„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-22
ბიუროს ნომერი 134
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
მუხლი
1.
„სახელმწიფო
შესყიდვების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი და
ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„15. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ აქვს რუსეთის
რეზიდენტ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ასევე რუსეთის კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტის
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების
მონაწილეობის დარეგულირებას. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა
ეკრძალება
რუსეთის რეზიდენტ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან რუსეთის
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმის გამო, რომ მოხდეს რუსეთის
რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის ან რუსეთის კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნის საქართველოს სახელმწიფო
შესყიდვებში მონაწილეობის მიღების შეზღუდვა, საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
საქართველოს
სავაჭრო-ეკონომიკური
დამოკიდებულების
კომპანიებზე.
შემცირება
რუსულ
ა. გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გარდამავალ დებულებას ემატება შემდეგი
პუნქტი: სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ აქვს რუსეთის რეზიდენტ
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
ორგანიზაციულ წარმონაქმნს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლი ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან ინიციატივის მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის დროულ ამოქმედებას.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას
ბ ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან
და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს მითითებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო შესყიდვების eProcurement სისტემაში წლიდან წლამდე იზრდება რუსეთის
ფედერაციის რეზიდენტი კომპანიების რაოდენობა. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წლის
მდგომარეობით მხოლოდ 11 ერთეულს შეადგენდა, ხოლო ბოლო, 2020 წლის მონაცემით
181 ერთეულს.
სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშებში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, სისტემაში
რეგისტრირებული რუსეთის რეზიდენტი კომპანიებიდან რამდენი წარადგენდა
საკონკურსო ან სატენდერო წინადადებს და შესაბამისად იხდიდა კანონით
გათვალისწინებულ საფასურს.
კანონპროექტით ინიცირებული მუხლის ამოქმედების შემთხვევაში, სახელწმიფო
შესყიდვების სააგენტოს შემოსავლების სახით, თითოეული კომპანიისაგან მისაღები
შემოსავალი, ცალკეული შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლოა დააკლდეთ 50 ან/და 5 000
ლარით, რაც ასევე შესაძლოა აისახოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. 1
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში რეგისტრირებული შემსყიდველები, კონკრეტული
შესყიდვის გამოცხადებისას თავად აცხადებენ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას,
რომლის ფარგლებშიც მიმწოდებლები პოზიციონირებენ საკუთარი შეთავაზებებით და
რომელიც ხშირ შემთხვევაში ნაკლებია შემსყიდველის მიერ დასახელებულ თანხაზე.
აქედან გამომდინარე, რუსეთის რეზიდენტ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან რუსეთის
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნისათვის
ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა არ გამოიწვევს
სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე არსებით გავლენას. გამონაკლის
შემთხვევებში, შემცირებული კონკურენციის ხარჯზე, შესაძლოა მოახდინოს უმნიშვნეო
გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
1
სახელმწიფო შესყიდვების კანონის, მე-19 (1) მუხლის მიხედვით, კონკურსის ან ელექტრონული
ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის
წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების
შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – საფასური 5 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის მიღება გამოიწვევეს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, რუსეთის რეზიდენტ ფიზიკურ ან იურიდიულ
პირს ან რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ
წარმონაქმნს, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში,
შეუმცირდება მისაღები შემოსავლები.
ბ.ვ) კანონპროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის მომზადება
არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში.
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ.
ასეთი არ არის
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას.
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) კანონპროექტის პროექტის ავტორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა
ერთობაშია“
ვ ) კანონპროექტის პროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა
ერთობაშია“