საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის შალვა პაპუაშვილის მიერ წარმოდგენილი საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის შალვა პაპუაშვილის მიერ წარმოდგენილი საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში ანგარიში
- საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-03-17
შენიშვნები 17/03/2022 ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
2-1845/22
17-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის
თანახმად, გიგზავნით საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიშს.
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-2817/22
11-03-2022
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გაცნობებთ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის შალვა პაპუაშვილის მიერ
წარმოდგენილი საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში (2-1845/22/10; 17.02.2022).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2021 წლის იანვარი - 2022 წლის იანვარი
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა
დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირში, მონაწილეობა მიიღო ვენაში გამართულ
მსოფლიო სპიკერების კონფერენციაში და მადრიდში გამართულ რიგით 143-ე ასამბლეის
მუშაობაში, ასევე, ვირტუალურ ფორმატში გამართულ ყოველწლიურ საპარლამენტო
მოსმენაში, თემატურ ვებინარში და გეოპოლიტიკური ჯგუფის შეხვედრაში.
2021 წლის 17-18 თებერვალი
ყოველწლიური საპარლამენტო მოსმენა
ვირტუალური ფორმატი
მონაწილეები: მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური
17-18 თებერვალს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) და გაეროს ერთობლივი
ორგანიზებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა ყოველწლიური საპარლამენტო მოსმენა.
კორუფციასთან ბრძოლა იყო მთავარი თემა, რომლის გარშემოც შედგა დებატები.
შეხვედრა საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, დუარტე პაჩეკომ და გაეროს
გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის პრეზიდენტმა, ვოლკან ბოჟკირმა გახსნეს. საკუთარ
გამოსვლებში მათ აღნიშნეს, რომ კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა უნდა
წარმოადგენდეს ყველა ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს, რადგან ის ფუნდამენტურ
საფრთხეს უქმნის როგორც დემოკრატიულ განვითარებას, ასევე, ადამიანის უფლებებს.
ღონისძიების მსვლელობისას იმსჯელეს კორუფციასთან ბრძოლის სამომავლო
პერსპექტივებზე და განიხილეს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ამ პრობლემის
გადაჭრის კონკრეტული სამომავლო საკანონმდებლო ნაბიჯები.
საპარლამენტო მოსმენაში 100-მდე ქვეყნის 400-მდე პარლამენტის წევრმა, არასამთავრობო
სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პარლამენტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის
წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა.
გეოპოლიტიკური ჯგუფის „12+“ შეხვედრა
ვირტუალური ფორმატი
მონაწილე: მარიამ ლაშხი
26 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარიამ ლაშხმა, მონაწილეობა მიიღო
ვირტუალურ ფორმატში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის გეოპოლიტიკური
ჯგუფის „12+“-ის შეხვედრაში, მსჯელობა გაიმართა მომავალი ასამბლეის გარშემო,
კომიტეტებსა თუ სხვა სამუშაო ჯგუფებში ერთობლივი პოზიციების შეჯერების მიზნით.
შეხვედრის მონაწილეებმა მოუსმინეს საპარლამენტთაშორისო კავშირში სხვა და სხვა
ვაკანტურ პოზიციაზე წარმოდგენილ კანდიდატებს გეოპოლიტიკური ჯგუფიდან,
რომლებმაც ორგანიზაციის განვითარებაზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
პარლამენტის თავმჯდომარეების რიგით მეხუთე მსოფლიო კონფერენცია
ვენა, ავსტრიის რესპუბლიკა
მონაწილეები: კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე
პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენცია, საპარლამენტთაშორისო
კავშირის ორგანიზებით, იმართება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. 7-8 სექტემბერს, რიგით
მეხუთე კონფერენციას ვენამ უმასპინძლა. ღონისძიებაზე საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციას, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ხელმძღვანელობდა. ღონისძიების
მუშაობაში ასზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობდა.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის
გზებზე და ამ მიმართულებით უფრო ეფექტური საპარლამენტო ინსტრუმენტების
ჩამოყალიბებაზე. მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო დისკუსიას პანდემიის შემდგომი
ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივებზე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივი
შეხვედრების გამართა ესტონეთის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის, ჩრდილოეთ
მაკედონიის, სლოვენიის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, აზერბაიჯანის, სამხრეთ
კორეის,
თურქეთის,
შვედეთის,
იტალიის
და
ავსტრიის
პარლამენტების
თავმჯდომარეებთან, ასევე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ეუთოში საქართველოსთან მეგობართა
ჯგუფის წევრებთან. ასევე, ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის სახელით
გამართულ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ირლანდიისა და
შვეიცარიის
პარლამენტების
თავმჯდომარეებს.
შეხვედრებზე
განიხილეს
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების გზები და სამომავლო
თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებს
ესაუბრა საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე,
საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე
ყველა იმ საკითხსა და გამოწვევაზე, რომელთა წინაშე დგას საქართველო, მათ შორის
ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სპეციალური
მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ავსტრიის პარლამენტის მიერ ორგანიზებულ
„დემოკრატიის უორქშოპში“, სადაც 16 წლამდე ახალგაზრდებთან პარლამენტარიზმსა და
საპარლამენტო მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა.
2021 წლის 25-30 ნოემბერი
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 143-ე ასამბლეა
მადრიდი, ესპანეთის სამეფო
მონაწილეები: კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან იოსელიანი, ხატია წილოსანი
საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე ასამბლეას მადრიდმა უმასპინძლა. ღონისძიებას,
რომელიც გლობალური პანდემიის გათვალისწინებით საკმაოდ წარმომადგენლობითი
იყო, 120-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის დელეგაცია, მათ შორის 35-მდე პარლამენტის
თავმჯდომარე ესწრებოდა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ასამბლეაზე
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ხელმძღვანელობდა. ასამბლეის ძირითადი
სამსჯელო თემას
წარმოადგენდა.
დემოკრატიის
თანამედროვე
გამოწვევები
და
პოლარიზაცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაღალი ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა
ასამბლეის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ დემოკრატიის დაცვისკენ მიმართული
ერთობლივი ქმედებები აუცილებელია და საქართველოს პარლამენტი ამისათვის სხვა
პარლამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზად არის. მან საკუთარ გამოსვლაში
ისაუბრა მმართველობითი სისტემების არსებით საფრთხეებზე და ხაზი გაუსვა, რომ
ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა
დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან
საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის
აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა.
კახა კუჭავამ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ
გასული ათწლეულის მანძილზე პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხს მიაღწია,
პანდემიამ კი კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ
სტაბილურობაზე და ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. ამას ემატება ისიც, რომ
საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის
რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ამ რეგიონების მაცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე
განხორციელებული ძალადობის და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან,
ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, არ აქვთ წვდომა სათანადო
სამედიცინო დახმარებაზე, განათლებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის
იგნორირებული.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამართა ორმხრივი
შეხვედრები ნეპალის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ბურუნდის, ბაჰრეინის, მალტის,
სიერა ლეონეს, ტანზანიისა და ნამიბიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, ასევე,
ესპანეთის პარლამენტის ორივე პალატის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძის ორმხრივი
შეხვედრა გამართა ურუგვაის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელთან. ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არაფორმალურ
გარემოში შეხვდა კორეის რესპუბლიკის, თურქეთის, ლიხტენშტეინის, პაკისტანისა და
ესპანეთის ქვედა პალატის თავმჯდომარეებს. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრებზე
ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
მხარდაჭერის საკითხებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს დეტალური
ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის
უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული
ურთიერთობა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების
საკითხები განიხილეს, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების
პერსპექტივები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო
ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მასპინძლობით
გამართულ სამუშაო შეხვედრაში, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეებმა მიმდინარე
გლობალურ გამოწვევებზე და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.
ასამბლეის პარალელურად, ტრადიციულად გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის
ქალ პარლამენტართა და ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმების შეხვედრები, სადაც
მონაწილეობა მიიღო ქართული დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა. მან ორივე
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ამ მიმართულებით
არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
2021 წლის 10 დეკემბერი
ვებინარი თემაზე: კლიმატის ცვლილება და მისგან გამომდინარე იძულებითი მიგრაცია
მთიანი რაიონებიდან
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ,
მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საპარლამენტთაშორისო კავშირისა (IPU)
და განვითარებისა და თანამშროლობის შვეიცარიული სააგენტოს მიერ ერთობლივად
ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა.
მაია ბითაძემ საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს მაგალითზე კლიმატის
ცვლილებით გამოწვეულ გეოლოგიურ და ჰიდრომეტეოროლოგიურ საფრთხეებზე. მან
აღნიშნა, რომ პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დასავლეთ საქართველოში, სადაც
კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფული მოვლენები, საფრთხეს უქმნის
ადგილობრივ მოსახლეობას. მან ხაზი გაუსვა ხელისუფლების ეფექტურ პოლიტიკას, რაც
მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მაქსიმალურ ფინანსური
მხარდაჭერას უზრუნველყოს, რათა მათ შეძლონ უსაფრთხო რეგიონში დასახლება. მაია
ბითაძემ ვებინარის მონაწილეებს კლიმატის ცვლილების საპასუხოდ საქართველოს
პარლამენტის მიერ დაგეგმილ სამომავლო საკანონმდებლო გეგმებზეც ესაუბრა.