღნიშნული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. მოცემულ ეტაპზე
ინფორმაცია წარმოდგენილი აქვს უწყებების უმეტეს ნაწილს. ინფორმაციის სრულად მიღება
დასრულდება უახლოეს დღეებში.
ამავდროულად, კომიტეტის საქმიანობის მოცემულ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას ასევე იმავე
ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების
გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა.
ზემოთ დასახელებული დადგენილების 31-ე პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში
უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს „2020 წელს საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო
დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული
წინადადებების გათვალისწინების საკითხს, რაც მოითხოვს განხილვასა და კონსულტაციებს
შესაბამისი უწყებების, დაინტერესებული მხარეებისა და თავად სახალხო დამცველის
ჩართულობით, რის შედეგადაც გამოიკვეთება თითოეული ასეთი წინადადების გაზიარების
მიზანშეწონილობის შეფასებისთვის აუცილებელი გარემოებები და მოსაზრებები.
კომიტეტზე აღინიშნა, რომ ვინაიდან საკითხი არის კომპლექსური და დიდი მოცულობის,
მიზანშეწონილია, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში გაერთიანდეს კომიტეტის ყველა
წევრი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად კომიტეტის წევრი ამბობს უარს სამუშაო ჯგუფის
საქმიანობაში მონაწილეობაზე).
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში გაწევრიანების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ასევე
პარლამენტის იმ წევრს, რომელიც გამოხატავს ინტერესს აღნიშნული საკითხის მიმართ და
გამოთქვამს სურვილს. ამასთან, ამავე საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, შესაბამის
დარგობრივ კომიტეტებს უნდა ეთხოვოს, რომ მოავლინონ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის
მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ცალკეული მიმართულებების მიხედვით, რომელიც
იდენტიფიცირებული იქნება თავად სამუშაო ჯგუფის მიერ.
სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ასევე უნდა ეთხოვოს აღმასრულებელი
ხელისუფლების იმ ორგანოებს, აგრეთვე სხვა რელევანტურ უწყებებს, რომელთა საქმიანობის
სფეროსაც ეხება საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებებით გათვალისწინებული
საკითხები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა გადაწყვიტა:
1. „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის N710-Vრს-Xმპ დადგენილების 31-ე
პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად,
შეიქმნას კომიტეტის სამუშაო ჯგუფი;
2. სამუშაო ჯგუფის მიზნად განისაზღვროს „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების
გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა;
3. საკითხის შესწავლის დასრულების შემდეგ, მოსაზრებები/რეკომენდაციები თითოეული
წინადადების გათვალისწინების შესახებ სამუშაო ჯგუფმა წარუდგინოს კომიტეტს;
4.
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
სამუშაო ჯგუფი განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ სარჯველაძე - პარლამენტის წევრი (ჯგუფის ხელმძღვანელი);
ალუდა ღუდუშაური - პარლამენტის წევრი;
სავალან მირზოევი - პარლამენტის წევრი;
დავით სერგეენკო - პარლამენტის წევრი;
ვლადიმერ ჩაჩიბაია - პარლამენტის წევრი;
გიორგი კახიანი - პარლამენტის წევრი;
ზაურ დარგალი - პარლამენტის წევრი;
ანა ბუჩუკური - პარლამენტის წევრი;
ეკატერინე ხერხეულიძე - პარლამენტის წევრი;
ნატო ჩხეიძე - პარლამენტის წევრი;
ტარიელ ნაკაიძე - პარლამენტის წევრი;
ნა ნაცვლიშვილი - პარლამენტის წევრი.
5.
ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს, სამუშაო ჯგუფის თხოვნით
წარმოადგინონ წევრი/წევრები სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად;
6. ეთხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოებს, აგრეთვე სხვა რელევანტურ
უწყებებს, რომელთა საქმიანობის სფეროსაც ეხება საქართველოს სახალხო დამცველის
წინადადებებით გათვალისწინებული საკითხები, სამუშაო ჯგუფის თხოვნით წარმოადგინონ
წევრი/წევრები სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად;
7. სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის
ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია
აუდიო