გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა“

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.03.2022
ავტორი
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი
ნომერი
#2-2882/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-15
ბიუროს ნომერი 131

📜 ტექსტი

წერილი
2-2882/22 14-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა“ ჯგუფის დასკვნას. პატივისცემით, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი
დასკვნა
თემატური მოკვლევის ანგარიში “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობის შესახებ 10 მარტი, 2022 შესავალი “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღკვეთის და პრევენციის სფეროში ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პროცესი 2 ეტაპად წარიმართა. პირველი ეტაპი 2014 წელს დასრულდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები 11 საკანონმდებლო აქტში, ხოლო 2017 წელს განხორციელდა ცვლილებების მეორე ეტაპი. კერძოდ, 2017 წლის 4 მაისს საქართველოს პარლამენტმა კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტი მიიღო, რომელიც მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა. 24 საკანონმდებლო აქტში სტამბულის კონვენცია და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. აღნიშნულმა ცვლილებებმა ქვეყანაში შექმნა სამართლებრივი და ინსტიტუციური დაცვის მყარი გარანტიები გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების აღკვეთის, მათზე რეაგირების და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი, სამართალდამცავი ორგანოების მიერ შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენების შემთხვევები, გაუმჯობესდა ძალადობის მსხვერპლ ქალთა ხელმისაწვდომობა სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობის სერვისებზე. მიღწეული პროგრესის პარალელურად, კანონის აღსრულების პროცესში გაჩნდა ახალი სირთულეები და გამოწვევები. როგორც სახალხო დამცველის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები მიუთითებდა არაერთ პრობლემაზე. კანონის შეუფერხებლად და ეფექტიანად აღსრულებისთვის, პროცესში გამოვლენილი ხელისშემშლელი გარემოებები სახელმწიფო უწყებების მხრიდან მუდმივ გამოკვლევას და რეაგირებას მოითხოვს. კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიანობის შეფასებაში საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი აკისრია. საპარლამენტო საქმიანობის კარგი პრაქტიკა გულისხმობს მიღებული კანონმდებლობის პრაქტიკაში დანერგვის და აღსრულების პერიოდულ კონტროლს, შედეგების შეფასებას და ხარვეზების გამოვლენას. სწორედ აღნიშნული კარგი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 2021 წლის თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაზე გენდერული საბჭომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო თემატური მოკვლევა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობის შესაფასებლად. თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფმა შეისწავლა აღმასრულებელი უწყებების საქმიანობის ეფექტიანობა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ცალკეული უწყების დონეზე, ასევე უწყებათაშორისი 1 თანამშრომლობის პირობებში; მათ შორის, გამოიკვლია უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა, დანაშაულზე რეაგირების და პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების პროფესიული მომზადების ხარისხი, პროგრამების განხორციელებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების ადეკვატურობა და სხვა. თემატური მოკვლევის ანგარიშში თავმოყრილი და გაანალიზებულია ინფორმაცია გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდების შესახებ. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების ძალადობისგან ეფექტიანობის გაზრდას. დაცვას და სახელმწიფო პოლიტიკის აღსრულების მეთოდოლოგია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლით დადგენილი წესით გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინა ინიციატივა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობის შესახებ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე. აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფს ხელმძღვანელობდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელი - ნინო წილოსანი, ხოლო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ საბჭოს წევრები: გიორგი ხელაშვილი, ხატია წილოსანი, თეონა აქუბარდია და ხათუნა კვიციანი. თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესით გამოქვეყნდა საჯაროდ. თემატური მოკვლევის პროცესი ითვალისწინებდა დაინტერესებული პირებისგან ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი საჯარო სტრუქტურებიდან ინფორმაციის გამოთხოვას და გაანალიზებას, საჯარო მოსმენების წარმართვას, კრიზისული ცენტრების/თავშესაფრების მონახულებას და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საბოლოო მიგნებებისა და რეკომენდაციების ასახვას თემატური მოკვლევის ანგარიშში. მოკვლევაში ჩართულ ორგანიზაციებს ეთხოვათ დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენა კონვენციით დაცულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის: - გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პოლიტიკის განსაზღვრის, დანაშაულთან ბრძოლის და პრევენციის პოლიტიკის და აღსრულების/კოორდინაციის მექანიზმების ეფექტურობის თაობაზე; - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარების და რეაბილიტაციის პროგრამებისა და სერვისების ეფექტურობის თაობაზე; 2 - გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშულების გამოვლენის, გამოძიების და აღკვეთის ეფექტურობის თაობაზე; - გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეების თაობაზე; - პროცესში ჩართული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების პროგრამების ეფექტურობის თაობაზე; - საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ეფექტურობის თაობაზე; - Covid-19 პანდემიით გამოწვეული ეფექტურობის თაობაზე. თემატური მოკვლევის სამართლებრივი ფარგლებში რეგულირება და არ გართულებებისა შესწავლილა კანონის და მათზე სექსუალური აღსრულების რეაგირების შევიწროვების ეფექტურობა, ვინაიდან საქართველოს პარლამენტი განყენებულ საზედამხედველო პროცესს წარმართავს აღნიშნული საკითხის შესასწავლად და სექსუალური შევიწროვების თემას სხვა სამუშაო პროცესის ფარგლებში უთმობს ყურადღებას. თემატური მოკვლევის ჯგუფმა ინფორმაცია გამოითხოვა შემდეგი სახელმწიფო სტრუქტურებიდან: - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; - გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია; - საქართველოს გენერალურ პროკურატურა; - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; - საქართველოს სსიპ იურდიული დახმარების სამსახური; - საქართველოს უზენაესი სასამართლო; - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარმოუდგინა შვიდმა ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. აღნიშნული მოსაზრებები განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 3 მოკვლევის ფარგლებში ვიზიტი შედგა თბილისისა და თელავის კრიზისულ ცენტრებში/თავშესაფრებში, სადაც პარლამენტის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ თავშესაფარში განთავსებული პირების მდგომარეობას. მოკვლევის ჯგუფმა გამართა ხუთი საჯარო მოსმენა, აქედან, ორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხოლო სამი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. აღნიშული შეხვედრები გაიმართა 3 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე პერიოდში. თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიში ეყრდნობა საჯარო უწყებებიდან მიღებულ ოფიციალურ წერილებს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებს, საჯარო მოსმენების დროს გაჟღერებულ ინფორმაციას, კრიზისული ცენტრების/თავშესაფრების მონახულებისას მიღებულ ინფორმაციას და საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომ მაღალი სანდოობის ანგარიშებს. სახელმწიფო პოლიტიკის მონიტორინგისა და კოორდინაციის პროცესი ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სახელმწიფოს ეფექტური მუშაობა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციას, პოლიტიკის დაგეგმვას და შედეგების სისტემატურ მონიტორინგს მოითხოვს. 1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რათა მიიღონ და განახორციელონ სახელმწიფო დონეზე ქმედითი, კომპლექსური და კოორდინირებული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ყველა შესაბამის ზომას ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისთვის, და რომელიც სისტემურ პასუხს გასცემს ქალთა მიმართ ძალადობას. 2. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ პირველ პუნქტში აღნიშნული პოლიტიკა მსხვერპლის უფლებებს ყველა განსახორციელებელი ზომის ამოსავალ წერტილად განიხილავდეს და რომ ეს პოლიტიკა განხორციელდეს შესაბამის უწყებებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის ქმედითი თანამშრომლობის საფუძველზე. 3. ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ ზომებში უნდა შედიოდეს, სადაც მიზანშეწონილია, ყველა შესაბამისი მოქმედი პირი, როგორიცაა, სახელმწიფო უწყებები, ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი პარლამენტები და ხელისუფლების ორგანოები, ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო დაწესებულებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის” მე-7 მუხლი სწორედ კომპლექსური და კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელების ვალდებულებას მოიცავს. აღნიშნული მუხლის თანახმად: კონვენციის თანახმად, ასევე სავალდებულოა მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ პოლიტიკის კოორდინაციაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, რომელიც მიმართულია ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი 4 ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისაკენ. ამავე ორგანოს პასუხისმგებლობაა, შესაბამის მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და გავრცელება. 1 სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, გარდა არსებული საკანონმდებლო აქტებისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკის დოკუმენტები, როგორებიცაა ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები. აღნიშნული დოკუმენტები ხელს უწყობს პოლიტიკის დაგეგმვას, პრიორიტეტების განსაზღვრას, აღსრულების კოორდინაციას, მიღებული შედეგების შეფასებასა და ახალი მიდგომების დანერგვას. ადამიანის უფლებათა 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგია, წარმოადგენდა პოლიტიკის განმსაზღვრელ ძირითად დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომის დამკვიდრებას უწყობდა ხელს, მათ შორის ითვალისწინებდა ქალების და მამაკაცების განსხვავებულ საჭიროებებს. 2018 წლის 11 აპრილს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმის ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მოქმედება 2020 წელს ამოიწურა. შესაბამისად, დღეისთვის სახელმწიფოს არ გააჩნია, როგორც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი სტრატეგია, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მაკოორდინირებელი სამოქმედო გეგმა.2 თემატური მოკვლევის ჯგუფისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ “Covid-19-ით განპირობებულმა პანდემიამ და საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა ამ მიმართულებით სახელმწიფოს მუშაობა; 2021 წლისთვის შეფერხდა ეროვნული სამოქმედო გეგმების განახლება, თუმცა გეგმებზე მუშაობა არ შეწყვეტილა. განვითარების პარტნიორების მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი, რომელიც 2022 წლიდან უნდა დამტკიცდეს.” 1 “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის” მე-10 მუხლი. 2 მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნულ სტრატეგიასა და ეროვნულ სამოქმედო გეგმებზე. სტრატეგიაზე, ისევე, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა 2021 წლის მანძილზეც ინტენსიურად მიმდინარეობდა. 2022 წლის პირველ კვარტალში, სამუშაოების ძირითადი პროცესი იქნება დასრულებული. 5 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენელმა, მოკვლევის ფარგლებში გამართულ მოსმენაზე, განაცხადა, რომ სამდივნო აგრძელებს მუშაობას ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე. ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების დამტკიცების ვადები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული უწყებებიდან და სამოქალაქო სექტორიდან დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე უკუკავშირის მოცულობაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტებზე მუშობის ძირითადი პროცესი დასრულებული იქნება 2022 წლის პირველ კვარტალში. დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის პოლიტიკა სტამბულის კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხს. კონვენციის მესამე თავი სრულად ეძღვნება პრევენციას და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქალისა და მამაკაცის ქცევის სოციალურ და კულტურულ მოდელებში ცვლილებების დანერგვაზე იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას ის ცრურწმენები, ადათ-წესები, ტრადიციები და ყველა სხვა პრაქტიკა, რომლებიც ეფუძნება ქალთა არასრულფასოვნების იდეას ან ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპულ წარმოდგენებს. კონვენცია აქცენტს საქმიანობის, აკეთებს, განათლების, პრევენციის მიზნით საინფორმაციო-საგანმანათლებლო სპეციალისტების პროფესიული მომზადების, პროფილაქტიკური ღონისძიებების, სამკურნალო პროგრამებისა კერძო სექტორისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მონაწილეობის და მნიშვნელობაზე. ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია კომპლექსური პროცესია, რომელიც ეფექტური მომსახურებების მიწოდებისა და დამნაშავეების სასამართლო წესით დევნის პარალელურად უნდა განხორციელდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის სტრატეგიულ ღონისძიებებს შორის, პრევენციული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი მიზნად ისახავენ დამოკიდებულებების, და საბოლოო ჯამში, ქცევის ძირეულ გარდაქმნას. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის შემადგენელ სხვადასხვა კომპონენტებს, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების, განათლების, სპეციალისტების მომზადების და სხვა საკითხებს, მოგვიანებით დეტალურად განვიხილავთ ანგარიშში. რაც შეეხება გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის ერთიან პოლიტიკას, მისი განხორციელების თანმიმდევრულ და სისტემატურ პროცესს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოკვლევის პროცესში წარმოდგენილი მოსაზრებების ავტორები მიიჩნევენ, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ჩადენილი დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა სუსტია, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა აღმასრულებელი უწყებები ამ მიმართულებით მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებენ. 6 ორგანიზაცია საფარის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ “დღემდე არ შექმნილა კანონით გათვალისწინებული პრევენციის მექანიზმი და არ არსებობს პრევენციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმაც კი. აუცილებელია ამ კომპონენტის განვითარება.” 3 “ქალთა საინფორმაციო ცენტრი” მიიჩნევს, რომ “ერთ-ერთ გამოწვევად რჩება სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისა და ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა რისკების პრევენცია.” რაც შეეხება დანაშაულზე რეაგირების პოლიტიკას, ამ კუთხით განსაკუთრებული როლი აქვს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე ეფექტური რეაგირება პრიორიტეტულ საკითხებად არის განსაზღვრული საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უწყებრივი დოკუმენტებით. საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალთა მიმართ და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად იყო განსაზღვრული საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით; აღნიშნული საქმიანობა პრიორიტეტად დარჩება პროკურატურისთვის მომავალ წლებშიც. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო მუდმივად ახორციელებენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეთა მონიტორინგს და ყოველწლიურად აანალიზებენ არსებულ მდგომარეობას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე გამოძიების გაჭიანურების გარეშე ჩატარებას, შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებას, აგრეთვე, სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიან მხარდაჭერას4. პროკურატურის მსგავსად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისაც პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის გაზრდა. 5 3 მთავრობის ადმინისტრაციის პოზიციით, „ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ითვალისწინებს პრევენციის მექანიზმების დანერგვას სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების გზით. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის ცალკე მდგომი ეროვნული სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ქვეყნის ერთიან პოლიტიკას სამი წლის განმავლობაში ამ ტიპის ძალადობასთან ბრძოლის კუთხით. შესაბამისად ღონისძიებები, რომლებიც განსაზღვრულია სამოქმედო გეგმით წარმოადგენს პრევენციის მექანიზმის შემადგენელ კომპონენტებს. 4 საქართველოს პროკურატურის ოფიციალური ვებ-გვერდი 5 შსს მინისტრის ბრძანება საქართველოს შინაგან სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე, 29/06/2020 საქმეთა სამინისტროს 2021-2024 წლების საშუალოვადიანი 7 შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს: - დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას; - პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით წინადადებების შემუშავებას, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის წარდგენას; - მოსამსახურეთა გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების წინადადების შემუშავებას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - საქართველოს შინაგან სამინისტროს აკადემიისთვის წარდგენას; - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაციას; - საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შესახებ წინადადებების წარდგენას სამინისტროს უფლებამოსილი ქვედანაყოფისათვის ; - საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესწავლა-ანალიზს 6. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულთან ბრძოლაში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის მიერ გატარებულ ერთიან პოლიტიკას მსგავსი დანაშაულების აღსაკვეთად. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოკვლევის ფარგლებში გაეგზავნა დეტალური კითხვები, რომელთა შორის, პარლამენტი ითხოვდა ინფორმაციას ახორციელებს თუ არა სასამართლო ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების გაანალიზებას და დამუშავებას ასეთ საქმეებზე სტატისტიკის შემუშავების და მოსამართლეთა შემდგომი გადამზადებისთვის, ასევე, ხორციელდება თუ არა მოსამართლეების სპეციალიზაცია ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან 7 საქართველოს პარლამენტს მხოლოდ ის ეცნობა, რომ უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილება სისტემატურად აწარმოებს ოჯახში ძალადობისა ან/და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ყველა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზს. ამის დასტურია, ანალიტიკური განყოფილების მიერ გამოქვეყნებული კვლევები: დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი; დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში (საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ეროვნულ დონეზე); საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ოჯახში ძალადობის საქმეებში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე (განახლებული კრებული). ნაშრომებში დამუშავებულია როგორც საერთო სტატისტიკა, ისე რეგიონების, 6 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი 7 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის წერილი 8 დაზარალებულებისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით. კვლევებში მოცემულია ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. 2022 წლის მეორე ნახევარში დასრულდება კვლევა თემაზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ანალიტიკური განყოფილების მიერ საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილ იქნა სრული მოცულობით ოჯახში ძალადობის საქმეები, რომელთა შესწავლაც ეტაპობრივად მიმდინარეობს. ყველა ნაშრომის მოძიება კი შესაძლებელია აღნიშნულ ვებ-გვერდზე https://www.supremecourt.ge/analitical/. 8 მაკოორდინირებელი ორგანო საქართველოში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია (კომისია) 2017 წელს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანათავმჯდომარეობით შეიქმნა. აღნიშნული კომისია აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ეროვნულ მექანიზმს წარმოადგენს. უწყებათაშორისი კომისია ასრულებს კონვენციით განსაზღვრული ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთა-პრევენციის საკითხებზე. კომისია უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და ღონისძიებების ხელშეწყობასა და კოორდინაციას. ამასთან, კომისია კოორდინაციას უწევს თემატური ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავებას. მნიშვნელოვანია რომ კომისია ასევე ამზადებს განხორციელებული საქმიანობების შესახებ ანგარიშს, რომელიც აღწერს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და წარუდგენს მას საქართველოს პარლამენტს. 2021 წლის აგვისტოში დაინიშნა პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, თუმცა მისი თანამდებობის დასახელებიდან გაქრა ტერმინი გენდერული თანასწორობა. წერილობითი მოსაზრების არაერთმა ავტორმა აღნიშნული ნეგატიურ ცვლილებად მიიჩნია და იმედი გამოთქვა, რომ ეს ცვლილება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა თანასწორობის საკითხების პრიორიტეტულობაზე. და განხორციელებაში გენდერული 9 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია მაღალი თანამდებობის პირებით არის 8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ გვერდი, ანალიტიკური განყოფილება https://www.supremecourt.ge/analitical/. თემატური მოკვლევის ჯგუფის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, იმავდროულად, ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას. მრჩევლის თანამდებობრივი პოზიციის დასახელებაში ცვლილებას, გენდერულ საკითხებზე მუშაობის პროცესში გავლენა არ მოუხდენია. 9 9 დაკომპლექტებული. კომისიაში არის თემატური ქვეჯგუფები, რომლებიც შესაბამისობაშია განსახორციელებელ ეროვნული სამოქმედო გეგმებთან. თემატური მოკვლევის პროცესში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებები მიუთითებდა ხარვეზებზე, რომელიც მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციონირებას უკავშირდება. ჩამოთვლილ პრობლემათა შორის იყო პოლიტიკური გარდატეხებით გამოწვეული სირთულეები კომისიის ხელმძღვანელობასთან მიმართებით, ინსტიტუციური მდგრადობის ნაკლებობა, კომისიის საქმიანობის სისტემურობისა და თანმიმდევრულობის პრობლემა და ა.შ. მოკვლევის ფარგლებში შემოსული წერილობითი მოსაზრებების ავტორები აღნიშნავდნენ, რომ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია განახლებული პოლიტიკის დოკუმენტების, მათ შორის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების დროულად მიღება, ასევე, კომისიის როლის გააქტიურება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში გენდერული მეინსტრიმინგის კოორდინაცია, გენდერული ბიუჯეტის დანერგვის ხელშეწყობა, გენდერული პოლიტიკის განხორციელების სრულყოფილი ანალიზი და კვლევის შედეგების საზოგადოებისთვის წარდგენა. მოსაზრების ავტორთა ნაწილი მიუთითებდა, რომ რიგ შემთხვევაში, გართულებულია ინფორმაციის მიღება კომისიის საქმიანობის შესახებ: “კომისიის მუშაობაზე დაკვირვებას ართულებს ის ფაქტი, რომ არ არსებობს ცალკე ვებ-სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნებოდა კომისიის მუშაობის შედეგად შექმნილი დოკუმენტები, დადგენილებები და სხვა მასალები. ამ ხარვეზს ნაწილობრივ ავსებს პორტალი myrights.gov.ge, სადაც მოიპოვება კომისიის სხდომის ოქმები და დონორი ორგანიზაციების საიტებზე განთავსებული მასალები. თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები ვერ ქმნის კომისიის მუშაობის შესახებ სრულ სურათს, არ უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და ართულებს საქმიანობის ეფექტურობის შეფასებას.” 10 კომისიის, როგორც მაკოორდინირებელი ორგანოს პასუხისმგებლობაა მარტივად ხელმისაწვდომი სახით განათავსოს არა მხოლოდ სხვადასხვა უწყებებიდან კომპილაციის სახით წარმოდგენილი ინფორმაცია, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გენდერული პოლიტიკის განხორციელების სიღრმისეული ანალიზი, სადაც შეფასებული იქნება პოლიტიკის განხორციელების ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები, ეფექტური კოორდინაციის შედეგად მიღწეული შედეგები, სტატისტიკა და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით წარმოადგენს აუცილებელ ზომებს. წერილობითი მოსაზრებების ავტორები მიიჩნევენ, რომ: 10 ასოციაცია "მერკურის" დასაბუთებული მოსაზრება. 10 “მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მექანიზმების მდგრადი ფუნქციონირება. აღნიშნულ პრობლემას აღრმავებს პოლიტიკური კრიზისები, რაც გამოიხატება ინსტიტუციების პასუხისმგებელი პირების მუდმივი ცვალებადობით.” 11 ვფიქრობთ, აუცილებელია, კომისიამ უზრუნველყოს 1) პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა, რომელთა გარეშე შეუძლებელი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია, 2) ჩაატაროს სიღრმისეული კვლევა და ანალიზი და განსაზღვროს პრიორიტეტები, 3) უზრუნველყოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ერთიანი სტატისტიკის თავმოყრა და ანალიზი, 4) განახორციელოს უწყებათა საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია, რათა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხში არ გამოჩნდეს განსაკუთრებულად სუსტი რგოლები, 5) მოახდინოს პოლიტიკის მიდგომების მუდმივი განახლება და საზოგადოების ინფორმირება მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით. ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელსუფლებების თანამშრომლობას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნაში გენდერული თანასწორობის გაძლიერების, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებზე რეაგირებისა და პრევენციის და გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში. თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართული მოსმენების დროს გამოიკვეთა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სახელმწიფო სერვისების, განსაკუთრებით კი მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამების ეფექტური განხორციელებისათვის, ასევე საზოგადოების ცნობიერების გაზრდაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ როლს აღიარებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ყველა თანხმდება, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა ძალიან სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები ახორციელებენ რიგ აქტივობებს, ხშირად ეს საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ინიციატივით ორგანიზებული ცალკეული ღონისძიებებია. მოსაზრებების ავტორები აღნიშნავენ: 11 ასოციაცია "საფარის" დასაბუთებული მოსაზრება. 11 “ქვეყნის მასშტაბით გენდერული თანასწორობის გაძლიერების, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებზე რეაგირებისა და პრევენციის და გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელსუფლებების თანამშრომლობა და კოორდინირებული მოქმედება. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით ეს თანამშრომლობა არც ისე ძლიერია და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. თუმცა არსებობს მისი გაძლიერების რესურსი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის მხარდაჭერის, ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საბჭოებისა გაძლიერების და გააქტიურების გზით.” 12 და გენდერულ საკითხებში მრჩევლების სტატისტიკის შეგროვება, ანალიზი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა მე-11 მუხლი: 1. ამ კონვენციის განხორციელების მიზნით მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ: ა. რეგულარულად შეაგროვებენ შესაბამის დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით; ბ. მხარს დაუჭერენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობასთან დაკავშირებულ კვლევას, რათა შესწავლილ იქნეს მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები და შედეგები, შემთხვევათა რაოდენობა და გამამტყუნებელი განაჩენის წილობრივი მაჩვენებელი, ასევე, ამ კონვენციის განსახორციელებლად მიღებული ზომების ეფექტურობა. 2. მხარეები ცდილობენ, რეგულარულად ჩაატარონ მოსახლეობის გამოკითხვა, რათა შეაფასონ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის გავრცელება და ტენდენციები. სტამბულის კონვენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახის ძალადობის საკითხებზე მონაცემთა შეგროვებას და კვლევას. კონვენციის თანახმად, საზოგადოებისთვის. შეგროვებული ასევე, როგორც ინფორმაცია ზემოთ ხელმისაწვდომი აღვნიშნეთ, კონვენციის უნდა ამ იყოს მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა შეგროვება, კვლევა და ამ ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფოს მაკოორდინირებელი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული წერილობითი პასუხები ცხადყოფს, რომ სტატისტიკის წარმოებას და კვლევას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ საქართველოს 12 ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)” დასაბუთებული მოსაზრება 12 სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ორგანოები. აღნიშნული უწყებები დაინტერესებულ მხარეს, კანონით განსაზღვრულ ვადაში, აწვდიან მოთხოვნილ ინფორმაციას ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაკავშირებულ მონაცემებზე. საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების მიხედვით. ვინაიდან, კოდექსში არ არსებობს განყენებული მუხლი, 13 რომელიც ქალის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობას განსაზღვრავს, ამ მიმართულებით სტატისტიკური მონაცემების წარმოება არ ხდება.14 რაც შეეხება დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვას, პროკურატურა მონაცემების აღრიცხვას აწარმოებს 2016 წლიდან. 2019 და 2020 წლების სტატისტიკური მონაცემები ქალთა მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე. 2020 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, ყველა უწყება წელიწადში ერთხელ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აწვდის წინა წლის განმავლობაში შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ერთიანი ანგარიშის გამოსაცემად საჭირო მონაცემებს. საქართველოს პროკურატურა მუდმივად ახორციელებს ქალთა მიმართ და ოჯახური დანაშაულის საქმეთა მონიტორინგს და ამზადებს შესაბამის ანალიზს, რომლის ფარგლებში მუშავდება სტატისტიკური ინფორმაცია, იდენტიფიცირდება გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის განხორციელების პროცესში არსებული ხარვეზები და გამოწვევები. შედეგად, მუშავდება სახელმძღვანელო მითითებები, რომელთა მიზანია ძალადობის ფაქტებზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ დაგეგმა “მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ქალთა ეფექტიანობის მიმართ კვლევა”, განხორციელებული რომელიც შეისწავლის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკისა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას. კვლევის შედეგები ამ მხრივ, გამონაკლისია სისხლის სამართლის კოდექსის 1332 მუხლი - ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, რადგან წარმოადგენს ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის/ძალადობის სპეციალურ მუხლს. 14 შსს და პროკურატურის მიერ წერილობით წარმოდგენილი ინფორმაცია 13 13 მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისათვის. მოსაზრების ავტორთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას ახერხებს შსს-დან და პროკურატურიდან, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის შეგროვება და კვლევა სცდება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის პასუხისმგებლობას. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა კომპლექსური გამოწვევაა, რომლის დაძლევაში მრავალი სხვა სახელმწიფო ორგანოს როლია მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების ანალიზი უნდა ხდებოდეს სწორედ მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოს მიერ, იმისთვის, რომ სრულად იქნას სურათი აღქმული და დაიგეგმოს ეფექტური საპასუხო ნაბიჯები. მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მსგავსი ანალიზი სათანადოდ არ ხორციელდება. არსებული ინფორმაცია ფრაგმენტულადაა ხელმისაწვდომი. სრულფასოვანი ანალიზის არარსებობა კი, ხელს უშლის სახელმწიფოს ერთიანობაში დაინახოს და შეაფასოს პრობლემა. შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სწრაფი რეაგირება და ეფექტიანი გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტული და აქტუალურია. 2018 წელს, სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციად განისაზღვრა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა. 2019 წელს, მანდატი გაფართოვდა და დანაყოფს დაემატა გამოძიების ხარისხის მონიტორინგის ელემენტი სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კუთხით. აგრეთვე, არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის და სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, დეპარტამენტი მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტებზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მანდატის ფარგლებში, ყოველდღიურად ზედამხედველობს ქვეყანაში საპოლიციო დანაყოფების მიერ მათ კომპეტენციას დაქვემდებარებულ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საქმეებზე რეაგირების ხარისხს; ამოწმებს, რომ პოლიციისადმი მიმართვებზე სამართალწარმოება განხორციელდეს სწორი პროცესუალური ნორმებით. ასევე, სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის 14 მიზნით, პოლიციის თანამშრომლებისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ინსტრუქციებს და აკონტროლებს მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის საკითხს. შსს-ს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმის გამოყენებით მუდმივად ხდება ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, ასევე, პოლიციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი მექანიზმების ხელმისაწვდომობაზე. წერილობით მოსაზრებების ავტორები შსს-ში სპეციალიზებული დეპარტამენტის შექმნას და ფუნქციონირებას პოზიტიურად აფასებენ. ორგანიზაცია საფარის მოსაზრებაში აღნიშნულია: “დეპარტამენტის მუშაობას შევაფასებდი პოზიტიურად, რომ არა ეს დეპარტამენტი ბევრად უფრო გაჭირდებოდა პოლიციის მხრიდან ადეკვატური სერვისების მიღება ქალი ბენეფიციარებისათვის. დეპარტამენტი სამომავლოდ უნდა გაძლიერდეს.” Covid-19 პანდემიის გავლენა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე Covid-19 ვირუსის გავრცელებამ, ბუნებრივია, მრავალი დამატებითი სირთულე შექმნა, როგორც ძალადობის მსხვერპლთათვის, ასევე იმ სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომელიც დანაშაულის აღკვეთასა და პრევენციაზე აგებენ პასუხს. პანდემია მთელს მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საქმიანობის შემაფერხებელი უმთავრესი ფაქტორი გახდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებოდა. აღნიშნული, ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების პრევენციას, მეორე მხრივ კი, უამრავი ადამიანის უკავშირდებოდა. 15 პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში იზოლირებას გაეროს ქალთა ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს საქართველოში ჩატარებული Covid-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფ გენდერულ შეფასებაში, რესპოდენტები მიუთითებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გაიზარდა დისკრიმინაციისა და ოჯახში ძალადობის ფაქტები. კაცებთან შედარებით უფრო მეტი ქალი აღნიშნავს, რომ სმენია ან უგრძვნია ოჯახში ძალადობის მომატებული შემთხვევების შესახებ. ქალების 23%-მა და კაცების 17%-მა განაცხადეს, რომ უგრძნიათ ან სმენიათ ოჯახში ძალადობის გავრცელების გაზრდის ფაქტების შესახებ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამეტისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 15 წყარო IDFI 15 სტატისტიკა ინარჩუნებს მაღალ ნიშნულს. ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობა არც პანდემიის პერიოდში შემცირებულა, რაც პირდაპირ კავშირშია იმ ღონისძიებებთან, რომელებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პანდემიის პერიოდში განახორციელა. კერძოდ, მოსახლეობას დაეგზავნა შეტყობინებები სამ ენაზე (ქართული, აზერბაიჯანული და სომხური), რომლის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება პოლიციისადმი შეტყობინების ალტერნატიულ გზებზე. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ინტეგრირებული იყო ,,112"-ის ,,ჩუმი განგაშის" აპლიკაციის ბმული; დამზადდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი და გრაფიკული ვიდეო, რომელთა უმთავრეს გზავნილს წარმოადგენდა პანდემიის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებაზე ხაზგასმა. ვიდეორგოლი/გრაფიკული ვიდეო მოსახლეობას ასევე აწვდიდა ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ინსტრუმენტების და არსებული სერვისების შესახებ. თუმცა, პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით გადაადგილებაზე შეზღუდვების არსებობის პირობებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ პირებს შეექმნათ გარკვეული საფრთხეები პოლიციისადმი მიმართვიანობასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში, მოძალადეს და მსხვერპლს ერთ სივრცეში უხდებოდა იზოლაციის პერიოდის გავლა, რაც ზრდიდა ძალადობის რისკებს. რეაგირების პროცესში პოლიციის მხრიდან საჭირო გახდა რიგი ღონისძიებების დისტანციურად განხორციელება (მაგ.: გამოკითხვა, გასაუბრება). პროცესის მონაწილე მხარის, ან სისხლის სამართლის საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირის ინფიცირების შემთხვევაში, ჭიანურდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც ერთ-ერთი ხელშემშლელი გარემოებაა სისხლის სამართლის საქმეების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად. საქართველოს გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში სამართალწარმოება, მათ შორის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე, ხორციელდებოდა შეუფერხებლად. საქართველოს პროკურატურა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, გადავიდა სასამართლო სხდომებში დისტანციურ რეჟიმით მონაწილეობაზე. დისტანციურ სხდომებში შეუფერხებელი მონაწილეობისთვის, პროკურატურის ყველა ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქცია, რომლებიც დაეგზავნათ პროკურორებს. მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა კორესპონდენცია შემოეტანათ ელექტრონული ფოსტის ან/და პროკურატურის ოფისებში განთავსებული ყუთების მეშვეობით. შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება ხორციელდებოდა დროულად, შეფერხებების გარეშე. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რიგმა პრობლემებმა იჩინა თავი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით პანდემიის დროს, კერძოდ: ქალთა მიმართ ძალადობის თვისებრივმა კვლევამ COVID-19-ის კონტექსტში ცხადყო, რომ COVID-19 პირობებში საქართველოს მთავრობას სათანადოდ არ გაუვრცელებია ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. მთავრობას მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა და 16 ნათლად გამოეკვეთა, რომ კრიზისის მიუხედავად, ძალადობასთან ბრძოლა ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხად რჩება, რათა აღკვეთილიყო ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია, მარგინალიზებული ჯგუფების ჩათვლით. კვლევის მონაწილეები ხაზს უსვამენ რომ „დარჩი სახლში“ სტრატეგია „ფუფუნებაზე დაფუძნებული პოლიტიკა“ იყო და იმ გამოწვევებს არ ითვალისწინებდა, რომლებსაც ტრანსთემი შეეჯახა, რადგან შემთხვევათა უმრავლესობაში სახლი მათთვის ვერ იქნებოდა უსაფრთხო ადგილი. ასეთმა ვითარებამ ქალები მათ მიმართ ძალადობისადმი კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა და განსაკუთრებით იმის გამო, რომ მათ ძალადობის შემცველი სიტუაციიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა წაერთვათ. ამ საკითებზე მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, COVID-19 კონტექსტში სახელმწიფომ განაგრძო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის და შესაბამისი ზომების გატარება. კერძოდ: - შეიმუშავა COVID-19 კრიზისის დროს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგია და პარტნიორებთან ერთად ახორციელებდა მის აღსრულებას; - აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ, მაგალითად 112-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით, რომელსაც ჩუმი განგაშის (SOS) სიგნალის დაფიქსირების ფუნქცია აქვს; - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ მოსახლეობის მასობრივი ინფორმირება განხორციელდა SMS სისტემის გამოყენებით, რომელიც ასევე თარგმნილი იყო ეთნიკური უმცირესობების ენებზე; - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო სააფთიაქო და სასურსათო ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით; დამზადდა სოციალური მედია რგოლები ტელევიზიებისა და სოციალური ქსელებისთვის; ინფორმაცია, ასევე, განთავსდა საკარანტინო სასტუმროებში ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის; - შსს უწყვეტად განაგრძობდა შემთხვევებზე რეაგირებას; - ძალადობის მსხვერპლებს უწყვეტად მიეწოდებოდათ ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული უფასო სერვისების შესახებ; 17 - სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ კრიზისის დაწყებისთანავე მოახდინა ათი თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის სერვისების მოდელის რესტრუქტურიზაცია; - სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ცხელი ხაზის საშუალებით მოქალაქეებს 8 ენაზე უწევდა იურიდიულ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას. კვლევაში სასამართლო საქმის წარმოების ეტაპზეც გამოვლინდა ხარვეზები, რომელიც დამატებით დაბრკოლებებს უქმნის მსხვერპლს და მართლმსაჯულების სისტემამდე მიღწევას ურთულებს. პირადი სივრცის უქონლობა, გადაადგილების შეზღუდვა, საკომუნიკაციო ტექნიკურ საშუალებებზე შეზღუდული წვდომა და სათანადო ციფრული უნარების ნაკლებობა ─ ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც ქალებს საშუალება არ მისცეს, მართებულად გამოეყენებინათ რეაგირების მექანიზმები და ძალადობრივი გარემოსთვის დაეღწიათ თავი. მათ კი, ვინც მოახერხა ძალადობის შესახებ შეტყობინება, მხარდაჭერის სერვისების მიღება შეძლეს. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დისტანციური კონსულტაციები ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდა, როგორც პირისპირ შეხვედრები. დისტანციურ მუშაობაზე გადასვლასთან ერთად, ბევრი აქტივობა, რომელიც ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე იყო მიმართული, საერთოდ გაუქმდა. 16 საფარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრების თანახმად, პანდემიის პირობებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებში გამოიკვეთა რიგი პრობლემები: 1) შსს-მ არ დანერგა ელექტრონული/დისტანციური სერვისები, შესაბამისად, გაჭიანურდა და გართულდა გამოძიების პროცესი. 2) სისტემას არ ყავდა შემცვლელი გამომძიებელი და კოვიდის შემთხვევაში საქმე ფერხდებოდა. 3) პროკურორები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე და 16 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება 18 სამ კვირაში ერთხელ უწევდათ საბუთებთან და საქმეზე მუშაობა, რაც აჭიანურებდა პროცესს. 17 4) 112-ში გაიზარდა ლოდინის რეჟიმი და სხვა. 18 საქართველოში Covid-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების გამოკითხვა ადგენს, რომ გამოკითხულთა 88%-სთვის ცნობილია პოლიციის სამსახურების შესახებ, ხოლო 57%-მა იცის, როგორ დაუკავშირდეს ცხელი ხაზის სამსახურებს. გაცილებით მცირე რაოდენობისთვისაა ცნობილი ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურის (38%) და კრიზისის ცენტრის შესახებ. მცირედი განსხვავებაა ქალებისა და კაცების ინფორმირებულობას შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასახმარებლად არსებული მომსახურებების შესახებ. კაცებთან შედარებით (36%), ქალების ოდნავ მეტი წილია (40%) ინფორმირებული ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ. ასევე, ქალებზე (32%) უფრო ნაკლებმა კაცმა (27%) იცის, როგორ მოიძიოს თავშესაფარი და კრიზისის ცენტრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. 19 წარმოდგენილი მოსაზრებების ავტორები სახელმწიფო უწყებებს ურჩევენ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებისა და მოქმედი მხარდამჭერი სერვისების არსებობის შესახებ მედია და საინფორმაციო კამპანიები გააქტიურებას, ასევე კრიზისის პერიოდში სათანადო ყურადღების დაეთმობა ლგბტქ თემისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებისათვის, მართლმსაჯულების პროცესზე შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და თავშესაფრებში COVID-19-ის საქართველოს პროკურატურის პოზიციით, პანდემიის პერიოდში სამართალწარმოება, მათ შორის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე ხორციელდებოდა შეუფერხებლად. საქართველოს პროკურატურა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე გადავიდა სასამართლო სხდომების დისტანციურ რეჟიმზე. სასამართლოსთან და ადვოკატთა ასოციაციასთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა ონლაინ პლატფორმა „ვებექსი“, რომლის მეშვეობითაც პროკურორები დისტანციურად, ოფისიდან გაუსვლელად იღებენ მონაწილეობას სასამართლო სხდომებში. პროკურატურის ყველა ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, დისტანციურ სხდომებში ეფექტიანი მონაწილეობის მიზნით გენერალურ პროკურატურაში შემუშავდა ინსტრუქცია, რომლებიც დაეგზავნათ პროკურორებს. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების და სოციალური დისტანცირების დაცვის მიზნით მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა კორესპონდენცია შემოეტანათ ელექტრონული ფოსტის ან/და პროკურატურის ოფისებში განთავსებული ყუთების მეშვეობით. შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება ხორციელდებოდა დროულად, შეფერხებების გარეშე. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის საქმეები, პროკურატურის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მიუხედავად პანდემიის გამო არსებული გამოწვევებისა, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დაუყოვნებლივ, დროულად და გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე ტარდება, სათანადო სტანდარტის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიიღება გადაწყვეტილება პირის დაზარალებულად ცნობის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. 18 შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, პანდემიამ და მისგან გამომდინარე შეზღუდვებმა, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, გარკვეული სირთულეები შექმნა. მიუხედავად ამისა, თუ შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია პოლიციისათვის ხდებოდა ცნობილი, პოლიცია ყველა შემთხვევაში ახორციელებდა კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს და მიმართავდა შესაბამის ზომებს, რათა პანდემია არ გამხდარიყო ხელშემშლელი ფაქტორი ფაქტზე ეფექტიანი რეაგირების განხორციელებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავდა გამომძიებელთა ის რაოდენობა, რაც შესაძლებლობას იძლეოდა, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები დროულად განხორციელებულიყო. 19 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 17 19 პერიოდში გაჩენილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. აუცილებელი სივრცეების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო წარმოება სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე გამოძიება და სამართალწარმოება განხორციელდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. აღნიშნული ხელს შეუწყობს შეგროვებას, გაზრდის დამნაშავეთა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მსჯავრდების შემთხვევებს და აღმოფხვრის დაუსჯელობის განცდას. დროული და ეფექტური სამართალწარმოების ჩატარების პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია მსხვერპლთა უფლებების დაცვა გამოძიებისა და სამართალწარმოების ყველა ეტაპზე. შესაბამისად. მართლმსაჯულების განმახორციელებელმა ორგანოებმა თავიდან უნდა აიცილონ დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და დაეხმარონ მთელი პროცესის განმავლობაში. 20 “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-6 თავი ადგენს გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესუალურ წესებს, კერძოდ 49-ე მუხლის თანახმად: 1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოძიება და სასამართლო საქმის წარმოება ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმასთან დაკავშირებით ხორციელდებოდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე და, ამასთან, მხედველობაში მიიღებოდეს მსხვერპლის უფლებები სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა სტადიაზე. 2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად და ძალადობის გენდერული გაგების სათანადო გათვალისწინებით, ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილ დანაშაულთა ქმედითი გამოძიების ჩატარებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად. მოსაზრების ავტორთა ნაწილი საუბრობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ბოლო წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე. 20 „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის განმარტებითი ანგარიში, 74; იხ. https://bit.ly/3dIhgWH [12.12.2021]. 20 გაეროს ქალთა ორგანიზაციის მოსაზრებით, საქართველოში აღინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი ქალთა მიმართ ძალადობის და განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობის მხრივ, რაც აისახება როგორც სამართალდამცავი უწყებების მუშაობაზე, ასევე ძალადობის შემთხვევათა შესახებ გაკეთებული განაცხადების რაოდენობაზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგალითად, იმ ქალების დაახლოებით 18%-მა ვისაც ოდესმე გამოუცდია ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა მიმართა პოლიციას დასახმარებლად, მაშინ როდესაც ეს მაშვენებელი 2009 წლისათვის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენდა. 21 არსებული სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ყოველწლიურად იზრდება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი 2015 წელი 1349 2016 წელი 2011 2017 წელი 2878 2018 წელი 5666 2019 წელი 6185 2020 წელი 6134 2021 (იანვარი-აგვისტო) 3967 ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულებზე სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2015 წელი 2016 წელი 1013 1356 2017 წელი 1986 2018 წელი 3955 2019 წელი 4579 2020 წელი 4633 2021 (იანვარი-აგვისტო) 3457 21 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 21 გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პარალელურად, იზრდება სასამართლოების მიერ ოჯახში ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულების საქმეთა განხილვის რაოდენობაც. 22 ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი 2018 წელი 760 758 2 982 968 14 1210 1167 44 2019 წელი 2020 წელი 2021 (იანვარი-აგვისტო) 2150 204 2351 2644 2252 398 2008 297 1452 217 2301 1662 განხილული საქმეები განაჩენის გამოტანით გამამტყუნებელი გამამართლებელი არსებული პროგრესის მიუხედავად, თემატური მოკვლევის პროცესში მონაწილე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ შემდეგ გამოწვევებზე: - კვლავ პრობლემად რჩება გენდერული ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობების, ფემიციდის მაღალი რიცხვი; 23 - იკვეთება მოწმეზე ზეწოლის პრაქტიკები, რასაც ვერ უმკლავდება სამართალდამცავი სისტემა. ხშირად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ექცევიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც, თუმცა ამ პრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პრაქტიკულად არ გააჩნია მიდგომები და მოწმის დაცვის პოლიტიკა; 24 22 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბერის №პ-912-21 წერილი. 23 ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)” დასაბუთებული მოსაზრება. კავშირი „საფარი“-ს დასაბუთებული მოსაზრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, მოწმეზე ზემოქმედება წარმოადგენს დანაშაულს, რომლისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისათვის ცნობილი ხდება შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რეაგირება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ოჯახში 24 22 - პრობლემას წარმოადგენს იმ საქმეთა დროული და ეფექტიანი გამოძიება, სადაც მოძალადე გავლენიანი პირია. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ლგბტქ ქალების მიმართ ოჯახში ძალადობის საქმეების ეფექტურად გამოძიებაც; 25 - პოლიციის დანაყოფებში არის იზოლირებული სივრცე მსხვერპლთა გამოსაკითხად; 26 ევროპის საბჭო წერილობით დოკუმენტში მიუთითებს სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე არსებულ შემდეგ გამოწვევებზე: - მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე კანონმდებლობა ex officio რეაგირების ვალდებულებას და სახელმწიფოს პროაქტიურ როლს ითვალისწინებს, კვლევამ ცხადყო, რომ ხშირ შემთხვევაში დამნაშავის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული ტვირთი თვით ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეკისრებათ. როდესაც გამოძიების მიერ საქმეში გაუპატიურების შემადგენლობა არ იკვეთება, რიგ შემთხვევებში პრობლემაა სხვა მუხლის ფარგლებში დანაშაულის გამოძიების გაგრძელება და მსხვერპლის ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის - არასისხლისსამართლებივ მექანიზმებზე გადამისამართება; სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ორგანოები სექსუალური ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ზედმეტად მკაცრ ძალადობის მსხვერპლზე ზეწოლის შემთხვევების დაიდენტიფიცირება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების დახმარებით, რომლებსაც ხშირი კომუნიკაცია აქვთ მსხვერპლებთან და მათ მხარდაჭერასა და გაძლიერებას ისახავენ მიზნად. კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლები მსხვერპლთა დაცვის უზრუნველსაყოფად, გამოსცემენ შემაკავებელ ორდერსაც. საქართველოს პროკურატურის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილში განხორციელდა ცვლილები, რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ახლო ნათესავს, რომელსაც უშუალოდ ამ დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი, სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებამდე, დაკითხვის ჩამტარებელი პირი (პროკურორი) სთავაზობს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან კონსულტაციის გავლას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი ვადით სარგებლობას. საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემდეგ, 2020 წელს მომზადდა სახელმძღვანელო მითითება ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესახებ“, რომლის მიზანია ნორმის ეფექტიანი აღსრულება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე დანაშაულის პრევენციის, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და გამამართლებელი განაჩენების შემცირება. რეკომენდაციის მიზანია, უშუალოდ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე დაზარალებულმა კიდევ ერთხელ გაიაზროს მისი უფლებამოვალეობები და როლი სამართალწარმოების პროცესში, ძალადობის განმეორების მოსალოდნელი შედეგები და საფრთხე. ასევე პროკურორი/კოორდინატორი დარწმუნდეს, რომ დაზარალებულის მიმართ არ ხორციელდება რაიმე უკანონო ზემოქმედება, დადგინდეს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ მისი პოზიცია ხომ არ არის განპირობებული სხვა სუბიექტური ან ობიექტური გარემოებებით (მუქარა, იძულება, თხოვნა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, საცხოვრებლის საჭიროება და სხვა), რათა შეფასდეს დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური, მატერიალური მხარდაჭერის საჭიროება და მიღებული იქნეს ზომები მათ აღმოსაფხვრელად (სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გზით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის აქტიური კომუნიკაციით). 25 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება; ასევე, იხ. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში, 197-197, https://bit.ly/3sJWsqc [6.03.2022]; ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში 2019, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, 4; იხ. https://bit.ly/3pGGIm0 [6.03.2022]; ჯალაღანია ლ., ჩუთლაშვილი ქ., ოჯახში ძალადობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე (საკანონმდებლო ხარვეზები და პოლიტიკის გამოწვევები), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2018, იხ. https://bit.ly/35zVIv9 [6.03.2022]. 26 ასოციაცია „მერკურის“ მიერ თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირებული მოსაზრება. 23 მოთხოვნებს იყენებენ. ასეთი მიდგომა ხშირად სექსუალური ძალადობის მხოლოდ უკიდურესი ფორმების დროს და გამონაკლის შემთხვევებში იწვევს მოძალადის დასჯას. ძალადობის სხვადასხვა სერიოზული ფორმა, მტკიცებულებათა შეუსაბამო სტანდარტის გამო, დაუსჯელი რჩება; - სექსუალური ძალადობის საქმეების უმეტესობაში ამგვარი დანაშაულების მიმართ გამოიყენება სხვადასხვა დამაზიანებელი სტერეოტიპული გენდერული მიდგომა ცრურწმენები, ან როგორც მსხვერპლისთვის გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო განხილვის დროს. არ ხდება შესაბამისი ზომების მიღება მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის კუთხით. ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მსხვერპლის სხეულზე, სექსუალური ძალადობის გამოძიების „სავალდებულო’’ ნაბიჯად აღიქმება და მსხვერპლისთვის ხშირად უკიდურესად ტრავმული პროცედურაა; - შესწავლილ საქმეებში სტამბოლის კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებზე (მათ შორის, სსკ-ის 531 მუხლით განსაზღვრულ ქმედებებზე) მითითება არასოდეს მომხდარა, მათ შორის, მაშინაც, როცა საქმის მასალები ასეთი გარემოებების გამოვლენის შესაძლებლობას იძლეოდა. როდესაც დამამძიმებელ გარემოებებზე მითითება არ ხდება, შეფარდებული სასჯელი შესაძლოა არ იყოს დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი; - ზოგიერთ საქმეში, პრობლემად გამოიკვეთა ასევე სასამართლოს მიერ სხვადასხვა შემამსუბუქებელ გარემოებაზე მითითება, რაც სექსუალური ძალადობისა და გენდერული სახის დანაშაულებთან დაკავშირებით დისკრიმინაციულ მიდგომებზე მიანიშნებს.27 გამოძიების პროცესში არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კერძოდ, უწყების ინფორმაციით, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიების პროცესში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს ამ დანაშაულების ლატენტურობა. დღემდე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დანაშაულის მსხვერპლების მხრიდან დროული შეტყობინება და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობა, რაც სამართალწარმოების ეტაპზე მტკიცებულებების შეგროვების პროცესში მნიშვნელოვან სირთულეს განეკუთვნება. 28 გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს საქართველოს პროკურატურაც, კერძოდ: 27 „ევროპის საბჭო“-ს მიერ დასაბუთებულ მოსაზრებაში მითითებული მიგნებები ეყრდნობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევას თემაზე „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება.“ კვლევა მოიცავს 2017 წლის 1-ლი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებს. კვლევაში შესულია ისეთი საქმეები, სადაც სამართალწარმოება დასრულებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში. კვლევა არ მოიცავს დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილი იყო ზემოაღნიშნულ პერიოდში, მაგრამ ისინი გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის სტადიაზეა. იხ. კვლევა https://bit.ly/36VPu94 [6.03.2022]. 28 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 21 ოქტომბრის №MIA 1 21 02774319 წერილი. 24 - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოწვევად რჩება დანაშაულის ლატენტური ხასიათი, დაზარალებულთა მხრიდან დაგვიანებით მომართვა, (რაც ხშირ შემთხვევაში ართულებს დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებას, განსაკუთრებით ოჯახური ნიშნით ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე), ქალთა და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები, საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე დაზარალებულის მიერ მოძალადის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარი; - ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ელექტრონული მონაცემების მოპოვების შეუძლებლობა; - სირთულეს წარმოადგენს სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება. როგორც ოჯახში ძალადობის, ისე სქესობრივი ძალადობის საქმეებზე პრაქტიკაში მოითხოვება არა მტკიცებულებათა, არამედ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, - რის გამოც გარკვეულ შემთხვევებში სასამართლოს გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი; სირთულეს წარმოადგენს ირიბი ჩვენების დასაშვებობის კრიტერიუმების არარსებობა. საჭიროა მოხდეს ირიბი ჩვენების დასაშვებობის კრიტერიუმების განსაზღვრა საკანონმდებლო დონეზე. აღსანიშნავია, რომ პრობლემას წარმოადგენს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სასამართლოს მიერ გამოყენების შეუძლებლობა; - ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე ხშირია დაზარალებულის ანდა მოწმის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე და 50-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევები, რაც ხშირად ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას განაპირობებს. 29 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების პროცესში არსებული გამოწვევებისა და ტენდენციების თაობაზე, 30 უზენაესი სასამართლოდან წერილობითი პასუხების მიღების მიუხედავად, აღნიშნულ საკითხებზე პოზიცია არ იყო დაფიქსირებული, ხოლო საჯარო მოსმენაში მონაწილე სასამართლოს წარმომადგენელი დეტალურ ინფორმაციას არ ფლობდა. თემატური მოკვლევის ფარგლებში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, პრობლემურია სკოლის მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გადამისამართება შესაბამის 29 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 1 დეკემბრის №13/72747 წერილი. 30 უზენაეს სასამართლოს გაეგზავნა შემდეგი კითხვები: როგორია სასამართლოს მიდგომა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის სრულწლოვანი მსხვერპლის სასამართლო დარბაზში ბრალდებულის დაუსწრებლად დაკითხვის თაობაზე; შეესაბამება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დეფინიციები „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას და იგი უნდა ეფუძნებოდეს თუ არა თანხმობის არარსებობას; რა საკანონმდებლო ხარვეზები იკვეთება, რაც აბრკოლებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ეფექტიან რეაგირებას? 25 ორგანოებში (სოციალურ სამსახურსა და პოლიციაში). 31 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და მათზე რეაგირების პრობლემურობაზე მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველიც. 32 გენდერული დისკრიმინაციის მოტივის შესწავლა საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, 2018 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლიც მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა. 33 არსებული სტატისტიკა მოწმობს, რომ ყოველწლიურად იზრდება სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირებისა და გამოყენების შემთხვევები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, გენდერული დისკრიმინაციის ნიშანი იდენტიფიცირებულ იქნა: 2018 წელს - 216 საქმეში, 2019 წელს - 467 საქმეში, 2020 წელს - 731 სისხლის სამართლის საქმეში, ხოლო 2021 წლის მონაცემები, ამ ეტაპზე, დათვლილი არ არის. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წელს ქალის მიმართ გენდერი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, 2017 წელს - 25 პირის მიმართ, 2018 წელს - 111 პირის მიმართ 34, 2019 წელს - 120 პირის მიმართ, 35 ხოლო 2020 წელს - 208 ბრალდებულის მიმართ. 36 უწყების მიერ 2021 წლის მონაცემები არ მოგვეწოდა, რადგან ამჟამად, მიმდინარეობს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, მემორანდუმით მონაცემების დამუშავება, გათვალისწინებული, თუმცა მოგვიანებით 2021 წლის სტატისტიკური საქართველოს პროკურატურის მიერ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები 2016 წელს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის №437 დადგენილების საფუძველზე, რომელმაც აღნიშნულ პროცედურებში ჩართული უწყებების წრე გააფართოვა. ამ პროცედურის მიზანი ყველა სახის ძალადობისგან, ოჯახში ძალადობისგან, მათ შორის ფიზიკური დასჯისაგან, ბავშვთა დაცვაა. ამავე დადგენილების თანახმად, ჩართული უწყებების მიერ, შემუშვდა სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, რომელთა შესრულება სავალდებულოა. 32 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”, 2020, 353; იხ. https://bit.ly/3ylkmcS [12.12.2021]. 33 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 34 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 1 დეკემბრის №13/72747 წერილი. 35 იხ. https://bit.ly/3DQlLZU [12.12.2021]. 36 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 2 თებერვლის №13/5411 წერილი. 31 26 თემატური მოკვლევის ანგარიშთან დაკავშირებით გამოგზავნილ მოსაზრებებში მითითებული იყო ინფორმაცია 2021 წლის სტატისტიკის თაობაზე. კერძოდ, 2021 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 705 პირის მიმართ, გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების ერთობლიობით (შშმ, რელიგია, ეროვნული კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია) - 8 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილ იქნა 733 პირი, ამათგან 723 ქალი, 8 კაცი და 2 ტრანსგენდერი ქალია. ასევე, პროკურატურის ინფორმაციით, 2014-2021 წლებში ქალთა მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ასევე თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ იქნა 26 შემთხვევაში. ამასთან, ზემოაღნიშნულ დანაშაულებში გენდერის ნიშანი პირველად იდენტიფიცირებულ იქნა 2018 წელს. 37 აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე გენდერული დისკრიმინაციის მოტივი იმაზე უფრო ნაკლებ საქმეში იქნა იდენტიფიცირებული, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების წარმოების დროს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ნაკლებობით ან/და დევნის დაწყების მიუხედავად, საქმეში გენდერული დისკრიმინაციის დანახვის პრობლემით. მაგ., 2020 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივი იდენტიფიცირებულ იქნა 731 სისხლის სამართლის საქმეში, მაშინ როდესაც პროკურატურამ ამგვარი მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 208 (28%) პირის მიმართ. საქართველოს პროკურატურის პოზიციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმეში შესაძლო დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირებას ახდენს გამოძიების საწყის ეტაპზე კონკრეტული ინდიკატორების საფუძველზე. რაც შეეხება სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპს, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, პროკურორი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა ინდიკატორების, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული დისკრიმინაციული მოტივის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე.38 რაც შეეხება რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მითითებას, 2017 წელს გამოყენებულ იქნა 4 საქმეში, 2018 წელს - 19 საქმეში, 2020 წელს - 39 საქმეში, ხოლო 2021 წლის 8 თვეში (იანვარი-აგვისტო) – 45 საქმეში. 39 აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე კიდევ უფრო იკლებს გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოყენების მაჩვენებელი. 37 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 2 თებერვლის №13/5411 წერილი. 38 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 2 თებერვლის №13/5411 წერილი. 39 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბერის №პ-912-21 წერილი. 27 თემატური მოკვლევის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიუთითებს საქმეებში პრობლემებზე. გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების კავშირი „საფარი“-ს წერილობითი მოსაზრების თანახმად, გამომძიებლებსა და პროკურორებს ძალიან უჭირთ გენდერული დისკრიმინაციის დანახვა. ამას მოწმობს ის ოფიციალური სტატისტიკაც, სადაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივი არის გამოკვეთილი, ვინაიდან არის უკიდურესად დაბალი. ორგანიზაციის გამოცდილებით, პრაქტიკაში კვლავ შეინიშნება კომპეტენციის და მგრძნობელობის ნაკლებობა. 40 აღნიშნულ გამოწვევაზე მიუთითებს, ასევე ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)”, რომლის პოზიციით, პროკურორებისთვის სირთულეს წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულის შემთხვევებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირება. ხშირ შემთხვევაში ისინი არ არიან საკმარისად ინფორმირებული გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირებასთან დაკავშირებით არსებული სტანდარტებისა და სპეციალური მიდგომების შესახებ, რაც, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების ხარვეზს, მეორე მხრივ კი, მსგავსი ტიპის დანაშაულების მსხვერპლთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. ორგანიზაციით თქმით, პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია ასევე სასამართლოს. წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენდა არა მხოლოდ საერთო სასამართლოების მიერ საქმეების ზედაპირული განხილვა, არამედ თანასწორობის პრინციპის მიღმა ცალკეული შემთხვევების შეფასება. იგი, ასევე აღნიშნავენ, რომ ფემიციდის საქმეებზე მიღებული ცალკეული განაჩენებიდან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო თავს არიდებენ დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთას, რაც არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეული ძალადობრივი დანაშაულების ანალიზი მოხდეს გენდერული პერსპექტივიდან. საქმეში, გენდერული მოტივის გამოკვეთის მიზნით, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და ნათელი ხედვა, თუ რა უნდა იყოს მიჩნეული გენდერულ მოტივად. 41 ევროპის საბჭო ყურადღებას ამახვილებს სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისას გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე. მათი მოსაზრებით, სექსუალური ძალადობის დანაშაულების გენდერული ბუნების მიუხედავად, მართლმსაჯულების განხორციელება არ ხდება გენდერული ხედვითა და ქალთა მიმართ ძალადობის სისტემური და სტრუქტურული ბუნების გათვალისწინებით. ამასთან, კვლევის ფარგლებში შესწავლილ არც ერთ საქმეში, სადაც სექსუალურ ძალადობაზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, არ მომხდარა დამნაშავის ქმედებაში გენდერული ან სქესის ნიშნით 40 კავშირი „საფარი“-ს დასაბუთებული მოსაზრება. 41 ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)” დასაბუთებული მოსაზრება. 28 დისკრიმინაციის მოტივის გამოკვლევა ან ქალთა მიმართ ძალადობის სტრუქტურული ბუნების განხილვა და მოსამართლის ან პროკურორის მხრიდან მასზე მითითება. 42 საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში 2017 წლიდან 2021 წლის 9 თვის ჩათვლით გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი გამოიკვეთა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 26 პირის მიმართ, დაზარალებულად ცნობილ იქნა 26 ქალი. 43 ექსპერტიზა თემატური მოკვლევის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საუბრობს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. კავშირი „საფარი“-ს მიერ წარმოდგენილი მოსაზრების თანახმად, სერიოზული პრობლემაა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაობა. მათ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია არის ნაკლოვანი და მოძველებული. „ევროპის საბჭო“-ს მოსაზრებაში აღნიშნულია: „ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ექსპერტიზაზე უარს ამბობენ ექსპერტთა სქესის გამო. დაზარალებულებს არ აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ექსპერტის სქესი და, მათი თქმით, რიგ შემთხვევაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მხრიდან ექსპერტიზის ჩატარება დამატებითი სტრესის მომტანია.“ 44 ექსპერტის სქესის შერჩევის პრობლემაზე, ასევე, მიუთითებს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“. WISG-ის მოსაზრება წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით ეყრდნობა სახალხო დამცველის აპარატში წარმოებულ საქმეს, რომელშიც სახალხო დამცველმა ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა, რადგან ქალს არ მიეცა საშუალება მისივე სქესის ექსპერტის მიერ ჩატარებულიყო ექსპერტიზა. 45 აღნიშნულ პრობლემაზე, ასევე საუბრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც. სამედიცინო ექსპერტების და განსაკუთრებით, ქალი სამედიცინო ექსპერტების კუთხით არსებულ პრობლემაზე მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც. მათი ინფორმაციით, შრომით ბაზარზე სამედიცინო ექსპერტების მიმართულებით კადრების უკიდურესი სიმცირისა და დაბალი კვალიფიკაციის გამო, 2021 წელს გამოცხადებული ოთხი კონკურსიდან, ყველა ჩაიშალა. ბიუროს პოზიციით, აღნიშნული პრობლემა ვერ გადაიჭრება სტრუქტურების ქმედითი მონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე. 46 სხვადასხვა 42 „ევროპის საბჭო“-ს დასაბუთებული მოსაზრება; ასევე, იხ. ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი და ევროპის საბჭო, 2020, 8-9, https://bit.ly/3pHqgls [6.03.2022]. 43 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 2 თებერვლის №13/5411 წერილი. 44 „ევროპის საბჭო“-ს დასაბუთებული მოსაზრება. 45 ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ WISG-ის დასაბუთებული მოსაზრება. 46 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 იანვრის №5000598122 წერილი. 29 გაეროს ქალთა ორგანიზაცია მიუთითებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ქალის საქალწულე აპკის შემოწმების აკრძალვის აუცილებლობაზე, რომელსაც არ გააჩნია არავითარი სამეცნიერო თუ კლინიკური საფუძველი რათა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი ქალის სასქესო ორგანოში შეღწევას ან გაუპატიურებას. საქალწულე აპკის შემოწმებას შეუძლია ცუდი გავლენა მოახდინოს საქმის წარმოების პროცესზე, ხშირად ბრალდებულის სასარგებლოდ და ხელი შეუწყოს მის გამართლებას. ამას გარდა, ე.წ. „ქალწულობის ტესტი“ აღიარებულია როგორც ქალებისა და გოგონების უფლებების უხეში დარღვევა და უკავშირდება მყისიერ და განგრძობად შედეგებს, რომელთაც სავალალო გავლენა აქვთ მათ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა ცვლილებათა პაკეტი საქალწულე აპკის შემოწმების მავნე პრაქტიკის აკრძალვის შესახებ, რომელიც შემდგომი განხილვისათვის პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გადაეცა.47 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო ტერმინოლოგიაში ტერმინი „ქალწულობაზე შემოწმება“ არ არსებობს. ექსპერტიზის ბიუროში „ქალწულობაზე შემოწმება“ არ ტარდება. „ქალწულობაზე შემოწმება“, „ქალი/გოგონა არის თუ არა ქალწული“, „ქალწულობაზე შემოწმების რაობა“ - აღნიშნული ტერმინები და ცნებები სასამართლო მედიცინაში მიუღებელია. ბიუროში ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ბიუროს მომსახურების 379-ე კოდის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას სქესობრივი ხასიათის ქმედებების შემთხვევაში. 379-ე კოდში მითითებული განმარტება არ წარმოადგენს ექსპერტის დასკვნის ტექსტს და გულისხმობს მხოლოდ საქმეზე წინასწარ მოწოდებულ გარემოებებს, რომლის ფარგლებშიც დგინდება: დარღვეულია თუ არა საქალწულე აპკის მთლიანობა, მთლიანობის დარღვევის ხანდაზმულობა; საქალწულე აპკზე და გარეთა სასქესო ორგანოებზე მექანიკური დაზიანებების (სისხლნაჟღენთი, ნასკდომი და სხვა) არსებობა, ხასიათი და ხანდაზმულობა; უკანა ტანის მიდამოში მექანიკური დაზიანებების არსებობა/არარსებობა, არსებობის შემთხვევაში, მისი ხასიათი და ხანდაზმულობა. ექსპერტიზა უტარდებათ მდედრობითი და მამრობითი სქესის პირებს. ასევე, ბიუროს განმარტებით, აღნიშნული სახის ექსპერტიზა ტარდება დანიშვნის დოკუმენტში/დადგენილებაში მითითებული კითხვების შესაბამისად და დადგენილებაში დასმული კითხვები, სავალდებულოა შესასრულებლად ექსპერტისთვის მისი კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად, თუ დანიშვნის დოკუმენტში/დადგენილებაში დასმული იქნება შეკითხვა საქალწულე აპკის მთლიანობასთან ან დაზიანებებთან დაკავშირებით სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზისთვის, დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულოა მისი შესრულება. 48 47 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 48 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 იანვრის №5000598122 წერილი. 30 სექსუალური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის (137-ე, 138-ე, 139-ე მუხლები) დეფინიციები არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციის მოთხოვნებს. “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 36 მუხლის თანახმად: 1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს წინასწარგანზრახული ქცევის შემდეგი ფორმები: ა) სხვა ადამიანის სხეულში, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის ვაგინალური, ანალური ან ორალური შეღწევის განხორციელება სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით; ბ) ადამიანთან, განხორციელება; მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის სხვა აქტების გ) სხვა ადამიანის იძულება, მისი თანხმობის გარეშე, მესამე პირთან განახორციელოს სექსუალური ხასიათის აქტები. 2. თანხმობის მიცემა უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად, გარემომცველი პირობების გათვალისწინებით. 3. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველი პუნქტის დებულებები ასევე გამოიყენებოდეს იმ აქტების შემთხვევაშიც, რომლებიც ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლეების ან პარტნიორების მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობის საფუძველზე. კონვენციით გათვალისწინებული სექსუალური ძალადობის ცენტრალური ელემენტია ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობა, როგორც პირის თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგი. 49 ასევე, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW) მიუთითებს, რომ სქესობრივი დანაშაულები, მათ შორის, ოჯახურ ურთიერთობებსა და ნაცნობის/პარტნიორის მხრიდან უნდა ეფუძნებოდეს მსხვერპლის მხრიდან თავისუფლად 49 Mid-term Horizontal Review of GREVIO baseline evaluation reports, Group of Experts on Action against Violence against Women and Domestic Violence (GREVIO), 2021, §360, 124; იხ. https://bit.ly/2ZhS2Ld [08.12.2021]. 31 გაცემული თანხმობის არარსებობას და ითვალისწინებდეს ნების დამთრგუნველ გარემოებებს. ასევე, პრიორიტეტი უნდა იყო მსხვერპლის ინტერესები და გაითვალისწინოს ის გარემოებები, რომლებიც აფერხებს/ხელს უშლის მათ განცდილი ძალადობის შესახებ შეატყობინონ კომპეტენტურ ორგანოებს. 50 აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მტკიცებულებები უნდა შეფასდეს კონტექსტის გათვალისწინებით, რათა დადგინდეს, მისცა თუ არა დაზარალებულმა ნებაყოფლობითი თანხმობა სექსუალურ აქტზე. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს სექსუალური ძალადობასა და გაუპატიურებაზე მსხვერპლის რეაგირების ფართო სპექტრს და არ უნდა ეფუძნებოდეს ვარაუდს, რომ ასეთი სიტუაციებში მოსალოდნელია მხოლოდ ტიპური ქცევა. ამავდროულად, ასეთ დანაშაულებზე კანონმდებლობის განმარტებისა და სამართალწარმოების განხორციელებისას გავლენას არ უნდა ახდენდეს გენდერული სტერეოტიპები, ასევე მითები კაცისა და ქალის სექსუალურობის შესახებ.51 საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გაუპატიურებისა (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ემუხლი) და სხვა სახის სექსუალური ხასიათის დანაშაულები (სისხლის სამართლის კოდექსის 138-139-ე მუხლები) არ ითვალისწინებს მსხვერპლის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას, როგორც დანაშაულების დეფინიციის შემადგენელ ნაწილს, რაც უნდა შეფასდეს კონტექსტის მხედველობაში მიღებით, მათ შორის იმის საფუძველზე, არსებობდა თუ არა ნების დამთრგუნველი გარემოებები. ამასთან, რიგი დანაშაულები, რომლებიც თავისი ბუნებით გაუპატიურებას წარმოადგენს, მოცულია 139-ე მუხლით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება), რომელიც არ წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, ითვალისწინებს არაპროპორციულად მსუბუქ სანქციებს და კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად. თანხმობის არარსებობაზე დაფუძნებულ დეფინიციები განსხვავდება ერთმანეთისაგან და ძირითად ორ მოდელს გამოყოფენ, კერძოდ: „დიახ“ მოდელი („დიახ“ ნიშნავს „დიახ“) და ე.წ. „ვეტო“ მოდელი („ვეტო“ ნიშნავს „არას“). „დიახ“ მოდელისთვის სქესობრივი კავშირი გაუპატიურებად რომ არ შეფასდეს, ამისათვის აუცილებელია წინასწარი კომუნიკაცია და მხარეების მხრიდან დასტური სექსზე, ხოლო „არა“ მოდელის თანახმად, ქმედება გაუპატიურებად რომ შეფასდეს, პირმა უარი უნდა დააფიქსიროს სქესობრივ აქტზე. ამდენად, აღნიშნული მოდელის მიხედვით, იმ შემთხვევაში, 50 General recommendation No. 35 on gender-based violence against women, updating general recommendation No. 19, §33, 2017; იხ. https://bit.ly/3nmp7Mk [08.12.2021]. 51 „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის განმარტებითი ანგარიში, ევროპის საბჭო, 64; იხ. https://bit.ly/3oIsiBY [08.12.2021]. 32 თუ პირი არ აფიქსირებს უარს სქესობრივ აქტზე, ქმედება გაუპატიურებად არ შეფასდება. აღსანიშნავია, რომ „არა“ მოდელი ვერ ფარავს ისეთ სიტუაციებს, რა დროსაც დაზარალებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა, უარი ეთქვა სქესობრივ კავშირზე. მაგ., როდესაც იგი არის უმწეო მდგომარეობაში (მაგ., ძილის ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა შესაძლოა ვერ დააფიქსიროს „არა“ სქესობრივ კავშირზე, მისი უმწეო მდგომარეობიდან გამომდინარე). შესაბამისად, წმინდა „არა“ მოდელი არ არის აღიარებული არც ერთი იურისდიქციით. 52 ასევე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანხმობის არარსებობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მსხვერპლი ვალდებული იყო გამოეხატა/გადმოეცა ან დამნაშავისთვის დაეფიქსირებინა უარი. დაზარალებულის დუმილი არ შეიძლება შეფასდეს თანხმობად. შესაბამისად, არსებული გარემოებები უნდა შეფასდეს კონტექსტის გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ მსხვერპლი იმ მდგომარეობაში ვერ ან არ გამოხატავდა თავისუფალ და ნებაყოფლობით თანხმობას ამგვარ ქმედებაზე. ამდენად, იმისათვის, რომ სქესობრივი კავშირი მიჩნეული იყოს მსხვერპლის თანხმობის გარეშე ჩადენილ ქმედებად, არ არის სავალდებულო, მსხვერპლმა თქვას „არა“. 53 მსხვერპლის მხრიდან პასიურობა თავისთავად არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც მისი მხრიდან სქესობრივ კავშირში ნებაყოფლობითი მონაწილეობა. 54 გრევიოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმემ მხარემ, როგორიცაა: ავსტრია, მონტენეგრო და პორტუგალია, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, მიიღო ახალი კანონები არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის კრიმინალიზების მიზნით და უარყო სქესობრივი დანაშაულის ვიწრო დეფინიციები, რომლებიც საჭიროებდა დამნაშავის მიერ მუქარისა და ძალის გამოყენების მტკიცებას, მაინც საჭირო იყო დამატებითი ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული კანონმდებლობის კონვენციასთან სრულად შესაბამისობაში მოსაყვანად. მაგ., გრევიომ ავსტრიის საბაზისო შეფასების მოხსენებაში აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც სექსუალური ხელშეუხებლობის დარღვევის დანაშაული მოიცავს სქესობრივი კავშირის ან მისი ტოლფასი ქმედების შემთხვევებს „ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ“, ეს ნიშნავს, რომ არანებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის ქცევა ავსტრიის კანონმდებლობით დასჯადი რომ იყოს, მსხვერპლმა უნდა გამოხატოს თავისი საპირისპირო ნება ვერბალურად ან სხვაგვარი ფორმით. შესაბამისად, აღნიშნული არ მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მსხვერპლი არის პასიური, მაგრამ არ გამოუხატავს თანხმობა. 55 აღნიშნულიდან გამომდინარე, „არა“ მოდელი არ არის გასაზიარებელი. 52 გეგელია თ., გაუპატიურების პარადიგმა: მოძალადე უცხო პირი vs. მებრძოლი მსხვერპლი, ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო, №18, 2021, 13-14; იხ. https://bit.ly/3D8k3Dt [08.10.2021]. სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელო (გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის), ევროპის საბჭო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და Equality Now, 2021, 33; იხ. https://bit.ly/3a5j8qO [08.12.2021]. 54 Mid-term Horizontal Review of GREVIO baseline evaluation reports, Group of Experts on Action against Violence against Women and Domestic Violence (GREVIO), 2021, §362, 124; იხ. https://bit.ly/2ZhS2Ld [08.12.2021]. 55 Mid-term Horizontal Review of GREVIO baseline evaluation reports, Group of Experts on Action against Violence against Women and Domestic Violence (GREVIO), 2021, §364, 125; იხ. https://bit.ly/2ZhS2Ld [08.12.2021]. 53 33 რაც შეეხება „დიახ“ მოდელს, რაც გულისხმობს წინასწარ კომუნიკაციას და პირის მხრიდან დასტურს სქესობრივ კავშირზე, აღნიშნულიც ვერ გამოდგება გაუპატიურებისა და სხვა სქესობრივი დანაშაულის ჩადენის ყველა ვითარების დასაფარად. მხოლოდ ტექნიკურად თანხმობის გამოხატვა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოირიცხოს გაუპატიურება. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პირის ნების თავისუფალი გამოვლინება, რომელიც უნდა შეფასდეს გარემომცველი პირობების კონტექსტში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიხედვით, მსხვერპლის მიერ სექსუალურ აქტზე გამოხატული თანხმობა არ უნდა იყოს მიღებული მხედველობაში, თუ არსებულმა გარემოებებმა მას წაართვა „ნებაყოფლობითი და ნამდვილი თანხმობის“ მიცემის შესაძლებლობას. მსხვერპლის დუმილი ან წინააღმდეგობის არგაწევა არ ნიშნავს მის თანხმობას. შესაბამისად, თანხმობა არ შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი, ნამდვილი და რაიმე მნიშვნელობის მატარებელი, როდესაც დამთრგუნველ გარემოებებში. 56 მისი გამოხატვა ხდება მსხვერპლის ნების ამდენად, შესაძლოა, გარკვეულ გარემოებებში, დაზარალებულმა გამოხატოს „თანხმობა“ სქესობრივ კავშირზე, თუმცა იგი არ იყოს ვალიდური და რელევანტური. ზოგიერთ შემთხვევაში, დაზარალებულმა შიშის გამო შესაძლოა „ითანამშრომლოს“ მოძალადესთან, მაგრამ ეს თანამშრომლობა არ შეიძლება გაიგივდეს თანხმობასთან. 57 ასევე, დაზარალებულის უმწეობის გარკვეულ შემთხვევებში არც „დიახ“ მოდელი არის საკმარისი. მაგ., მცირეწლოვანი ბავშვის მიერ „თანხმობის“ გაცემის მიუხედავად, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება მაინც გაუპატიურებად შეფასდება. 58 მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ჰქონდა თუ არა პირს „ნებაყოფლობითი და ნამდვილი თანხმობის“ გამოხატვის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სრულად „დიახ“ მოდელის გაზიარება, შეფასების მიღმა დატოვებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მსხვერპლი იმყოფება ნების დამთრგუნველ გარემოებებში და მოკლებულია დამნაშავისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან/და „არას“ თქმის შესაძლებლობას ან დაზარალებულის მხრიდან გამოთქმული „თანხმობა“ (მის მიერ ნათქვამი „დიახ“) არ არის რელევანტური და რაიმე მნიშვნელობის მატარებელი. გრევიომ შეშფოთებით აღნიშნა, რომ ავსტრიასა და მონტენეგროში განხორციელებული ბოლო ცვლილებები, რომლითაც მოხდა არანებაყოფლობითი სექსუალური აქტის კრიმინალიზება, ეხებოდა მხოლოდ ისეთ ქმედებებს, რომლებიც მოიცავდა პენეტრაციას ან მის ტოლფას ქცევას. პორტუგალიაში, ცვლილებებმა სექსუალური იძულებისა და გაუპატიურების დანაშაულში, არ 56 ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში, ევროპის საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, 2020, 12; იხ. https://bit.ly/3izhlPE [08.12.2021]. 57 Tuerkheimer D., Affirmative Consent, Ohio State Journal of Criminal Law: Volume 13:2, 2016, 460; იხ. https://bit.ly/3uTALne [08.12.2021]. 58 გეგელია თ., გაუპატიურების პარადიგმა: მოძალადე უცხო პირი vs. მებრძოლი მსხვერპლი, ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო, №18, 2021, 14; იხ. https://bit.ly/3D8k3Dt [08.12.2021]. 34 გააუქმა ძალის გამოყენების მოთხოვნა, რადგან ტერმინი „იძულება“ გამოიყენებოდა ამ დანაშაულების კვალიფიკაციისთვის. გრევიომ აღნიშნა, რომ ეს არ იყო საკმარისი სასამართლოს იმ მრავალწლიანი პრაქტიკისგან თავის დასაღწევად, რომელიც ითხოვდა მტკიცებულებას მსხვერპლის მიერ წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე, რათა დაესაჯა დამნაშავე.59 ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სქესობრივი დანაშაულის დეფინიციებში გაჩნდეს თანხმობის არარსებობის ცნება, რომელიც პირობების კონტექსტში. უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, გარემომცველი თემატური მოკვლევის პროცესში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ სქესობრივი დანაშაულის დეფინიციები არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. საკანონმდებლო უწყებების ცვლილებებთან პოზიცია, დაკავშირებით რომლებსაც მნიშვნელოვანია ევალებათ ეფექტიანი სამართალდამცავი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, გაუპატიურების დეფინიციის შეცვლის შემთხვევაში საკმაოდ რთული იქნება აღსრულების კომპონენტი, რადგან იარსებებს მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენება მეორე პირის ჩვენების წინააღმდეგ. უწყების აზრით, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების ნახვა, რომლებსაც თანხმობის არარსებობაზე დაფუძნებული დეფინიციები აქვთ კანონმდებლობაში. სამინისტროს ცნობით, მათ მიერ მოძიებული ქვეყნები, რომლებმაც თანხმობის არარსებობაზე დაფუძნებული მოდელი დანერგეს, საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დადგნენ. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებებისა და პრაქტიკის შესწავლის გარეშე მოხდება ცვლილებების განხორციელება, აღსრულების კუთხით შეიქმნება სირთულეები. საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიციით, მოქმედი კანონმდებლობა (კერძოდ გაუპატიურების არსებული დეფინიცია) არ არის სრულ შესაბამისობაში სტამბოლის კონვენციასთან. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება კი, ხელს შეუწყობს კანონმდებლობის კიდევ უფრო დაახლოებას სტამბოლის კონვენციასთან და უზრუნველყოფს შესაბამისად ქალებისთვის მხარს უჭერს მართლმსაჯულებაზე საკანონმდებლო ხელმისაწვდომობის ცვლილებებს, თუმცა გაზრდას.60 გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი საუბრობს იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება დადგეს მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნასთან დაკავშირებით.61 დაზარალებულის დაკითხვა სასამართლოში ბრალდებულის დაუსწრებლად 59 Mid-term Horizontal Review of GREVIO baseline evaluation reports, Group of Experts on Action against Violence against Women and Domestic Violence (GREVIO), 2021, §364, 125; იხ. https://bit.ly/2ZhS2Ld [08.12.2021]. 60 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 1 დეკემბრის №13/72747 წერილი. 61 საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიცია თემატური მოკლვევის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. 35 საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებისა და მისი მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის მიზნით ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. გაყვანის ან სხვა “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ პუნქტის თანახმად: მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას მსხვერპლისთვის იმის შესაძლებლობის მიცემით, რომ მათი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, სასამართლო დარბაზში ჩვენება მისცენ დაუსწრებლად ან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდო დამნაშავე პირის არყოფნის დროს, კერძოდ, შესაბამისი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, სადაც ეს შესაძლებელია. თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიციით, მნიშვნელოვანი იქნება დაზარალებულისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ბრალდებულის დასწრების გარეშე მიეცა ჩვენება სასამართლოში. საქართველოს პროკურატურის მოწმის/დაზარალებულის მიერ პოზიციით, ბრალდებულის სასამართლოში ჩვენების დასწრების მიცემას გარეშე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმაც გაითვალისწინოს მსგავსი შესაძლებლობა სრულწლოვან დაზარალებულ პირებთან მიმართებით. 62 თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროკურორები აყენებენ შუამდგომლობას ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან გაყვანის თაობაზე, რასაც ზოგჯერ აკმაყოფილებენ მოსამართლეები სტამბოლის კონვენციაზე დაყრდნობით. ამგვარი პრაქტიკის ერთგვაროვანი, 63 არსებობის მიუხედავად, რომელიც არ არის სტაბილური და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 62 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 1 დეკემბრის №13/72747 წერილი. 63 მაგ., მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ სტამბოლის კონვენციაზე დაყრდნობით, ბრალდების მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა და არც მოსამართლეს მიუღია საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილება ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან გაყვანის თაობაზე იმ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც გამოიკვეთა ამის საჭიროება, მსხვერპლის მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, მხოლოდ ერთ საქმეში. იხ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 36 კოდექსში გაჩნდეს კონკრეტული ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემცირების ან/და მისი მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის მიზნით, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემის დროს ბრალდებულის სხდომის ალტერნატიული ზომის გამოყენების თაობაზე. დარბაზიდან გაყვანის ან სხვა რისკის შეფასება და შემაკავებელი და დამცავი ორდერები ძალადობის ნებისმიერი ფორმის არსებობისას მნიშვნელოვანია მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვა და შესაძლო მოსალოდნელი ძალადობის პრევენცია, რაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს რისკების სწორად და ეფექტიანად შეფასებითა და შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის გზით. ამდენად, შემაკავებელი და დამცავი ორდერი არის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში სახელმწიფო ინტერვენციის მნიშვნელოვანი მექანიზმი. “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლები რისკების შეფასების, მართვისა და შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის საჭიროებაზე მიუთითებს. აღნიშნული მუხლების თანახმად: მუხლი 51. რისკის შეფასება და რისკის მართვა 1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფატალური რისკის, სიტუაციის სერიოზულობისა და ძალადობის განმეორებით ჩადენის რისკის შეფასება ხდებოდეს ხელისუფლების ყველა შესაბამისი ორგანოს მიერ რისკის მართვისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დახმარების კოორდინირებულად უზრუნველყოფის მიზნით; 2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველ პუნქტში აღნიშნული შეფასება სათანადოდ ითვალისწინებდეს, გამოძიებისა და დაცვითი ზომების გამოყენებას ყველა სტადიაზე იმ ფაქტს, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის აქტების ჩამდენი პირები ფლობენ ცეცხლსასროლ იარაღს ან ხელი მიუწვდებათ მასზე. მუხლის 52. ამკრძალავი ორდერი მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს მიენიჭოთ უფლებამოსილება, უშუალო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, გასცენ ორდერი იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ჩამდენმა პირმა დატოვოს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილი ქალების სასამართლოში დაკითხვის მონიტორინგი, (სპეციალური ანგარიში), საქართველოს სახალხო დამცველი და „უფლებები საქართველო, 2021, 10-11, 23-25; https://bit.ly/3rS3WHJ [10.12.2021]. 37 საკმარისი დროით და აუკრძალონ დამნაშავეს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფი პიროვნების საცხოვრებელ ადგილში შესვლა ან მათთან კონტაქტი. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ზომები პრიორიტეტის სახით, მიზნად ისახავს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მუხლი 53. შემაკავებელი ან დამცავი ორდერი 1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი შემაკავებელი ან დამცავი ორდერები გაიცემოდეს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთა მიმართებით. 2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველ პუნქტში აღნიშნული შემაკავებელი ან დამცავი ორდერები: - უზრუნველყოფდეს უშუალო დაცვას და მსხვერპლს არ აკისრებდეს შეუფერებელ ფინანსურ ან ადმინისტრაციულ ტვირთს; - გაიცემოდეს გარკვეული ვადით ან მათ შეცვლამდე ან გაუქმებამდე; - აუცილებლობის შემთხვევაში, გაიცემოდეს „ეხ პარტე“ საფუძველზე და ძალაში შედიოდეს დაუყოვნებლივ; - ხელმისაწვდომი იყოს სხვა სამართლებრივი პროცედურებისგან დამოუკიდებლად, ან მათზე დამატებით; - დასაშვები იყოს შემდგომ სამართლებრივ პროცედურებში შესატანად. 3. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების დარღვევა იწვევდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სისხლისსამართლებრივ ან სხვა იურიდიულ სანქციებს. 2018 წლის პირველი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა რისკების შეფასების ინსტრუმენტი, 64 რომელიც ეხმარება პოლიციის თანამშრომელს, სტრუქტურირებული კითხვების მეშვეობით, მოახდინოს ძალადობის ფაქტისა და მასში მონაწილე პირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება და მოძალადისგან მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირება. აღნიშნული ინსტრუმენტი, ერთი მხრივ, ხელს უწყობს პოლიციის მიერ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და, მეორე მხრივ, არსებული 64 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ.“ 38 რისკებისა და საფრთხეების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას განმეორებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად. 65 ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს შემაკავებელი და დამცავი ორდერების მონიტორინგის განხორციელების წესი. თავდაპირველად ზედამხედველობის განხორციელების კონკრეტული წესი და პროცედურა დამტკიცდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 ივლისის №1/336 ბრძანებით, რომელიც რისკების შეფასების ინსტრუმენტთან ერთად 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. აღნიშნული არეგულირებდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, თუმცა 2019 წლის პირველ ოქტომბერს, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტში ამოქმედებული ცვლილებების შესაბამისად, არა მარტო შემაკავებელი ორდერი, არამედ დამცავი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის განხორციელების კონკრეტული წესი განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებით. 66 ასოციაცია „მერკურის“ მიერ წარმოდგენილი მოსაზრების თანახმად, რისკის შეფასებისა და ორდერების გაცემის პროცედურის მაქსიმალური სტანდარტიზაციის მიუხედავად, რეგიონის პოლიციის დეპარტამენტებში მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი უნარი/გამოცდილება, რათა სრულად და სწორად შეაფასონ მდგომარეობა და გამართულად შეავსონ დოკუმენტაცია.67 კავშირი „საფარი“ შემაკავებელი ორდერების გამოცემას დადებითად აფასებს, თუმცა მიუთითებს პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ: 1. ხშირად შემაკავებელი ორდერი გამოიცემა ძალადობის მსხვერპლის წინააღმდეგ ან ორივე მხარის მიმართ (ე.წ. ჯვარედინი შემაკავებელი ორდერები), რის გამოც ორგანიზაცია მიმართავს სასამართლოს მათი გაუქმების მოტივით; 2. პოლიციელები სათანადოდ არ იყენებენ რისკების შეფასების ინსტრუმენტს. 68 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პირველადი რეაგირებისას, მნიშვნელოვანია ძალადობის განმეორების რისკების სწორი შეფასება, რაც შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რისკების შეფასება უმეტესად დამოკიდებულია მსხვერპლის მზადყოფნაზე, სრულად და 65 ხატიაშვილი გ., სახელმძღვანელო ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე (კანონის განმარტებები და პრაქტიკული საკითხები), 2021, 85; იხ. https://bit.ly/3lQdore [10.12.2021]. 66 ხატიაშვილი გ., სახელმძღვანელო ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე (კანონის განმარტებები და პრაქტიკული საკითხები), 2021, 125-126; იხ. https://bit.ly/3lQdore [10.12.2021]. 67 ასოციაცია „მერკურის“ დასაბუთებული მოსაზრება. 68 კავშირი „საფარის“ დასაბუთებული მოსაზრება. 39 ობიექტურად ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებასთან, რაც სამინისტროს ცნობით, ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, მნიშვნელოვანია რისკის შეფასების პროცესში ჩართული სამართალდამცავების კვალიფიკაციის ამაღლება მსხვერპლებთან კომუნიკაციის კუთხით, სათანადო უნარების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით. 69 იმის შესაფასებლად, თუ რამდენად სწორად და არგუმენტირებულად გამოიცემა შემაკავებელი ორდერები, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სასამართლოში გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერების რაოდენობისა და მათი გაუქმების მაჩვენებლის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირველი ინსტანციის სასამართლოებში ფორმებში გასაჩივრების ასახულია 2018 თაობაზე წლიდან. ინფორმაცია შემაკავებელი სტატისტიკური ორდერის ანგარიშგების გაუქმების თაობაზე საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში 2018 წელს შევიდა 133 სარჩელი, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანით განხილულ იქნა 102 საქმე, საიდანაც სარჩელი დაკმაყოფილდა 60 (58.8%) საქმეზე; 2019 წელს შევიდა 307 სარჩელი, გადაწყვეტილების გამოტანით განხილულ იქნა 231 საქმე, საიდანაც სარჩელი დაკმაყოფილდა 134 (58%) საქმეზე; 2020 წელს შევიდა 344 სარჩელი, გადაწყვეტილების გამოტანით განხილულ იქნა 287 საქმე, საიდანაც სარჩელი დაკმაყოფილდა 174 (60.6%) საქმეზე; 2021 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) შევიდა 279 სარჩელი, გადაწყვეტილების გამოტანით განხილულ იქნა 193 საქმე, საიდანაც სარჩელი დაკმაყოფილდა 118 (61%) საქმეზე. გასაჩივრების ინიციატორის თაობაზე სტატისტიკური ინფორმაცია არ აღირიცხება.70 აღნიშნული სტატისტიკა მიუთითებს, რომ საკმაოდ მაღალია სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერების გაუქმების მაჩვენებელი. კერძოდ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ყოველწლიურად შემაკავებელი ორდერების დაახლოებით 60% უქმდება. არსებული გარემოება აჩენს კითხვებს, რამდენად სრულყოფილად იკვლევს სასამართლო შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძვლებს და რა გარემოებებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას ორდერის გაუქმების ან ძალაში დატოვების თაობაზე, ასევე რამდენად საფუძვლიანი და დასაბუთებულია შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილება და ხდება თუ არა მათ მიერ ორდერის გამოცემის საფუძვლიანობის შესახებ სასამართლოსთვის სათანადო არგუმენტების წარდგენა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურა 2021-2022 წლებისათვის გეგმავს ფართომასშტაბიან სოციოლოგიურ-სამართლებრივ კვლევას, სადაც შესწავლილი იქნება როგორც ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, ისე სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული 69 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 21 ოქტომბრის №MIA 1 21 02774319 წერილი. 70 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის №პ-912-21 წერილი. 40 პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის პოლიციისა და სასამართლოს მიერ გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების ეფექტიანობა.71 ყოველწლიურად იზრდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვიანობის მატებით აიხსნება.72 ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერები 2015 წელი 2722 2016 წელი 3089 2017 წელი 4370 2018 წელი 7646 2019 წელი 10266 2020 წელი 10321 2021 (იანვარი-ოქტომბერი) 7996 ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერები 2017 (ივნისი-დეკემბერი) 2018 წელი 22 205 2019 წელი 557 2020 წელი 2021 (იანვარი-აგვისტო) 843 551 73 რაც შეეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემულ დამცავ ორდერებს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოცემულ იქნა: 2016 წელს - 175 დამცავი ორდერი, 2017 წელს - 71 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 72 აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე, იხ. https://bit.ly/3IylwGJ [10.12.2021]. 73 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 21 ოქტომბრის №MIA 1 21 02774319 წერილი, დანართი 3. 41 172, 2018 წელს - 139, 2019 წელს - 106, 2020 წელს - 97, ხოლო 2021 წლის 9 თვეში (იანვარისექტემბერი) – 70 დამცავი ორდერი. ასევე, სულ გამოცემული დამცავი ორდერებიდან, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემულ იქნა: 2016 წელს - 170 დამცავი ორდერი, 2017 წელს - 170, 2018 წელს - 132, 2019 წელს - 102, 2020 წელს - 94, ხოლო 2021 წლის 9 თვეში (იანვარისექტემბერი) – 66 დამცავი ორდერი. 74 ელექტრონული ზედამხედველობა 2020 წლის პირველ სექტემბერს ამოქმედდა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, რომელიც გამოიყენება შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, მსხვერპლის თანხმობით. აღნიშნული მექანიზმი განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ეფექტურ საშუალებად და შესაბამისად, წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება. 75 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული მონიტორინგი ზრდის მსხვერპლის დაცულობის ხარისხს, თუმცა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, მსხვერპლები უმეტესად უარს აცხადებენ შემაკავებელი ორდერის მოქმედების პარალელურად ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ცნობიერების დაბალი დონით, მოძალადის „დანდობის“ საფუძვლით, საზოგადოების სტერეოტიპული, უარყოფითი დამოკიდებულებით და ა.შ. უწყების ცნობით, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მაჩვენებელი დაბალია, კერძოდ 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდა ქალთა მიმართ ძალადობის 1 და ოჯახში ძალადობის 15 შემთხვევაზე. 76 წერილობითი მოსაზრების ავტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტრონული ზედამხედველობა უნდა გამოიყენებოდეს ფართოდ, რისკების შეფასების ინსტრუმენტზე დაყრდნობით. 77 ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენელმა თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს დააზუსტა, რომ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლები უნდა გაფართოვდეს. ასევე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებით, უნდა გაფართოვდეს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების არეალი და იგი დამცავ ორდერებზეც უნდა გავრცელდეს. გადამზადება და სწავლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი სპეციალისტების სათანადო მომზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიციელების, 74 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის №პ-912-21 წერილი. 75 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება; ასოციაცია „მერკურის“ დასაბუთებული მოსაზრება. 76 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 21 ოქტომბრის №MIA 1 21 02774319 წერილი. 77 კავშირი „საფარის“ დასაბუთებული მოსაზრება; ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ დასაბუთებული მოსაზრება. 42 პროკურორებისა და მოსამართლეების პროფესიული მომზადება რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში. “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად: 1. მხარეები უზრუნველყოფენ ან აუმჯობესებენ იმ შესაბამისი სპეციალისტების პროფესიულ მომზადებას, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა აქტის მსხვერპლთან ან ამ აქტების ჩამდენ ირებთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ასეთი ძალადობის პრევენციას და გამოვლენას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას, მსხვერპლთა საჭიროებებსა და უფლებებს, ასევე იმას, თუ როგორ აღიკვეთოს მეორადი ძალადობა. 2. მხარეები ხელს უწყობენ, რომ პირველ პუნქტში ნახსენები პროფესიული მომზადება მოიცავდეს მომზადებას კოორდინირებული მრავალუწყებრივი თანამშრომლობის საკითხებზე, რათა შესაძლებელი იყოს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების განსახილველად გადაცემისთვის კომპლექსური და შესაბამისი მიდგომის უზრუნველყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისტემატურად ხდება პოლიციის თანამშრომელთა გადამზადება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებისა და სწავლების გზით. ასევე, უწყების ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ტრენინგების ფარგლებში, ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავთა მხრიდან ეფექტიანი რეაგირება და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მეთოდიკა, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები და სქესობრივი დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგია, სულ გადამზადებულია 10 000-ზე მეტი პოლიციის თანამშრომელი. ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზაცია Foundation HumanDoc”-თან თანამშრომლობით, პოლიციელებისთვის ონლაინ სასწავლო კურსი - „ოჯახში ძალადობის ან/და ქალებისა და არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის პრევენცია და სამართლებრივი რეაგირება“ შემუშავდა. „ევროპის საბჭოს“ მხარდაჭერით, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის“, „სიძულვილით 43 მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის“, ჰომოფობია, ტრანსფობია და სიძულვილის ენა“, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტური გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარჩვევები“-ს შესახებ „HELP“-ის დისტანციური სწავლების კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 70-მდე გამომძიებელმა გაიარა. სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ორგანიზაციასთან - „თანასწორობა ახლა“ თანამშრომლობით სექსუალური ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების თემაზე ტრენინგები დაიწყო. 2021 წელს სპეციალიზაციის კურსი გაიარა სამინისტროს სხვადასხვა ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულის 240-მდე გამომძიებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის 7-მა თანამშრომელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ერთმა წარმომადგენელმა და ორმა გამომძიებელმა გაიარა. სპეციალიზაცია იქნება სისტემური და პროცესის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება. 78 გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით, 2021 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს თავის თანამშრომელთა გადამზადებას, როგორც ლგბტქ თემის წარმომადგენელთა საკითხებზე მუშაობის, ისე სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისათვის მიმართულებით.79 სპეციალიზებული გამომძიებლების მომზადების დასაბუთებული მოსაზრების ავტორთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებს გადამზადების მნიშვნელობაზე, მის განგრძობად საჭიროებაზე და მიუთითებენ ტრენინგების დაგეგმვისა და ჩატარების დროს არსებულ გამოწვევებზე. კავშირი „საფარი“-ს წერილობითი მოსაზრების თანახმად, მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა პრაქტიკაში მაინც შეინიშნება გენდერული მგრძნობელობის ნაკლებობა და სტერეოტიპული დამოკიდებულებები. 80 „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს პოზიციით, პოლიციის თანამშრომელთა გადამზადების პროგრამები უფრო ეფექტიანი უნდა იყოს, რადგან კვლავ დაბალია ცნობიერების დონე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. მათი [ორგანიზაციის] შეფასებით, ამ მხრივ, ტრენინგები სასარგებლო და მნიშვნელოვანი შედეგების მომცემია. 81 ასოციაცია „მერკური“ დასაბუთებულ მოსაზრებაში მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომელთა გადამზადების პროგრამები (როგორც გენდერული ნიშნით, ასევე ოჯახში დანაშაულის და სხვა მომიჯნავე თემებზე) ძირითადად ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების ინიციატივით და მხარდაჭერით და უკავშირდება კონკრეტულ პროექტებს. 78 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 21 ოქტომბრის №MIA 1 21 02774319 წერილი. 79 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 80 კავშირი „საფარის“ დასაბუთებული მოსაზრება. 81 ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ დასაბუთებული მოსაზრება. 44 შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილების მიუხედავად, ორგანიზაციის წარმომადგენლები შემდეგ გამოწვევებზე უთითებენ: ● ● შეზღუდულია გადამზადებული ოფიცრების რაოდენობა და სამიზნე რეგიონები; ჯგუფის დაკომპლექტებისას ყოველთვის არ არის გათვალისწინებული პოლიციის ოფიცრის სამსახურეობრივი გამოწვევები ან სასწავლო საჭიროებები; ● მონაწილეებს ხშირად უწვეთ ტრენინგზე დასწრება 24 საათიანი მორიგეობის შემდეგ, რაც აქვეითებს მათი სწავლის უნარს, ან ეს ხდება თავისუფალი/დასვენების დროის ხარჯზე, რაც ამცირებს მონაწილეობის მოტივაციას. 82 ევროპის საბჭო წერილობით დოკუმენტში ყურადღებას ამახვილებს გამომძიებლების გადამზადების საჭიროებაზე უშუალოდ სექსუალური ძალადობის საქმეებზე გენდერული სტერეოტიპების რაობისა და მათი აღმოფხვრის საკითხებზე. პროკურატურა საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2016 წლიდან პროკურატურამ უზრუნველყო ოჯახური დანაშაულის მიმართულებით ინტენსიური სასწავლო კურსების დანერგვა. 2018 წლის 20 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებით ოჯახური დანაშაულის საქმეებზე განისაზღვრა სპეციალიზაცია. დღეისათვის, პროკურატურის ორგანოებში ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე უფლებამოსილებას ახორციელებენ ის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს. განგრძობადი განათლების ფარგლებში იგეგმება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადების მეორე ეტაპი ოჯახური დანაშაულის თემაზე. გარდა ამისა, 2021 წლის 29 მარტიდან საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა პროკურორთა თავისუფლებისა და და პროკურატურის ხელშეუხებლობის გამომძიებელთა წინააღმდეგ სპეციალიზაცია მიმართულ სქესობრივი დანაშაულებზე და საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 16 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2021 წლის 10 აპრილიდან სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებას ახორციელებენ მხოლოდ ის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თემაზე სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს. ასევე სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გადამზადდა მენეჯერთა ერთი ჯგუფი და იგეგმება პროკურატურის მენეჯერთა მეორე ჯგუფისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა გადამზადება. ასევე სპეციალიზაციის დანერგვამდე, 82 ასოციაცია „მერკურის“ დასაბუთებული მოსაზრება. 45 2021 წლის მარტში შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ.“ გამოძიებისა და როგორც პროკურატურა განმარტავს, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების გადამზადება ეფუძნება როგორც სტრატეგიით და სხვადასხვა სამოქმედო გეგმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ისე გამოვლენილ საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებს. პროკურატურა საქართველოს პარლამენტისათვის გამოგზავნილ წერილში მიუთითებს 2015 წლიდან 2021 წლის 9 თვის ჩათვლით პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების, მენეჯერებისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის არაერთი სასაწავლო აქტივობის განხორციელების თაობაზე, რომლებიც ეხებოდა გენდერული თანასწორობის საკითხებს; დაზარალებულის გამოკითხვისა და მასთან კომუნიკაციის საკითხებს; მტკიცებულებათა მოპოვებასა და შეფასებას; საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას; მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებს; ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. უწყების ცნობით, სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პროკურატურა უწყვეტი გადამზადების სისტემის ფარგლებში მომავალშიც გეგმავს მათი კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებას, რაც საუკეთესო საგამოძიებო და საპროკურორო გამოცდილებას, აგრეთვე სასამართლო პრაქტიკის ანალიზს დაეფუძნება. 83 კავშირი „საფარი“-ს წერილობითი მოსაზრების თანახმად, პროკურატურა ძირითადად ცდილობს, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენინგები ჩაატარებინოს უწყების თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია გენდერის საკითხებში, შესაბამისად, ტრენინგები ვერ აღწევს სასურველ მიზანს. „გენდერის კვლევები არის ძალიან სპეციფიკური დარგი და საჭიროა სპეციალისტებს ჩაატარებინონ ეს ტრენინგები.“ ასევე, ორგანიზაციის თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ტრენინგის ჩატარების დროს გენდერის მიწვეული ექსპერტისა და ტრენერ-პროკურორის განმარტებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რაც მთლიანად აზრს უკარგავს ტრენინგებს. 84 ევროპის საბჭო მოუწოდებს პროკურატურას, რომ უზრუნველყოს პროკურორების მომზადება სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სხვადასხვა სახის მტკიცებულებების მოპოვების ტექნიკაში, რაც ასევე მოიცავს სტერეოტიპებზე დაფუძნებული მიდგომების გამორიცხვას მტკიცებულებათა მოპოვების დროს. ასევე, მოხდეს პროკურორების გადამზადება სექსუალური ძალადობის საქმეებზე გენდერული სტერეოტიპების რაობისა და მათი აღმოფხვრის საკითხებზე და შემუშავდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოკითხვის სახელმძღვანელო პროკურორებისთვის, რათა მოხდეს მსხვერპლის მეორეული 83 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 1 დეკემბრის №13/72747 წერილი. 84 კავშირი „საფარის“ დასაბუთებული მოსაზრება. 46 ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და არ მოუწიოს მას ერთი და იმავე ინფორმაციის მრავალჯერადი გამეორება. 85 სასამართლო საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოკვლევის ფარგლებში გაეგზავნა დეტალური კითხვები, რომელთა შორის, პარლამენტი ითხოვდა ინფორმაციას იმის თაობაზე, ხორციელდება თუ არა მოსამართლეების სპეციალიზაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე და დადებით შემთხვევაში, რამდენი მოსამართლეა სპეციალიზებული. უზენაესი სასამართლოდან საქართველოს პარლამენტს მხოლოდ ის ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა პროფესიული ტრენინგების ყოველწლიური პროგრამა მოიცავს მოსამართლეთა გადამზადებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებით. 86 ასევე, საჯარო მოსმენაში მონაწილე უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლას აქვს გარკვეული შეთავაზებები მოსამართლეებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების სახით და ყველა სიახლეს პასუხობს შესაბამისი ტრენინგებით. დასაბუთებული მოსაზრების ავტორთა ნაწილი აღნიშნავს, გადამზადების პროგრამები ნაკლოვანი და ფრაგმენტულია. რომ მოსამართლეთა კავშირი „საფარი“-ს წერილობითი მოსაზრების თანახმად, მოსამართლეთა გადამზადების პროგრამები გენდერული თანასწორობის საკითხებზე არ არის ეფექტური, ვინაიდან, ძირითადად ტრენინგებს ატარებენ თავად მოსამართლეები (მოსამართლე-ტრენერები), რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და განათლება. ორგანიზაციის პოზიციით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრენინგები არჩევითია, მოსამართლეები ნაკლებად ინტერესდებიან, შესაბამისად ძალიან ცოტა მოსამართლეს აქვს გავლილი გადამზადება გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგი ტარდება რომელიმე ძვირადღირებულ კურორტზე. 87 გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა სპეციალიზაციის პროგრამა შეფერხებულია. შედეგად, სასამართლო სისტემა ყველაზე ნაკლებ მზადყოფნაშია ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხილვისათვის. მაგალითად, ასეთ საქმეებში, მათ შორის ფემიციდის შემთხვევებში, რთულდება გენდერული დისკრიმინაციის მოტივის დადგენა. პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემია რეგიონებში. ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ აღნიშნავს, რომ მისასალმებელია ცნობიერების ამაღლების და შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით სასამართლო სისტემისთვის 85 „ევროპის საბჭო“-ს დასაბუთებული მოსაზრება; ასევე, იხ. ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი და ევროპის საბჭო, 2020, 8-9, https://bit.ly/3pHqgls [6.03.2022]. 86 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის წერილი. 87 კავშირი „საფარის“ დასაბუთებული მოსაზრება. 47 შექმნილი სატრენინგო მოდულები, რომელთა საფუძველზეც მიმდინარეობს რეგულარული ტრენინგები. თუმცა, გაწეული ძალისხმევისა და პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ძალისხმევა და მოსამართლეების სწავლება განსაკუთრებით კონვენციისა და მისი ფაკულტატიური ოქმის შესახებ. 88 ევროპის საბჭო წერილობით დოკუმენტში ყურადღებას ამახვილებს მოსამართლეების გადამზადების საჭიროებაზე უშუალოდ სექსუალური ძალადობის საქმეებზე გენდერული სტერეოტიპების რაობისა და მათი აღმოფხვრის საკითხებზე. ასევე, მიუთითებს მოსამართლეთა გადამზადებაზე გენდერული სტერეოტიპების არსებობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების მომზადების სპეციალური წესების შესახებ. 89 სერვისები და ქცევის კორექციის პროგრამები სერვისის ხელმისაწვდომობა ყველა მსხვერპლისთვის მსხვერპლებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს მსხვერპლის სტატუსის მოთხოვნა, როგორც სერვისის მიღების წინაპირობა. მოქმედი კანონმდებლობით, 90 ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) სერვისებით სარგებლობა არ შეუძლია იმ პირს, რომელსაც არ აქვს მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი, რაც არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციის მოთხოვნებს. “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის თანახმად: 88 ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)” დასაბუთებული მოსაზრება. 89 „ევროპის საბჭო“-ს დასაბუთებული მოსაზრება. 90 „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4 („ი“ პუნქტი), მუხლი 161, მუხლი 172, მუხლი 18. 48 მუხლი 18. ზოგადი ვალდებულებები პუნქტი 4: მომსახურების გაწევა არ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ბრალი წაუყენოს ან ჩვენება მისცეს ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ. მუხლი 22. მხარდაჭერის სპეციალური სამსახურები 1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომას, რათა ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ყველა მსხვერპლისთვის უზრუნველყოფილი იყოს ან შეიქმნას, სათანადო გეოგრაფიული განაწილების დაცვით, გადაუდებელი, მოკლე და გრძელვადიანი სპეციალიზებული მხარდაჭერის სამსახურები“; 2. მხარეები უზრუნველყოფენ ან ქმნიან ქალთა მხარდაჭერის სპეციალიზებულ სამსახურებს ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალისთვის და მათი შვილებისთვის. აღნიშნული ნორმების ანალიზი მიუთითებს, რომ სახელმწიფოში არსებული სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსხვერპლისთვის, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მინიჭებული ოფიციალური სტატუსი. ასევე, CEDAW კომიტეტის საქართველოს VI პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებული საკითხების ჩამონათვალში მითითებულია, რომ უნდა გაუქმდეს მსხვერპლის სტატუსის მოთხოვნა, როგორც ბარიერი, რომელიც აფერხებს ქალებისა სპეციალიზებულ მომსახურებაზე (თავშესაფრებზე) მისაწვდომობას. და გოგონებისათვის 91 გაეროს ქალთა ორგანიზაციის წერილობითი და ზეპირი ფორმით დაფიქსირებული პოზიციით, საქართველოს კანონმდებლობის სტამბულის კონვენციის დებულებებთან ჰარმონიზებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია იმ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რაც უკავშირდება მსხვერპლების მიერ მხარდაჭერის სერვისებით, მათ შორის თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით, სარგებლობისთვის დღეს არსებული ბარიერების დაძლევას/აღმოფხვრას, რის შემდეგაც მხარდაჭერის სერვისებით, მათ შორის, თავშესაფრით, სარგებლობა შეუფერხებელი და ადვილად ხელმისაწვდომი გახდება ძალადობის ყველა მსხვერპლისთვის. 92 91 List of issues and questions in relation to the sixth periodic report of Georgia, CEDAW/C/GEO/Q/6, 16 July 2021, §10 (f). 92 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 49 თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართული შეხვედრისას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა გამოთქვა მზაობა იმის თაობაზე, რომ მსხვერპლის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში სერვისი მიაწოდოს სავარაუდო მსხვერპლსაც. თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისების მიწოდებას ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. სააგენტო უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლებს თავშესაფრებითა და კრიზისული ცენტრებით. მის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს 24 საათიანი უფასო ცხელი ხაზი - 116006. “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 23-ე მუხლების თანახმად: მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა გათვალისწინებული იყოს საკმარისი რაოდენობის შესაფერისი და იოლად ხელმისაწვდომი თავშესაფრების გახსნა მსხვერპლისთვის, განსაკუთრებით, ქალებისა და მათი შვილებისთვის, უსაფრთხო საცხოვრებლის შეთავაზებისა და საკუთარი ინიციატივით, მათთან ურთიერთობის დამყარების მიზნით. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ხუთი თავშესაფარი, კერძოდ: თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) - ბენეფიციართა ლიმიტი 23; გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) ბენეფიციართა ლიმიტი 22; ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) ბენეფიციართა ლიმიტი - 18; სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებია (თავშესაფარი) - ბენეფიციართა ლიმიტი 10; ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) - ბენეფიციართა ლიმიტი 10. ასევე, საქართველოს მასშტაბით მუშაობს ხუთი კრიზისული ცენტრი, კერძოდ: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი; გორის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი; მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი; ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი; ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი; თავშესაფრებს შეუძლია ერთდროულად მიიღოს 85 ბენეფიციარი, ხოლო ვინაიდან კრიზისული ცენტრი წარმოადგენს დღის მომსახურების ცენტრს, ბენეფიციართა 50 მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის, გარდა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრისა, რომელიც არის ორკომპონენტიანი, კერძოდ: დღის მომსახურება და სადღეღამისო, 24-საათიანი, საცხოვრისი (13-ადგილიანი). 93 არსებული სტატისტიკა მოწმობს, რომ ყოველწლიურად იზრდება თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მაჩვენებელი. 2015 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით თავშესაფრის მომსახურებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა 1003-მა ქალმა ისარგებლა, ხოლო 2017 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლმა 19-მა ქალმა. ქვემოთ მოცემული დიაგრამა აღწერს 2015 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით თავშესაფრით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობას: ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობის მაჩვენებელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი 33 84 112 2018 წელი 172 2019 წელი 178 2020 წელი 183 2021 წელი (იანვარი-აგვისტო) 241 რაც შეეხება კრიზისულ ცენტრებს, 2016 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით კრიზისული ცენტრის მომსახურებით ისარგებლა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმა/მსხვერპლმა 966-მა ქალმა, ხოლო 2017 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით - გენდერული ნიშნით ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმა/მსხვერპლმა 57-მა ქალმა. ქვემოთ მოცემული დიაგრამა აღწერს 2016 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით კრიზისული ცენტრით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობას: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №07/9077 წერილი. 93 51 ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი/მსხვერპლი ქალების კრიზისული ცენტრია მომსახურებით სარგებლობის მაჩვენებელი 2016 წელი 2017 წელი 18 91 2018 წელი 174 2019 წელი 200 2020 წელი 315 2021 (იანვარი-აგვისტო) 168 2018 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით სააგენტოს ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის (116006) მომსახურებით ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ისარგებლა 6406-მა ქალმა. თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა რიგი გამოწვევები, რაც აბრკოლებს მსხვერპლებისათვის სრულყოფილი და მათ რეალურ საჭიროებაზე მორგებული სერვისების მიღებას. ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)” დასაბუთებული მოსაზრების თანახმად, საქართველოში არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რათა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის პროგრამები იყოს დახვეწილი, თუმცა აღსრულების მექანიზმი არ არის ეფექტიანი. 94 საქართველოს სახალხო დამცველის „ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების მონიტორინგის“ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელსაც ეყრდნობა თემატური მოკვლევის პროცესში მონაწილე გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ბენეფიციართა უმრავლესობა კმაყოფილია თავშესაფრის მომსახურებით და თავს გრძნობს დაცულად, თუმცა მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა რიგი გამოწვევები: - მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და მათთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შეთავაზება; განსაკუთრებულ პრობლემად რჩება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამები, ისევე როგორც ბენეფიციართა მხარდაჭერა თავშესაფრის დატოვების შემდეგ ეტაპზე; - სირთულეს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბენეფიციარებისთვის ფსიქოლოგის სერვისის მიწოდება, ენის ბარიერის გამო; 94 ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)” დასაბუთებული მოსაზრება. 52 - გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებებში ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაციის დაცვა, კერძოდ, მონიტორინგისას გამოიკვეთა ბენეფიციართა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევები; - მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციართა შემთხვევების მართვა. აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელიც. მისი თქმით, თავშესაფარს არ აქვს ინდივიდუალური მიდგომები, რაც შეიძლება იყოს საფრთხე სხვა ბენეფიციარებისთვის. ორგანიზაციის წარმომადგენლის პოზიციით, ცალკე თავშესაფრის შექმნა არ არის მიზანშეწონილი, სადაც ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები იქნებიან მოთავსებულები, მნიშვნელოვანია, რომ არსებულ თავშესაფრებში იყოს გათვალისწინებული მათი სპეციფიკური საჭიროებები; - ზოგიერთ თავშესაფარში იკვეთება მედიკამენტებით უზრუნველყოფის პრობლემა. გარკვეული პრობლემები გამოვლინდა საკვების მრავალფეროვნებისა და საკვების პროდუქტების ვადების კონტროლის მხრივაც; - კვლავ მოუსწესრიგებელია ინფრასტრუქტურის საკითხი, თავშესაფრები საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ინვენტარის განახლებას, ზოგიერთი თავშესაფრის ადგილმდებარეობა კი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტს; - თავშესაფრებში დგას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პრობლემა; - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამოწვევად რჩება თავშესაფარზე წვდომა, თავშესაფრები ნაწილობრივ არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ხოლო სხვა სახის შეზღუდვების მქონე პირებზე თავშესაფარი მორგებული არ არის; - ცხელი ხაზის (116 006) ოპერატორების მიერ სერვისის მიღებისთვის შესაძლო ძალადობის მსხვერპლებს მსხვერპლის სტატუსის აუცილებლობაზე მითითება; - რეგიონებში მდებარე კრიზისულ ცენტრებში მომსახურების მიმღებთა მაჩვენებელი კრიტიკულად დაბალია, რაც ბადებს შეკითხვებს აღნიშნული მომსახურების ცენტრების მიერ სერვისებისა და ინფორმაციის სწორად მიწოდებასთან დაკავშირებით. 95 აღნიშნულ პრობლემაზე მიუთითებს ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“. მათი [ორგანიზაციის] აზრით, სერვისების ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების შესახებ, განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან მათთვის ხელმიუწვდომელია ძალადობის საკითხების შესახებ ინფორმაცია ან/და არ იციან როგორ მიიღონ შესაბამისი დახმარება. როგორც ბენეფიციარებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ არ იცის თავშესაფრების არსებობის შესახებ. 96 95 ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, 6-8; იხ. https://bit.ly/3dzXAED [10.12.2021]. 96 ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს დასაბუთებული მოსაზრება. 53 დასაბუთებული მოსაზრების ავტორთა ნაწილი საუბრობს თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების არასაკმარის რაოდენობაზე. 97 კერძოდ, სახელმწიფო თავშესაფრის სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე რეგიონში, კრიზისული ცენტრების ქსელი უფრო ფართოა, თუმცა ასევე არ ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო თავშესაფრებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და მსხვერპლს ხშირად არ სურს საკუთარი რეგიონის დატოვება - სახელმწიფო თავშესაფრის/კრიზისული ცენტრების სერვისები არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მართალია, რამდენიმე რეგიონში არასამთავრო ორგანიზაციების მიერ გახსნილი თავშესაფარი (მათ შორის ასოციაცია “მერკურის” თავშესაფარი ზუგდიდში) ნაწილობრივ აგვარებს ამ პრობლემას, თუმცა დონორების დაფინანსებაზე დამოკიდებული თავშესაფრები ვერ განიხილება, როგორც ალტერნატივა. სახელმწიფო აღნიშნულის სერვისების სრულფასოვანი გრძელვადიანი გათვალისწინებით, სახელმწიფოს მოუწოდებენ, გაითვალისწინოს არასამთავრობო სექტორში არსებული რესურსი და შეიმუშავოს მათი ფინანსური მხარდაჭერის მოქნილი სქემა, რითაც შესაძლებელი გახდება სახელმწიფო თანადაფინანსებით არსებული სერვისების დაფარვის გეოგრაფიული არეალის გაფართოება, რაც, ასევე, გაზრდის არასამთავრობო სექტორში არსებული სერვისების მდგრადობას.98 მხარდამჭერი სერვისების სიმცირეს ადასტურებს სააგენტოს წარმომადგენელიც, რომელმაც თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში არ არის სერვისები, მაგ., სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. მისი თქმით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით კიდევ ერთი თავშესაფარი ამოქმედდება თბილისში. მოკვლევის პროცესში წარმოდგენილი მოსაზრებების ავტორთა ნაწილი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით სუსტია სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის მიმართულება. მაშინ, როდესაც თავშესაფარში მყოფი ქალების მთავარი გამოწვევა ფინანსური დამოუკიდებლობაა და ხშირად მათ არ აქვთ წასასვლელი თავშესაფრის დატოვების შემდეგ, სახელმწიფოს დაკავშირებით, 99 არ გააჩნია სათანადო ხოლო პროექტები ხელმისაწვდომ სარეაბილიტაციო საცხოვრისთან პროგრამების (თერაპიულ/საგანმანათლებლო/შემეცნებითი მომსახურებებით უზრუნველყოფა, რაც ფსიქოემოციური ფონის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს) სიმცირის გამო ძალადობაგამოვლილი ქალები უბრუნდებიან „მოძალადეებს“, რაც მათი საფრთხის რისკს ზრდის. 100 შესაბამისად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა თავშესაფრის დატოვების შემდგომ ბენეფიციარების მდგომარეობა და მათი შიშები როგორ შეინარჩუნონ ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრება. 101 97 ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს დასაბუთებული მოსაზრება; ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)” დასაბუთებული მოსაზრება. 98 ასოციაცია „მერკური“-ს დასაბუთებული მოსაზრება. 99 კავშირი „საფარის“ დასაბუთებული მოსაზრება. 100 ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს დასაბუთებული მოსაზრება. 101 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 54 თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზრუნვის სააგენტოს ფარგლებში არსებული თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები უფრო მეტად განკუთვნილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის და არ არის მორგებული სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთა საჭიროებებზე. ასევე, გამოწვევად სახელდება არსებული სერვისების კონტროლისა და შეფასების ნაკლებობა.102 გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების ზეგავლენის შეფასება. კვლევის მიზანია განისაზღვროს ამ პროგრამების ეფექტიანობა, ხარვეზები და გაუმჯობესების შესაძლებლობები. მიგნებებზე დაყრდნობით, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები პროგრამების შემდგომი დახვეწის მიზნით. კვლევა დასრულდება 2022 წლის დასაწყისში. 103 ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. არსებული გამოცდილებით, მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულება ხშირად არის ძალადობის არასაკმარისი ფინანსური სისტემატურად თმენის მთავარი ფაქტორი, 104 ასევე დამოუკიდებლობის პირობებში ხშირად დაზარალებული იძულებულია მოძალადის მიმართ გამოხატოს შემწყნარებლური და ლოიალური დამოკიდებულება მართლმსაჯულების პროცესში. ძალადობის მსხვერპლ ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად: მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ თავის შესაბამისად მიღებული ზომები მიზნად ისახავდეს ძალადობის მსხვერპლ ქალთა შესაძლებლობების გაფართოებას და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. თემატური მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები მწირი და ფრაგმენტულია, არ არის სათანადოდ განვითარებული და ვერ პასუხობს ბენეფიციართა რეალურ საჭიროებებს. ქვეყანას არ აქვს 102 კავშირი „საფარის“ დასაბუთებული მოსაზრება. 103 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 104 ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, 9; იხ. https://bit.ly/3dzXAED [10.12.2021]. 55 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სფეროში ერთიანი ხედვა/სტრატეგია. ასევე, მხოლოდ პერიოდულად ხდება თანამშრომლობა კერძო სექტორთან. ამდენად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული პოლიტიკა არ არის ერთიანი, გვხვდება სპონტანური სახით, სხვადასხვა მმართველობით დონეზე. 105 მაგ., ბოლო 5 წლის განმავლობაში ასოციაცია “მერკურის” არც ერთ ბენეფიციარს არ უსარგებლია რაიმე სახელმწიფო პროგრამით, რომელიც გამიზნული იყო ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე ან მათი ეკონომიკური/შრომითი უნარების განვითარებაზე, ასეთი პროგრამების არარსებობის გამო. მართალია, რიგ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ ქალთა მხარდამჭერი მომსახურებები (მაგ., ეკონომიკური გაძლიერება: ფულადი დახმარება, ქირით უზრუნველყოფა), თუმცა იგი არის არასტანდარტიზებული, ქაოტური და მისი განხორციელება ხშირად ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 106 ბენეფიციართა უმეტესობა თავშესაფარში ძალადობასთან ერთად, მძიმე სოციალურეკონომიკური პირობების გამო ხვდება. მათ უმეტესწილად არ აქვთ შემოსავალი, მათ სახელზე არც რაიმე სახის უძრავი ქონებაა რეგისტრირებული. შესაბამისად, იმ პირებისათვის, ვინც ძალადობას თავი დააღწია და თავშესაფარში მოხვდა, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 107 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ALMP-ს 2015 წლიდან ახორციელებს, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს ტრენინგებს, გადამზადებას და ადამიანური შესაძლებლობების განვითარებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად (მხარდაჭერილი დასაქმება); ასევე, მოწყვლადი და ნაკლებად კონკურენტული ჯგუფებისთვის დასაქმებაში დახმარება და სხვა ზომებთან ერთად, პროფესიული რჩევები, კონსულტაციები და კარიერული მითითებები. სახელმწიფო პროგრამების სამიზნეს წარმოადგენენ მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები. 2020 წლიდან ALMP-ს ახლად შექმნილი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA) ახორციელებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თანამშრომლობს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან, რათა ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ინფორმირება და სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა უზრუნველყოს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ რეფერირებული ბენეფიციარები დასაქმების შესაძლებლობების შესახებ პერიოდულად მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იღებენ.108 105 ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)” დასაბუთებული მოსაზრება. 106 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირებული მოსაზრება. ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, 9; იხ. https://bit.ly/3dzXAED [10.12.2021]. 108 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2022 წლის 24 იანვრის № GOV 2 22 00002046 წერილი. 107 56 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, შეიქმნა ეკონომიკური რეაბილიტაციის რომელიც განკუთვნილია ძალადობის მსხვერპლთა სახელმძღვანელო, გაძლიერებისათვის. სააგენტო თანამშრომლობს 12 არასამთავრობო ორგანიზაციასთან და 20 კერძო სექტორთან მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და დასაქმების მიმართულებით. ასევე, 2021 წლის აგვისტოს სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი პირების, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით შრომის ბაზარზე მათი დასაქმების ხელშეწყობა. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია სააგენტოს ბენეფიციართათვის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება მუნიციპალურ დონეზე, ბენეფიციართა საკვანძო კომპეტენციების განვითარება, პროფესიული მომზადება და გადამზადება, ასევე კვალიფიკაციის ამაღლება. 109 მართალია, თავშესაფარი ბენეფიციარებს სთავაზობს გადამზადების სხვადასხვა შესაძლებლობას და ხელს უწყობს მათ დასაქმებას, კერძოდ Worknet-ის პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობს სოციალურ სამსახურთან, ასევე პირადი კონტაქტების გამოყენებით ცდილობს ბენეფიციარების შესაძლებლობის და უნარების მიხედვით კერძო სექტორში ვაკანსიების მოძიებას, თუმცა, ამ ძალისხმევას სისტემური ხასიათი არ აქვს. 110 ასოციაცია „მერკური“ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს, რომ აღნიშნულ პორტალზე (http://www.worknet.gov.ge) დარეგისტრირებულ ბენეფიციართა 80%-დან ვერცერთი ადამიანი ვერ დასაქმდა. 111 სამსახურის მაძიებელ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, თავშესაფარი ახერხებს ზოგიერთი ბენეფიციარის გადამზადებას და დასაქმებას (ძირითადად მომსახურების სფეროში), თუმცა ეს საკითხი, რიგ შემთხვევებში, კვლავ პრობლემად რჩება. კერძოდ, მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ თავშესაფარში ბენეფიციარებს ჰყოფენ შესაძლებლობების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი თავად არ არის მონდომებული და განათლების მიღების თუ დასაქმების ნაკლები შესაძლებლობა აქვს, თავშესაფარი არ მიმართავს ძალისხმევას მათი მოტივაციის ასამაღლებლად და გასაძლიერებლად, რაც ცალსახად არასწორი პრაქტიკაა. 112 ძალადობის მსხვერპლ ქალთა უმრავლესობა საშუალო ან არასრული საშუალო განათლების მქონეა, რაც მათ არაკონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. პროფესიული გადამზადების პროგრამების გავლა კი არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ბენეფიციარებმა გადამზადების პროგრამების მიმართ ინტერესი არ გამოიჩინონ, რადგან იმ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №07/9077 წერილი. 110 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 111 ასოციაცია „მერკური“-ს დასაბუთებული მოსაზრება. 112 ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, 21; იხ. https://bit.ly/3dzXAED [10.12.2021]. 109 57 მომენტისთვის სჭირდებათ მყისიერი შემოსავალი და თვეების განმავლობაში, რაც საჭიროა მათ გადასამზადებლად, არსებობის პრობლემა აქვთ. ასევე, შეინიშნება მოტივაციის ნაკლებობა, რადგან დასაქმების თვალსაზრისით მწირი სამუშაო ადგილებია. 113 გარდა ამისა, პროფესიული გადამზადების კურსების გავლა დაკავშირებულია რიგ სირთულეებთან: დროის უქონლობა, რადგან ქალები მწვავე ფინანსური საჭიროების გამო დაბალანაზღაურებად არაკვალიფიციურ შრომას ეწევიან, მცირეწლოვანი შვილების (ხშირად სხვადასხვა შეზღუდვების ან სპეციალური საჭიროებების მქონე) დატოვების პრობლემა და ა.შ. 114 ასევე, ხშირად მშობლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ქალები და გოგონები თავს იკავებენ სამართალდამცავი უწყებებისათვის მიმართვისაგან, რადგან მოძალადე მშობლები უზრუნველყოფენ მათ სწავლის საფასურის დაფინანსებით. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სწავლის საფასურის გადახდაში სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამების არსებობის საკითხი, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ლგბტქ ადამიანების შემთხვევაში. 115 რაც შეეხება მსხვერპლისათვის კომპენსაციის გაცემას, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა და კომპენსაციის გაცემის წესი 2023 წლის 1 იანვრამდე დამტკიცდება. აღნიშნულ წესზე მუშაობას განახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტიური 116 თანამშრომლობით. მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია მიუთითებს ძალადობის ჩამდენი პირებისათვის შესაბამისი პროგრამების შემუშავების საჭიროებაზე, ძალადობის პრევენციისა და ძალადობრივი ქცევის ფორმების შეცვლის მიზნით. კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად: 113 ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს დასაბუთებული მოსაზრება. 114 ასოციაცია „მერკური“-ს დასაბუთებული მოსაზრება. 115 „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ WISG დასაბუთებული მოსაზრება. 116 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2022 წლის 24 იანვრის № GOV 2 22 00002046 წერილი. 58 მე-16 მუხლი: 1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა შეიმუშაონ ან მხარი დაუჭირონ ისეთ პროგრამებს, რომელთა მიზანია ოჯახში ძალადობის აქტების ჩამდენ პირებს ასწავლოს არაძალადობრივი ქცევა პიროვნებათაშორის ურთიერთობებში, მომავალში ძალადობის პრევენციისა და ძალადობრივი ქცევის ფორმების შეცვლის მიზნით. 2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა შეიმუშაონ ან მხარი დაუჭირონ სამკურნალო პროგრამებს, რომელთა მიზანია ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის აქტების ჩამდენი პირების მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენცია. 3. პირველ და მე-2 პუნქტებში ნახსენები ზომების მიღებისას მხარეები უზრუნველყოფენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მსხვერპლის უსაფრთხოებას, მხარდაჭერასა და ადამიანის უფლებებს და რომ, სადაც მიზანშეწონილია, ეს პროგრამები შემუშავდეს და განხორციელდეს მსხვერპლის მხარდაჭერის სპეციალიზებულ სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით. მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები არსებობს როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ისე პრობაციის სისტემაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, პენიტენციური სისტემისთვის 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT” თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი პროგრამები: ● „სასარგებლო უნარების განვითარება“ - სარეაბილიტაციო მოდული ძალადობრივი ქცევის ცვლილებაზე, რომლის განხორციელებაც რელევანტურია ყველა ტიპის ძალადობრივ ქცევაზე; ● „პოზიტიური ქცევის როლი ოჯახურ ურთიერთობებში“ – საინფორმაციო ტრენინგი ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შესახებ. 2017-2018 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში მუშაობა დაიწყო „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის“ (PRIA) განახლებასა და პენიტენციური სამსახურის სისტემაზე მორგების თაობაზე. ინტერვენცია რელევანტურია მეუღლის/პარტნიორის მიმართ მოძალადე სრულწლოვან მამაკაცზე. 2019 წელს მოხდა აღნიშნული პროგრამის პილოტირება 2 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10-მა მსჯავრდებულმა. 59 2020-2021 წლებში პროგრამის პენიტენციურ სისტემაში იმპლემენტაცია შეჩერდა COVID 19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე. კერძოდ, პანდემიიდან გამომდინარე განსაკუთრებული პირობების შემოღებასთან დაკავშირებით, COVID-19-ის პენიტენციურ სისტემაში გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები პენიტენციურ დაწესებულებებში გადაყვანილ იქნენ გარე პერიმეტრზე. ბენეფიციარებთან მუშაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ინდივიდუალურად, სატელეფონო და მინის ბარიერის საშუალებით. სამინისტროს ცნობით, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჯგუფური მუშაობა მსჯავრდებულებთან შეჩერებულია და აღდგება სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე. 117 სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების კურსებში ჩართვა ნებაყოფლობითია, რაც არის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან მსჯავრდებულები თავს იკავებენ აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობისგან.118 გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირებული მოსაზრების თანახმად, აღნიშნული პრობლემის დასაძლევად იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა და ქცევის კორექციის პროგრამის, როგორც დამატებით სასჯელად განსაზღვრა. რაც შეეხება პრობაციის სისტემაში არსებულ პროგრამებს, მეუღლეზე/პარტნიორზე მოძალადე მამაკაცებთან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობენ შემდეგი პროგრამებით: 1. „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი” - აღნიშნული კურსი პრობაციის სააგენტოში დანერგილია 2015 წლიდან, რომლის მიზანია პარტნიორზე მოძალადე პირების ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება; ემოციების მართვის და ემპათიის გამომუშავება ძალადობის მსხვერპლის მიმართ; გენდერული როლებისა და ძალადობის გამოყენების შესახებ აზროვნების შეცდომების და რწმენა-შეხედულებების მოდიფიცირება; ძალადობრივი ქცევების რეციდივის პრევენცია; პრო სოციალურ უნარ-ჩვევების განვითარება კონფლიქტის მოგვარებისათვის; პარტნიორულ ურთიერთობებში თანასწორობასა და პატივისცემაზე დამყარებული ქცევითი ნორმების განვითარება. ქცევის კორექციის კურსში მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება რეციდივის პრევენციაზე და პოზიტიური შედეგების შენარჩუნებაზე. „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი“ მოიცავს კლინიკურ საკითხებს და ძირითადად გამოიყენება სავალდებულოდ. 2. „ძალადობის რაობა და საკანონმდებლო მექანიზმები“ - პროგრამა 2014 წელს შემუშავდა პრობაციის სისტემის თანამშრომლების მიერ. პროგრამის მოდულები საინფორმაციო სახისაა 117 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 22 ნოემბრის №15239 წერილი. 118 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვევის აღმოსაფხვრელად, მიმდინარეობს მუშაობა მოძალადეთა ქცევის კორექციის ღონისძიებებში მსჯავრდებულთა სავალდებულო მონაწილეობის აღსრულების წესის დასამტკიცებლად. 60 და არ მოიცავს კლინიკურ და სიღრმისეულ საკითხებს. პროგრამის გამოყენება შესაძლებელია როგორც ნებაყოფლობით, ასევე სავალდებულოდ. 2018 წელს აღნიშნულ პროგრამებში: „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი“ და „ძალადობის რაობა და საკანონმდებლო მექანიზმები“ ჩაერთო 212 ბენეფიციარი, 2019 წელს - 151, ხოლო 2020 წელს - 99 პირი. 119 2020 წლის მარტის თვიდან, პრობაციის სისტემაში ჯგუფური შეხვედრების ჩატარება პანდემიის (Covid-19) გავრცელების გამო, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ასევე, გარკვეული პერიოდულობით ვერ ხორციელდებოდა ბენეფიციარებთან პირისპირ სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებაც. შესაბამისად, ქცევის კორექციის პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობამაც იკლო, ვინაიდან ბევრ ბენეფიციარს არ ჰქონდა სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებზე წვდომა და დისტანციურად მომსახურების მიღების შესაძლებლობა. 120 გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში შემუშავებულია „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი“-ის შუალედური შეფასების ინსტრუმენტები, რაც გულისხმობს, პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგზე მყოფი ბენეფიციარის შეფასებას, თუ რამდენად შეინარჩუნა პროგრამის შედეგად მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსში“ ინტეგრირებულია, ასევე პროგრამის შეფასების პრე და პოსტ კითხვარი. 2018 წელს პროგრამაში 125-მა პრობაციონერმა მიიღო მონაწილეობა და 2019 წელს 151-მა პრობაციონერმა და მსჯავრდებულმა. 121 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ძირითადად კურსები ფასდება სესიების მსვლელობისას ფასილიტატორების ჩანაწერების მიხედვით და რისკისა და საჭიროებების შეფასების კითხვარის საშუალებით. ასევე, მონიტორინგის/ზედამხედველობის პროცესში შუალედური შეფასების ინსტრუმენტებით. დამატებითი ინსტრუმენტები, რომლის მიხედვითაც მოხდება პროგრამის შედეგების გაზომვა, შემუშავების პროცესშია.122 თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების სისუსტეები და ნაკლოვანებები. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და პრობაციის სისტემაში არსებული პროგრამები მორგებულია მხოლო მეუღლეზე/პარტნიორზე მოძალადე პირებზე. მიზანშეწონილია, აგრეთვე, არსებობდეს ცალკეულ ძალადობაზე, სპეციფიკური დანაშაულის ჩამდენ პირთა 119 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 22 ნოემბრის №15239 წერილი. 120 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 22 ნოემბრის №15239 წერილი. 121 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება. 122 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 22 ნოემბრის №15239 წერილი. 61 ქცევის თავისებურებებზე, მორგებული პროგრამები, მაგ., სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირებზე. ასოციაცია „მერკური“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათი ორგანიზაცია ახორციელებს მოძალადეთა ქცევის კორექციის და ემოციების მართვის პროგრამას, რომელიც შეიქმნა პრობაციის სააგენტოსთან კონსულტაციების გათვალისწინებით და ჰარმონიზებულია სახელმწიფო პროგრამასთან. ამჟამად, კოვიდ-პანდემიის გამო პრობაციის სააგენტოს პროგრამები ხორციელდება დისტანციურად. 123 ორგანიზაციის პოზიციით, პრობაციის სააგენტოს მოძალადეების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებისთვის რეგიონებში არა აქვს საკმარისი ადამიანური რესურსი, მაგ., სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჰყავთ მხოლოდ 1 ფსიქოლოგი. 124 რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში არსებულ პროგრამებს, იგი გათვალისწინებულია მხოლოდ ძალადობის განმეორების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით (ოჯახში ძალადობა) მსჯავრდებულ პირთა უმრავლესობა ამ პროგრამით ვერ სარგებლობს, რაც გავლენას ახდენს პენიტენციურ დაწესებულებებში მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების ეფექტიანობაზე. 125 სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მოძალადეთა ქცევის კორექციის ჯგუფის დაკომპლექტებისას პროგრამის შეთავაზება ხდება ყველა მეუღლეზე/პარტნიორზე მოძალადე პირისთვის, რადგან ქცევის კორექციის პროგრამა არის დანაშაულზე ფოკუსირებული პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ სსკ-ის მუხლი განსაზღვრავს პროგრამაში ჩართულობას. ამას გარდა, შემთხვევის მართვის ფარგლებში ჩართული მსჯავრდებულები ფასდებიან რისკისა და საჭიროებების შეფასების კითხვარის მეშვეობით, რომელიც მგრძნობიარეა ამ დანაშაულის მიმართ. მაგალითად კითხვა: „ჩადენილი აქვს ძალადობრივი განზრახი დანაშაული (მათ შორის, ოჯახური, სექსუალური)“ 40 ქულიანია და მხოლოდ ამ ერთი პუნქტითაც კი მსჯავრდებულს განესაზღვრება მნიშვნელოვანი ზიანის რისკის მაღალი დონე. ასოციაცია „მერკური“-ს პოზიციით, ქცევის კორექციის პროგრამის გავლა მოძალადეებისთვის უნდა იყოს სავალდებულო შემაკავებელი და დამცავი ორდერების გაცემის შემთხვევაში, ასევე პრობაციაში მყოფ ბენეფიციართა სერვისების ხელმისაწვდომის გაზრდისთვის სახელწიფომ უნდა გამოიყენოს არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსი. კერძოდ, უნდა მოხდეს სახელმწიფო სერვისების განხორციელების დელეგირება არასამთავრობო ორგანიზაციებზე - 123 იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, პრობაციის სააგენტოს პროგრამები ხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმშიც. იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პრობაციის ბიუროს დაემატა კიდევ ერთი ფსიქოლოგი. ორივე ფსიქოლოგი გადამზადებულია ქცევის კორექციის კურსზე და არსებული საჭიროებისა და კრიზისული შემთხვევების დროს ფარავენ მთელ რეგიონს. (ამასთან, თუ სასამართლოს მიერ მოძალადეს განესაზღვრება ქცევის კორექციის კურსის გავლა, შესაძლებელია ორგანიზაცია „მერკური“ -ს ფსიქოლოგების დახმარებაც). 125 ასოციაცია „მერკური“-ს დასაბუთებული მოსაზრება. 124 62 აუთსორსინგი საშუალებას იძლევა ნაკლები რესურსით უკეთესი სერვისი მიეწოდოს მსხვერპლს და დააჩქაროს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. 2019 წლის 20 სექტემბერს, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას. თუმცა, გამოწვევაა იმ მოძალადეთათვის ქცევის კორექციის პროგრამების ხელმისაწვდომობა, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი. 126 ასევე, არ არის განსაზღვრული შესაბამისი ერთეული/უწყება, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებისთვის მიწოდებას. 127 ასევე, მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის წყვილებში ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის საკითხებს. ასევე, ამ პროგრამებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხები არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქცევის კორექციის პროგრამები მორგებული იყოს ლგბტქ ადამიანების საჭიროებებზე.128 კავშირი „საფარი“ აღნიშნავს, რომ არსებული პროგრამების მონიტორინგი და შეფასება არ ხორციელდება. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, პრობაციის სააგენტოს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა (დაახლოებით 40-მდე), მაგრამ რეალურად მუშაობს ხუთამდე პროგრამა. ამიტომ, საჭიროა, გადაიხედოს ყველა ეს პროგრამა და დარჩეს მხოლოდ ის პროგრამები, რომლებიც არის ეფექტური. 129 არსებული კურსების შეფასების დეფიციტზე საუბრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. კერძოდ, აღნიშნავს, რომ არ არსებობს ანგარიში იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანია დანერგილი პროგრამები. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ამ ეტაპზე, პრობაციის სისტემაში არსებობს 23 სარეაბილიტაციო/ქცევის კორექციის პროგრამა, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებენ სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლები. ამჟამად, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით და ორგანიზაციების: GCRT-სა და GIP-ის ჩართულობით მიმდინარეობს პროგრამების განახლება/გაუმჯობესების და დანერგვის პროცესი. ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართულ მოსმენაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, მომავალ წელს იგეგმება მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების ეფექტიანობის შეფასება. 126 ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)” დასაბუთებული მოსაზრება. 127 ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“-ს მიერ თემატური მოკვლევის ფარგლებში დაფიქსირებული მოსაზრება. 128 „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის - WISG” დასაბუთებული მოსაზრება. 129 კავშირი „საფარის“ დასაბუთებული მოსაზრება. 63 იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2020-2021 წლებში, ევროკავშირის „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა „სრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მეუღლის/პარტნიორის მიმართ მოსალოდნელი ძალადობის რისკის შეფასების წესის (ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი) დამტკიცების შესახებ“ (SPAPRA) ბრძანების პროექტი, და განხორციელდა მეუღლის/პარტნიორის მიმართ ძალადობის რისკის შეფასების კითხვარის (SPAPRA) პილოტირების პროცესი პენიტენციური სამსახურისა და სააგენტოს ბენეფიციარებთან. ასევე, პროექტის ექსპერტებთან ერთად შემუშავდა უწყებათაშორისი საზოგადოებრივი დაცვის მექანიზმის - MAPPA -ს კონცეფცია, მომზადდა ბრძანების პროექტი და შედგა სამუშაო შეხვედრები მექანიზმის განმახორციელებელ უწყებებთან. განათლება და ცნობიერების ამაღლება სტამბულის კონვენცია მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ისტორიულად ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალთა უთანასწორობის გამოვლენა, რამაც მიგვიყვანა მამაკაცების მხრიდან ქალების მიმართ დისკრიმინაციამდე, მათზე დომინირებამდე და ხელი შეუშალა ქალების სრული თანასწორუფლებიანობის განხორციელებას. კონვენცია ასევე ადგენს, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის de jure და de facto თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა არის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი.130 მსგავსი, ღრმად ფესვ-გადგმული წარმოდგენების დაძლევის გარეშე ნებისმიერი ქვეყნის ან საზოგადოების მცდელობა, რომ აღმოფხვრას გენდერული ძალადობა, წარუმატებლობისთვისაა განწირული. გენდერულ ძალადობას იზოლირებულად ვერ გაუმკლავდება ცალკე აღებული ერთი რომელიმე ინსტიტუტი, თუნდაც ეს იყოს სამართალდამცავი თუ მართლმსაჯულების სისტემა. გენდერული ძალადობის ხანგრძლივ პერსპექტივაში დასამარცხებლად, აუცილებელია საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა და ქალებსა და მამაკაცებს შორის ზოგადი თანასწორუფლებიანობის, როგორც ნორმის, დამკვიდრება. 130 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია; პრეამბულა 64 ამ მიზნის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც განათლებას, ასევე ცნობიერების ამაღლებას. მუხლი 14. განათლება 1. მხარეები იღებენ, სადაც ეს მიზანშეწონილია, ყველა საჭირო ზომას ისეთი საკითხების შესახებ პედაგოგიური მასალის ოფიციალურ სასწავლო პროგრამებში და განათლების ყველა დონეზე ჩასართავად, როგორიცაა, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა, არასტერეოტიპული გენდერული როლები, ურთიერთპატივისცემა, პიროვნებათაშორის ურთიერთობებში კონფლიქტების ძალადობის გარეშე მოგვარება, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლება, რომლებიც გათვლილი იქნება მსმენელთა მზარდი განვითარების შესაძლებლობებზე. 2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო ზომას პირველ პუნქტში მითითებული პრინციპების დასანერგად არაოფიციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სპორტში, კულტურული ღონისძიებების ჩატარების დროს, დასვენების პირობებში და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. თემატური მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტი დაინტერესდა როგორც განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად გატარებული ღონისძიებებით, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით გაწეული სამუშაოთი. საგანმანათლებლო სისტემაში გენდერული თანასწორობის პრინციპის დანერგვა ახალგაზრდების ადრეული ასაკიდანვე სისტემატიური განათლება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, ხელს უწყობს მამაკაცური ქცევის შესახებ მცდარი შეხედულებებისა და გენდერული სტერეოტიპების გარდაქმნას, ასევე, თანასწორობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ეს, საბოლოოდ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალთა მიმართ გენდერულ ნიშნით ჩადენილი დანაშაული შემცირებაზე და ძალადობის ფაქტების პრევენციაზე. საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულები უნდა იყვნენ ბავშვები და ახალგაზრდები, რათა ისინი ადრეული ასაკიდანვე ინფორმირებული იყვნენ ქალებისა და გოგონების უფლებების შესახებ. ახალგაზრდა თაობისთვის ქალების (და მამაკაცების) შესახებ პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებაზე მიმართული ინფორმაცია უნდა იქნას მიწოდებული, რაც ხელს შეუწყობს ქალების შესახებ ნეგატიური სტერეოტიპების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების და ქალთა მიმართ გენდერულ საფუძველზე ძალადობის პრევენციას. 131 131 ევროპის საბჭო, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია: სტამბოლის კონვენციის მე-12 მუხლი 65 მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებების ავტორები მიიჩნევენ, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება განათლების სისტემაში, თუმცა ბევრად მეტია საჭირო რეალური ეფექტის მისაღებად. “მიუხედავად იმისა რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში გარკვეული პროგრესი დაფიქსირდა გენდერთან დაკავშირებული საკითხების სკოლის პროგრამაში ინტეგრირების მიმართულებით, კერძოდ სამოქალაქო განათებისა და ბიოლოგის საგნებში, სხვა საგნების კურიკულუმებს კვლავ აკლია გენდერული საკითხების გათვალისწინება; სკოლის სახელმძღვანელოები არაა სტერეოტიპებისაგან თავისუფალი და დაბალანსებული და გენდერულად მგრძნობიარე საკითხების სწავლებისათვის მასწავლებელთა არასაკმარისი კვალიფიკაცია კვლავ გამოწვევად რჩება.” 132 ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში, სამოქალაქო განათლების საგნებში არის გენდერული საკითხები შეტანილი, არ გამოკვლეულა თუ როგორ ხდება ამ საკითხების სწავლება და მიწოდება მოსწავლეებისათვის. სამოქალაქო განათლება საქართველოს სკოლების გარკვეულ კლასებში ისწავლება და სხვა თემებთან ერთად ადამიანის უფლებებს, ტოლერანტობასა და თანასწორობას საკითხებს მოიცავს. თუმცა თავს არიდებს სიტყვა „გენდერის“ ხსენებას. ბიოლოგის სწავლების ახალი სტანდარტი ასევე მოიცავს განათლების ელემენტებს ადამიანის სექსუალობის შესახებ და ფარავს ისეთ საკითხებს როგორიცაა HIV/შიდსი, ოჯახის დაგეგმარება, ნაყოფიერება და საზიანო პრაქტიკა როგორიცაა ადრეული ქორწინება. მასწავლებელთა განათლების პროგრამას აკლია გენდერული თანასწორობის შესახებ განათლების და მასწავლებელთა გენდერული მგრძნობელობის გაზრდისათვის შემუშავებული მოდული ან კურსი. თავის მხრივ პრობლემას წარმოადგენს მასწავლებელთა მომზადება რათა ასწავლონ გენდერულად მგრძნობიარე მასალა. ეს განსაკუთრებით შეეხება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მასალის ბიოლოგიის კურსში ინტეგრირებას, სადაც სამოქალაქო განათლების პედაგოგებისაგან განსხვავებით, არ ხდება ბიოლოგიის მასწავლებლების გადამზადება გენდერთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით. მისასალმებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა იხელმძღვანელოს საერთაშორისო მეთოდური მითითებებით და მოახდინოს ადამიანის ჯანსაღი და ჰარმონიული განვითარების შესახებ სასწავლო მოდულების ინტეგრირება სასკოლო პროგრამაში. ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება ითვალისწინებს ბავშვის ასაკობრივი განვითარების შესაბამისი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას ისეთ რეპროდუქციული თემებზე, როგორიცაა ჯანმრთელობა, ადამიანის კონტრაცეფცია, განვითარება, შვილოსნობა, ანატომია სქესობრივი და გზით გადამდები დაავადებები, და სხვა. უფლებებზე დაფუძნებული, გენდერულად მგრძნობიარე 132 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება 66 სასწავლო მასალა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს აღმოაჩინონ და ჩამოიყალიბონ დადებითი ღირებულებები საკუთარი სექსუალობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. სადისკუსიო თემები ასევე უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ოჯახური ცხოვრება, ურთიერთობები, კულტურა და გენდერული როლები, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის საფრთხეები და სექსუალური ძალადობა. სასწავლო რესურსების დამუშავებასთან ერთად საჭიროა მასწავლებლებისა და შესაბამისი პერსონალის მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ტრენინგების პარალელურად მათ უნდა ქონდეთ წვდომა მაღალი ხარისხის რესურსებზე, ტრენინგის მასალებზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე. 133 მოკვლევის ფარგლებში გამართულ საჯარო მოსმენაზე განათლებისა მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან იგეგმება საჯარო სკოლებში ექიმის, რიგ შემთხვევებში კი ექთნის სავალდებულოდ ყოფნა. დაგეგმილია სასწავლო პროგრამისთვის “ექიმის საათის” დამატება სასკოლო სასაწავლო პროგრამაში, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო საათების დამატებას. “ექიმის საათის” ფარგლებში ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეებს მიეწოდებათ მათი ასაკისთვის შესაბამისი ინფორმაცია ჰიგიენის დაცვის ასევე პირადი სივრცის დაცვის, სხეულის დაცვის შესახებ. სკოლაში უკვე არსებობს დაახლოებით ამ ტიპის გამოცდილება „დამრიგებლის საათის“ სახით და ის ნაცნობია მშობლებისთვის. ანალოგიურად იგეგმება „ექიმის საათის“, დანერგვა რადგან სავარაუდოდ ამ თემებზე საუბარს შესაბამისად გადამზადებული ექიმები უკეთ შეძლებენ და ასეთ ფორმატს მეტი სანდოობა ექნება. “ექიმის საათის” შემოღება იგეგმება I-VI კლასის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. 2022 წელს დაგეგმილია საპილოტე რეჟიმში პროგრამის განხორციელება 500 საჯარო სკოლაში, ხოლო სრულად ამოქმედება მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლიდანაა დაგეგმილი. რაც შეეხება უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებს, მოსაზრებების ავტორები თვლიან, რომ აღნიშნულ საკითხის მიმართ სასწავლო დაწესებულებებში მხოლოდ ერთჯერადი ლექციებით ან ტრენინგებით შემოიფარგლებიან, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი არ არის. უმრავლეს სახელმწიფო მიმართულება თუ გენდერულ კერძო საგანმანათლებლო საკითხებზე არ არსებობს. დაწესებულებებში ცალკეულ ცალკე შემთხვევებში სტუდენტებისთვის გენდერული საკითხების სწავლება ხელმისაწვდომია, მაგალითად, თსუში არსებობს სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევები (Master’s Program in Gender Studies), ხოლო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრებისთვის ისწავლება საგანი აღნიშნულ საკითხებზე. თუმცა, მოსაზრების ავტორებისთვის აღნიშნულ კურსებს სიღრმისეულად არ იცნობენ და შესაბამისად, მათი შეფასება უჭირთ. განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თავიანთი ავტონომიურობის ფარგლებში, 133 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დასაბუთებული მოსაზრება 67 განხორციელებული აქვთ მთელი რიგი აქტივობები, კერძოდ: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხები ასახულია საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, როგორც კერძო ასევე საჯარო, საგანმანათლებლო პროგრამებში, მოდულებსა და სასწავლო კურსებში (მაგ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის - „ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება“, სასწავლო გეგმაში არის მოდული „ადამიანის უფლებები“. ამ მოდულის ფარგლებში ისწავლება საკითხი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ. ეს მოდული ასევე ისწავლება სამაგისტრო პროგრამაში - „რეაბილიტაციაში მრჩეველი“). მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოზიტიური სიახლეები, როგორც საშუალო განათლების, ისე უმაღლესი განათლების დაწესებულებებში შეინიშნება, სტამბულის კონვენცია, ბევრად უფრო მასშტაბური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას აკისრებს ხელმომწერ ქვეყნებს. როგორც აღვნიშნეთ, კონვენცია მოითხოვს ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის, არასტერეოტიპული გენდერული როლების, ურთიერთპატივისცემის, პიროვნებათაშორის ურთიერთობებში კონფლიქტების ძალადობის გარეშე მოგვარების, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობისა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების შესახებ პედაგოგიური მასალის ოფიციალურ სასწავლო პროგრამებში და განათლების ყველა დონეზე ჩართვას. განათლების სისტემაში არსებობს სივრცე გენდერული თანასწორობის სწავლების უფრო სისტემურად და მძლავრად დასანერგად. ცნობიერების ამაღლება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც დიდი ხანია აქტიურად გამოიყენება სტერეოტიპების დასაძლევად. კამპანიების ჩატარება შეიძლება ქმედითი ინსტრუმენტი იყოს საჯარო და კერძო სექტორის მობილიზაციისთვის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით. 134 სტამბულის კონვენცია ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ცალკე მუხლს უთმობს, როგორც გენდერული ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტს და ყურადღებას ამახვილებს მსგავს 134 ევროპის საბჭო, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია: სტამბოლის კონვენციის მე-12 მუხლი 68 კამპანიებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილი მოსაზრებების ავტორები ძირითადად მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული მუხლი 13. საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობა 1. მხარეები ხელს უწყობენ ან ატარებენ რეგულარულად და ყველა დონეზე საინფორმაციოსაგანმანათლებლო კამპანიებსა თუ პროგრამებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო დაწესებულებებთან და თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ქალთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სადაც მიზანშეწონილია, ამაღლდეს ფართო საზოგადოების ცნობიერებისა და გაგების დონე ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის სხვადასხვა გამოვლინების, ბავშვებზე მათი შედეგებისა და ასეთი ძალადობის პრევენციის აუცილებლობის მიმართ. 2. მხარეები უზრუნველყოფენ ფართო საზოგადოებისათვის ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის აქტების პრევენციისათვის არსებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. აქტივობები. კვლევები ადასტურებს, რომ გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები იკლებს, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017 ფარგლებში დადგინდა, რომ ქალთა უმრავლესობა არავის უმხელს მეუღლის/პარტნიორის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტს და არც რომელიმე უწყებას მიმართავს დახმარებისთვის. თუმცა, სახეზე გვაქვს დადებითი ცვლილებები ქალთა მიერ დახმარების ძიების საკითხში, რომელშიც მიმართვიანობის კუთხით 18% დაფიქსირდა წინა წლების 2% მაჩვენებელთან შედარებით. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს შორის მოსაზრების ავტორებმა გამოარჩიეს შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საინფორმაციო კამპანია ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ- „ნუ წაართმევ ბავშვობას!“ კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა. ამგვარი კამპანიები ძალიან პოზიტიურად მოქმედებს თავად კამპანიის ავტორი სახელმწიფო უწყების თანამშრომლებზე. მაგალითად, შეხვედრების დროს პოლიციელები ხშირად 69 ახსენებენ შსს-ს მიერ წარმოებულ კამპანიებს და აღიქვამენ მათ სერიოზულად, რაც მისასალმებელია. 135 საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება ტრენინგები სხვადასხვა ჯგუფებისთვის და საინფორმაციო კამპანიები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენელ წერილში მოცემულია ინფორმაცია წლების განმავლობაში სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაერთი შეხვედრის, დისკუსიის, კონკურსის, კონფერენციისა და სხვა ღონისძიების შესახებ, რომლებიც იმართებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისისა და სხვა რელევანტური პირების მონაწილეობთ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ძალისხმევის და სამოქალაქო სექტორის აქტიური საქმიანობის შედეგად გაიზარდა საზოგადოების ცნობიერება ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ და იმატა მიმართვიანობამ სახელმწიფო სერვისებზე, ჯერ კიდევ დაბალია მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების ინფორმირებულობა და მიმართვიანობა. მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, სოფლად მცხოვრები ქალები, ეთნიკური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები. ეს რაც განპირობებულია საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებითა და მავნე პრაქტიკებით.136 საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და განათლებისკენ მიმართული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სისტემატურად. პრევენციის ღონისძიებებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვებზე ძალადობის საკითხებს. ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია ბავშვთა მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ პროცედურაში ჩართული მნიშვნელოვანი სუბიექტის - პედაგოგთა ინფორმირებულობის დონე, რაც ხელს არ უწყობს ძალადობის პრევენციას. 137 შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მისასალმებელია, ბოლო წლებში გააქტიურებული, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე. აშკარაა პოზიტიური დინამიკა და შედეგი, რომელიც მსგავსი ღონისძიებების 135 ასოციაცია "საფარის" დასაბუთებული მოსაზრება 136 ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)” დასაბუთებული მოსაზრება. 137 ასოციაცია "მერკურის" დასაბუთები მოსაზრება თემატურ მოკვლევაზე. 70 შედეგად მიიღწევა. ეფექტურ, სისტემატურ და მიზანმიმართულ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამანიებს და ინიციატივებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანონ საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებაში და ხელი შეუწყონ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდეს და ჰქონდეს სისტემური ხასიათი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე. და მარტივად ხელმისაწვდომი იყოს მათთვის საჭირო ინფორმაცია. რეკომენდაციები: საქართველოს მთავრობას: ● საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის პროექტი, ასევე, დაამტკიცოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა (2022 წლის 30 ივნისი); ● სამოქმედო გეგმაში ასახოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების სისტემური ღონისძიებები (2022 წლის 1 აპრილი) განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე და შეიმუშავოს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია (2022 წლის 1 ივლისი); ● გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიამ უზრუნველყოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების სიღრმისეული კვლევა და ანალიზი (2022 წლის 31 დეკემბერი); ● უზრუნველყოს „ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების” (ეროვნული რეფერალური მექანიზმის) დამტკიცება (2022 წლის 31 დეკემბერი); ● პოლიტიკის დოკუმენტებში გაითვალისწინოს ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხები, რომლებიც მორგებული იქნება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე. აღნიშნული მიზნით, ითანამშრომლოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და კერძო სექტორთან (2022 წლის 31 დეკემბერი); ● ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებისთვის/მსხვერპლებისთვის შემუშავდეს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი (2022 წლის 30 ნოემბერი); 71 ● Covid-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის მიზნით გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანიები ხელმისაწვდომ სერვისებთან დაკავშირებით მსხვერპლთა ინფორმირების მიზნით (2022 წლის 31 დეკემბერი). საქართველოს პარლამენტს: ● შევიდეს ცვლილება გაუპატიურების (სსკ-ის 137-ე მუხლი) და სხვა სქესობრივი დანაშულების (სსკ-ის 138-ე და 139-ე მუხლები) დეფინიციაში, რათა, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, აღნიშნული მუხლების დეფინიცია ეფუძნებოდეს მსხვერპლის თავისუფალი, ნამდვილი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას, რაც უნდა შეფასდეს გარემომცველი გარემოებების კონტექსტში (2020 წლის 1 ივლისი); ● საკანონმდებლო ცვლილებების გზით გაუქმდეს მსხვერპლის სტატუსის მოთხოვნა, რათა თავშესაფრის სერვისით ისარგებლონ სავარაუდო მსხვერპლებმაც (2022 წლის 1 ● აპრილი); საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილება იმის შესახებ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემცირების ან/და მისი მეორეული ვიქტიმიზაციის დაცვის მიზნით, შესაძლებელი გახდეს, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის ან/და დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემის დროს ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან გაყვანის ან სხვა ალტერნატიული ზომის გამოყენების თაობაზე (2020 წლის 1 აპრილი). ● გენდერული თანასწორობის საბჭომ ხელი შეუწყოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შსს-სა და უზენაეს სასამართლოს შორის მემორანდუმის გაფორმებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულის სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვასთან დაკავშირებით (2022 წლის 1 აპრილი). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას და სასამართლოს: ● გადაიხედოს სექსუალური სისხლისსამართლებრივი დევნის ძალადობის დაწყებისა საქმეებზე და პრაქტიკა გამამტყუნებელი და განაჩენის გამოტანისას არ ხდებოდეს ხისტი და ზედმეტად შემზღუდველი მტკიცებულებითი სტანდარტებით ხელმძღვანელობა და მტკიცებულებათა გამყარების მოთხოვნა (2022 წლის 31 დეკემბერი); ● გადაიხედოს სექსუალური ძალადობის საქმეებზე პრაქტიკა და სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის დროს, სხვა დაზიანებებთან ერთად საქალწულე აპკის შემოწმების შემთხვევაში, არ მოხდეს აპკის მდგომარეობაზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთება იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ქალს ვაგინალური სქესობრივი კავშირი (2022 წლის 31 დეკემბერი); 72 ● ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების განხილვა უნდა მოხდეს გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების ჭრილში. ამ მიზნით, ყველა შესაძლო შემთხვევაში, გენდერული ძალადობის ძირეული მიზეზების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს მტკიცებულებების მოპოვება, გაანალიზება და მხედველობაში მიღება დამნაშავის მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად (2022 წლის 1 დეკემბერი). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას: ● გაგრძელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით იდენტიფიცირებისა და შესწავლის საკითხებზე (2022 წლის 1 დეკემბერი); ● გაგრძელდეს სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით პროკურორებისა და შსს-ს გამომძიებლების, ასევე მენეჯერების გადამზადების პროცესი (2022 წლის 1 დეკემბერი); ● დაზარალებულის მიერ მართლმსაჯულებაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამოკვლეულ იქნეს აღნიშნულის მიზეზი/მიზეზები, მათ შორის, ხომ არ არის განპირობებული მსხვერპლი დაშინებით, იძულებით ან სხვა რაიმე ზემოქმედების განხორციელებით (2022 წლის 31 დეკემბერი) ● შემუშავდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოკითხვის გაიდლაინი გამოძიების პროცესში გამომძიებლების და პროკურორებისთვის, რათა მოხდეს მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და არ მოუწიოს მას ერთი და იმავე ინფორმაციის მრავალჯერადი გამეორება (2022 წლის 1 ივლისი); საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ● გაგრძელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა, განსაკუთრებით რეგიონში მომუშავე პოლიციელთა გადამზადება რისკების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებისა და შემაკავებელი ორდერების გამოცემის საკითხებზე (2022 წლის 31 დეკემბერი); ● განხორციელდეს ცნობიერების ამაღლების აქტივობები ზედამხედველობის გამოყენებისა და მისი მეშვეობით შესაძლებლობის თაობაზე (2022 წლის 1 აპრილი); ● ელექტრონული მსხვერპლის დაცვის პოლიციის ყველა დანაყოფში მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და გამოიყოს შესაბამისი სივრცე მსხვერპლთა იზოლირებულად გამოკითხვის უზრუნველსაყოფად (2022 წლის 31 დეკემბერი). საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის უმაღლეს სკოლას: 73 ● მოხდეს მოსამართლეთა გადამზადება სექსუალური ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, გენდერული სტერეოტიპების არსებობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების მომზადების სპეციალური წესების შესახებ (2022 წლის 1 ივნისი); ● სასამართლომ დანერგოს პრაქტიკა, რომელიც მხედველობაში მიიღებს სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მტკიცებულებათა ფართო სპექტრს, რათა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა მოხდეს ისეთ დანაშაულებზე, რომლებიც ფიზიკური ძალადობის გამოყენების გარეშე არის ჩადენილი, ან სადაც მტკიცებულებად არ მოიპოვება სქესობრივი აქტისთვის დამახასიათებელი დაზიანებები მსხვერპლის სხეულზე და დამნაშავის ბიოლოგიური მასალა (მაგრამ დანაშაული, შესაძლოა, დასტურდებოდეს სხვა სახის მტკიცებულებებით) - (2022 წლის 31 დეკემბერი). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს: ● შეაფასოს მოძალადეთა ქცევის კორექციის არსებული პროგრამების ეფექტიანობა, რომელიც საფუძვლად დაედება არსებული პროგრამების გადახედვასა და დახვეწას და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა (2023 წლის 28 თებერვალი); ● პარლამენტს წარუდგინოს გეგმა იმის თაობაზე, რომ მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები გავრცელდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ ყველა პირზე ● როგორც პენიტენციურ, ისე პრობაციის სისტემაში (2022 წლის 31 დეკემბერი); პარლამენტს წარუდგინოს გეგმა სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისათვის სპეციალური პროგრამის შემუშავების თაობაზე (2023 წლის 28 თებერვალი); ● პარლამენტს წარუდგინოს გეგმა იმ მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამის შემუშავების თაობაზე, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი. ასევე, განისაზღვროს აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელი სტრუქტურა/ერთეული ● (2023 წლის 28 თებერვალი); შეიმუშაოს დამატებითი ინსტრუმენტები, რომლის საფუძველზეც მოხდება პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგზე მყოფი ბენეფიციარის შეფასება, თუ რამდენად შეინარჩუნა პროგრამის შედეგად მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები (2022 წლის 31 დეკემბერი); ● მიღებულ იქნეს შესაბამისი საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ზომები სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების კურსებში ჩართვის ხელშეწყობის/წახალისების უზრუნველსაყოფად (2022 წლის 31 დეკემბერი). საქართველოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს: ● გაიზარდოს თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების დაფარვის არეალი და უზრუნველყოფილი იყოს მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა (2022 წლის 31 დეკემბერი); 74 ● სერვისების მიწოდებისას გათვალისწინებული იქნეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისა და ფსიქო-სოციალური ან სხვა საჭიროების მქონე პირების სპეციალური საჭიროებები (2022 წლის 30 ოქტომბერი); ● უზრუნველყოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის გახსნა თბილისსა (2022 წლის 1 მარტი) და ქუთაისში (2022 წლის 31 დეკემბერი); საქართველოს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს: • წარადგინოს შესაბამისი კონცეფცია/სამოქმედო გეგმა ქალი ექსპერტების რაოდენობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, რათა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს მიეცეს საშუალება, აირჩიოს ექსპერტის სქესი (2022 წლის 30 აპრილი); • მოხდეს ექსპერტთა გადამზადება სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან ექსპერტიზის ჩატარების, მათ შორის, ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკური წესების • შესახებ (2022 წლის 30 აპრილი); გადაიხედოს და განახლდეს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მეთოდოლოგია, მათ შორის, არასრულწლოვანი მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით და გათვალისწინებულ იქნეს შეფასების თანამედროვე/საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები (2022 წლის 1 ივნისი). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს: ● დამატებითი ღონისძიებები განხორციელდეს ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის, არასტერეოტიპული გენდერული როლების, ურთიერთპატივისცემის, პიროვნებათაშორის ურთიერთობებში კონფლიქტების ძალადობის გარეშე მოგვარების, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობისა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების შესახებ პედაგოგიური მასალის ოფიციალურ სასწავლო პროგრამებში და განათლების ყველა დონეზე დასანერგად (2022 წლის 31 დეკემბერი); ● შემუშავდეს სახელმძღვანელო წესები მასწავლებლებისთვის გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის და რეფერირების მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით (2022 წლის 1 ივლისი). 75