საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის (№1-1888/22; 17.02.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2869/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-14
ბიუროს ნომერი 130

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2869/22 11-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-1888/22; 17.02.2022). აღნიშნულ საკითხზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული საკითხის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-2721/22 10-03-2022 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N 124/13, 21.02.2022 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2021 წლის საქმიანობის შესახებ (№11888/22; 17.02.2022). აღნიშნული საკითხის განხილვის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 14 მარტამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი მითითებულ ვადაში მის განხილვას ვერ ახერხებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge