საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარალმენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარალმენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-03-17
შენიშვნები 17/03/2022 ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-2860/22
11-03-2022
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 35 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის ანგარიში 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ
სარჩევი
1. წინასიტყვაობა
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
3. წარმატებების მოკლე აღწერა
4. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა
4.1. საკანონმდებლო საქმიანობა
4.2. საზედამხედველო საქმიანობა
4.2.1. ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური
ანგარიშების მოსმენა.
4.2.2. თემატური მოკვლევა
4.3. საზოგადოებასთან ურთიერთობა
5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები
6. საერთაშორისო თანამშრომლობა
6.1. ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების
კონფერენციასთან (COSAC) თანამშრომლობა
6.2. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი
6.3. აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა (Euronest PA)
6.4. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები
1
1. წინასიტყვაობა
წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიში.
კომიტეტი, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზნით, ხელს უწყობს ერთი მხრივ
საქართველოსა და მეორე მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას
და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების (რომელიც მოიცავს
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს) დროულ და
ეფექტიან განხორციელებას და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობას.
კომიტეტი წინასწარ ამზადებს საკანონმდებლო საკითხებს, ხელს უწყობს საქართველოს
კანონების,
საერთაშორისო
ხელშეკრულებების,
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას, თავისი კომპეტენციის
ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობას.
კომიტეტი, თავის კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს ევროკავშირთან
მიმართებით საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში, წარმართავს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობას,
ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის „ევრონესტის“
მუშაობას.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და გამოცდილების
გაზიარების მიზნით, კომიტეტი თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატ და
ასოცირებულ ქვეყნებთან და ხელს უწყობს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ
პროცესებში საზოგადოების ჩართულობას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტი:
კოორდინაციას უწევდა საპარლამენტო საქმიანობას ევროინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის
ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით;
უძღვებოდა საკანონმდებლო დაახლოების პროცესს, შეიმუშავებდა და განიხილავდა
საკანონმდებლო ინიციატივებს;
ზედამხედველობას უწევდა მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოების საქმიანობას;
თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან, ევროკავშირის
ინსტიტუტებთან,
პარტნიორი
ქვეყნების
პარლამენტებთან,
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან;
2
ევროინტეგრაციის პროცესებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და
ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროგრესზე ინფორმაციის გაცვლისთვის,
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ
ორგანიზაციებთან. ამ პარტნიორობის ფარგლებში, 2021 წელს კომიტეტის მიერ არაერთი
მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა განხორციელდა.
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
2021 წელს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები
იყვნენ: მაკა ბოჭორიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე), ლევან ქარუმიძე (კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დავით ბაქრაძე, ნინო იობაშვილი, აკაკი მინაშვილი,
შალვა პაპუაშვილი, ჰერმან საბო, სალომე სამადაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით
სონღულაშვილი, თამარ ტალიაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით ხაჯიშვილი.
2021 წელს, სხვადასხვა პერიოდში, კომიტეტის შემადგენლობაში ასევე იყვნენ: მარიამ
ქვრივიშვილი, თეონა აქუბარდია, მიხეილ დაუშვილი, გიორგი კახიანი, ხათუნა სამნიძე,
დავით უსუფაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი.
3. მიღწევების მოკლე აღწერა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ძირითადად ემსახურება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის მიერ
განხილული
კანონპროექტების
შედეგად,
უზრუნველყოფილია
საქართველოს
კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებულ
13-მდე
დირექტივასა
და
რეგულაციასთან.
ამასთან,
გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის სამართალთან დაახლოება უზრუნველყოფილია
აგრეთვე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომელთა შემუშავება ხდება
პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საფუძველზე.
2021 წელს კომიტეტმა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო
კონტროლის ფარგლებში, როგორც ცალკე, ისე სხვა დარგობრივ საპარლამენტო კომიტეტებთან ერთად, მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების 11 ანგარიში და
შეიმუშავა
რეკომენდაციები,
რომელთა
უმეტესობა
უწყებების
მიერ
იქნა
გათვალისწინებული.
კომიტეტი მუშაობდა ევროპარლამენტთან და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან, ევროპის
საბჭოსთან, ნატოსთან, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების
პარლამენტებთან, მათ შორის მეგობართა ჯგუფების ფარგლებში, საპარლამენტო კავშირების
გასაღრმავებლად. 2021 წელს ევროპარლამენტში და ორმხრივ ფორმატებში შედეგიანი
3
ვიზიტები გაიმართა, რის საფუძველზეც მიღწეულია არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური
შედეგი.
2021 წლის მარტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს. კომიტეტის
თავმჯდომარის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის 15 დეკემბრის სამიტის
წინ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი
გზავნილები შეიმუშავა.
4. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა
2021 წლის 12 თებერვალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დაამტკიცა კომიტეტის 2021
წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს განსაზღვროს კომიტეტის საქმიანობის
მიმართულებები შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
გეგმაში, კომიტეტის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ასახულია
კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საერთაშორისო, საორგანიზაციო და
საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები,
მათი შესრულების ვადები, ინდიკატორები, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი და მასში
ჩართული მხარეები, ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან
დაკავშირებული ღონისძიებანი.
4.1. საკანონმდებლო საქმიანობა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წელს გამართა კომიტეტის 21 სხდომა. კომიტეტმა
განიხილა 48 ნორმატიული აქტის პროექტი. 1
განხილული კანონპროექტების საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების შედეგად
საქართველოს კანონმდებლობა დაახლოვდება ევროკავშირის 13 დირექტივასთან.
აღსანიშნავია შემდეგი მნიშვნელოვანი კანონპროექტები:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ კანონის პროექტებთან ერთად (N07-3/29;
09.02.2021)2
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღება დაკავშირებულია საქართველოსა და
ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებასთან. კანონის მიღებით მოხდა ასოცირების შესახებ
1
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. (3.2 ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა)
2
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 17: „მეწარმეთა შესახებ“ კანონის
პროექტის განხილვა
4
შეთანხმების XXVIII-ე დანართის „საკორპორაციო სამართლის“ ნაწილში მითითებულ
დირექტივებთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება.
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღებით კორპორატიულ სფეროში ფუნდამენტური
ცვლილებების განხორციელდა, მოწესრიგდა ძველ კანონში არსებული დაურეგულირებელი
საკითხები, შეიქმნა ბიზნეს გარემოსთვის უფრო მოქნილი და ხელსაყრელი პირობები.
მეწარმეთა შესახებ ახალმა კანონმა შემოიტანა დისპოზიციური ნორმები, რომელთა
გამოყენებითაც მეწარმე სუბიექტები შეძლებენ უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული
ურთიერთობები, ცალკეული საკითხების წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის
კი შეიქმნა შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის
საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც, ახალი კანონი მიღებამდე, ხელს უშლიდა, ერთი მხრივ,
ამ ურთიერთობის მონაწილეებს, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების
სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. ამასთან, კანონის მიღებით გაუმჯობესდა
მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზარდა
კორპორატიული გამჭვირვალობა.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიღების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა
შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირის შემდეგ ნორმატიულ აქტებთან:
2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC დირექტივა იმ
გარანტიების კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები ითხოვენ
კომპანიებისგან ხელშეკრულების 48-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, რათა
ამგვარი გარანტიები გახადონ თანაბარი. აღნიშნული დირექტივით რეგულირდება
შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიების რეგისტრაციისა და მათ მიერ
განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა;
1976 წლის 13 დეკემბრის საბჭოს მეორე, 77/91/EEC დირექტივა იმ გარანტიების
კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები ითხოვენ კომპანიებისგან
ხელშეკრულების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, რომელიც
დაკავშირებულია
შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საჯარო
კომპანიების
ჩამოყალიბებასთან და მათი კაპიტალის შენარჩუნებასა და შეცვლასთან, რათა ამგვარი
გარანტიები გახადონ თანაბარი. ეს დირექტივა შესწორდა 92/101/EEC, 2006/68/EC და
2009/109/EC დირექტივებით;
1978 წლის 9 ოქტომბრის საბჭოს მესამე, 78/855/EEC დირექტივა, რომელიც ეფუძნება
ხელშეკრულების 54-ე მუხლის 3(g) ქვეპუნქტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო
კომპანიების შერწყმის შესახებ და რომელიც შესწორდა 2007/63/EC და 2009/109/EC
დირექტივებით;
1982 წლის 17 დეკემბრის საბჭოს მეექვსე, 82/891/EEC დირექტივა, რომელიც ეფუძნება
ხელშეკრულების 54-ე მუხლის 3(g) ქვეპუნქტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო
კომპანიების გაყოფის შესახებ და რომელიც შესწორდა 2007/63/EC და 2009/109/EC
დირექტივებით;
1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს მეთერთმეტე, 89/666/EEC დირექტივა, რომელიც ეხება
სხვა სახელმწიფოს სამართლით დარეგულირებული გარკვეული კატეგორიების
კომპანიების მიერ წევრ სახელმწიფოებში ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით
კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნებს;
5
2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/102/EC დირექტივა
კორპორატიული სამართლის სფეროში ერთწევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის
კერძო კომპანიების შესახებ;
2007 წლის 11 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/36/EC დირექტივა საფონდო
ბირჟაზე სავაჭროდ ნებადართული აქციების ემიტენტ (ჩამოთვლილ) კომპანიებში
აქციონერთა გარკვეული უფლებების განხორციელების თაობაზე.
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და თანმდევ
კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/86; 15.11.2021)3
საკანონმდებლო პაკეტით ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმების XXVI დანართით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება,
რომელიც მოიცავს წყლის ხარისხის და წყლის რესურსების, მათ შორის წყალდიდობის
რისკის მართვას.
,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დგინდება წყლის რესურსების
მართვის ახალი პრინციპები, სისტემა და სტანდარტები. განისაზღვრება საქართველოს წყლის
სახელმწიფო ფონდს მიკუთვნებული წყლები და წყლის რესურსების საკუთრებასთან
დაკავშირებული საკითხები. განისაზღვრება წყლის რესურსების დაცვასა და გამოყენებაზე
კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები და დადგინდება წყალდიდობების რისკების
მართვის მექანიზმები.
კანონის მიღების შედეგად ჩამოყალიბდება წყლის რესურსების მართვის ერთიანი
თანამედროვე სისტემა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქვეყანაში ძირითადი
საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა, რომელიც არ დაუშვებს წყლის მდგომარეობის შემდგომ
გაუარესებას, დაიცავს და გააუმჯობესებს წყლის ეკოსისტემების სტატუსს, ხელს შეუწყობს
წყლის მდგრად გამოყენებას, უზრუნველყოფს წყლის რესურსების ინტენსიურ დაცვას და
მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაადგენს
წყლის რესურსების დაცვის და წყლის რესურსებით სარგებლობის ძირითად პრინციპებს.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით დაახლოება მოხდება ევროკავშირის შემდეგ
ნორმატიულ აქტებთან:
2000/60/EC
დირექტივა
წყლის
პოლიტიკის
სფეროში
საზოგადოებრივი
მოქმედებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ;
2007/60/EC დირექტივა წყალდიდობის რისკების შეფასებისა და მართვის შესახებ;
91/271/EEC დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ;
98/83/EC დირექტივა ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის
შესახებ:
3
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 5: „წყლის რესურსების მართვის
შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა
6
91/676/EEC დირექტივა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებით
დაბინძურებისაგან წყლების დაცვის შესახებ.
კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები
ერთიანი ევრო გადახდის სივრცის სისტემაში (SEPA) საქართველოს შესვლის თაობაზე სამუშაო
ჯგუფი
2020 წლის გაზაფხულზე ევროკომისიამ შეიმუშავა ერთობლივი კომუნიკე: „აღმოსავლეთ
პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ“, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ
პარტნიორებთან
თანამშრომლობის
გაღრმავების
შესაძლებლობებს
სხვადასხვა
მიმართულებით. თანამშრომლობის ერთ-ერთ საკითხად წარმოდგენილია ერთიანი ევრო
გადახდის სივრცის პარტნიორ ქვეყნებზე გავრცელების შესაძლებლობა.
SEPA-ს სივრცეში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ევროში მოახდინოს უნაღდო
ანგარიშსწორება სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტიანად, როგორც ეს ადგილობრივი (ქვეყნის
შიგნით) გადარიცხვებისას ხორციელდება.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმების გათვალისწინებით, საქართველოს
SEPA-ში გაწევრიანება უდავოდ მნიშვნელოვანია და ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში
ინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯს წარმოადგენს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის
ინიციატივის შედეგად, 2021 წლის 26 მარტს სხდომაზე მიიღო ერთიანი ევრო გადახდის
სივრცის სისტემაში საქართველოს შესვლის თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის
გადაწყვეტილება.
სამუშაო ჯგუფის მიზანია იმის დადგენა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ
SEPA-ში გაწევრიანებისთვის და რა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ის საქართველოსთვის.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი
ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ევროკავშირის პროექტის
ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიმართა 3 სამუშაო შეხვედრა:
სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე იმსჯელეს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებზე.
საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები.
შეხვედრაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატს დაევალა საბანკო სფეროში
ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების და SEPA-ში გაწევრიანებისთვის
დადგენილი, ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაციის მდგომარეობის
ანალიზის მომზადება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ეთხოვა ევროკავშირში საქართველოს
საელჩოს დახმარებით კომუნიკაცია დაამყარებინა ევროპული გადახდების საბჭოს
სამდივნოსთან და განეხილა SEPA-ში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობები. ასევე,
ევროკავშირის პროექტს ეთხოვა განეხილა SEPA-ში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე
კვლევისა და ანალიზის დოკუმენტის მომზადების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს SEPAში გაწევრიანების სარგებლის ანალიზს წევრი ქვეყნების მაგალითზე და ასევე SEPA-ში
ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების კუთხით არსებულ მდგომარეობას.
7
მეორე სამუშაო შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის წევრებმა საბანკო სექტორთან ერთად
განიხილეს SEPA-ში გაწევრიანების შესაძლებლობები და კომერციული ბანკების
მოსაზრებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
მესამე სამუშაო შეხვედრაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა
ბოჭორიშვილი, ევროკავშირის პროექტის AA Facility-ის წარმომადგენელთან ერთად შეხვდა
დარგის ექსპერტებს, რომელთაც გააცნო კომიტეტის ინიციატივა და მათთან ერთად
განიხილა საქართველოს სეპაში გაწევრიანების სამართლებრივი საფუძვლები, გაწევრიანების
კრიტერიუმები, შესაძლო სარგებელი და სხვა ქვეყნების გამოცდილება.
2021 წლის ნოემბერში ევროკავშირის პროექტის AA Facility-ის მიერ მომზადდა წინასწარი
ტექნიკურ -ეკონომიკური ანალიზი საქართველოს SEPA-ში მონაწილეობის თაობაზე.
სამუშაო ჯგუფის მომდევნო სამუშაო შეხვედრა იგეგმება 2022 წელს. შეხვედრაზე
განხილული იქნება ევროკავშირის პროექტის მიერ მომზადებული დოკუმენტი და
სამომავლო გეგმები.
სამუშაო ჯგუფი "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის
პროექტის თაობაზე 4
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში
შემუშავებულია „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები. კანონპროექტების ინიცირება მოხდა
2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ და მეათე მოწვევის
პარლამენტმა, 2021 წელს გააგრძელა კანონპროექტის განხილვის პროცედურები.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 2021 წლის 4-5 ნოემბერს ორდღიანი
სამუშაო შეხვედრა გაიმართა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის,
იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტების წევრები,
აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ქართველი და ევროპელი ექსპერტები, შესაბამისი
ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს 2019 წელს ინიცირებული
კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები, ასევე, მისი შესაბამისობა
ევროკავშირის სტანდარტებთან. საქართველოს პარლამენტის წევრებმა იმსჯელეს
კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელებისთვის შემდგომ ნაბიჯებზე და საკომიტეტო
განხილვების გეგმებზე, იმისათვის, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს პარლამენტის
მიერ შესაბამისი კანონის მიღება, რაც თავისთავად გათვალისწინებულია საქართველოსა და
ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით.
4
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 13.
8
შეხვედრა ევროკავშირი პროექტის - „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ ხელშეწყობით გაიმართა.
4.2. საზედამხედველო საქმიანობა
4.2.1. ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური
ანგარიშების მოსმენა. 5
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის მიზანია ასოცირების
შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის და საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კონტროლი. ამ პროცესში,
კომიტეტი ზედამხედველობს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების
საქმიანობას, ასევე საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების აღსრულებას.
პროცესის ეფექტიანი კოორდინაციისა და უკეთესი შედეგების მიღწევის მიზნით, კომიტეტი
თანამშრომლობს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან, რომლებიც თავიანთ
კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ასოცირების
შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების აღსრულებისა და შესაბამისი
დარგობრივი სამინისტროებისა თუ უწყებების საქმიანობის კონტროლზე.
აღმასრულებელ
ხელისუფლებაზე
ეფექტიანი
საპარლამენტო
კონტროლის
განსახორციელებლად, კომიტეტი როგორც ცალკე, ისე დარგობრივ კომიტეტებთან ერთად,
ისმენს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების პერიოდულ ანგარიშებს
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების
შესახებ, აკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მათ შესრულებას და გასცემს
შესაბამის რეკომენდაციებს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მოწვეული სტუმრის რანგში,
მონაწილეობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაში.
2021 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დამოუკიდებლად და სხვა საპარლამენტო
კომიტეტების მონაწილეობით, გამართა 11 საკომიტეტო მოსმენა შემდეგ საკითხებზე:
1. 1 თებერვალს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ანგარიში 2020 წელს „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
5
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. სტრატეგიული მიზანი 4. კომიტეტის მიერ
საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება.
4.1 აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული
ნორმატიული აქტების მიღებისა და დამტკიცებული საკანონმდებლო აქტების აღსრულების ზედამხედველობა.
9
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. 6
2. 9 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან
ერთად, კომიტეტმა მოისმინა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2020
წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.7
3. 10 მარტს, აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად კომიტეტმა მოისმინა საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის
მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის
განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.8
4. 26 აპრილს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად
კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ანგარიში ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან
დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ.9
5. 28 აპრილს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ერთად კომიტეტმა მოისმინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში ასოცირების
შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის
განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.10
6. 31 მაისს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად კომიტეტმა
მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ანგარიში გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის
არსებული ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. 11
7. 7 ივნისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად,
კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ანგარიში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ
ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების, ენერგეტიკის დარგში
ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის
ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. 12
8. 28 ივნისს, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად, კომიტეტმა მოისმინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიში ფინანსური მომსახურების, დაბეგვრის,
6
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 27.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 38
8
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 29
9
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 31
10
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 33
11
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 28
12
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 30
7
10
ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის მიმართულებით ასოცირების შესახებ
შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. 13
9. 25 ოქტომბერს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად
კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში დასაქმების,
სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში, ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლისა და 2021 წლის 6 თვის ეროვნული სამოქმედო
გეგმის შესრულების შესახებ.14
10. 13 დეკემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად
კომიტეტმა მოისმინა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის
მეურნეობის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის
ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.15
11. 20 დეკემბერს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ინფორმაცია 2021 წლის 15 დეკემბერს გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის
შედეგების შესახებ და სამინისტროს ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე. 16
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშის მოსმენის შემდგომ
კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები და განახორციელა რეკომენდაციების შესრულების
კონტროლი.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობით მიზნით,17 კომიტეტმა გამართა 3
სხდომა:
24 მაისს, კომიტეტმა მოისმინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების“ შესახებ.
7 ივნისს, კომიტეტმა მოისმინა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიში“ და „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება,
,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების შესახებ“.
8 ოქტომბერს, კომიტეტმა მოისმინა ფინანსთა სამინისტროს ანგარიში „საქართველოს 2021
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.
13
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 35
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 32
15
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 29
16
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 27
17
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 39
14
11
4.2.2. თემატური მოკვლევა
„საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე
პროდუქციის ექსპორტისას“
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, 2021 წლის 9 თებერვალს,
კომიტეტის სხდომაზე მოისმინა 2020 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის - „საქართველოს
მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისას“
ანგარიში და სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა. კომიტეტმა იმსჯელა
მოსმენილი მოხსენების, მასში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესახებ და მცირე და
საშუალო ბიზნესის წინაშე მდგარი გამოწვევები დასაძლევად განსახორციელებელ შემდგომ
ღონისძიებებზე.18
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის
ბაზარზე“19
2021 წლის 10 მარტს ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების
ერთობლივ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება „სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ თემატური
მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე.
თემატური მოკვლევა განხორციელდა 2021 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში,
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.
თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა მიიღო 8 დადასტურებული პოზიცია კერძო
სექტორიდან და სახელმწიფო უწყებებიდან, მოკვლევის ფარგლებში გამართა კერძო
სექტორის, დასაბუთებული პოზიციის წარმომდგენი პირებისა და სახელმწიფო უწყებების
ზეპირი მოსმენები.
მოკვლევის
შედეგად,
იდენტიფიცირდა
ევროკავშირის
ბაზრებზე
ქართული
აგროპროდუქციის ექსპორტის პოტენციური გამოწვევები და პერსპექტივები. გამოწვევების
დასაძლევად და პერსპექტივების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისთვის მომზადდა
რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებისთვის.
„ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და გამოწვევები“20
კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, 2021 წლის 24 მაისს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა „ევროკავშირის შრომით
ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და გამოწვევები“ თაობაზე.
18
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 41
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 41
20
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 41
19
12
თემატური მოკვლევის მიზანია, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, მათ შორის შრომით
ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივად ინტეგრაციისა და პროცესის თანმდევი გამოწვევების
სწორად მართვის, არალეგალური მიგრაციის შემცირების, დასაქმების ლეგალური
შესაძლებლობების შექმნის, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული შესაძლებლობების
გამოყენების, საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი
დაცვის მექანიზმების შექმნისა და ინტელექტის გადინების საფრთხის თავიდან აცილების
მიზნით, მოხდეს საკანონმდებლო რეგულირების საჭიროებების იდენტიფიცირება.
სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართულობით, საქართველოს
მოქალაქეთა
გამოცდილებისა და შრომითი მიგრაციის რეგულირების ევროპული პრაქტიკის
გაანალიზების შედეგად, „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა
საქართველოში“ (ENIGMMA 2) მხარდაჭერით, შემუშავდა თემატური მოკვლევის ანგარიში.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, 2021 წლის 18-19 ოქტომბერს ჩატარდა ორი სამუშაო
შეხვედრა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამინისტროების
წარმომადგენლებს მოუსმინეს.
გარდა ამისა, 2021 წლის 7-8 ნოემბერს გაიმართა თემატური მოკვლევის გასვლითი სამუშაო
შეხვედრა, რომლის მიზანი იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისგან
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ანგარიშის პროექტის თემატური
მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებისთვის გაცნობა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე თემატური მოკვლევის
ფარგლებში გამოკვეთილი გამოწვევების გათვალისწინებით, ევროკავშირის შრომით
ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის საჭირო რეკომენდაციებთან დაკავშირებით
იმსჯელეს.
4.3. საზოგადოებასთან ურთიერთობა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომიტეტის საქმიანობის
საჯაროობას და გამჭვირვალობას. კომიტეტის სხდომები ღიაა საზოგადოების
წარმომადგენლებისთვის, სტუდენტების, ექსპერტების და სხვა დაინტერესებული
პირებისთვის. კომიტეტის სხდომებზე დამსწრეებს საშუალება ეძლევათ დასვან კითხვები და
მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.
თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო
საქმიანობის პროცესში თანამშრომლობს „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო
საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან“21 და სამოქალაქო
21
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412-ე მუხლი ითვალისწინებს ევროკავშირისაქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს აზრთა
13
საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან. მათ წინასწარ ეგზავნებათ ინფორმაცია
კომიტეტის მიერ განსახილველი კანონპროექტებისა და კომიტეტის სხდომების შესახებ.
სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ
კომიტეტის სხდომებზე საკითხების განხილვაში. 22
2021 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის
სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეშვიდე შეხვედრაში და საქართველოს
ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ ბოლოდროინდელ მიღწევებზე, გამოწვევებსა და
სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრა საქართველოს სტრატეგიისა და
საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც
მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი
რანგის წარმომადგენლებმა.
თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, რომელთა მხარდაჭერით კომიტეტი მნიშვნელოვან აქტივობებს
ახორციელებს, მათ შორის არიან:
ევროკავშირის პროექტი: „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა II“
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს
ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებების განხორციელება და
საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერით გააღრმაოს
ევროკავშირთან ინტეგრირების პროცესი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პრიორიტეტების შესაბამისად.
პროექტთან თანამშრომლობით კომიტეტმა 2021 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა
განახორციელა. თანამშრომლობა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა კომიტეტის
მხარდაჭერას
სტრატეგიული
დოკუმენტების
შემუშავებაში,
ტექნიკურ
დახმარებას
მომხმარებლების უფლებების დაცვის თაობაზე კანონმდებლობის შემუშავებასა და ერთიანი
ევრო გადახდების სისტემაში ინტეგრაციის საკითხებზე. კომიტეტი 2022 წელსაც გეგმავს
პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას.
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი 2009
წლიდან თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება
ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლებაა.
გაცვლა-გამოცვლას და შედგება როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებისგან.
22
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 4.
14
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს კონრად ადენაუერის ფონდთან გაფორმებული აქვს
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ფონდი კომიტეტს
ეხმარება რიგი ღონისძიებების განხორციელების პროცესში (კომიტეტის მიერ დაგეგმილი
ღონისძიებები,
სწავლებები
კომიტეტის
წევრებისა
და
კომიტეტის
აპარატის
თანამშრომლებისთვის).
ფონდი აქტიურად უჭერს მხარს კომიტეტს ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების
გამართვაში.
2018 წლიდან ადენაუერის ფონდმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო სტაჟირების პროგრამას. პროგრამის
ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორები გადიან ერთწლიან ანაზღაურებად
სტაჟირებას კომიტეტში. ფონდის საპარლამენტო სტაჟიორები ჩართულნი არიან ფონდის
მიერ განხორციელებულ ტრენინგ პროგრამებსა და სემინარებში. 2021 წელს კომიტეტში
იურიდიული
და
საერთაშორისო
ურთიერთობათა
ფაკულტეტების
სამმა
კურსდამთავრებულმა გაიარა ანაზღაურებადი სტაჟირება.
„მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი“
„მიგრაციის
პოლიტიკის
განვითარების
საერთაშორისო
ცენტრის“
ევროკავშირის
დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“
(ENIGMMA 2) მხარდაჭერით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განახორციელა
თემატური მოკვლევა „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და
გამოწვევები“.
ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებში საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირების
მიზნით გამართული ღონისძიებები23
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები24
ყოველი წლის გაზაფხულზე, კომიტეტი მართავს ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება
ევროპის დღეს - 8 მაისს და ემსახურება ევროინტეგრაციულ პროცესებში საზოგადოების
ჩართულობის გაზრდას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ევროკავშირთან
ასოცირების პროცესში მიღწეული წარმატებების შესახებ.
2021 წლის 15 მაისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, „კონრად ადენაუერის ფონდთან“
თანამშრომლობით, ევროპის დღის კვირეული ჩაატარა, რომლის დასკვნითი ღონისძიება
საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა. 25
23
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. სტრატეგიული მიზანი 5. ევროკავშირში
ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაცია
ამოცანა 5.1. საზოგადოებასთან კომუნიკაცია ასოცირების შესახებ შეთანხმებით მიღებული პოზიტიური
შედეგების შესახებ
24
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 4.
25
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 49,46
15
ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროკავშირის
გაფართოების სიმულაციურ მოლაპარაკებებსა და საქართველოსთვის ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპარლამენტის მოდელირებულ
დებატებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარე მაკა
ბოჭორიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილემ, ლევან იოსელიანმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა
მიმართეს. ღონისძიების დასასრულს, კვირეულში ჩართულ სტუდენტებს სერტიფიკატები
გადაეცათ. მონაწილე სტუდენტებიდან 8 გამარჯვებული ახალგაზრდა, „კონრად ადენაუერის
ფონდის“ მხარდაჭერით, 2022 წელს სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში, ევროკავშირის
ინსტიტუტებში გაემგზავრებიან.
შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან 26
2021 წლის 3 ივნისს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარში - „დასავლური ინტეგრაციის
პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს
რეგიონებში“.
კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ
პროგრესზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიან იმპლემენტაციაზე და
განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, მან სემინარის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს ხელისუფლების გეგმაზე, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის
გაკეთების შესახებ და ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილ ნაბიჯებზე.27
მედიასთან თანამშრომლობა
კომიტეტის აპარატი ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ
სახელმწიფოებში მიმდინარე სიახლეებს და ყოველი კვირის ბოლოს ამზადებს საინფორმაციო
დაიჯესტს, რომელიც ელექტრონულად ეგზავნებათ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების
წევრებს და აპარატს.
სოციალურ ქსელებში, ფეისბუქსა (6000-მდე გამომწერი) და ტვიტერზე (500-მდე გამომწერი)
კომიტეტს აქვს გვერდი, სადაც აქტიურად ქვეყნდება კომიტეტში მიმდინარე ყველა
მნიშვნელოვანი სიახლე - კომიტეტის სხდომებზე განხილული საკითხების, კომიტეტის
თავმჯდომარის ვიზიტებისა და შეხვედრების, სხვადასხვა თემატური სამუშაო ჯგუფების
საქმიანობისა და ანგარიშების შესახებ.
26
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 45.
პროექტი ხორციელდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და აშშ-ის საელჩოს მიერ,
სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია საქართველოს ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და
აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვა.
27
16
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ
მედიასთან. 28
კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, 2021 წლის 29 იანვარს ინტერვიუ მისცა
გამოცემა „Euractriv-ს“. მან ინტერვიუს დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სამართლებრივ დაახლოებასა და
თანმდევი რეფორმების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე. ინტერვიუში, ასევე,
აღინიშნა, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშესახები შედეგების მნიშვნელობა
ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.
12 მარტს, ბრიუსელში, კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა, ვრცელი
ინტერვიუ მისცეს გამოცემა „Euractive”-ს. სტატიაში საუბარი შეეხო საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და პოლიტიკური პარტიებს შორის გამწვავებულ
პოლარიზაციას. დეპუტატებმა სტატიაში აღნიშნული კრიზისის დაძლევის კონკრეტულ
გეგმებზე ისაუბრეს.
30 აპრილს, კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ინტერვიუ მისცა გადაცემა
„ახალ დღეს“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომლის სიუჟეტიც ევროკავშირთან ასოცირების
შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხებოდა. ინტერვიუში კომიტეტის
თავმჯდომარე განმარტავს იმ საკანონმდებლო პროცედურებსა და ვადებს, რომელიც
საკანონმდებლო ინიციატივამ ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ფარგლებში
უნდა გაიაროს.
1 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა კომიტეტის
თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
ლევან ქარუმიძის ერთობლივი სტატია. დეპუტატებმა აღნიშნულ სტატიაში ვრცლად
ისაუბრეს, საქართველოს ხელისუფლების მიერ დასახულ უმთავრეს მიზანზე, რაც 2024
წლისათვის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებას
გულისხმობს. სტატიაში აგრეთვე, მიმოხილულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ
მიშელის მედიაციით წარმოებული პოლიტიკური პროცესები საქართველოში, აღმოსავლეთ
პარტნიორობისა და ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები.
ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა 2021 წლის 17 ნოემბერს
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ასევე,
ინტერვიუ მისცა გამოცემა European Diplomat-ს.
ვებპორტალი - www.aa.ge
ევროინტეგრაციის პროცესზე საზოგადოების ინფორმირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია
საქართველოს პარლამენტის ვებპორტალი - www.aa.ge, რომელზეც განთავსებულია
ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ჩამონათვალი და
28
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 3.
17
ინფორმაცია
ხელშეკრულებით
განსაზღვრული
რეგულაციების,
დირექტივების,
გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
ვებპორტალი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს, თვალი ადევნოს
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საერთო პრიორიტეტების
ამოქმედების ვადებს და შეაფასოს თითოეული მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
ვებპორტალი შეიქმნა ღია საზოგადოება საქართველოს მიერ და მართვაში გადაეცა
საქართველოს პარლამენტს. კომიტეტი უზრუნველყოფს ვებპორტალის შინაარსობრივ და
ტექნიკურ ფუნქციონირებას. სპეციალურად შემუშავებული ფორმის საფუძველზე,
სამინისტროები და დარგობრივი კომიტეტები კვარტალურად აგზავნიან ინფორმაციას
ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში შესრულებული საქმიანობის
შესახებ, რის შემდეგაც კომიტეტი აახლებს ვებგვერდის ინფორმაციას. 29
5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები
საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიიღო მოქალაქეთა 43 წერილი
და რეაგირება მოხდა ყველა მათგანზე.
6. საერთაშორისო თანამშრომლობა 30
ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისთვის
პრიორიტეტულია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და
საპარლამენტო დიპლომატიის გზით ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა, რაც
გულისხმობს:
საქართველოში
მიმდინარე
დემოკრატიული
რეფორმების
ხელშეწყობისთვის
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას;
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას;
ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას;
ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობას;
საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში მონაწილეობას;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აქტიურად
თანამშრომლობდა
ევროპარლამენტის
წევრებთან
საქართველოს
ინტერესების
ევროპარლამენტის რეზოლუციებში/ანგარიშებში ასახვის მიზნით, რის შედეგადაც:
2021 წლის 19-20 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ
მომზადებული წლიური ანგარიშები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ. აღნიშნული
29
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 43.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. სტრატეგიული მიზანი 2. ევროინტეგრაციის
საკითხებზე საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელება
30
18
ანგარიშები მოამზადა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელმა, სვენ
მიკსერმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა.
ანგარიშებში გაჟღერდა მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოსთან მიმართებით, მათ
შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში, ასევე,
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებადობის განვითარებისა და ასოცირების
შესახებ შეთანხმების, ერთიან ბაზარზე შესვლისა და ხალხთა შორის კონტაქტების
გაღრმავების მეშვეობით ეკონომიკური კავშირების გაძლიერების კუთხით.
კომიტეტის თავმჯდომარე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში
აღნიშნული ანგარიშების შესახებ დებატებს დაესწრო და ორმხრივი შეხვედრები გამართა
ევროპარლამენტარებთან.
2021 წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში ევროკავშირი-რუსეთის
პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ. ანგარიშში ევროპარლამენტმა ურყევი მხარდაჭერა
გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და
ასოცირებული ქვეყნების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ევროკავშირს უფრო ამბიციური
სტრატეგიის მიღებისა და უსაფრთხოების სფეროში მათთან უფრო აქტიური
თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ანგარიშში აღნიშნულია ევროკავშირის მიერ „აღმოსავლეთ
პარტნიორებსა და სხვა მეზობლებთან“ ურთიერთობების გაღრმავების საჭიროება.
დოკუმენტი, ასევე, ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირს ეკისრება სტრატეგიული
პასუხისმგებლობა სტაბილურობისა და განვითარების კუთხით მის სამეზობლოში,
განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
მითითებულია, რომ
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს რუსეთისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ
ურთიერთობა როგორც ევროკავშირთან, ისე სხვა აქტორებთან, ხოლო რუსეთის
„პრივილეგირებული გავლენის სფეროს“ კონცეფცია ევროკავშირისთვის მიუღებელია.
ევროკავშირი განაგრძობს აღმოსავლეთ პარტნიორთა მხარდაჭერას და თვლის, რომ რუსეთი
უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე კონფლიქტებში არა „მედიატორს“,
არამედ „მხარეს“ წარმოადგენს. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას და არ
ცნობს ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს რეგიონების
„დამოუკიდებლობას“.
2021 წლის 7 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირისა და ნატო-ს
თანამშრომლობის შესახებ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების კონტექსტში (European
Parliament Resolution of 7 July 2021 on EU-NATO cooperation in the context of transatlantic relations).
რეზოლუციის მთავარი მიზანია ევროკავშირისა და ნატო-ს წინაშე არსებული გამოწვევების
იდენტიფიცირება და ერთობლივი სამოქმედო გეგმების შემუშავება. აღსანიშნავია, რომ
რეზოლუცია შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს საქართველოსა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის შესახებ. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და ნატო-ს, უფრო
აქტიურად აღუდგნენ წინ რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ აგრესიულ ქმედებებს, რომლებსაც
ის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ავლენს. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს
ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, მხარი დაუჭიროს ნატო-ს „ღია კარის პოლიტიკას“ და
19
გააგრძელოს მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა ისეთ
როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა და საქართველო.
ასპირანტ
ქვეყნებთან,
15 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ პროცესში,
საპარლამენტო განზომილების კუთხით
ჩართული იყო ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტიც კომიტეტის თავმჯდომარისა და ასამბლეის თანაპრეზიდენტის, მაკა
ბოჭორიშვილის აქტიური მონაწილეობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის
თანაპრეზიდენტების მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის შემუშავდა
გზავნილი, რომლის საბოლოოოდ დამტკიცება მოხდა ბიუროს სხდომაზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რეგულარულად ხვდებოდა სხვადასხვა
ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის წევრო სახელმწიფოების ელჩებს.
29 ნოემბრის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის სპეციალური მოწვევით, გაიმართა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მარეკ შჩიგელის
მოსმენა, სადაც ელჩმა მისიის მანდატსა და იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელსაც
ევროკავშირი
ასრულებს
საქართველოში
სტაბილურობისა
და
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა
ევროპარლამენტთან არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორუმებში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობას. კომიტეტი,
დელეგაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფდა ქვეყნის ევროინტეგრაციის
პოლიტიკის მხარდაჭერას. კომიტეტის განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული იყო
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტისა და ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) ფარგლებში საქმიანობისა და საქართველოს
ინტერესების ამსახველი დოკუმენტების მიღებისთვის მუშაობისკენ.
6.1. ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების
კონფერენციასთან (COSAC) თანამშრომლობა31
ევროპულ
საქმეთა
კომიტეტების
ევროკავშირის ეროვნულ პარლამენტებთან და ევროპარლამენტთან
ნაყოფიერი
თანამშრომლობის შედეგად, კომიტეტს წლების განმავლობაში მჭიდრო პარტნიორობა აქვს
ევროკავშირის
ეროვნული
პარლამენტების
ევროპულ
საქმეთა
კომიტეტების
32
კონფერენციასთან (COSAC).
31
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 6
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (Conference of
Parliamentary Committees for Union Affairs of Parliaments of the European Union – COSAC) დაფუძნდა 1989 წელს
ევროკავშირის ხელშეკრულებებით. იგი აერთიანებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ეროვნული
პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტებსა და ევროპარლამენტს. საპარლამენტო კომიტეტების ეს
გაერთიანება შეიქმნა იმისათვის, რომ გაძლიერებულიყო ეროვნული პარლამენტების როლი ევროკავშირის
პოლიტიკის შემუშავებაში. COSAC-ს თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პარლამენტი
და საპრეზიდენტო ტრიო. პარლამენტისთვის COSAC-თან ურთიერთობა არის დამატებითი მაღალი დონის
პლატფორმა იმისათვის, რომ ორმხრივ ფორმატში კავშირი იქონიოს ევროკავშირის ინტიტუტებთან და წევრი
32
20
2021 წლის პირველ ივნისს პორტუგალიის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა COSACის პლენარული სესია. კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის
საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით მიიღო მონაწილეობა.
სესიის მთავარ განსახილველ საკითხებს პორტუგალიის პრეზიდენტობის პრიორიტეტები მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია, ევროკავშირის სოციალური პოლიტიკის გაძლიერება,
კერძოდ
კი,
ჯანდაცვის
კავშირის
შექმნის
მხარდაჭერა
და
საერთაშორისო
გაძლიერება
თანამშრომლობისთვის
ღია
ევროპის
სტრატეგიული
ავტონომიის
წარმოადგენდა.
მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა „ევროპის მომავლის კონფერენციის“ თაობაზე
გამართულ სესიაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, როგორც ევროპული
ღირებულებების მქონე და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი ქვეყნისთვის ამ
ფორმატში მონაწილეობის მნიშვნელობას. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპის
მომავალი თავისთავადაა საქართველოს მომავალიც, შესაბამისად, საქართველო მზადყოფნას
გამოთქვამს, აქტიურად ჩაერთოს „ევროპის მომავლის კონფერენციის“ მუშაობაში, რაც
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს, როგორც ევროპის და მომავალში
ევროკავშირის ნაწილად წარმოსაჩენად.
2021 წლის 29-30 ნოემბერს სლოვენიის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა COSAC-ის
პლენარული სესია, რომელშიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით მიიღო
მონაწილეობა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ. მან
ხაზი გაუსვა, რომ საერთო ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნებისთვის,
რომლებიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ
ისწრაფვიან, ევროკავშირის კარი იყოს ღია ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის
შესაბამისად. აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ასოცირებულ სამეულს“ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროპულ
სტანდარტებთან და ნორმებთან დაახლოების კუთხით მრავალი რამ აერთიანებთ. თუმცა,
მექანიზმები განსხვავებული რჩება ასოცირებული პარტნიორებისთვის და დასავლეთ
ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი
ქვეყნის სტატუსით. მაკა ბოჭორიშვილმა პარტნიორებს გაუზიარა ქართული მხარის
სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. წელიწადში ორჯერ თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში იმართება
COSAC-ის თავმჯდომარეთა შეხვედრა და პლენარული სესია. რეგლამენტის მიხედვით, სხდომებში მუდმივი
დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი
ქვეყნების პარლამენტებს. რეგლამენტი, ასევე, საშუალებას იძლევა, საპრეზიდენტო ტრიოს გადაწყვეტილებით და
სპეციალური მოწვევით, დაინტერესებულმა პარლამენტებმა ერთჯერადი დამკვირვებლის სტატუსით მიიღონ
მონაწილეობა მის სხდომებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაწილეობა ერთჯერადი სტატუსით
შემოიფარგლება და ევროკავშირის ყოველი შემდგომი თავმჯდომარე ქვეყნის მოწვევის საფუძველზე
ხორციელდება. სწორედ ამ საშუალებას იყენებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი COSAC-ის სხდომებში
მონაწილეობისთვის.
21
მოლოდინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომ ასოცირებული
პარტნიორებისთვის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი მათი ევროპული პერსპექტივის
აღიარების თვალსაზრისით ხელს შეუწყობდა ასოცირების პროცესსა და მასთან
დაკავშირებულ ყოვლისმომცველ რეფორმებს.
2022 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა
საფრანგეთს გადაეცა. COSAC-ის პლენარულ სესიასა და კომიტეტების თავმჯდომარეთა
შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, კომიტეტმა მიმართა საფრანგეთის ეროვნულ
ასამბლეასა და სენატთან.
6.2. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი 33
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary
Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროპარლამენტის
წევრებისაგან და ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410)
ზედამხედველობს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებას, ხელს
უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და
საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წარმართავს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის
საქმიანობას.
2021 წლის 14 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა. ღონისძიებაში მონაწილეობდა
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია (3 წევრი) ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით.
ბიურომ განიხილა ევროკავშირი-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ
შეთანხმების განხორციელების დინამიკა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსური
და ტექნიკური მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, უსაფრთხოების
გამოწვევები და ჰიბრიდული საფრთხეები, ასევე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის
მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა.
საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებისა
და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს მოუსმინეს. საქართველოს მთავრობის
მხრიდან სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
პირველ მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილეს ლაშა დარსალია, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი
რიჩარდ ტიბელსი და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში
33
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 4
22
მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) საქართველოსა და მოლდოვას
სამსახურის ხელმძღვანელი მეთიუ ბუსკე.
ბიუროს სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ხაზი
გაესვა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწევებსა და საქართველოსა და
ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და
ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) წარმატებით
შესრულებას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,
მაკა ბოჭორიშვილი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის
თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სამუშაო რეჟიმში
პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე,
ევროპარლამენტში (ბრიუსელსა და სტრასბურგში).
6.3. აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა (Euronest PA) 34
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას.
2021 წლის 22 მარტს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა. ბიუროს სხდომაზე,
დელეგაციის ხელმძღვანელი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად
აირჩიეს.
ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური
პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხებზე და მიმოიხილეს აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური ვითარება.
2021 წლის 19-20 აპრილს გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე
ყოველწლიური პლენარული სესია.
სესიის პირველ დღეს, საპარლამენტო ღონისძიების მონაწილეებმა, პოლიტიკურ საკითხთა,
ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან
საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების, სოციალურ საკითხთა, განათლების,
კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების და ენერგეტიკული უსაფრთხოების
კომიტეტებზე, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე მოხსენებები
მოისმინეს და სოციალური კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე
განიხილეს რეზოლუცია: „დემოკრატიული პროცესების გაძლიერება: პოლიტიკური
34
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 5.
23
პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლიანი საარჩევნო გარემოსა და თავისუფალი
და პლურალისტური მედიის როლი“.
ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური
დაახლოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მიიღეს რეზოლუცია: „განათლებისა და
ეკონომიკის სინერგია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მიმოხილულია შემდეგი საკითხები:
განათლება და მისი ხელმისაწვდომობა, პროფესიული განათლება, ახალგაზრდების
დასაქმება, სტუდენტთა მობილობა.
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის
სხდომაზე განიხილეს საქართველოს თანაავტორობით შემუშავებული რეზოლუცია, თემაზე:
„ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები
ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მიმოხილულია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემაში არსებული მიღწევები და გამოწვევები,
მდგრადი საპენსიო სისტემა და ზოგადად, რეგიონში არსებული ცხოვრების გაუმჯობესების
მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუცია: „ენერგო
ეფექტურობა, დივერსიფიკაცია და დამოუკიდებლობა: ევროპული ენერგეტიკული
პოლიტიკის განმტკიცებისთვის საჭირო შესაძლებლობების განხორციელება და
ენერგეტიკული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ქმედებებთან გამკლავება აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში“.
2021 წლის 19 აპრილს პლენარული სესიის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით, ვიდეოკონფერენციის
ფორმატში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური პლენარული სესიის
საორგანიზაციო საკითხები, ასამბლეის ფარგლებში მუდმივმოქმედი კომიტეტების მიერ
მომზადებული რეზოლუციები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სესიაზე განსახილველი
მთავარ თემად ,,პოსტკოვიდური ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის,
მედეგობისა და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“ განსაზღვრის თაობაზე.
2021 წლის 20 აპრილს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სხდომა
ოფიციალურად გაიხსნა და მას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები
მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ.
ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ
სასოლიმ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა,
ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
24
პლენარულ სესიაზე გაიმართა დებატები თემაზე: ,,პოსტკოვიდური ვითარება აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობისა და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა მუდმივმოქმედი
კომიტეტების მიერ მომზადებული რეზოლუციები.
2021 წლის 25 ივნისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა
ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გაიმართა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელზეც მიმოიხილეს
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.
ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური პლენარული
სესიის საორგანიზაციო საკითხები და 2021-2022 წლისთვის განსახორციელებელი
აქტივობები განიხილეს.
სხდომაზე საუბარი შეეხო 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის
სამიტსა და პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნების ხედვებს.
ბიუროს წევრებმა, ასევე, იმსჯელეს სამიტისთვის ასამბლეის მიერ მოსამზადებელ
ოფიციალურ განცხადებაზე, რომელიც, როგორც წესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის
წინ კეთდება.
2021 წლის 27 სექტემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის,
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, ვიდეოკონფერენციის
ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიუროს
სხდომა გაიმართა.
სხდომაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, მოლდოვას, სომხეთისა და უკრაინის
დელეგაციების ხელმძღვანელებმა. ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის
ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის
მომავალი პრიორიტეტები და მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის
მოლოდინები განიხილეს.
სხდომაზე მოისმინეს ევროკომისიისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის
წარმომადგენლების ხედვები სამიტის პრიორიტეტებისა და მოსამზადებელი დეკლარაციის
თაობაზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეის მიერ 2021 და 2022 წლებში განსახორციელებელ აქტივობებზე.
2021 წლის 24 ნოემბერს ევროპარლამენტში, სტრასბურგში, ჰიბრიდულ ფორმატში, გაიმართა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა.
სხდომას ხელმძღვანელობდნენ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები, საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპასთან ინტეგრაციის
25
კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, და ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩეს
ამორი.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის
წევრები, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები
მონაწილეობდნენ.
სამუშაო ჯგუფის სხდომაზე იმსჯელეს „ასოცირებული სამეულის“ თანამშრომლობის
გაძლიერებასა და ევროინტეგრაციის საერთო ინტერესებსა და პრიორიტეტებზე, ასოცირების
შესახებ შეთანხმებების განხორციელებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალსა და 15
დეკემბერს დაგეგმილი სამიტის მოლოდინებზე, ასოცირებული ქვეყნებისთვის ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA)
მნიშვნელობასა და მისი უკეთ ათვისების პერსპექტივებზე. ამასთან, მიმოიხილეს პანდემიის
ფონზე სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავების გზები.
აღსანიშნავია, რომ ევრონესტის სამუშაო ჯგუფი დღეს ერთადერთი ფორმატია, სადაც სამი
ასოცირებული ქვეყანა ევროპულ ინსტიტუტებთან ერთად მსჯელობს საერთო ინტერესის
მქონე საკითხებზე და სამუშაო ჯგუფის წარმატებული მუშაობა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მისი გამოყენებით შესაძლებელია სამი ქვეყნის
პარლამენტებსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება და
გაღრმავება.
2021 წლის 2 დეკემბერს მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით, ვიდეოკონფერენციის
ფორმატში, გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელშიც
მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის წევრებმა და აზერბაიჯანის, მოლდოვას,
საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელებმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ 2021 წლის 15 დეკემბრის აღმოსავლეთ
პარტნიორობის სამიტისათვის საპარლამენტო ასამბლეის გზავნილი შეიმუშავა და დაამტკიცა.
ბიუროს განცხადების მნიშვნელოვანი გზავნილები:
ბიურო ადასტურებს მტკიცე ერთგულებას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ,
რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებს და ხელს უწყობს რეგიონში განვითარებასა და
სტაბილურობას. ევროკავშირთან ინტეგრაცია სამეზობლოში სტაბილურობისა და
კეთილდღეობის ზრდას განაპირობებს;
საჭიროა დამატებითი გეოპოლიტიკური იმპულსი მიეცეს ევროკავშირის გაფართოების
პერსპექტივას და ამით მოტივაცია შეუნარჩუნდეთ დაინტერესებულ პარტნიორ ქვეყნებს,
განახორციელონ დემოკრატიული რეფორმები;
სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორ
ქვეყნებს შორის პოლიტიკური ასოცირების დაჩქარება და შემდგომი ეკონომიკური
ინტეგრაცია, რაც რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ მიმართული
ერთადერთი გზაა და არ უნდა ზღუდავდეს ევროკავშირში გაწევრიანების მომავალს იმ
პარტნიორი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე
მუხლის შესაბამისად, მზად არიან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის;
26
არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ რეფორმები,
არამედ ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მიმართ უნდა ჰქონდეს
უფრო ამბიციური, მკაფიო სტიმულზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც სარგებელს
მოუტანს რეფორმებში ყველაზე მეტად ჩართულ ქვეყნებს;
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ ძირს უთხრის გადაუჭრელი კონფლიქტები;
აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიებიდან უცხო ქვეყნის
სამხედრო ძალების სრული და უპირობო გაყვანა და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა,
რასაც მსხვერპლად ეწირება მოსახლეობა და სამხედროები, ფერხდება ათასობით
იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნების პროცესი და რითაც
საფრთხე ექმნება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას;
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროკავშირი მეტად ჩაერთოს აღმოსავლეთ
პარტნიორობის რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. ასევე
მნიშვნელოვანია,
გაძლიერდეს
ევროკავშირი-აღმოსავლეთ
პარტნიორობის
თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და განსაკუთრებული
ყურადღება მიექცეს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. აუცილებელია,
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდეს უფრო კოორდინირებული პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან
დაკავშირებულ საკითხებზე სათანადო რეაგირება მოხდეს.
6.4. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები 35
2021 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ათეულობით სტუმარს უმასპინძლა, ქვეყნის
გარეთ შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია შემდეგი ვიზიტები:
2021 წლის 18-22 იანვარს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სამუშაო
ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა
ევროპარლამენტის საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის
თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდთან, ევრონესტის დელეგაციის ხელმძღვანელთან,
ანდრიუს კუბილიუსთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილე
ზელიანა
ზოვკოსთან,
საქართველოს
საკითხზე
ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიკსერთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა
პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრებისას განხილული იქნა კონკრეტული ნაბიჯები
ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნის
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერის
მობილიზების კუთხით. კომიტეტის თავმჯდომარე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში
დაესწრო აგრეთვე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს საგარეო და უსაფრთხოების
35
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. სტრატეგიული მიზანი 2. ევროინტეგრაციის
საკითხებზე საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელება
27
პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ
ანგარიშების თაობაზე.
2021 წლის 4-17 მარტს, ბრიუსელში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სამუშაო ვიზიტი, რომლის
მიზანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრაში მონაწილეობა, ევროპული საგარეო
ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტარებთან ორმხრივი
შეხვედრების გამართვა და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებზე
დასწრება.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე, კომიტეტის თავმჯდომარემ
ევროპარლამენტარებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე
პოლიტიკური პროცესების, ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგის, ქვეყანაში
მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე,
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში, მათ შორის ჰუმანიტარული და
ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების, ასევე რეგიონში
უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევების შესახებ.
2021 წლის აპრილში გაიმარტა ვიზიტი ბრიუსელში,36 რომელიც ორი მნიშვნელოვანი
მიმართულებით იყო დატვირთული. პირველი, შეხვედრები გაიმართა ევროპული საბჭოს
პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და
გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან, ევროკავშირის ინსტიტუტების
წარმომადგენლებსა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ევროპარლამენტის წევრებთან.
საუბარი,
სხვა
საკითხებთან
ერთად,
შეეხო
შეთანხმებას
„სამომავლო
გზა
საქართველოსთვის“. მეორე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შედგა
მნიშვნელოვანი დისკუსიები რეგიონში მიმდინარე პროცესებთან, აღმოსავლეთ
პარტნიორობის მომავალთან, ასოცირებული პარტნიორებისთვის ახალი შესაძლებლობებისა
და პერსპექტივების გახსნასთან დაკავშირებით. ასევე, გაჟღერდა საქართველოს
ხელისუფლების გეგმა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების
თაობაზე.
2021 წლის მაისში განხორციელდა ვიზიტი ბრიუსელში,37 რომლის ფარგლებშიც გაიმართა
მაღალი დონის შეხვედრები ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების
საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან,
ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ასევე, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან.
ევროპელი კოლეგები მიესალმნენ საქართველოში კრიზისის დასრულებასა და პოლიტიკურ
პარტიებს შორის შეთანხმებას. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ცალსახად მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები
დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაწევრიანების გზაზე 2024 წელს დაგეგმილი
36
37
საქართველოს პარლამენტის წევრებთან - ირაკლი კობახიძესა და ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან - კახაბერ კუჭავასთან ერთად
28
ნაბიჯების გადასადგმელად. ასევე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა
და ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს, ისევე როგორც
საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურულ პროექტს, ევროპალია 2023ს, რომლის ფარგლებშიც ბრიუსელი რამდენიმე თვის განმავლობაში ქართულ კულტურას
უმასპინძლებს.
2021 წლის 14-16 ივნისს, ბრიუსელში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სამუშაო ვიზიტი, რომლის
მიზანი ევროპარლამენტარებთან და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის პირებთან
ორმხრივი შეხვედრების გამართვა.
2021 წლის ივლისში მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია.38 ვიზიტის
მიზანი იყო საქართველოსა და უკრაინას შორის საპარლამენტო დონეზე ორმხრივი და
მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეის ფარგლებში; ასევე, „ასოცირებული სამეულის“ ფორმატში ერთობლივად
ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის
კუთხით საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერება. შეხვედრები გაიმართა საგარეო საქმეთა
მინისტრის პირველ მოადგილესთან, უმაღლეს რადაში ევროკავშირში ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარესთან, საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო
თანამშრომლობის
კომიტეტის
თავმჯდომარესთან,
საქართველოსთან
საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარესა და ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელთან.
შეხვედრებისას განხილულ იქნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და
უკრაინის მიერ მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა
ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე, ასოცირებულ
პარტნიორებს - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას - შორის სამმხრივი ფორმატების
გააქტიურებაზე.
2021 წლის 13-22 სექტემბერს განხორციელდა ვიზიტები სტრასბურგსა და ბრიუსელში.
სტრასბურგში ვიზიტის პარალელურად 16 სექტემბერს ევროპარლამენტმა ევროკავშირირუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ ანგარიში მიიღო, რომელშიც
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილები აისახა.
14 სექტემბერს გაიმართა აღნიშნულ საკითხზე დებატები და ევროპარლამენტარების
უმეტესობამ ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და საქართველოს
ტერიტორიების ოკუპაციას, როგორც რუსეთთან ურთიერთობების შემაფერხებელ ფაქტორს.
ქართულ მხარეს ანგარიშის შემუშავების პროცესში საქართველოს ინტერესების სათანადოდ
ასახვისთვის ევროპარლამენტარებთან აქტიური კონსულტაციები ჰქონდა. სტრასბურგში
შეხვედრა შედგა ევროპარლამენტის წევრებსა და დეპუტატებთან სხვადასხვა კომიტეტიდან
38
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 8
29
და პოლიტიკური ჯგუფიდან, რომელთანაც დელეგაციას საქართველოში მიმდინარე
პოლიტიკურ პროცესებზე საკმაოდ დეტალური საუბარი ჰქონდა.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის
ფარგლებში „ასოცირებული სამეულის“ ფორმატის გააქტიურების მნიშვნელობას და
დასახულ იქნა კონკრეტული გეგმები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე
„ასოცირებული სამეულის“ ფორმატში ევროპარლამენტში შეხვედრების გამართვასთან
დაკავშირებით და ამ მიმართულებით საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და
ევროკომისიის მაღალი რანგის პირებთან, ასევე, გაფართოებული შეხვედრა შედგა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. დისკუსიები შეეხო საქართველოევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივებსა და რეფორმებს, რომლებიც საქართველოში
ტარდება.
ევროპელ კოლეგებთან, ასევე, მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა რეგიონში მიმდინარე
პროცესების, ევროპულ უსაფრთხოებაში ევროკავშირის როლისა და სამომავლო
თანამშრომლობის
პერსპექტივების
შესახებ.
ბრიუსელში
მოქმედი
კვლევითი
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კი გაიმართა დისკუსია გლობალური გამოწვევების
პირობებში საქართველოს როლზე, ევროკავშირსა და ნატო-სთან თანამშრომლობისა და
ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ვიზიტმა დაადასტურა, რომ ბრიუსელში არის მზაობა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის და
საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევით
მუშაობისთვის.
2021 წლის 10-13 ოქტომბერს, ლისაბონში განხორციელებული ვიზიტის მთავარი მიზანი
საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ლობირება და ევროპელ
კოლეგებთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობა იყო. შეხვედრების დროს გაჟღერდა
საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები და ღია დისკუსიები მოეწყო საქართველოს წინაშე
არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე, განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის
კონკრეტული გეგმები. კერძოდ, მომავალ წელს საქართველოსა და პორტუგალიას შორის
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი უნდა აღინიშნოს და მხარეები
შეთანხმდნენ, რომ ეს საიუბილეო თარიღი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ორმხრივი
ურთიერთობების გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების,
ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ამ
მიზნით, ქართულმა მხარემ პორტუგალიის პარლამენტის დელეგაცია მომავალ წელს
საქართველოში მოიწვია.
2021 წლის 13-16 ოქტომბერს, ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრა გაიმართა სამხრეთ
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ
სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან.
30
ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან,
ნატალი ლუაზოსთან გაიმართა მსჯელობა კომიტეტის დელეგაციის საქართველოში
ვიზიტის შესაძლებლობებზე. დელეგაცია საქართველოს, სავარაუდოდ, მომავალი წლის
დასაწყისში ეწვევა. როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს,
მაკა ბოჭორიშვილს, საუბარი ჰქონდა მის კოლეგა ევროპარლამენტარებთან აღმოსავლეთ
პარტნიორობის სამიტამდე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით, რაც
მიმართული იყო საქართველოს ინტერესების სამიტის შედეგებში მაქსიმალურად ასახვისკენ.
პარტნიორებთან ერთად განხილულ იქნა არჩევნების შემდგომი დღის წესრიგი, რომელიც
ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნების მიღწევისკენაა მიმართული.
2021 წლის 20-22 ოქტომბერს მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო კიევში „Association
Exchange Forum-ის“ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში.
სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა „ასოცირებული სამეულის“ ფარგლებში
თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, საპარლამენტო დონეზე საქმიანობის
გაძლიერებაზე, ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროკავშირში
ინტეგრაციის გზაზე საერთო მიზნების განხორციელების ხედვებზე, ასევე, საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე
და ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციის მიზანს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით ევროკავშირსა და
„ასოცირებული სამეულის“ ქვეყნებს - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას - შორის
გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე აზრთა
ურთიერთგაცვლა წარმოადგენდა. კონფერენციაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის პირები, ასევე,
ევროკომისიის, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და აკადემიური წრეების
წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
2021 წლის 9-10 ნოემბერს მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ ერთობლივად
ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც უმასპინძლეს ევროკავშირის საგარეო
ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველმა
დირექტორმა, მიხაილ ზიბერტმა და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების
მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და
ინსტიტუციური განვითარების დირექტორმა, ლორენს მერედიტმა.
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 15 დეკემბერს დაგეგმილი
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მზადებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის
სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე, ასევე, ევროკავშირის მიერ 2021 წელს
შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაზე, რომლის განხორციელებაც ხელს
შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ეკონომიკურ და
სოციალურ
ინტეგრაციას.
მხარეებმა
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
რეგიონის
პოსტპანდემიური გაჯანსაღებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდის პროცესში
გეგმით გათვალისწინებული ეკონომიკური პაკეტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
31
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებზე
ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და ევროკავშირის
ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაში,
ასევე,
მონაწილეობდნენ
ევრონესტის
საპარლამენტო
ასამბლეის
თანაპრეზიდენტი ევროპარლამენტიდან, ანდრიუს კუბილიუსი, ევროპის ეკონომიკური და
სოციალური კომიტეტის, რეგიონების კომიტეტის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები. 39
2021 წლის ნოემბერში განხორციელებული ვიზიტები ირლანდიაში, ლიეტუვასა და
სტრასბურგში მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრებით იყო დატვირთული.
2021 წლის 17-20 ნოემბერს ირლანდიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია,
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარის,
მაკა
ბოჭორიშვილის
ხელმძღვანელობით, ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის
გაერთიანებული კომიტეტის სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა.
საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის
თავმჯდომარეს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და
კომიტეტის სხვა წევრებს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს, სხვადასხვა
კომიტეტს, ასევე, ირლანდია-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებს.
ირლანდიაში ვიზიტის მიზანი იყო საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერება
და პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურისა და განათლების
სფეროებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.
2021 წლის 22-24 ნოემბერს სტრასბურგში გამართული ვიზიტი რამდენიმე მიმართულებით
იყო მნიშვნელოვანი. გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპის საბჭოს მაღალი რანგის
წარმომადგენლებთან და ევროპარლამენტის წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური
ჯგუფიდან.
სტრასბურგში, ასევე, ევროპარლამენტში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროპარლამენტარ ნაჩო
სანჩეს-ამორის
თანათავმჯდომარეობით,
ევრონესტის
საპარლამენტო
ასამბლეის
ასოცირებული
ქვეყნების
სამუშაო
ჯგუფის
შეხვედრა
გაიმართა,
რომელშიც
ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის
საპარლამენტო დელეგაციები. 40
39
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შემუშავებული
ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტის
გაცემასა და რეგიონის სტრატეგიული პროექტებისთვის 17 მილიარდ ევრომდე კერძო და სახელმწიფო
ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. გეგმა საქართველოსთვის 3.9 მილიარდი ევროს საინვესტიციო
რესურსების მობილიზებას ითვალისწინებს, რომლიდანაც 1.175 მილიარდი ევრო გრანტის სახით გაიცემა.
40
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 8
32
აღსანიშნავია, რომ ეს დღეისთვის არის ერთადერთი ინსტიტუციური ფორმატი, სადაც სამი
ასოცირებული ქვეყანა ევროპულ ინსტიტუტებთან ერთად მსჯელობს საერთო ინტერესებზე.
შესაბამისად, აღნიშნული პლატფორმა უნდა იქნას გამოყენებული ევროკავშირთან
ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის. სამუშაო ჯგუფის შემდეგი
შეხვედრა 2022 წლის თებერვალში დაიგეგმა.
2021 წლის 25-26 ნოემბერს მაკა ბოჭორიშვილი, როგორც ლიეტუვას პარლამენტთან
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლიეტუველი კოლეგის, რაიმონდას ლოპატას
მიწვევით ვილნიუსს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა კომიტეტისა და მეგობრობის
ჯგუფის თავმჯდომარეებსა და წევრებთან. ლიეტუვა საქართველოს განსაკუთრებული
მხარდამჭერი ქვეყანაა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე მისი
ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით. შესაბამისად,
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას,
რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე.
შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში ინტეგრაციისა და
უსაფრთხოების საკითხებს. მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეწვევა ლიეტუვას
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი, რაც კიდევ ერთი კარგი
შესაძლებლობა იქნება ორ ქვეყანას შორის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე
სტრატეგიული კავშირების გაძლიერებისთვის.
ნაყოფიერი შეხვედრებით იყო დატვირთული 2021 წლის 7-9 დეკემბერს საფრანგეთის
რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა
საპარლამენტო დონეზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის, როგორც ორმხრივ, ისე
მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაფართოება, რაც მოიცავს ორ ქვეყანას შორის
საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და საპარლამენტო ასამბლეებში თანამშრომლობის
გაძლიერებას. ასევე, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის,
კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება.
ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის 2022 წლის პირველი იანვრიდან
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული
ვიზიტი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციისა და 2024 წელს ევროკავშირის წევრობის
განაცხადის შეტანის გეგმის კონტექსტში საკმაოდ დიდი დატვირთვის მატარებელი იყო.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა როგორც ეროვნულ ასამბლეაში, ასევე სენატში.
კერძოდ, ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრები შედგა საგარეო და ევროპულ საქმეთა
კომიტეტების თავმჯდომარეებთან და გაფართოებული შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის
ეროვნული ასამბლეის საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესა და
ჯგუფის წევრებთან.
სენატში შეხვედრები გაიმართა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილესთან, რომელიც ასევე საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრია და
33
საგარეო და თავდაცვის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან. ასევე,
გაიმართა შეხვედრა საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან,
მეგობრობის ჯგუფის საქართველოს საკითხებზე მომუშავე დელეგირებულ პრეზიდენტსა და
მეგობრობის ჯგუფის სხვა წევრებთან.
ასევე, შეხვედრები გაიმართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და სენატის ეკონომიკურ
საკითხებზე მომუშავე კომიტეტების წევრებთანაც.
2021 წლის 14 დეკემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, მაკა ბოჭორიშვილმა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების
კონფერენციის (CORLEAP) რიგით მეათე ყოველწლიურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა,
რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, 2022 წლისთვის კვლავ
გეგმავს საკანონმდებლო, საზედამხედველო საპარლამენტო დიპლომატიისა და საზოგადოების
ინფორმირებულობის მიმართულებით აქტიურ საკომიტეტო საქმიანობას და საქართველოევროკავშირის ახალი დღისწესრიგის შესაბამისად, განახორციელებს აქტივობებს რომელიც
ემსახურება საქართველოს ამბიციურ მიზანს, გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი.
34