საქართველოს პარლამენტის წევრების ავთანდილ ენუქიძისა და ფრიდონ ინჯიას მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/175; 07.03.2022) საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ავთანდილ ენუქიძე, ფრიდონ ინჯია
ნომერი
#2-2791/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-14
ბიუროს ნომერი 130

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-2791/22 11-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის შესაბამისად, გვსურს გამოვითხოვოთ ჩვენს მიერ 2022 წლის 07 მარტს წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. გთხოვთ, წარმოდგენილ განცხადებას მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია პარლამენტის წევრი ავთანდილ ენუქიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge