საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/88; 19.11.2021) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვარის, შალვა პაპუაშვილის, რატი იონათამიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, გოჩა ენუქიძის, გურამ მაჭარაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-3/112; 13.10.2021).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (301 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (318 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (212 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (267 KB)
📄 წერილი (68 KB)
📄 დანართი (68 KB)
📄 დანართი (67 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-17
ბიუროს ნომერი 133
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3008/22
16-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-2/88; 19.11.2021);
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
და საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/112; 13.10.2021).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30
დღით.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (N07-2/88; 19.11.2021)
საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა, ხოლო „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (N07-3/112; 13.10.2021) საკომიტეტო
განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-2886/22
14-03-2022
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N88/1, 18.10.2021 გადაწყვეტილებით, დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად
გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვარის, შალვა პაპუაშვილის,
რატი იონათამიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, დავით სონღულაშვილის,
ეკა სეფაშვილის, გოჩა ენუქიძის, გურამ მაჭარაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ
სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის და ირაკლი ბერაიას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში
საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (N07-3/112; 13.10.2021). ვინაიდან საკითხი
საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, გთხოვთ უზრუნველყოთ მისი განხილვის ვადის
გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-2968/22
15-03-2022
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
გთხოვთ,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად
უზრუნველყოთ სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/88; 19.11.2021).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge